Home რუბრიკები საზოგადოება ტრანსგენდერთა ოცნება: “თაიმ ჩეინჯ, ფიფლ ჩეინჯ” ანუ კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ლგბტ-ზაციის...

ტრანსგენდერთა ოცნება: “თაიმ ჩეინჯ, ფიფლ ჩეინჯ” ანუ კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ლგბტ-ზაციის გზაზე

ტრანსგენდერები ბავშვის შვილად აყვანის უფლებას მოითხოვენ

4728
ტრანსგენდერები

საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა: შემცირდა შობადობა, მოიმატა სიკვდილიანობამ, შემცირდა ქორწინებები, ქვეყანაში უკვე ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება; არნახულ მასშტაბს მიაღწია ემიგრაციულმა პროცესებმა _ 1989-2014 წლებში 1,7 მილიონმა ადამიანმა დატოვა საქართველო და ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწა. საქართველო ყველაზე დაბერებული ქვეყნების სიაშია.

ქვეყანაში პენსია 180 ლარია, საარსებო მინიმუმი _ 174 ლარი, ხელისუფლების წარმომადგენლები კი, რომლებიც, უზარმაზარ ხელფასებთან ერთად, პრემია-დანამატებსაც იღებენ, მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ მრავალშვილიანი ოჯახების (საქართველოში მხოლოდ 12 369 ოთხ და მეტშვილიანი ოჯახია) დახმარებაზე ყოველთვიურად 20 ლარით(?!). სამაგიეროდ, არ ავიწყდებათ ლგბტ-თა უფლებები: საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს ერთხმად(!) მიიღო ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის პროპაგანდის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯია, 2017 წელს კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა 2018 წლის სამოქმედო გეგმაში შეიტანა 17 მაისის აღნიშვნა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ, ანუ არ არის გამორიცხული, თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში გეიაღლუმიც ვიხილოთ. როგორც ჩანს, ამის პრელუდიაა ვიდეო, რომელიც ახლახან, ქალთა საერთაშორისო დღის წინ (8 მარტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ქალთა დღე, რომელიც გაერომ 1975 წელს აღიარა), 2 მარტს, უცხოეთიდან გულუხვად დაფინანსებულმა “რადიო თავისუფლებამ” ტრანსგენდერ ქალებს მიუძღვნა, სახელწოდებით “ტრანსგენდერი ქალები _ ოცნებები დედობაზე”. ვიდეოში ტრანსგენდერები _ მონიკა, ფატიმა, მარია და მირანდა _ ლაპარაკობენ ტრანსგენდერი ქალების უფლებებზე, რომ “ტრანსგენდერი ქალები არაჩვეულებრივი დედები იქნებიან”; რომ “ახლა ამაზე (დედობაზე _ ნ.ა.) საუბარი რომ დაიწყოს, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, ამიტომ ამ საკითხზე ნაბიჯნაბიჯ არის სამუშაო და ნელნელა უნდა მიეჩვიოს ხალხი ამ ყველაფერსგარკვეული დროის შემდეგ კი საზოგადოების განვითარების დონე გაიზრდება”; რომსაქართველოში უნდა მოგვარდეს სიტუაცია, რათა ოჯახის შექმნისა და, ჩვეულებრივ, შვილის აყვანის უფლება გვქონდეს”…

სხვათა შორის, ეს სუბიექტები ლგბტ-თა იმ “ფრთის” წარმომადგენლები არიან, რომელმაც შარშან ცირკთან მდებარე სკვერისთვის “ტრანსგენდერთა სკვერის” სახელის დარქმევის თხოვნით მიმართა თბილისის საკრებულოს. მალე კი, ალბათ, 8 მარტის გამოცხადებას მოითხოვენ ტრანსგენდერების დღედ… ვიდეოში ტრანსგენდერი ფატიმა ამბობს: “დრო იცვლება, ხალხი იცვლება _ ფიფლ ჩეინჯ, თაიმ ჩეინჯ” და იმედოვნებს, რომ საქართველოც შეიცვლება და დაადგება ლგბტ-ზაციის გზას. დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ტრანსგენდერების უფლებების დაცვის პროპაგანდა ხომ კიდევ ერთი ნაბიჯია დემოგრაფიული კატასტროფის უფსკრულში გადასაჩეხად გამზადებული საქართველოს ლგბტ-ზაციის გზაზე?!

აბა, რა! “თაიმ ჩეინჯ, ფიფლ ჩეინჯ”, მაგრამ რას მოუტას ეს “ჩეინჯი” საქართველოს? საკითხავი აი ეს არის.

ნიკოლოზ აბაშიძე

ცნობისთვის: ტრანსგენდერი _ ეს არის ადამიანი, რომელსაც შეცვლილი აქვს სხეული (სქესი) ჰორმონული ან ქირურგიული ჩარევის გზით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here