Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

1339
სკოლა

ის უკეთურობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ხდება, მოწმობს, რომ კაცობრიობის დასასრულის ჟამს ვცხოვრობთ. არმაგედონი ჩვენ თვალწინ ძალას იკრებს და გარდაუვალი ხდება. და ამის ერთერთი უტყუარი ნიშანი უზნეობის ცხოვრების წესად დამკვიდრებაა. მაგალითებს დღესაც გაგაცნობთ.

დაიცავით ბავშვები გარყვნილი მასწავლებლებისგან

შოტლანდიელი ჯეიმს ჰიუზი ნორტლანკაშირში ცხოვრობს, 54 წლის არის და მასწავლებლობის საკმაო სტაჟი და, როგორც ადგილობრივმა პოლიციამ ახლახან გაარკვია, გაუკუღმართებული სექსუალური მიდრეკილებებიც აქვს. კერძოდ, ეს ხურუშიანი, როგორც თბილისში იტყოდნენ ხოლმე, ავხორც ვნებებს თავისი არასრუწლოვანი მოსწავლე გოგონებისთვის მერხს ქვემოდან გადაღებული სურათების თვალიერებით იკმაყოფილებდა. დატოვებდა მათ გაკვეთილების დამთავრების შემდეგდამატებით მეცადინეობაზედა აიძულებდა, ფეხებაწეულები ან ფეხებგაშლილები დამსხდარიყვნენ მერხებზე. და უღებდა ფოტოსურათებს.

Daily Mail აზუსტებს, რომ ამ “ფოტოსესიებს” ან მობილური ტელეფონით იღებდა, ან აიპადით. ფოტოსურათები მოძალადის მსხვერპლთაგან ერთ-ერთმა გოგონამ იპოვა, როცა ჰიუზის მიერ მაგიდაზე დარჩენილი პლანშეტი ჩართო და დაათვალიერა.

სკოლასა და პედოფილის ოჯახში ჩატარებული ჩხრეკისას 8-დან 15 წლამდე გოგონებისთვის გადაღებული 260 ფოტოსურათი და 79 ვიდეოჩანაწერი იპოვეს.

ჰიუზმა აღიარა დანაშაული, რომელიც იწოდება ვუაიერიზმად.

ვუაიერიზმი, იგივე ვიზიონიზმი სექსუალური აღგზნების ფორმაა, როდესაც ადამიანი სექსუალურ კმაყოფილებას იღებს სხვა ადამიანთა სექსის აქტის, ადამიანის გახდის ან და სხვა სახის ინტიმური ქმედების თვალთვალისას და აი, ბატონო, ჩვენს მკითხველებს გავაცანით პედოფილიის ჩვენთვის უცნობი, ნეოლიბერალურ დასავლეთში არსებული პედოფილიის სახეობა.

იქამც იყოს!

ჯეიმს მასწავლებელს, როგორც გითხარით, 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთანავე, შოტლანდიის კანონმდებლობის შესაბამისად, იგი 10 წლით შეიტანეს სექსუალური დამნაშავეების რეესტრში.

ჰიუზის ადვოკატი კმაყოფილია განაჩენით, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაანგრია მისი დასაცავის კარიერა. მოსწავლეთა მშობლები კი კატეგორიულად არ ეთანხმებიან აღნიშნულ ვერდიქტს, მას მსუბუქ სასჯელად მიიჩნევენ. ერთ-ერთი გოგონას დედამ განაცხადა: “ჩემს შვილს მშვიდი ძილი დაეკარგა მასწავლებლის მიერ ჩადენილი უზნეობის გამო. ეს უკანასკნელი კი 18 თვის შემდეგ გათავისუფლდება და სულ მალე ჩვენ გვეყოლება კიდევ ერთი გაუკუღმართებული ფსიქიკის დამნაშავე, რომელიც თავისუფლად იხეტიალებს ჩვენი ქალაქის ქუჩებში”.

რომელ საგანს ასწავლიდა ჰიუზი, Daily Mail არ აზუსტებს. სამაგიეროდ The Sun-ი ამძუვნებულ მასწავლებელ ქალზე ინფორმაციას სწორედ ამ დაზუსტებული მონაცემით იწყებს. ჩვენც დაუყოვნებლივ გაგაცნობთ და მიხვდებით, რატომაც.

31 წლის ტეხასელი (აშშ) ნიკოლ მერი-ფეერს ანდრიუსი ოსტინის ერთ-ერთი სკოლის უმცროს კლასებში ასწავლიდა ინგლისურ ენას და ურთიერთობის კულტურას.

ასწავლიდა ურთიერთობის კულტურას, რომელიც მას ფრიად თავისებურად ჰქონდა გაგებული. საინტერესოა, რომ ნიკოლ მერი-ფეერს ანდრიუსმა თავისი მოღვაწეობის არეალი განავრცო და ადგილობრივ ეკლესიაში შეაღწია, როგორც პროგრამის მოხალისე კოორდინატორმა. აქ, უფროსკლასელებთან ურთიერთობისას, ის დაუახლოვდა ერთ-ერთ მოსწავლეს და სასიყვარულო ურთიერთობა გააჩაღა 15 წლის ბიჭთან.

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რაღაც საეჭვო რომ ხდებოდა, ამ უკანასკნელის მშობლებმა ჯერ კიდევ შარშან, ნოემბრის ბოლოს შეამჩნიეს. თვალყური მიადევნეს და სკოლის დირექციას აცნობეს. ადმინისტრაციამაც არ დააყოვნა და პოლიციასთან ერთად გამოძიება დაიწყო. მალე მშობლების ეჭვი დადასტურდა და მასწავლებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა არასრულწლოვანის შეცდენის ბრალდებით.

ტეხასის პოლიციელებმა დააპატიმრეს ლიტერატურისა და ურთიერთობის კულტურის მასწავლებელი და ციხეში მოათავსეს. ნიკოლ მერ-ფეერს ანდრიუსს გისოსებს მიღმა 20 წლის გატარება მოუწევს.

ბავშვი

არც თაგვია, არც ბაყაყიაშშში ტრანსგენდერმა უსქესო ბავშვი გააჩინა

პირველი ასეთი ბავშვი აშშში გაჩნდა! მამამისი (თუ დედამისი?) ქეისი სალივანი რამდენიმე წლის წინათ ქალი იყო, ოპერაცია გაიკეთა და გახდა მამაკაცი.

ამერიკაში ნახმარ ძონძებს თბილისში იაფად რომ ჰყიდიან, იმგვარი _ მეორადი საქონელი.

შეყვარებული რომ იპოვა, ტრანსგენდერმა შვილის გაჩენა გადაწყვიტა და გააჩინა კიდეც… სალივანმა ექიმებსა და ნათესავებს კატეგორიულად აუკრძალა ბავშვის სქესის დასახელება და მისი გენიტალიების თუნდაც გაკვრით ხსენება. გაიზრდება და თვითონ გაარკვევსო, _ განაცხადა არ ვიცი _ მამამ, არ ვიცი _ დედამ, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა და დედობაც და მამობაც თავად იკისრა. ეს იმას ჰგავს: ახლა ამ სახლში კაციც შენა ხარ და ქალიცო, _ მარგალიტამ რომ უთხრა კანონიერ მეუღლეს _ ტრიფონიას ცათმფრენის პირველი რეისით ბაღდადში ჩაშლილი გამგზავრების წინ.

იმ ბავშვმა რა ქნას, რომელსაც რუსული ზღაპრის ბაყაყობიდან მზეთუნახავად გადაქცევის პერსპექტივა რომ მოუსპო მშობელ-შამქმნელმა და იმ წრუწუნას ბედიც არ აღირსა, რომელმაც ღამურას მოჰკრა თვალი, აღელვებული მივარდა დედასთან და ახარა, _ ანგელოზი ვნახეო!

რადგან არც ერთი იყო, არც მეორე… ქეისი სელივანს რომ ჰკითხოთ.

თავისი ორსულობის ამბავი სელივანმა ამერიკელებს “იუთუბით” რომ ახარა, საპასუხოდ ხოტბა არ მიუღია, ქებათაქება თანამოქალაქეებისგან.

ამერიკაშიც არიან საღად მოაზროვნე ადამიანები.

ქეისი სელივანს ასეთი არასოლიდარობა სწყენიაო…

ჯოზეფ ჰეიდენ ბოსტონი

დედამ პოლიციას თავისი ვაჟი ჩააბარა

18 წლის ჯოზეფ ჰეიდენ ბოსტონმა მოტელში ორი ბიჭი გააუპატიურა.

ბავშვები მშობლებთან ერთად იმ მოტელში ცხოვრობდნენ, რომელშიც ჯოზეფი იყო გაჩერებული. მშობლებმა მათ ნება დართეს, ჯოზეფის ნომერში სათამაშოდ წასულიყვნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ეჭვმიტანილმა დაურეკა დედას და აცნობა, რაც ჩაიდინა(!). დედამ კი დაუყოვნებლივ მიიყვანა შვილი პოლიციის განყოფილებაში.

გაირკვა, რომ დაზარალებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, _ გვაუწყებს New York Post-ი.

ყმაწვილის თქმით, მსხვერპლთა რაოდენობა 50-მდეა. დანაშაულს იგი სამხრეთ კაროლინის შტატის იმ ქალაქებში ჩადიოდა, რომლებსაც იგი სხვადასხვა დროს სტუმრობდა.

გამოძიება გრძელდება, პოლიცია ეძებს მოძალადის დანარჩენ მსხვერპლთ.

პომადიანი ბიჭები

პომადიანი ბიჭები, ანუ სიმახინჯის მოდამ აპოგეას მიაღწია

ცოტაც და, ჩვენს “ბუტიკებსა” და ლილოს ბაზრობაზე შემოიტანენ მამაკაცების გამოსაპრანჭ კოლექციას, მოდის უახლესი ტენდენციის საქონელს ყველა კატეგორიის პომადიანი ბიჭებისთვის. ავტორი ესპანელი დიზაინერი პალომო გახლავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here