Home სხვადასხვა დაიჯესტი სულ უფრო მეტი ქვეყანა ქმნის პლატფორმას ოქროთი ვაჭრობისთვის

სულ უფრო მეტი ქვეყანა ქმნის პლატფორმას ოქროთი ვაჭრობისთვის

463
სულ უფრო მეტი ქვეყანა ქმნის პლატფორმას ოქროთი ვაჭრობისთვის

შესაძლოა, შეიქმნას ახალი კრიპტოვალუტა, რომელიც ოქროზე იქნება ორიენტირებული

სულ უფრო მეტ ქვეყანას სურს, ივაჭროს ოქროთი. პირველი, ვინც ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, იყო ჩინეთი, რომელმაც შანხაის ოქროს ბირჟაზე ვაჭრობა გამართა. ჩინეთს სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს.

რუსეთმა, რომელიც ბოლო წლებში ძვირფასი ლითონების ერთ-ერთი დიდი შემსყიდველია, მოსკოვის ბირჟაზე ფიუჩერსებით ვაჭრობა დაიწყო ოქროზე. მოგვიანებით რუსეთმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ხსნიან ბრიჩსის (გაერთიანება, რომელშიც შედიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა) ოქროს ბირჟას, რათა დაეხმარონ ალიანსის სხვა წევრებს მეტი ძვირფასი ლითონის შეძენაში.

ამას მოჰყვა ინდოეთის განცხადება, რომ ქვეყანაში შეიქმნება ოქროს სპოტური (გარიგებების) ბირჟა, შემდეგ კი გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ისიც შექმნის პლატფორმას ფიზიკური ოქროთი ვაჭრობისთვის.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ფასწარმოქმნა შეიცვლება, მისი ცენტრი კი იქნება შანხაის ბირჟა, რომელიც შეცვლის ნიუ-იორკის სასაქონლო და ლონდონის ბირჟებს.

ჩინეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები დაიღალნენ იმით, რომ მთავარ ძვირფას ლითონზე მსოფლიო ფასს განსაზღვრავდა რამდენიმე ფიზიკური პირი ლონდონში.

გაერთიანებული არაბული საამიროების გადაწყვეტილება პლატფორმის ამოქმედების შესახებ ნაწილია ფართო პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია იუველირული ნაკეთობებისა და ოქროთი ვაჭრობაში ქვეყნის, როგორც გლობალური ცენტრის, პოზიციების გამყარებაზე.

საინტერესოა, როგორ იმუშავებს ამდენი პლატფორმა ერთმანეთთან, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ორიენტირებულია თავის ვალუტაზე. შესაძლოა, შეიქმნას კრიპტოვალუტა, რომელიც ორიენტირებული იქნება ოქროზე.

ნებისმიერ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ცვლილებები კარგს არაფერს უქადის ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟას, ლონდონის ბირჟასა და დასავლურ ბანკებს.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ყველა ნაბიჯი, მიმართული ძვირფასი ლითონების ბაზრის შესაცვლელად, აგრეთვე, ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო ხანს ოქროს აქტიური შესყიდვა აშკარა მისწრაფებაა იმისკენ, რომ თავი დააღწიონ დოლარის სისტემას.

ბოლო პერიოდში ცენტრალური ბანკების სარეზერვო სისტემებში ოქროს მარაგმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ამერიკული ტრეჟერისებისა (სავალო ვალდებულებები) კი მცირდება.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here