სულ ესა ხართ?!

    არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დასავლეთის ”მეხუთე კოლონამ” რატომღაც გადაწყვიტა, თავისი  უპერსპექტივობა თვითონვე  გაემჟღავნებინა. შეკრების მონაწილეებმა რამდენიც უნდა იძახონ, ჩვენ გავიმარჯვებთო, მათი მდგომარეობა (რაოდენობაც და ხარისხიც) საწინააღმდეგოს ღაღადებს.

    2024 წლის 20 ოქტომბერს საქართველომ ნაციონალ-ფაშისტური ხროვის სასიკვდილო აგონია იხილა. მათი კრუნჩხვები 26 ოქტომბერს დამთავრდება. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება მათ მიერ პროტესტის სახით საკუთარი თავისთვის გადახდილი პარაკლისი და საქართველოში მათი პოლიტიკური ბოგინის ამოწურვის მაუწყებელი ზარიც ჩამოჰკრავს. მხოლოდ ეს პერსპექტივა აჩვენა 20 ოქტომბრის ე.წ. მსვლელობამ.

    ახლა ისიც ვნახოთ, თვითონ როგორ ხედავენ თავიანთ პერსპექტივას. აი, რას წერს ნაცების ”თანამდევი უკვდავი სული” გია ნოდია: ”პროგნოზების გაკეთებას არ ვაპირებ. ჩემი მიზანია შედარება წინა არჩევნებთან, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ამაში ისიც მიწყობს ხელს, რომ თითოეული მათგანი პირადად მახსოვს. ასეთი არჩევნები სამი იყო: 1990, 2003 და 2012 წლებისა. ყველა ხსენებული არჩევნების წინ ამბივალენტური, გაორებული განცდა არსებობდა. ბევრს სჯეროდა, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა და ცვლილება მომწიფებულია, მაგრამ ამას  ერთვოდა შიში, რომ „ესენი უბრალოდ არ წავლენ, რაღაცას მოიფიქრებენ და ძალაუფლებაში მაინც დარჩებიან”. საბოლოოდ ცვლილება უფრო ადვილად ხდებოდა, ვიდრე თავიდან წარმოგვედგინა. პარადოქსია, მაგრამ ყველაზე იოლად კომუნისტები წავიდნენ. 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შევარდნაძის მთავრობის რადიკალური დისკრედიტაცია უსწრებდა წინ. ხალხს მაინც ბოლომდე არ ჰქონდა გამარჯვების იმედი. პოპულარული იყო ფრაზა „მაინც გააყალბებენ“. ასეც მოხდა: გაყალბების მასშტაბი არნახული აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ გაყალბებამ არ გაჭრა: მასობრივმა საპროტესტო აქციებმა პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა აიძულა. 2012 წლის არჩევნების წინ არსებითად სხვა ვითარება იყო. ბიძინა ივანიშვილის უეცარმა გამოჩენამ და მის გარშემო მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი იყო განწყობა, რომ „ესენი არჩევნებით არ წავლენ“. ის, რაც მოხდა, ორივე მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ხელისუფლებამ არჩევნები წააგო. ნიშნავს თუ არა ეს, რომ 27 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ან ირაკლი კობახიძის სატელევიზიო გამოსვლას უნდა ველოდოთ, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი დამარცხებას აღიარებს? არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის გაორებული განწყობა – თან იმედი, თან შიში, რომ „ესენი არჩევნებით არ წავლენ“, ადრეც არაერთხელ მინახავს”.

    ასეთია გია ნოდიას ნათქვამის არსი, რომელიც იმის საილუსტრაციოდ მოვიხმე, რომ მათ გამარჯვების იმედი არ დაუკარგავთ. რას ეფუძნება ეს ოპტიმიზმი? როგორც ვნახეთ, ეს ეფუძნება შედარებას (ანალოგიას) იმ არჩევნებთან, რომლებშიც ხელისუფლება მარცხდებოდა და ოპოზიცია იმარჯვებდა. ახლა შევეცადოთ იმის გააზრებას, სწორია თუ არა ეს ანალოგია.  

    1990 წლის არჩევნების შედარება კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებთან და ამ ორ პოლიტიკურ მოვლენას შორის ანალოგიის ძებნა სრულიად უადგილო და ხელოვნურია იმის გამო, რომ ოცდათხუთმეტი წლის წინანდელი ვითარება დღევანდელისგან ისე განსხვავებულია, როგორც ცა დედამიწისგან. მართალია,  იმხანად, როგორც დღეს, დასავლეთი ოპოზიციას უჭერდა მხარს, მაგრამ ხალხის განწყობა დასავლეთისა და ოპოზიციის განწყობას ემთხვეოდა. დამოუკიდებლობა საერთო სახალხო სურვილად იქცა. ეს ტალღა ისე ძლიერი იყო, რომ მმართველი (კომუნისტური) პარტია  ოპოზიციას ასწრებდა ოპოზიციურობაში. ისინი არ დამარცხებულან, მათ თვითონ მიზანმიმართულად გადააბარეს ხელისუფლება ეროვნულ მოძრაობას. ასეთი იყო კრემლში მათი ლიდერების ნება-სურვილი. კი, დასავლეთი დღესაც ისევე უჭერს მხარს ოპოზიციას, როგორც იმხანად, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ჰგავს ოპოზიციისთვის ძალაუფლების ნებით გადამბარებელს? არავითარ შემთხვევაში!               ასე რომ, გია ნოდიას ეს პირველი ანალოგია მცდარია! 

    ახლა 2003 წლის ვითარება ვნახოთ: კი, ბატონო, დასავლეთი იმხანადაც ოპოზიციას უჭერდა მხარს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შევარდნაძის ხელისუფლებას (ივანიშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით) პროტესტის ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია. მიუხედავად ამისა, სააკაშვილს არჩევნებში არ გაუმარჯვია, მან ძალაუფლება სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიპოვა; ამასთანავე, შევარდნაძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მან (ისევე, როგორც კომუნისტების პერიოდში) ძალაუფლება უსიტყვოდ დათმო და შეკითხვას,  სად აპირებდა წასვლას, ცინიკურად უპასუხა:„სახლში!“ ივანიშვილი ჰგავს იმ კაცს, რომელიც ხელისუფლებას შევარდნაძესავით სხვას (სააკაშვილს ან ზურაბიშვილს) გადააბარებს და იტყვის: წავედი სახლშიო? არავითარ შემთხვევაში!                                                                                                                                                                    ასე რომ, გია ნოდიას ეს მეორე ანალოგიაც მცდარია!                                                                  მესამე,  2012 წლის ვითარებაც ვნახოთ: დასავლეთი იმხანად, დღევანდელობისგან განსხვავებით, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას უჭერდა მხარს, მაგრამ სააკაშვილი ისეთი ბინძური, სისხლიანი და ოდიოზური ფიგურა იყო, მისი ნაციონალური ხროვა კი მიუღებელი, რომ დასავლეთისთვის ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა, თანაც ივანიშვილისა და მისი აშკარად პროდასავლური გუნდის მოყვანით დასავლეთის ინტერესებს საქართველოში არაფერი ემუქრებოდა. დასავლეთის ინტერესებს ივანიშვილისგან შეიძლება არც ახლა ემუქრება საფრთხე, მაგრამ თვითონ რომ  არ ფიქრობენ ასე, ამიტომ ამ თვალსაზრისით 2012 წლისა და დღევანდელი ვითარება ანალოგიური არ არის. უმთავრესი კი სხვა რამეა: 2012 წელს ხალხი იმ სურვილით  გაერთიანდა, რომ  სააკაშვილი და მისი ფაშისტური ხროვა ხელისუფლებისთვის როგორმე  ჩამოეცილებინა და ქვეყნის მართვა ბიძინა ივანიშვილისთვის მიენდო. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ამგვარ განწყობას სად ხედავს ბატონი ნოდია?! ამჯერად ხალხს ის აერთიანებს, რომ შურისძიების გრძნობით შეპყრობილი რევანშისტი მტარვალები არ მოუშვას ხელისუფლებაში. ჩანს აქ სადმე ე.წ. ოპოზიციის გამარჯვების პერსპექტივა? არავითარ შემთხვევაში!

    ასე რომ, გია ნოდიას ეს მესამე ანალოგიაც მცდარია!

    ამ ვითარებაში ის კი არ არის საკვირველი, ნაციონალ-ფაშისტური ხროვის შესაძლებლობა, სულ რაღაც, ხუთი ათასამდე აქტიური ვიგინდარით რომ არის შემოფარგლული, დასავლეთის სპეცსამსახურების უსუსურობა იწვევს გაკვირვებას. ამდენ ფულს ხარჯავენ, ამდენ ტელეარხს აწამვლინებენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, ამდენ არასამთავრობოს არჩენენ და, რაც 20 ოქტომბერს ვიხილეთ, ამის მეტს ვერ ახერხებენ? ჯერ ერთი, რატომ დარბიან ქუჩებში წინასწარ? რა, არჩევნები უკვე გაყალბდა თუ დავალება მიიღეს, რომ აქედანვე არიონ ვითარება? ვერ არიეს, საკუთარი უმწეობა გამოავლინეს. გამოჩნდა, რომ არ აქვთ მხარდაჭერა, სამარცხვინოდ და სასაცილოდ გამოიყურებიან.

    უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლური სპეცსამსახურების საქართველოს მიმართულების კურატორებს მკაცრად მოეკითხებათ სამუშაოს ჩაფლავებისთვის, ეს ჩვენი ნაძირალები კი (”მეხუთე კოლონა”) დარჩებიან ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, რადგან მათ შეფებსაც (დასავლეთში) ამათ მიმართ იგივე შეკითხვა გაუჩნდებათ, რა შეკითხვაც იმ შეფების მიმართ, საქართველოში აკრედიტებული დასავლური დიპლომატიური კორპუსისა და, საერთოდ, ევროპა-ამერიკის მიმართ ქართველ ხალხს გაუჩნდა – სულ ესა ხართ?!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here