Home რუბრიკები საზოგადოება ქართველები „კავეენს“ ევროკავშირის ქვეყნებშიც თამაშობენ

ქართველები „კავეენს“ ევროკავშირის ქვეყნებშიც თამაშობენ

ქართველები „კავეენს“ ევროკავშირის ქვეყნებშიც თამაშობენ

29 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში „კავეენის“ მორიგი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. გარდა იმისა, რომ ამ კონკურსში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, ეს ფაქტი კიდევ სხვა კუთხითაც არის საინტერესო. კერძოდ, იმით, რომ ბოლო დროს საქართველოში სულ უფრო იკიდებს ფეხს თვალსაზრისი, თითქოს „კავეენი“ სუფთა რუსული თამაშია და მას „რუსული გავლენის“ ქვეშ მყოფი ქვეყნები თამაშობენ მხოლოდ. კარგი იქნება ამ აზრის მიმდევრები თუ მიაქცევენ ყურადღებას იმას, რომ ლატვია უკვე დიდი ხანია ევროკავშირის წევრი და „ნატოს“ წევრი ქვეყანაა და ამ სახელმწიფოს რუსეთის გავლენაში ყოფნას ვერავინ დააბრალებს. 

საქართველოს „კავეენის“ ნაკრები რიგაში უკვე გაემგზავრა. ლატვიის დედაქალაქში გასამართ კონკურსს ოფიციალურად „რიგის მერის თასი“ ეწოდება. ქართველები იქ რუსული გუნდების გარდა, ბელორუსიის, ყაზახეთის, ისარელის და ბრიტანეთის „კავეენის“ გუნდებს შეეჯიბრებიან მხიარულობასა და საზრინოაბაში. წარმატებას ვუსურვებთ ქართულ გუნდს და შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ოქტომბერში „კავეენის“ საერთაშორისო უმაღლეს ლიგაში ნახევარფინალურ თამაშებს გამართავს. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა „კავეენის“ არსებობის მანძილზე, როდესაც ქართულმა გუნდმა ნახევარფინალამნდე მიაღწია. იმედი გვაქვს, რომ გუნდი მოაგვარებს მის წინაშე არსებულ გარკვეულ ფინნანსურ პრობლემებს და ქართველებს უმაღლესი ლიგის ფინალშიც ვიხილავთ.

ხოლო თუ რომელიმე ქართველ ბიზნესმენს, კერძო პირს ან ორგანიზაციას ექნება სურვილი ხელი გაუმართოს ქართველ „კავეენშიკებს“, აქვე გაწვდით მათ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს:

საქართველოს „კავეენის“ ნაკრების ხელმძღვანელი სოფო ბანძავა – 591 193535

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here