Home ახალი ამბები ტრამპის ქალიშვილი,ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე აშშ-ს დელეგაციას უხელმძღვანელებს

ტრამპის ქალიშვილი,ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე აშშ-ს დელეგაციას უხელმძღვანელებს

1036
აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი და მისი უფროსი მრჩეველი ივანკა ტრამპი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ CNN-ი თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ტელეარხის ცნობით, ამ თხოვნით ქალიშვილს თავად დონალდ ტრამპმა მიმართა. გარდა ამისა, ივანკა ტრამპი რამდენიმე შეჯიბრს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი სპორტსმენები მიიღებენ.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-იდან 25 თებერვლამდე სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონჩანგში გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here