საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი ძალოსანის, ლაშა ტალახაძის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარებას გამოეხმაურა.
“ჩვენმა ლაშა ტალახაძემ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა და მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა! ყოჩაღ ლაშა, გვეამაყები”, – დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.