Home ახალი ამბები საქართველო უკრაინის მართლმადიდებლების მხარდასაჭერად – ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიება

უკრაინის მართლმადიდებლების მხარდასაჭერად – ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიება

ევრაზიის ინსტიტუტის მეგობრების შეკრება, 27 აგვისტოს ცხელ დღეს, გამოწვეული იყო კიევში, პარლამენტის მიერ მიღებული დრაკონული კანონით, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა (УПЦ) და მსოფლიო მასშტაბით მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის წინააღმდეგაა მიმართული. 

სხდომა გახსნა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელმაც საზოგადოებას გააცნო კანონი ნომერი 8371 და კიევის რეჟიმის საეკლესიო პოლიტიკაში არსებული ტენდენციები. მომხსენებელმა, კერძოდ, აღნიშნა:

„კანონი 8371-ის მიღებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ფაქტობრივად, აკრძალვის ქვეშ ექცევა. უკრაინის ამჟამინდელი ფაშისტური სახელმწიფოს დაშოშმინების პოლიტიკამ, УПЦ -ის მხრიდან, არ გაამართლა: მიუხედავად იმისა, რომ იქ უარი თქვეს მოსკოვის პატრიარქიისადმი დაქვემდებარებაზე და თავად დაიწყეს მირონის ხარშვა კიევში (რაც, ჩემი აზრით, საეჭვოა საეკლესიო კანონების მიხედვით), ეკლესია აკრძალვის ქვეშ მოექცა. ახლა ეკლესიის წევრებმა ერთი თვის მანძილზე უნდა გადაწყვიტონ, რომ გადადიან წინა ნაციონალისტური მთავრობების მიერ შექმნილი და ამჟამინდელი ფაშისტური რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი არაკანონიკური „მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინისას“ (ПЦУ) შემადგენლობაში ან წყვეტენ საეკლესიო საქმიანობას. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კონსტანტინეპოლის პატრიარქის კურთხევით და УПЦ ლიკვიდირებულ უნდა იქნას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელმაც ავტოკეფალია მიიღო ვახტანგ გორგასლის დროს, მიიღო ერთ-ერთი უძველესი ეკლესიისგან, იერუსალიმის საპატრიარქოს შემდეგ უძველესი – ანტიოქიის საპატრიარქოსაგან. და აი სწორედ ანტიოქიის პატრიარქი იოანე X დღეს გამოდის ნათელი გზავნილით, მხარს უჭერს УПЦ-ს, მორწმუნე მართლმადიდებლებს და, ამავე დროს, პირდაპირ გმობს ზელენსკის ფაშისტური რეჟიმის მიერ უკრაინაში მიღებულ კანონს. УПЦ-სადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატა სერბეთის პატრიარქმა, თვით რომის პაპმაც გამოხატა УПЦ-ის აკრძალვის მიუღებლობა… მე კი ვისურვებდი, რომ მართლმადიდებელმა სამყარომ უფრო აქტიურად გამოხატოს თავისი აზრი ამ პრობლემასთან მიმართებით. 

საქმე ისე არ არის, რომ უკრაინის ეკლესიაში მხოლოდ რაღაც საორგანიზაციო ცვლილებები ხდება; რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის რღვევა მიმდინარეობს, რაც ხელოვნურად გამოიწვიეს გლობალისტებმა და ყველაფრის რუსეთზე დაბრალებას ცდილობენ… ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აწი აღარ გვექნება ევქარისტული კავშირი იმ ეკლესიასთან, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული უკრაინის ხელისუფლების მიერ. ეს უდიდესი ტრაგედია და უბედურებაა, როდესაც ანგრევენ მართლმადიდებელ სამყაროს“. 

რცხილაძემ ასევე აღნიშნა:

„მე წინასწარი საუბარი მქონდა ზოგიერთ თქვენთაგანთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოგვეწყო ქუჩის აქცია თბილისში, თუნდაც მცირე ჯგუფით. მთავარია, საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია უკრაინაში მცხოვრებ მართლმადიდებელთა მიმართ. შეგახსენებთ, რომ იქ არც თუ ისე ცოტა წესიერი ადამიანი დარჩა საჯარო სპექტრში, რომ აღარაფერი ვთქვა უბრალო მართლმადიდებელ ხალხზე. ჯერ ერთი, ანტიქრისტიანული კანონის წინააღმდეგ ხმის მიცემა არ შეეშინდა 29 დეპუტატს და ეს ცოტა არ არის. შემდეგ, ცნობილი და პოპულარული პიროვნებები, როგორც ბოქსში მსოფლიო ჩემპიონი უსიკი, УПЦ-ის ერთგულნი რჩებიან. კიდევ ერთმა ცნობილმა ბოქსიორმა, ლომაჩენკომ, შემდეგი მესიჯი გამოაქვეყნა:

„მართლაც „ქმნით ისტორიას“. უღმერთოებს ჰგონიათ, რომ გაიმარჯვეს… ნუ მოიტყუებთ საკუთარ თავს. ღმერთი ვერ იქნება შერცხვენილი. რასაც დასთესს ადამიანი, იმასვე მოიმკის. შეუძლებელია ღვთის და მისი ეკლესიის დაცინვა ან მოტყუება. ყველა მათგანს ღმერთი მიაგებს მისი სიტყვებისა და საქმეების მიხედვით“ – (ამ სიტყვებს მრგვალი მაგიდის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ). 

ვფიქრობ, ეს სიტყვები ნებისმიერ მღვდელს დაამშვენებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გავამხნეოთ უკრაინის მორწმუნეები, როგორც სასულიერო, ისე საერო ხალხი“ – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ. 

ვოლგოგრადიდან ინტერნეტის საშუალებით ჩაერთო და სიტყვით გამოვიდა რუსი მღვდელი, ვოლგოგრადის ეპარქიის განათლებისა და კატეხიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი, იღუმენი ქრისტეფორე (კაზანცევი). იღმენმა ქირსტეფორემ დაწვრილებით ისაუბრა პრობლემებზე, რომელსაც აწყდებიან მართლმადიდებლური სწავლება და მართლმადიდებელი ადამიანები უკრაინაში. მან მოდერატორის კითხვებს პასუხები გასცა და გამოხატა დარწმუნებულობა იმაში, რომ თუმცა დიდი უბედურების პროვოცირება მოახდინა ზელენსკიმ და ბევრი ცუდი გველის წინ, მაგრამ უკრაინის მორწმუნეები არ დაყრიან ფარ-ხმალს და თავიანთ ეკლესიას დაიცავენ. მამა ქრისტეფორემ გამოხატა აზრი, რომ УПЦ-სათვის ჯერ ადრეა კატაკომბებში წასვლა – საჭიროა ბოლომდე ბრძოლა და რეჟიმს არ გამოუვა კანონიერი მფლობელისთვის ტაძრებისა და სხვა საეკლესიო ქონების ჩამორთმევა. თავის წონად სიტყვას რუსეთის არმიაც იტყვის, რომელიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, მართლმადიდებლობის დაუფარავ მტრებთან აწარმოებს – მიიჩნევს მამა ქრისტეფორე. 

ეკლესიის მსახურმა ასევე დაადასტურა მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამოთქმული აზრი იმის შესახებ, რომ უბრალო მორწმუნე ადამიანი არ უნდა შევიდეს იმ ტაძარში, რომელსაც „პეცეუს“ სქიზმატიკოსები აკონტროლებენ. ასეთ ეკლესიაში არ არის ღვთის მადლი, საეკლესიო საიდუმლოებებს არ გააჩნიათ ძალა. 

ამის შემდეგ, პირდაპირ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან (სამხრეთის მიმართულება) ჩაერთო რუსეთის არმიის მებრძოლი, ქართველი მოხალისე გივი ვანიშვილი, რომელმაც კიევის რეჟიმის ანტიეკლესიური ინიციატივების ფონზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში ნორმალური ადამიანებიდან ვინმეს კიდევ ჰქონდა ეჭვები კიევის რეჟიმთან ბრძოლის სამართლიანობასთან დაკავშირებით, ახლა ეს ეჭვები გაფანტულია. ვანიშვილის თქმით, იგი ბოლომდე მომართულია მართლმადიდებლობის მტრებთან საბრძოლველად. ზუსტად ასეთივე განწყობა აქვთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მონაწილეს – რუსეთის არმიის მებრძოლებს, რომლებსაც იგი თავად იცნობს. ვანიშვილმა განაცხადა:

„ჩვენს რიგებში იბრძვიან როგორც მართლმადიდებლები, ისე სხვა რელიგიების წარმომადგენლები. მაგალითად, იქ, სადაც მე ვიმყოფები, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები არიან – მუსლიმები. და ყველა მათგანს მიაჩნია, ისევე, როგორც ჩვენ, რომ ისინი საერთო ბოროტებას ებრძვიან და ამიტომ მხარს უჭერენ მართლმადიდებლებს. ტყუილად ხომ არ გამოაცხადა მუსლიმმა კაცმა, რამზან კადიროვმა, რომ კიევში ეს კანონი მიიღეს ეშმაკის მიმდევრებმა და საჭიროა მათი განადგურება. ჩვენ ასეც ვიქცევით“ – აღნიშნა გივი ვანიშვილმა. 

მრგვალი მაგიდის ბოლოს განხილულ იქნა ტექნიკური საკითხები, დაკავშირებული УПЦ-ისა და უკრაინელი მართლმადიდებლების მხარდაჭერ ქუჩის აქციასთან. აღინიშნა, რომ მღვდლებისა და ეპისკოპოსების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში მხარს უჭერს უკრაინის კანონიკურ ეკლესიას – УПЦ -ს, ხოლო ზოგიერთმა მღვდელმა აკურთხა ევრაზიის ინსტიტუტის ღონისძიება, რომელიც ამ მხარდაჭერას გამოხატავს. ღვთისმშობლის მიძნების დღესასწაულის (28 აგვისტოს) წინ მათ ვერ მოახერხეს მრგვალ მაგიდაზე პირადად დასწრება, მაგრამ გამოაგზავნეს თავიანთი მხარდაჭერის სიტყვები.

ღონისძიების დასასრულს გადაწყდა, მიღებულ იქნას „საქართველოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი მორწმუნეებისადმი“, რომელიც წაკითხულ იქნება მხარდაჭერის აქციაზე თბილისში, 1-ლ სექტემბერს.

https://politforumi.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here