Home რუბრიკები ისტორია სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

მეტალურგია

399
სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

ფეროშენადნობთა ქარხანა. მეფის რუსეთს მარგანეცი 1896 წლამდე უცხოეთიდან შემოჰქონდა. 1896 წლიდან ფეროშენადნობთა წარმოება დაიწყო ნიკოპოლის მადნის ბაზაზე. ჭიათურის მარგანეცი კი უცხოეთში გადიოდა ნედლი მადნის სახით. ქვეყნის ეკონომიკა მოითხოვდა, რომ ექსპორტის საგანი ყოფილიყო არა ნედლი ან თუნდაც გამდიდრებული მადანი, არამედ ფეროშენადნობი.

მკითხველო, ასეთი “წვრილმანებით” საქართველოს ეკონომიკური საკითხების განხილვა იმიტომაც მივიჩნიე საჭიროდ, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ მასში შემავალი ქვეყნებიც ასე შენდებოდა და არა “ნაცები შევლენ თუ არა პარლამენტში” და სხვა გამაბრიყვებელი, ტვინის გამომრეცხავი ტელედებატებით ქართულ ტელესივრცეში… დოკუმენტური კინოკადრებით გატაცებულ პარტიულ ელიტას სტალინმა გაზეთ “პრავდის” ფურცლებიდან ასე მიმართა: კინოფირებიდან, დროა, მეცხოველეობის ფერმებში გადავინაცვლოთ”. ნახშირით მდიდარ საქართველოში ეკონომიკურად მიზანშეწონილი და აუცილებელი იყო ფეროშენადნობთა წარმოება, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა ამით არ იყო დაინტერესული. ის ხელს უშლიდა ჭიათურის მარგანეცის წარმოებასა და გაზიდვას. საკმარისია, გავიხსენოთ თუნდაც მარგანეცის მრეწველთა მრავალწლიანი ბრძოლა რკინიგზის ტარიფის დაკლებისათვის. მეორე მხრივ, უცხოეთი პირდაპირ იყო დაინტერესებული, რომ რუსეთს უცხოეთში ნედლი მადანი გაეზიდა და არა შენადნობი. დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს მენშევიკური (ტროცკისტული) მთავრობის მიერ 1917-1921 წლებში შექმნილ ვითარებას. როცა ქარხნები, ფაბრიკები, გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოები, ჩაის ფაბრიკები უსწრაფესად დაანგრიეს და ჯართში ჩააბარეს. ეს ქვეყნის ეკონომიკური დაპყრობა და უსიტყვო კაპიტულაციაა. საქართველოში ელექტროფიკაციის განვითარება და მის საფუძველზე ფეროშენადნობთა წარმოება შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 1930-იან წლებში, როდესაც საქართველოში სამრეწველო საწარმოთა დამაკავშირებელი სატრანსპორტო საშუალება _ რკინიგზა _ 67%-ით იყო ელექტროფიცირებული, რუსეთის ფედერაციის რკინიგზის ელექტროფიკაციის დონე 2%-ს არ აღემატებოდა. საქართველოში 50-იანი წლების ბოლოს თუ ელექტროენერგიის გამომუშავება ოდნავ აჭარბებდა 1 მილიარდ კვტ/საათს, დღეს ქვეყნის ნგრევისა და კატასტროფის შემცველი კაშხლების მშენებლობის ფონზე, ელექტროენერგიის გამომუშავება კვლავ 50-იანი წლების დონეზეა. საქართველოს პირველი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული წარმოება _ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 1933 წლის 1 ნოემბერს ამუშავდა. ამ წელს ქარხანამ აწარმოა ნახშირბადიანი ფერომანგანუმის პირველი ათასი ტონა. 1935 წელს დაიწყო კიდევ ორი ახალი სახის ფეროშენადნობის ათვისება. 1936 წელს ჩვენი მეტალურგიის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო ქარხნის პროფილის თანდათან შეცვლა: ქარხანა ძირითადად გადავიდა ფეროსილიციუმის წარმოებაზე და სხვადასხვაგვარ ფეროშენადნობთა წარმოებად იქცა. ამავე წლიდან დაიწყო ფერომოლიბდენის გამოდნობა, რომელსაც მანამდე მხოლოდ მოსკოვის ქარხანა უშვებდა. 1936 წელს საფუძველი ჩაეყარა ქარხანაში ლითონთერმულ დამუშავებასა და პროდუქტების ასორტიმენტი ექვს სხვადასხვა სახის შენადნობამდე გაფართოვდა: ქარხანას შეემატა მძლავრი ელექტროღუმელის ორი აგრეგატი, დაპროექტებული საბჭოთა სპეციალისტების მიერ და აგებული საბჭოთა ქარხნებში საბჭოური მასალებისაგან, დაიწყო ელექტროდური მასის ადგილობრივი დამზადება და შეწყდა დაწნეხილი ელექტროდების საზღვარგარეთიდან შემოტანა; ქარხნის მთლიანი პროდუქციის გამოშვება წლიდან წლამდე განუხრელად მატულობდა. პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდა; ფეროსიცილიუმის წარმოების ზრდის გამო დაიწყო აჯამეთის ქალცედონის ამოღების სამუშაოები; 1938 წელს გაიხსნა რკინიგზის ხაზი აჯამეთის კარიერებიდან სადგურ რიონამდე. დასავლურმა პროპაგანდამ საქართველოში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა დააჯერა, რომ საქართველოში და მთლიანად საბჭოთა კავშირში ხელისუფლება მხოლოდ ხალხის დახვრეტით იყო დაკავებული, ხოლო იმ წარმატებებისათვის გაუგონარი ნახტომი, რომელიც საბჭოთა ხალხმა გააკეთა, ეს, თითქოს, ხელისუფლების პიარი იყო1937 წლიდან ამუშავდა მესამე ღუმელიც, რომლითაც დამთავრდა ქარხნის პირველი რიგის მშენებლობა. 1939 წელს ქარხნის მიერ ათვისებული იყო 2 სხვადასხვა სახის შენადნობის წარმოება; 1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ, ქარხანამ კიდევ უფრო გააუმჯობესა მუშაობა _ აწარმოებდა ლითონს, რომელიც შეიცავდა 99-95% მანგანუმს. ცალი ხელით სახელმწიფოს ჯიბეში ხელის ფათური, ხოლო მეორე ხელის შემართვით მიტინგებზეჯოსძახილი არ ქმნის არც სახელმწიფოებრივ გარანტიებს და არც პროდუქტების სიუხვეს. ეს ხალხისთვის ტვინის გამორეცხვისა და ადამიანთა ექსტაზში შეყვანის პრაქტიკაა, რომელიც მასონთა ლოჟებიდან იღებს სათავეს.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა

1941 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ, საბჭოთა კავშირში პირველმა, აითვისა 99,85%-იანი ლითონური მანგანუმის წარმოება. ამ მაღალი სიწმინდის ლითონის მიღება წარმოებდა საქართველოში, ქართველი სპეციალისტების მიერ გამომუშავებული ახალი ელექტროლიტური მეთოდის გამოყენებით. ახალი მეთოდით მანგანუმის მისაღებად საჭირო არ იყო ისეთი დეფიციტური ლითონი, როგორიცაა ალუმინი. ელექტროლიტური მანგანუმის წარმოების განვითარებას დიდი პერსპექტივა ჰქონდა. მინარევების თითქმის უქონლობის გამო, მეტალურგიაში ამ ლითონს მრავალმხრივ იყენებდნენ, განსაკუთრებით ავიაციის მრეწველობისათვის საჭირო სპეცფოლადებისა და შენადნობების დამზადების საქმეში. ელექტროლიტური წესით მიღებული მანგანუმი მაქსიმალურად კონცენტრირებული პროდუქცია იყო, რის გამოც იგი ტრანსპორტის ხარჯებს ფრიად ამცირებდა. ეს გარემოება და ამ ლითონის მაღალი ხარისხი ექსპორტის ფართო შესაძლებლობას იძლეოდა. უხსოვარი დროიდან რკინის მწარმოებელი ქვეყანა გაუთავებელმა შინაურმა ომებმა და უცხოტომელთა შემოსევებმა დაასუსტა და გააღარიბა. რკინის ნაკეთობათა გარეშე დარჩენილი ქართველი გლეხი წელიდან ხანჯალს იხსნიდა და მიწის მოსახნავად კავს სახნისად უკეთებდა. თუ რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ საქართველოში 1923 წლის მდგომარეობით, მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების განხილვას დავიწყებთ. 1941 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პროდუქციის გამოშვებამ 1940 წლის გეგმას 45%-ით, ხოლო 1941 წლისას 30,8%-თ გადააჭარბა. ქარხანამ პირველად შეძლო ეკონომიის მიღება ელექტროენერგიის ხარჯვისას. 1941 წლის დამლევისათვის ქარხნის მიერ უკვე ათვისებული იყო 17 სახის სხვადასხვა შენადნობი. ზესტაფონის ქარხანამ საფუძვლიანად გააუმჯობესა წარმოების ტექნოლოგია და ფართო მასშტაბით დაიწყო გარედან შემოსატანი მასალების ნაცვლად ადგილობრივი მასალების გამოყენება. 1942 წელს, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქარხანამ შეძლო მთელი წლიური გეგმის თითქმის მთლიანად შესრულება, ხოლო ცალკეული სახის ისეთი პროდუქციის ხაზით, რომელიც შემოსატან ნედლეულს არ საჭიროებდა, გეგმის 19-20%-ით გადაჭარბებაც კი. ყველა წარმოებით მაჩვენებლის აღმავლობით გაიარა 1944 წელმაც. მოიმატა შენადნობთა გამოშვებამ. ზოგი სახის შენადნობის წარმოებამ წინა წელთან შედარებით სამჯერ მოიმატა. გარდა ამისა, ქარხანა განაგრძობდა 1942 წელს დაწყებული სალესი ქვების გამოშვებას. მოეწყო სხვა ახალი წარმოებანიც. 1944 წელს გაიშალა მშენებლობა ახალი საამქროსი და ახალი საკაბელო გვირაბისა საქენერგოს ქვესადგურიდან სადნობ საამქრომდე, ახალი რკინიგზის ხიდისა მდინარე წყალწითელაზე, სამსხმელო საამქროსი და ცენტრალური ქვესადგურისა საკუთარი საჭიროებისათვის. ქარხნის მიერ 1933 წლის ნოემბრიდან 1945 წლის ივნისამდე გამოშვებული იყო სამასი ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა შენადნობი, რომლებიც ღირებულების მხრივ (1926-27 წლების ფასი) 400 მილიონამდე მანეთს აღწევდა.

მკითხველი ყურადღებას მიაქცევდა, რომ იმ უდიდესი სისხლისღვრის წლებშიც კი საქართველო შეუჩერებლად მიჰქროდა ინდუსტრიალიაზაციის გზით, რომელსაც ლოზუნგად მიჰყვებოდა სტალინის სიტყვები: ჩვენ მოწინავე ქვეყნებს 100 წლით ჩამოვრჩებით მრეწველობაში, თუ ეს ჩამორჩენა 100 წელიწადში არ დავძლიეთ და არ დავეწიეთ მათ, გაგვსრესენ”.

მუშაობის მე-12 წლისთავზე ქარხანას ჰქონდა 6 საამქრო, რემონტისა და მშენებლობის ბაზა, საკმაოდ მძლავრი სატრანსპორტო ბაზა და ელექტრომეურნეობა; ათვისებული ჰქონდა სხვადასხვა სახის შენადნობის წარმოება, რომელთაგან 10-ს უშვებდა განუწყვეტლივ. მუშათა რაოდენობამ ქარხანაში სამჯერ მოიმატა და 1945 წლის 1 ივლისისათვის 1 500 კაცს აღემატებოდა (აჯამეთის ქალცედონის საწარმოს მუშების ჩათვლით). სამამულო ომის პერიოდში ქარხანაში განუხრელად იზრდებოდა შრომის ნაყოფიერება: 1939 წელს გამომუშავება 52 136 მანეთამდე ავიდა. მუშების ხელფასის წლიური ფონდი გაიზარდა 1,3 მლნ-დან 12,5 მლნ მანეთამდე 1944 წელს, ხოლო 1 მუშის საშუალო წლიური ხელფასი, შესაბამისად _ 2,5 ათასიდან 9,5 ათას მანეთამდე. 1 მუშის საშუალო წლიური ხელფასი განუხრელად მატულობდა. ეს მატება აიხსნება იმით, რომ ქარხანაში შემოიღეს მუშების შრომის პროგრესულ-პრემიული ანაზღაურება კოლექტიური დაჯილდოება გამომუშავების ნორმების გადაჭარბებით შესრულებისა და ელექტროენერგიის ხარჯვის ნორმების შესრულებისათვის. ქარხნის ძირითადმა ფონდებმა 1936 წლის 27,8 მლნ-დან 1945 წელს 47,1 მლნ მანეთამდე მოიმატა, აქედან ძირითადმა წარმოებითმა ფონდებმა _ 23,4 მლნ-დან 35,7 მლნ მანეთამდე. ძირითადი ფონდების ყოველწლიურად (ომის დაწყებამდე) საშუალოდ 3,0-4,8 მილიონი მანეთით მატება დაკავშირებული იყო ქარხნის მშენებლობის დამთავრებასა და მის შემდგომ გაფართოება-რეკონსტრუქციასთან. ზესტაფონის ქარხანაში 1934-დან 1945 წლამდე მოხდა 50 მილიონზე მეტი მანეთის კაპიტალური დაბანდებანი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა ქარხნის მუშა-მოსახურეების ბინათმშენებლობაზე. როგორც ცნობილია, ქართველებმა ისტორიულად ძალიან ადრე ისწავლეს ლითონის დამუშავება _ სპილენძის, ბრინჯაოსა და რკინის იარაღების კეთება. საქართველოს სიმდიდრეები იზიდავდა მტრებს, რომლებიც, როგორც მეურნეობას, ისე მეტალურგიის კერებს პირწმინდად ანადგურებდნენ. ოქროს, სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და სხვა ლითონების ამოღებისა თუ დამუშავების მაღალი ხელობა ქართველმა მჭედლებმა ჩვენს დრომდე შემოინახეს. რაჭაში იყო რაიონი სარკინეთი, სადაცრკინის კაცებიაწარმოებდნენ რკინის მადნის მოპოვებას, მადნეულიდან კი ადნობნენ რკინას. ეს მჭედლები მაღალი ხარისხის ლითონის მიღების მიზნით მადნეულს რთული წესით ამუშავებდნენ, მასშისადუღადშავ ქვას, .., მარგანეცს ურევდნენ და ქმნიდნენ მაღალხარისხოვან ფოლადს. მეტალურგიის განვითარების შედარებით მაღალ დონეზე მოწმობს ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, ჭუბერის თემში, 1928 წელს აღმოჩენილი რკინის ძველი სადნობი და სამჭედლო. აქ, როგორც ჩანს, რკინის წარმოება და ჭედვა გრძელდებოდა გვაროვნული წყობილების დაშლის უკანასკნელი საფეხურიდან ჩვ. წ. აღ. X-XI საუკუნემდე, როდესაც ეს წარმოება განადგურდა შემოსეული მტრის მიერ. სვან კაცს რკინისადმი სიყვარული წინარე ცივილიზაციებიდან მოსდგამს, რასაც სვანური ხატჭედურობა ადასტურებს, რაც ასევე ნათლად ჩანს, როგორც საყოფაცხოვრებო პირობების ამსახველ სცენებში, ასევე საკულტო სიმღერებში, არაკებსა და უძველეს ზღაპრებში. ახალშობილს აკვანში თავთან რკინის ნაჭერი უნდა სდებოდა. რკინის ხელოსნური წარმოება საქართველოს სხვადასხვა ადგილზე ვითარდებოდა XVII-XIX საუკუნეებშიც. ამის ერთ-ერთი მაგალითია წედისის (რაჭა) წარმოება, რომელმაც XIX საუკუნის პირველი ნახევრის ბოლომდე მოქმედებდა.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხანა

XVI-XVII საუკუნეებში საქართველოს ოდესღაც განთქმული მეტალურგია დაცემული და ჩამორჩენილი იყო. ცნობილია ერეკლე II-ის მცდელობები აღმოსავლეთ საქართველოში რკინის, სპილენძისა და ვერცხლის მოპოვების ასაღორძინებლად. მეტალურგიის უქონლობის გამო საქართველოში რკინა მეტად ძვირი იყო. 1900-იან წლებშიც კი გლეხობის ძირითადი მასებისათვის სოფლის მეურნეობის რკინის იარაღები _ სახნისი, ცული, წალდი, ნამგალი, ცელი და სხვ. ძნელად შესაძენი და ზოგჯერ ხელმიუწვდომელი იყო. მენშევიკურ მთავრობას, რასაკვირველია, არც უნარი შესწევდა და არც სახსრები ჰქონდა შავი მეტალურგიის შესაქმნელად. მეტალურგიის უძველეს ქვეყანას თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის საფუძველზე აგებული მეტალურგიის კერა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებამ მისცა. ამიერკავკასიაში მეტალურგიული წარმოების კერის შექმნის საკითხი პირველად მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დაისვა და გადაიჭრა. ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხანა იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის უდიდესი საწარმო.

სრული მეტალურგიული ციკლით მომუშავე სტალინის სახელობის რუსთავის მეტალურგიული კომბინატი სტალინის ყველაზე დიდი პირმშოა საქართველოში, რომელმაც დასაბამი მისცა არამხოლოდ ახალი ქალაქის მშენებლობას, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს აღმშენებლობას _ თბილისის მომარაგება ბულაჩაურის წყლით, რომელსაც მოჰყვა, სტალინის უშუალო მითითებით, თბილისის შემოგარენში მცირე ტბების ადგილზეთბილისის ზღვისშექმნა. ზოგიერთი ტელეარხი კი სიამაყით აცხადებს, რომ საქართველოს მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა არა სტალინის, არამედ ქაშაკაშვილის მოთხოვნით ყოფილა აშენებული. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის ინიციატორი სტალინი იყო. ქარხნის მშენებლობა დაიწყო 1940 წელს და განახლდა 1944 წლის გაზაფხულზე. ქარხანას შავი ლითონით, მაღალხარისხოვანი თუჯითა და ფოლადით უნდა უზრუნველეყო ამიერკავკასიის რესპუბლიკების მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა. საწარმო იძლეოდა გაცილებით მეტ ლითონს, ვიდრე ამიერკავკასიას სჭირდებოდა, ზედმეტი ლითონი ხმარდებოდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მრეწველობას და უზრუნველყოფდა ლითონის გატანას ამიერკავკასიის საზღვრებს გარეთაც. ქარხანაში ხდებოდა თუჯისა და ფოლადის გამოდნობა და სხვადასხვა სახის ნაგლინისა და მილნაგლინის წარმოება. მეტალურგიული ქარხნის მუშებითა და ტექნიკური პერსონალით უზრუნველსაყოფად იმთავითვე დაიწყო ღონისძიებების განხორციელება. 3 ათასამდე მუშამ აითვისა მეფოლადის, მებრძმედის, ზეინკლისა და სხვა პროფესიები. 2 000-მდე მუშა მომზადდა რესპუბლიკის საწარმოებში. მეტალურგიული გიგანტის შექმნაში საქართველოს მშრომელებს უდიდესი დახმარება გაუწიეს დონბასის, ურალის, მოსკოვისა და გორკის მეტალურგიული და მანქანათმშენებელი ქარხნების მუშებმა და ინჟინრებმა. 1950 წელს ამიერკავკასიის მეტალურგიულმა ქარხანამ გამოუშვა: თუჯი _ 330 ათასი ტონა, ფოლადი _ 185 ათასი ტონა, კოქსი _ 450 ათასი ტონა, მაგრამ, ვინაიდან მთავრობის ახალი დაგდენილებით მნიშვნელოვნად გადიდდა ქარხნის საპროექტო სიმძლავრე, მისი პროდუქციის მოცულობა აჭარბებდა ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებულ ოდენობას. 1944 წელს საქართველოდან ფრონტზე გაწვეული 5 000 ახალგაზრდა, რომლებიც ეშელონებით გადაჰყავდათ, დონბასში შეჩერდა. 24-საათიანი შეყოვნების შემდეგ ქართველი ახალგაზრდები დონბასის მეტალურგიულ ქარხნებში გაანაწილეს და დააწყებინეს მეტალურგის რთული პროფესიის ათვისება. სწორედ ეს პირველი თაობა დაუბრუნდა რუსთავს, როგორც მეტალურგთა დიდი არმია, რომელმაც სახელი გაუთქვა არა მხოლოდ ქართულ ფოლადს, არამედ სრულიად საქართველოს, როგორც პატრონს ამიერკავკასიაში სრული ციკლოით მომუშავე მეტალურგიული ქარხნისა. ქარხანას ჰქონდა თავისი თბოელექტროსადგური. მეტალურგიულ ქარხანას დაემატა 2 ბრძმედი, რომლებიდანაც თუჯის უდიდესი ნაწილი გადადიოდა მარტენის საამქროში, ხოლო მცირე ნაწილი _ სამსხმელო საამქროში. ბრძმედების საამქრო მარაგდებოდა დაშქესანის მაგნეტიტით, რომელსაც ქარხანა იღებდა აგლომერატისა და ნატეხი კონცენტრატების სახით. რკინის საშუალო შემადგენლობა ნაზავში იყო 60%. ნაზავის შემადგენლობაში შედიოდა წიდა და ჭიათურის მარგანეცი. გამოიყენებოდა აჯამეთისა და აბანოს საბადოების კირქვა. ფოლადის წარმოება ხდებოდა მარტენის პროცესით. საგლინავ საამქროს სჭირდებოდა წელიწადში 500 ათასი ტონა ზოდი ნახშირბადიანი, უპირატესად რბილი ფოლადი. საგლინავი საამქრო უშვებდა მეტალურგიული ქარხნის საბოლოო პროდუქციას _ სხვადასხვა სახის ფოლადის ნაგლინს. ეს საამქრო უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭირო მოწყობილობით. საამქროს მიერ გამოშვებული სხვადასხვა მილი განკუთვნილი იყო, ძირითადად, ნავთობის მრეწველობისთვის. ცეცხლგამძლე მასალების საამქრო აკმაყოფილებდა ქარხნის მოთხოვნას ცეცხლგამძლე მასალებზე და ის მუშაობდა, აგრეთვე, ბაქოს მილსაგლინავი ქარხნისთვისაც. სარემონტო-დამხმარე საამქროები მოიცავდა სხვადასხვა დანიშნულების საამქროებს (ფასონ-სხმულის სამჭედლოს, ლითონკონსტრუქციების, სარემონტო-მექანიკურ, სარემონტო-სამშენებლო, ხის დამამუშავებელ, სახარატო და ელექტროსარემონტო). მეტალურგიულ ქარხანას წელიწადში სჭირდებოდა ორას მილიონ კვტ/საათზე მეტი ელექტრონერგია. ელექტრომომარაგების წყარო იყო ქარხნის ელექტროსადგური, რომელიც უერთდებოდა რაიონულ ელექტრორკალს. თბოელექტროსადგური წელიწადში გამოიმუშავებდა 225 მლნ კვტ/საათ ენერგიას თბოელექტროსადგურთანვე იყო დაკავშირებული ქარხნისათვის საჭირო ორთქლის მიღება და მოწყობილობების მუშაობა. ასევე გათვალისწინებული იყო ქარხნის საწარმოო და სამეურნეო საჭიროებისათვის წყლის უხვი მომარაგება. საწარმოო მიზნებისათვის ქარხნის საამქროებს სჭირდებოდა წამში 5 კუბ. მეტრი წყალი. მომარაგების წყარო იყო მდინარე მტკვარი, რომელზეც აშენდა წყლის გამწმენდი, მძლავრი სატუმბი სადგური და სხვა ნაგებობები. ქარხნის სასმელი და მეურნეოებრივი წყლით მოსამარაგებლად გაიყვანეს თბილისის ახალი წყალსადენი ბულაჩაურის წყაროებიდან. კაპიტალური დაბანდებანი ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე გათვალისწინებული იყო 1,5 მილიარდი მანეთის ოდენობით. ქარხნისათვის საჭირო იყო დაახლოებით 10 ათასი მუშა-მოსამსახურე, მათგან _ 1 200 ინჟინერ-ტექნიკოსი. ქარხნის კვალიფიციური მუშახელით უზრუნველსაყოფად საბჭოთა კავშირის შავი მეტალურგიის ქარხნებში პრაქტიკას გადიოდა 3 000 ადამიანი, საქართველოს სხვადასხვა ქარხანაში _ 2 000. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ტალღის აგორების შემდეგ, რომელიც დაგეგმილი იყო უცხო ქვეყნის დაზვერვის მიერ, გადაწყვიტეს, დაენგრიათ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მის ადგილზე პომიდვრის პლანტაციები გაეშენებინათ.

ეს იყო ქვეყნის გაპარტახების დასაწყისი.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here