Home რუბრიკები საზოგადოება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნუთუ ყველას აქვს აღმსარებლობის თავისუფლება, ქრისტიანების გარდა?

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნუთუ ყველას აქვს აღმსარებლობის თავისუფლება, ქრისტიანების გარდა?

პეტერ სიიარტო

საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინათ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრეტანის რეგიონში, ქალაქ პლოერმელის ერთერთ მოედანზე მდგარი რომის პაპის, იოანე პავლე II-ის, ქანდაკებას, რომელიც, სხვათა შორის, ქართველი სკულპტორის, ზურაბ წერეთლის, შექმნილია, ჯვარი უნდა მოშორდეს, რადგან, სასამართლოს შეფასებით, ის ეწინააღმდეგება 1905 წელს მიღებულ კანონს, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე დაუშვებელია რელიგიური სიმბოლოების განლაგება.

ამ ფაქტს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობა მზადაა, ჯვარი, რომლის მოშორებაც საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, უნგრეთში მიიღოს.

“ასეთი ნაბიჯები შეიძლება განვიხილოთ, როგორც კონტინენტის ცივილიზაციისა და კულტურის განადგურების მცდელობა. ნუთუ სიმართლეა, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში ქრისტიანული სიმბოლოს მოშორებას ვაპირებთ? ნუთუ ყველას აქვს აღმსარებლობის თავისუფლება, ქრისტიანების გარდა?” _ განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here