საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფრანგი ამომრჩევლების ორი მესამედი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველობით უკმაყოფილოა.
საერთაშორისო გამოკითხვებისა და ბაზრის კვლევის ფრანგული კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ამომრჩევლების მხოლოდ 34% ამბობს, რომ მაკრონის, როგორც პრეზიდენტის, მოქმედებებით კმაყოფილია, 66% კი ამბობს, რომ უკმაყოფილოა.
კვლევა 21-22 აგვისტოს ჩატარდა, გამოიკითხა 1000-მდე ადამიანი.