Home რუბრიკები პოლიტიკა ყველა ელოდება, რომ ძალიან მალე თბილისის მერი დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და მის...

ყველა ელოდება, რომ ძალიან მალე თბილისის მერი დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და მის გუნდში “ქართული ოცნების” ოდიოზური ფიგურების ადგილი არ იქნება

1470
კახა კალაძე

ნაციონალების მმართველობის პერიოდშიც ასე იყო _ ფორმალურად ყველაფერი რიგზე ჩანდა და ნაცების ერთ გუნდად გვაჩვენებდნენ თავს, თუმცა შიგა დაპირისპირება ისე დიდი იყო, რომ საქმე ხშირად მუშტიკრივამდე მიდიოდა. ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებებმაც მიიყვანანაციონალური მოძრაობაკრახამდე და ახლა ანალოგიურ შეცდომებსქართული ოცნებაიმეორებს. იმის მიუხედავად, რომ მმართველი გუნდის ლიდერები გვარწმუნებენ, ერთ სულ და ერთ ხორც ვართო, ცხადია, ასე არ არის და ხელისუფლებაში დიდი ბზარია გაჩენილი.

არაერთხელ ითქვა, რომ კახა კალაძე ერთადერთია, რომელსაც იმდენი ფული აქვს, ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად შეუძლია პოლიტიკურ ველზე დარჩენა. შესაბამისად, კალაძის გუნდი თითქოს ყოველთვის ცალკე იყო, მხოლოდ კახას უსმენდა და აკი კალაძემაც არ მიატოვა მეგობრები _ სადაც წავიდა, წაიყვანა, თუმცა, თუ საპარლამენტო არჩევნებზე კახას არაერთი მეგობარი გაიყვანეს დეპუტატად, თვიმმართველობის არჩევნებში მისი გუნდი აშკარად დაჩაგრეს. მიზეზი მარტივია _ ყველა ელოდება, რომ ძალიან მალე თბილისის მერი დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და მის გუნდშიქართული ოცნებისოდიოზური ფიგურების ადგილი არ იქნება. მმართველობის მეხუთე წელს “ქართულმა ოცნებამ” იმდენი მოახერხა, რომ გუნდში ყოფილი ნაციონალების მთელი არმია ჰყავს, თანაც _ ყოფილი ზონდერები და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს “აპრავებს”. როგორც გვითხრეს, სწორედ ეს ვერ აიტანა კალაძემ და უთანხმოებაც ამის შემდეგ დაიწყო. ისიც შევიტყვეთ, რომ ოცნებისკოჰორტა წინააღმდეგი იყო, თბილისის მერობის კანდიდატად კალაძე დასახელებულიყო, მაგრამ კახამ პირობა დადო, რომ კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა და ეს უკვეოცნებისდასასრულის დასაწყისი იქნებოდა. შედეგად მივიღეთ რეალობა, რომელსაც ქვეყანა კატასტროფამდე მიჰყავს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთი ნიჰილიზმი ერში ნაციონალების პერიოდშიც არ ყოფილა, იბრძოდა, იმედი ჰქონდა. ახლა კი ბრძოლაც შეწყვეტილია, რადგან არავინ ჩანს ისეთი, ვისაც შეიძლება ქვეყანა ანდო, რეალური ძალა არ არის და მმართველი გუნდი ამას სათავისოდ იყენებს. ისინი გვიმტკიცებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ დიდი სარგებელი მოგვიტანა, რადგან თურმე ნაციონალების პერიოდში ქართველი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი 100 დოლარი 170 ლარი იყო, ახლა კი ასი ლარით მეტია…

“ქართულ ოცნებაში” რამდენიმე დაჯგუფებაა და გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე მძლავრად ის ითვლება, ვისაც მეტი ფული აქვს. არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის აზრს თითქმის ყველა ითვალისწინებს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. არიან დეპუტატები, რომლებიც ურჩობენ და იმუქრებიან, რომ, მათი სურვილების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, პარტიას დატოვებენ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას ნიშნავს. ეს კი ხელს არ აძლევს ხელისუფლებას. ე.წ. “ბლატნოი” პარლამენტარების რიგში პირველი ნომერი სააფთიაქო მაგნატი კახა ოქრიაშვილია. მას საკუთარი ფრაქცია აქვს, მისი ქონება ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია და, შესაბამისად, ოქრიაშვილი ცხვირს ჰყოფს ყველაფერში. სწორედ მისი გაჯიუტების შემდეგ გადაწყდა, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლამდე შენარჩუნდება. ოქრიაშვილს ვერ უბედავენ იმის თქმას, რომ წამლებზე კატასტროფული ფასები უნდა შემცირდეს და საქართველოში მედიკამენტები, ევროპასთან შედარებით, 300-400 პროცენტით ძვირი უნდა არ ღირდეს.

ერთი შეხედვით, მძლავრი იყო არჩილ თალაკვაძის დაჯგუფებაც. უმრავლესობის ლიდერმა გარშემო ახალგაზრდები შემოიკრიბა, მაგრამ მისი ავტორიტეტი მას შემდეგ შეილახა, რაც ოზურგეთში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დამარცხდა. მოგეხსენებათ, თალაკვაძე სწორედ ოზურგეთის მაჟორიტარია და, თავის ოლქში რომ დამარცხდება უმრავლესობის ლიდერი, წესით, უნდა გადადგეს, მაგრამ თალაკვაძემ არც თანამდებობიდან წასვლა ისურვა და არც კალაძის გუნდში გადასვლა _ თბილისის მერმა მას ვიცემერის პოსტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან თანხმობა მტრის ბანაკში გადაბარგებას ნიშნავდა. კალაძე რომ მტერია, “ოცნებაშიარავინ მალავს, და ერთი სული აქვთ, როდის გამოაცხადებს კახა ახალი პარტიის შექმნას, რათა ივანიშვილს ნიშნი მოუგონ, _ შენი შვილობილი ნავიდან გადახტაო. არადა, კალაძე იყო ერთერთი (თუ ერთადერთი არა), რომელიც ყოფილი ნაციონალების გაპარლამენტარებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. ჰოდა, ახლა ყოფილ ნაციონალსა და ზონდერ ვანო ზარდიაშვილს თურმე საპრეზიდენტო ამბიცია აქვს, აქაოდა, ეგ თანამდებობა ჩემზეა ზედგამოჭრილიო. არადა, სწორედ ზარდიაშვილი იყო ის კაცი, 2012 წელს ზურაბ ზვიადაურს რომ დასდევდა და აქციებს უწყობდა. ჰოდა, თუ ეს ეჭვი გამართლდა, ოცნებაიმდენს მოახერხებს, რომ 2018 წელს პრეზიდენტად ისევ ნაციონალს დასვამს

ჩვენი ინფორმაციით, კალაძეს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა პირადად სთხოვეს თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის დატოვება, მაგრამ კახამ მერის მოადგილედ თავისი კადრი ისურვა და ნიკოლეიშვილი გაუშვა. ივანიშვილის მეგობარი, ბატონი გიგა ისევ ივანიშვილის მეგობარმა, გიორგი გახარიამ, შეიფარა და შსს-ში დაცვის პოლიციის უფროსობა უბოძა.

აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ წინა კვირას საჯაროდ გაილაშქრა კიდევ ერთმა მილიონერმა დეპუტატმა _ შოთა შალელაშვილმა. ბატონ შოთას მხოლოდ “ქართუ ბანკში” 6 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დეკლარირებული. ამას ებრაულ ბანკებში გახსნილი ანგარიშებიც ემატება, რაც სრულ უფლებას აძლევს, რომ, სხვა მილიონერი დეპუტატების დარად, ხმამაღლა ისაუბროს. შოთა შალელაშვილმა ღია წერილით მიმართა ქვეყნის პრემიერს და ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რის გამოც გიორგი კვირიკაშვილი ისე გაღიზიანდა, რომ ამ თემაზე მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა და… შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაიბარეს იმის ასახსნელად, რომ ერთი ადგილი უნდა დააყენოს, მაგრამ, როცა ანგარიშზე ძალიან ბევრი ფული გაქვს, ჩუმად ყოფნა ძნელია. მით უმეტეს, რომ ირგვლივ ყველა გაღმერთებს, გისმენს და ამ დროს, პარლამენტში ცალცალი კალოშით მოსულები შენზე მეტს საუბრობენ.

აჯანყებულთა რიგებშია მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძეც. მისი გაღიზიანება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებამ გამოიწვია. ისე გამოდის, რომ გაჩეჩილაძეს დასაცავიც არაფერი ექნება და ისედაც უფუნქციო დეპუტატი ფუნქციას ქაღალდზეც კარგავს. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ გარემოს დაცვის კომიტეტზე აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდა. პირველად მოხდა, რომ მმართველ გუნდს პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა ჩაუგდეს. ეს სახუმარო თემა არ არის, რადგან, თუ მთავრობამ თავისი ვერ გაიტანა, “გაჩეჩილაძეები” შეიძლება ისე მომრავლდნენ, რომ, საერთოდ, ვეღარაფერი გაიტანოს და ამიტომ, ახლა კულუარულად ბატონი გიორგის დამუშავება მიმდინარეობს.

საზოგადოდ, კულუარებში იმდენი რამ დაგროვდა, რომ “შუბი ხალთაში აღარ იმალება” და სააშკარაოზე გამოდის. ყველასთვის ცნობილია, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგია კონსერვატორების ფრაქცია, მაგრამ ის კი არ არის ცნობილი, რომ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიამ დახურულ სხდომაზე ამის გამო ხმამაღლა იგინა და დეპუტატებს კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდა, რასაცოცნებისლიდერთა მწვავე რეაქცია მოჰყვა, აქაოდა, _ ამ ყველაფერს ევროკავშირი გვთხოვსო.

ეს _ რაც შეეხება პარლამენტს. ახლა მთავრობაზეც ვთქვათ. ოპტიმიზაციის შედეგად გათავისუფლებული მინისტრები ახალ სამსახურს ითხოვენ და ჯერჯერობით მხოლოდ გიორგი მღებრიშვილი დააკმაყოფილეს. მასაც სამსახური პრაქტიკულად შეუქმნეს, თორემ კრიზისების საბჭომ როგორი მუშაობა იცის, კი ვნახეთ ამ ზაფხულს, როცა ნახევარი საქართველო ხანძარმა გადაწვა. უსამსახურობას ეგუება, მაგრამ ტენდერები უნდა ტარიელ ხეჩიკაშვილს. ავტომობილების ქართველმა მაგნატმა ას მილიონიანი ხელშეკრულებები მინისტრობისას “გააპრავა”, ახლა კი არ სურს, საქმეს ჩამოშორდეს, მაგრამ… ხეჩიკაშვილი კალაძის მეგობრად ითვლება და მომავალში, მერიას თუ დასტყუებს რამეს, თორემ საეჭვოა, მთავრობამ ცხვირი სადმე ჩააყოფინოს. პრემიერმინისტრის პოსტზე მოიაზრებოდა გიორგი გახარია, მაგრამ ამ ეტაპზე შსს-ში გაუშვეს. როგორც ამბობენ, გახარია ივანიშვილის ერთერთი ფავორიტია და ამიტომ მას ჯერ კიდევ აქვს გაპრემიერმინისტრების შანსი, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილის კიდევ ერთი ფავორიტი რჩება უსამსახუროდ და, რას უზამენ გიორგი კვირიკაშვილს, ძნელი სათქმელია.

თოჯინების თეატრის წარმოდგენები საქართველოში, აგერ უკვე მერამდენე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და ძია სემი თითებს აქტიურად ათამაშებს. ჰოდა, სანამ ძია სემს თითები (გნებავთ, ხელი) დაეღლება და ვინმე ახალს გამოიბამს თითზე (გნებავთ, შუა თითზე), გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგად არის _ ასი დოლარით ლამის სამასი ლარის შეძენა შეიძლება. პრინციპში, რაღა ლამის, ცოტაც მოვიცადოთ და ეგებ მეტიც შევიძინოთ… მთავარია, რომელ თითს გაიქნევს თოჯინების თეატრის სამხატვრო (მუსიკალურიც) ხელმძღვანელი.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here