Home რუბრიკები პოლიტიკა შენ ნატოსკენ რომ ისწრაფვოდი, მე იქიდან გამოსული ვიყავი

შენ ნატოსკენ რომ ისწრაფვოდი, მე იქიდან გამოსული ვიყავი

522

ნუ წაიკითხავთ ამ სათაურს, როგორც შემოთავაზებული წერილის შინაარსის მიმანიშნებელ სლოგანს. ბანალურ შესვლაგამოსვლაზეა ლაპარაკი. საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს არსებული ვითარება ანალიტიკოსებში (რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ) პოლარულ შეფასებებს იწვევს: ვინნათელ მხარესდგას, ოპტიმისტურად არის განწყობილი, ვინ _ პესიმისტურად.

წელიწადი იწურება და ერთგვარი კატეგორიულობა მათ მსჯელობას წითელ ზოლად გასდევს. თითქოს მოსწრებაზეა _ საზოგადოებისთვის საკუთარი დასკვნების სწრაფად მიწოდება, რომელიც არაფერს ცვლის.

ამათი მოსაზრებები რიმეიკებია (რემეიკები) გარკვეულწილად განახლებული შეხედულებების, სიახლის პრეტენზიის მქონე ვერსიებია, ზოგჯერ ულტიმატუმის ხასიათის.

ექსპერტების კამათს მოვუსმინოთ: ჩვენი რა მიდის, რა იხარჯება?!

ერთი დამახასიათებელი ფრაგმენტი, აზრთა გაფანტულობის სადემონსტრაციოდ.

_ ჩინელებთან დაპირისპირებაში ამერიკელებმა წააგეს. ჩინელები არასოდეს დააბრუნებენ იმას, რაც ხელთ ჩაიგდეს.

_ თავიანთ მოთხოვნებს უკარნახებენ ნებისმიერ ოპონენტს.

_ ჩინელებთან ლაპარაკი ყოველთვის რთულია, ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით.

_ რუსეთს ხელში უჭირავს სადავეები.

_ ჩვენი ძვირფასი პარტნიორები თანდათან თითქოს ეგუებიან ამ სიტუაციას.

_ ცრუ იმედებია!

_ ამერიკელები კვლავაც შეეცდებიან, თავიანთი მოთხოვნები თავს მოგვახვიონ ახალი სანქციების დაწესებით.

_ ილუზია არ გვაქვს…

_ ამერიკელებთან ურთიერთობა უფრო ძნელია.

_ ამერიკელები გორბაჩოვს დაჰპირდნენ, _ ნატოს აღმოსავლეთისკენ არ განვავრცობთო.

ამ დღეებში გაიხსენეს: იცით, მაშინ რა უპასუხა აშშ-ის იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა გორბაჩოვს?

_ დიახ, დაგპირდით, მაგრამ მოგატყუეთ.

გაგაცურეთო.

დიპლომატიური თამაშების წესები ითმენს ასეთ ფინტებს.

სტალინს ვერ უბედავდნენ.

_ უწინ საზოგადოებრიობა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების შესახებ პოსტ ფაქტუმ რომ იგებდა, თანაც როცა უხსნიდნენ _ ათი წლის წინათ ჩვენ ერთი ვუთხარით, მათ სხვა გვიპასუხეს, ეს ფრიად ნეგატიურად მოქმედებდა მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც ვარწმუნებდით, ხელი გვიდევს პულსზე… თურმე ჩვენვე ვატყუებდით, თავსაც ვიტყუებდით და ა.შ.

საქართველოში ქაოსია. ჩვენთან ისეც კი ხდება, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ავკარგიანობაზე საუბარს ტელეეკრანებიდან იმათზე ადრე იწყებენ, ვიდრე ის მოხელენი გაიგებენ, რომელთა უშუალო განსახორციელებელიცაა ესა თუ ის დავალება, ამიტომაც ჩქარობენ კონკურენტ ტელევიზიებში გამოსვლას .. ექსპერტები, დააგვიანებენ და გაუნახევრდებათ რეიტინგიუარესი კი ისაა, რომ ხალხის მასას, ჭეშმარიტ პატრიოტებს გული უცრუვდებათ ხელისუფლებაზე, რომელიც თავად დასვეს მმართველობის აბლიბაბლი ტახტზე.

* * *

მაინც რა ხდება თუნდაც ევროკავშირთან დაკავშირებით, საითაც ასე ერთსულოვნად მიისწრაფვიან დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქენი?

აქეთ და ნატოსკენაც. როცა ამ პრობლემაზე მოლაპარაკება, შეთანხმება და ა.შ. ღონისძიებანი ფარულად, გასაიდუმლოებულად ეწყობა, ყოველთვის ჩნდება ეჭვი _ სასარგებლოა კი ასეთი აქტები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის?

მოცლილ ტვინებში იბადება და შემდეგ მასმედიით ვრცელდება ათასგვარი ვარიანტი, რომ გაგვყიდეს, გაგვაბითურეს. ჭეშმარიტად დაიცვეს კი ჩვენი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება? გადაიდგა თუ არა ეფექტიანი ნაბიჯები ეფექტიან პერსპექტივაში შესასვლელად და ა.შ. და ა.შ. და არა ეფექტური, რომელსაც ვიღაცის გავლენით “მამაო ჩვენოსავით” იმეორებენ.

რაც, ყველასთვის ცხადია, დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზთაგან პირველია. მით უფრო, თუ მოთხოვნები კატეგორიულია. მაგალითად, რა პრეტენზიები აქვს კოლექტიურ დასავლეთს ჩვენთან? ხელისუფლება არ გივარგათო, გვეტყვიან, მოიცილეთ თავიდან და აირჩიეთ ისეთი, როგორიც ჩვენ მოგვწონსო. არც არასდროს დაუმალავთ. ჯერ თითქოს მოიწონებენ, შემდეგ თავადვე წყალს შეუყენებენ და უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ “ფერადი რევოლუციის” მორიგი ტალღა უკვე ღელავს პარლამენტის წინ, რუსთაველზე, თბილისის გულში, ქაშუეთის ეკლესიასთან. საიდანღაც ჩნდებიან მრისხანე გამომეტყველების ქალები, მამაკაცებზე, როგორც გაოფლილ ულაყებზე, გადალაჯებით შემსხდარი მითოლოგიური ამორძალები, დღეს _ ფემინისტი აქტივისტები, იწყება შტურმი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. და მთავრდება მთავრობაში “ახალი სახეების” მოსვლით. ერთხელ კიდევ დასტურდება ჭეშმარიტება, რომ წარმატებული მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი. ყველაფერი ძველებურად გრძელდება. ყველგან. დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც უფროს ძმას ჩაენაცვლნენ, არც ერთ ქვეყანას არ აძლევენ უფლებას, განახორციელოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. საზღვრის მიღმა შენი ფეხი არ ვნახოთო ჩვენთან (მათთან) შეუთანხმებლად გადადგმული.პარტნიორობა მათ პოლიტიკურ ლექსიკონში, ალბათ, თანასწორობას არ ნიშნავს. 30 წლის განმავლობაში ვფურცლავთ ამ საცნობარო მაკულატურას და გარდააღშფოთებისადაშეშფოთებისასხვა განმარტებას ვერ ვპოულობთ. და კიდევ: მანტრასავით გამეორებულვაღიარებთ საზღვრების ხელშეუხებლობას”… ასე აფასებენ დასავლეთის დემოკრატიული პოლიტიკის ნეოლიბერალურ თავისუფლებას თანამედროვე ანალიტიკოსები.

* * *

ახალი არაფერია: მილევად 2021-ში კარგად ნაცნობი დებულებები კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს, ჩვენ რომ დაზუთხული გვქონდა.

ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, რა და როგორ ემუქრება მათ თუნდაც შავი ზღვის აკვატორიაში და აქაური საშიშროება იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, რომ მიფურთხებაც ეზარებათ. ჩვენთვის ყოფნა-არყოფნის პრობლემაა. და გინდ ქართველები შევეწიროთ, გინდ უკრაინელები, აბსოლუტურად არ ადარდებთ. ავღანეთში სამოკავშირეო მიზნებსა და ამოცანებს ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლის ფასად რომ იცავდნენ, მადლობას გვეუბნებოდნენ ამერიკელები. პოსტ ფაქტუმ დიდი ჯილდოა.

მაგრამ ნატოში გასაერთიანებლად _ არასაკმარისი. რაღაც ისე ვერ გვაქვს აწყობილი, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დებულებაშია გათვალისწინებული.

კლასიკური აბსურდის მაგალითია: რაც უფრო მეტს გვაქებენ, მით უფრო მეტად ეფემერული ხდება ნატოს წევრობა: ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროში ჩავრჩით, როცა ირაკლი წერეთელი ყველა მიტინგზე ნატოს ჯარების შემოსვლას ლამის დაჩოქილი ევედრებოდა.

ვინ აიძულებდა, ვინ ექაჩებოდა?! დღეს, ალბათ, თვითონაც ეღიმება იმ ყმაწვილკაცის იდეისადმი ამგვარ დაჟინებით ერთგულებაზე.

სამაგიეროდ ხელისუფლება ყოველდღიურ იდეურ ულუფად გვთავაზობს რამდენიმე წლის წინათ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს _ უმრავლესობას სურს ალიანსის წევრად საქართველოს ხილვა. ცოტა საეჭვოა, მაგრამ, რადგან ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობის სახელით გველაპარაკებიან, დაე, ასე იყოს! იმ შორეული 80-იანი წლებიდან მოყოლებული დაჟინებით ჩაგვჩიჩინებენ…

იმხანად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თუ ოფისში, ედუარდ შევარდნაძის თანმხლები ჟურნალისტები ერთხელ უკვე ვიყავით, საკმაო ხნითაც. სანამ შევარდნაძე და ნატოს იმჟამინდელი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ერთმანეთს პირისპირ ესაუბრებოდნენ, იმ გასაიდუმლოებული და საშინლად ჩაკეტილი შენობის (ასეთი წარმოდგენა გვქონდა) დერეფნებში დავბორიალობდით და, ვითომც არაფერი, ბრიფინგის დაწყებას ველოდებოდით.

ამასობაში საქინფორმის კორესპონდენტ მაია ალუდაურს ნატოს შტაბბინის ორღობეებში გზაც აერია, ხოლო როცა გენერალურმა მდივანმა შეიტყო, რომ ერთერთ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას (ონიანს) ერქვა ნატო, ისეთი გაკვირვებული დარჩა, რომ, თავისი დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატო გვერდით ამოიყენა, ჩვენც გვიხმო და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.

მართალია, ის ფოტო, თქვენი არ იყოს, მეც არ მინახავს, მაგრამ ღმერთი-რჯული, გადავიღეო, იფიცებოდა შევარდნაძის “ლიჩნიკი”, ფოტოგრაფი ბესო კეზერაშვილი მაგრამ ბოლო კადრი იყო… არ დაფიქსირდაო.

ამასობაში ჩვენს ძირითად კანონში _ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფება საქართველოს მიზანი და უმთავრესი ამოცანაა, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ხარჯზე.

არავითარ შემთხვევაში! წყალსაც წაუღია ორივე ალიანსი!

კომუნიზმის მწვერვალებს გვერდი ავუქციეთ და ბრიუსელზე ავიღეთ ორიენტაცია. ჩვენ ჟურნალისტები ვიყავით და გამოვედით ნატოს შტაბ-ბინის სადგომიდან, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გვაქვს, ისევე, როგორც ამერიკელებს ნატოს აღმოსავლეთისკენ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ არანაირი საბუთი არ დაუტოვებიათ საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ხელმძღვანელობისთვის. ასე დაიწყო ქაოსი, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ყოველი არსის საწყისია, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს უფსკრულს, რომელსაც ჩახედავ და ჩაგითრევს.

აშშ-ის ახლანდელი სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის, ფილოსოფია აქედანაა ამოზრდილი. შეიძლება, თვითონაც არ იცის, რომ ასეა, და გავრცელებულია ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე, რუსეთისკენ აღმოსავლეთის მიმართულებით. რა სიღრმეებში ჩადიან ეს ჩვენი თანამედროვე ექსპერტები, როცა ყველაფერი ზედაპირზე დევს, დილეტანტი მკითხველისთვის ასე მიწოდებული პოზიცია გაცილებით დამაჯერებელია, მით უფრო, რომ ქაოსის სისტემა რეალურად არსებობს დასავლეთის პოლიტიკურ სივრცეში. მაგალითად, რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანიაში მიმდინარეობდა დისკუსია, განაგრძობს თუ არა ეს ქვეყანა ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნას ნაძვის ხის მორთვა-მოკაზმვით და სხვა ტრადიციული რიტუალებით. გამოკითხულთა 99-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არა; მიიჩნევს უაზრობად…

ანეკდოტი თემაში:

სეროჟა კოსმოსში გააფრინეს. ორბიტაზე გასულიც არ იყო, რომ დაავიწყდა თავისი მოსახმობი. სასწრაფოდ დაუკავშირდა ცუპს (ფრენების მართვის ცენტრალურ პუნქტს):

Земля, земля, я Серож! Кто я?

Сокол ты… твою мать.

ჰოდა, მიფრინავს კოსმოსში მისთვის დაწესებულ ორბიტაზე ეს ჩვენი ბუნებრივი კოსმოსური ხომალდი _ დედამიწა და ჩვენ _ დაბადებიდანვე კოსმონავტები, გაკვირვებული ვკითხულობთ:

Земля, земля! Кто я?ქალი ვარ თუ კაცი? ან, იქნებ, ტრანსგენდერული სხვა რაღაც უბედურება? ქაოსია! დროზე თუ არ დავძლიეთ, გადავშენდებით და ვერ გვიშველის საამაყო ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი მისწრაფების შესახებ, რომელსაც ეროვნული იდეოლოგიის ფუნქცია დავაკისრეთ.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here