Home რუბრიკები ისტორია სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

505
ჭიათურა

საბჭოთა კავშირს პურის (ხორბლის) დეფიციტი გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა. ამით გაოცებულ და გახარებულ მსოფლიოს ჩერჩილმა ასე მიმართა: “როგორი მოხერხებული უნდა იყოს ქვეყნის ხელმძღვანელი, რომ რუსეთი პურის გარეშე დატოვოს” (ლაპარაკია ხრუშჩოვის .. დათბობის პერიოდზე. არადა, ამ წლებში სტალინი ქვეყნის მოსახლეობას პურის უფასოდ მიცემას ჰპირდებოდა).

გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი საბჭოთა კავშირის ეკონომიკური მდგომარეობის ანალოგიურია თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, რომელსაც, როგორი გაქნილი, გათახსირებული და შუბლისძარღვგაწყვეტილი უნდა იყო, გამართლება მოუძებნო. ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი, მყინვარებიც კი სავსეა სიმდიდრით. განუსაზღვრელია საქართველოს მთა-მადნეულის ფასი და მნიშვნელობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უქმად იდო და უქმად არის დღესაც. საქართველოს მინერალური სიმდიდრეების შესწავლას ცარიზმის პერიოდში მხოლოდ სპორადული (არამუდმივი, არასაყოველთაო) ხასიათი ჰქონდა. საქართველოს მენშევიკურ მთავრობას კი ამის არც უნარი ჰქონდა და არც შესაძლებლობა. მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში დაიწყო ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი შესაძლებლობების მეცნიერული გამოკვლევა. დღეს ანეკდოტის დონეზეა სოციალისტური საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ისტორიის თუნდაც გახსენება. იცინეთ, იცინეთ! იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისდა, თუ შენ, ქართველო კაცო, სასაცილოდ გაქვს საქმე, მაშინ, მართლაც, საანეკდოტოდ გვქონია ქვეყანა აწყობილი. იქნებ გულდასმით წაიკითხოთ არცთუ შორეული ჩვენი წარსული ისტორია და შეადაროთ არსებულ ვითარებას. როგორი ინტესიური და ეფექტიანი იყო ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების შესწავლა, ჩანს თუნდაც იქიდან, რომ მხოლოდ 1940-1945 წწ. მარგანეცის გეოლოგიურმა მარაგმა რამდენიმე ათეული მლნ ტონით მოიმატა. ქვეყნის სიმდიდრეთა კომპლექსურმა შესწავლამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი წარმოდგენა საქართველოს იშვიათ სიმდიდრეებზე.

“ქუთაისის ბარიტი თავისი მაღალი ხარისხით ერთადერთია საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის ქიმიური და ალუმინის მრეწველობის მოთხოვნა შეიძლება დაიფაროს ქუთაისის ბარიტით” (. ბერია, საქ. კ.პ.(ბ) ცკ-ის ანგარიში, 1934 წ.) ქუთაისის რაიონის ბარიტის პროდუქცია საბჭოთა კავშირის მრეწველობის მოთხოვნის თითქმის 60%- ფარავდა. 1911 წლამდე ბარიტის მოპოვება რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოში წარმოებდა, მაგრამ, მაგალითად, 1913 წელს ბარიტის ამოღება ათას ტონასაც ვერ აღწევდა. 1937 წელს ამოღება 1937 წელთან შედარებით 40-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა (“Минералъные ресурсы ССР грузии”, 1933, გვ.59-75). ბარიტის მნიშვნელოვანი ნაწილის გადამუშავება წარმოებდა ქუთაისის ლითფონის ქარხანაში. ბარიტი ყველაზე მეტად სჭირდებოდა ლაკ-საღებავების მრეწველობას, მაგრამ, გარდა ამისა, იგი ძვირფასი მასალა იყო ნავთობის, ალუმინის, რეზინის, ქაღალდის, საფეიქრო და ტყავის მრეწველობაში, სოფლის მეურნეობის მავნებლების საწინააღმდეგო მაღალაქტიური პრეპარატების წარმოებასა და მედიცინაში. ყოველივე ეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს ბარიტს საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობისათვის. მეორე მნიშვნელოვანი წიაღისეული ნედლეულს _ დიატომიტს იყენებდნენ საღებავების, მსუბუქი სამშენებლო აგურის (საკედლე მასალის), ულტრამარინის, აკუმულაციის აუზებისა და სხვა წარმოებაში, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა დიატომიტს ჰქონდა ელექტროტექნიკურ წარმოებაში. მაღალეფექტიანი თბო და ბგერაიზოლაციური პროდუქცია, რომელიც წინათ საზღვარგარეთიდან შემოგვქონდა, შესაძლებელი შეიქნა, ჩვენი დიატომიტის ბაზაზე გვეწარმოებინა. საქართველოს საბადოებს შორის აღსანიშნავია ქისათიბის (ახალციხიდან 14 კმზე) დიატომიტი, რომელიც ხარისხით საუკეთესოა და არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიოში განთქმულ ლიმპოკის (აშშ) დიატომიტს. ქისათიბის დიატომიტის ექსპლოატაცია დაიწყო გასული საუკუნის დამლევს, მაგრამ მხოლოდ 1926 წლიდან მოხდა წარმოების პირობების შესამჩნევი გაუმჯობესება. 1927-1937 წლებში დიატომიტის პროდუქცია 6-ჯერ მეტად გაიზარდა. ამიერკავკასია თერმოიზოლაციური მასალების ერთ-ერთი დიდი მომხმარებელი იყო. ეს მასალები განსაკუთრებით საჭირო იყო აზერბაიჯანის ნავთობის საწარმოებლად, შემდეგ _ მაცივრების, მეტალურგიული (ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ალავერდის სპილენძსადნობი ქარხანა), ქიმიური მრეწველობისა (სინთეზური კაუჩუკი, კარბიდის ქარხნები) და სარკინიგზო ტრანსპორტისთვის. საქართველოში არსებობდა ყველა პირობა ეკონომიკურად გამართლებული თერმოიზოლაციის მრეწველობისთვის. ამ წარმოებას შეეძლო მომსახურებოდა არამხოლოდ ამიერკავკასიის, არამედ გროზნოსა და მაიკოპის ნავთობის რაიონებსაც. ქისათიბის დიატომიტისგან დამზადებული თბოიზოლაციური ნაწარმი თავისი ხარისხით საზღვარგარეთის საუკეთესო მარკების სიმაღლეზე იდგა.

მათეთრებელი თიხები საქართველოს სამთო მრეწველობაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა. ფლორიდინის ტიპის თიხები გაშრობისა და დაფქვის შემდეგ პირდაპირ გამოიყენებოდა, როგორც მათეთრებელი, გამწმენდი მასალა, ბენტონიტის ტიპის თიხები კი მხოლოდ მჟავეებითა და ტუტეებით დამუშავების შემდეგ გამოიყენებოდა ცხიმეულისა და ზეთების საუცხოო გამწმენდ მასალად. საქართველოში ამგვარი თიხების საბადო ბევრი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ასკანის საბადო (ოზურგეთთან ახლოს) გახლდათ. ასკანის თიხა ფართოდ გამოიყენებოდა ქაღალდისა და საუკეთესო ხარისხის საპნის წარმოებაში, აგრეთვე, სამსხმელო საქმეში. გამოყენების დიდი პერსპექტივა ჰქონდა ასკანის თიხას ნავთობისა და კვების მრეწველობაშიც. იმერეთში, სოფელ გუმბრაში მოიპოვებდნენ ფლორიდინის ტიპის თიხას _ გუმბრინს, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ნავთობის გასაწმენდად და მაღალი ხარისხის ზეთების მისაღებად; გუმბრინის მოპოვებით საქართველოში 1927 წლიდან შექმნილი იყო მადნის მრეწველობის სრულიად ახალი დარგი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირში. გუმბრინზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდებოდა. მის გადასამუშავებლად საბადოზე აგებული იყო მექანიზებული ქარხანა. დანარჩენი გუმბრინი ნედლეულად იგზავნებოდა ნავთობის ქარხნებში. სადგურ რიონიდან საწარმოსკენ გაყვანილი იყო რკინიგზის 18 კმ-იანი შტო. გუმბრინმა ჩაანაცვლა ფლორიდინის ტიპის თიხა, რომელიც წინათ დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ აშშ-დან, და ჩვენს ქვეყანას რამდენიმე მილიონი მანეთის ვალუტის ეკონომია მისცა. საბჭოთა კავშირის მრეწველობას ლითოგრაფიული ქვითა და ანდეზიტით ამარაგებდა საქართველო. ლითოგრაფიული ქვით საბჭოთა კავშირის პოლიგრაფიული მრეწველობა 1932 წლამდე მარაგდებოდა ბავარიიდან (ზოლინჰოფენის ფირმა). ამ ქვის შემოტანაზე ყოველწლიურად მილიონობით მანეთის ვალუტა იხარჯებოდა, ალგეთის ლითოგრაფიული ქვა მთლიანად აკმაყოფილებდა საბჭოთა კავშირის ლითოგრაფიას. ყაზბეგსა და ბაკურიანში ანდეზიტის ამოღების დაწყებამდე (1930-31 წწ.) საბჭოთა კავშირს მჟავაგამძლე მასალები საფრანგეთიდან შემოჰქონდა. სხვადასხვა მჟავის მწარმოებელი ქარხნები, რომლებიც სსრ კავშირის სხვადასხვა კუთხეში აიგო, მოწყობილი იყო ყაზბეგისა და ბაკურიანის ანდეზიტის კოშკებით. ჩვენი ანდეზიტი ძირითადად აკმაყოფილებდა საბჭოთა კავშირის მოთხოვნას მჟავაგამძლე საშენ მასალებზე. საქართველოში აშენებული იყო იშვიათი ლითონების რამდენიმე ახალი საწარმო. მათ შორის კორობის საწარმო (ზემო რაჭაში) მესამე ხუთწლედის დასაწყისიდან უკვე იძლეოდა მოლიბდენის კონცენტრატებს. ზემო რაჭასა და სვანეთში გამოვლენილი იყო დარიშხანის ორი დიდი საბადო. ორივე საბადოს ექსპლოატაცია, მათი პერსპექტივები მადნის მაღალი ხარისხისა და უკვე გამოვლენილი მარაგის მოცულობის მიხედვით დიდი იყო. “გამოკვლეულია ვოლფრამისა და სხვა იშვიათი ლითონების საბადოები, რომლებიც განსაკუთრებით ძვირფასია, კერძოდ, ჩვენი თავდაცვითი მრეწველობისთვის” (კ. ჩარკვიანი). 1935 წლიდან დაიწყო ოქროს მოპოვება რამდენიმე ადგილას (ზემო სვანეთი, ბაშკიჩეთის რაიონი და სხვ.). 1946-1950 წლებში კიდევ უფრო გაფართოვდა არამადნეული წიაღისეულისა და მშრალი მიწების საღებავების მოპოვება, გაიყვანეს რკინიგზის შტო ბაკურიანის ანდეზიტის საბადომდე და გადიდდა საერთო ანდეზიტის მოპოვება და დამუშავება.

მარგანეცის გადაზიდვა საბაგირო გზებით ჭიათურაში
მარგანეცის გადაზიდვა საბაგირო გზებით ჭიათურაში

მარგანეცის მოპოვებას საქართველოს სსრ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ადგილმდებარეობის, მარაგის სიდიდისა და მაღალი ხარისხის გამო, ჭიათურის მარგანეცმა მისი ექსპლოატაციის დაწყებიდანვე მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა და შემდგომშიც, მიუხედავად ბევრი ახალი ძლიერი კონკურენტის (ინდოეთი, ბრაზილია) გამოჩენისა, მსოფლიო მნიშვნელობა შეინარჩუნა.

საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებამდე მარგანეცის მრეწველობა ბევრი წვრილი, დაქსაქსული საწარმოსგან შედგებოდა. მსხვილ საწარმოთა რაოდენობა მცირე იყო. უცხოელ მსხვილ ექსპორტიორებს მონოპოლიური მდგომარეობა ეკავათ. ჭიათურის მარგანეცის საბადო 1849 წელს აღმოაჩინეს. მისი ექსპლუატაცია 1879 წელს დაიწყო. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს სახელოვან პოეტ აკაკი წერეთელს. 1939 წელს ჭიათურის მარგანეცის წარმოებამ თავისი არსებობის 60 წლისთავი აღნიშნა. მარგანეცზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია ფოლადის გამოდნობის ახალი მეთოდის (ბესემერის) შემოღებამ (1855 .). ექსპლუატაციის დაწყების პირველ წელს ჭიათურის მაღაროებში დაახლოებით ათასი ტონა მადანი ამოიღეს. მე-19 საუკუნის 80-იანი და 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი მარგანეცი სხვა ქვეყნებში, ჭიათურის მარგანეცს მსოფლიო ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა ჰქონდა. მარგანეცის ახალი საბადოების აღმოჩენის შემდეგაც მსოფლიო მოპოვებაში ჭიათურის მარგანეცის ხვედრითი წონა ყოველთვის მაღალი იყო, ხოლო პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში 35-40%-მდე აღწევდა. შემდეგ ეს ხვედრითი წონა განუხრელად მცირდებოდა ისე, რომ 1918 წელს 1,59%-მდე, ხოლო 1921 წლის დასაწყისისათვის ნულამდე ჩამოვიდა. ჭიათურაში ამოღებული მარგანეცის 98% უცხოეთში გაჰქონდათ. 1900-იან წლებში ჭიათურა იძლეოდა მარგანეცის მსოფლიო ექსპორტის 45-50%-ს. მენშევიკების მმართველობის პერიოდში მარგანეცის წლიური ამოღება 125 ათას ტონამდე დაეცა, მისი იმპორტი კი სრულიად შეწყდა. სწორედ მენშევიკების გზას დაადგადამოუკიდებელისაქართველოს მთავრობა. მენშევიკების კონსტიტუციაზე დააფუძნესდამოუკიდებელისაქართველოს კონსტიტუცია. მენშევიკებივით ქვეყნის გაძარცვის გზას დაადგნენ და ახლაც გრძელდება საქართველოს გაჩანაგებაგავერანება. და, სანამ არ დაემხობა მენშევიკური მთავრობის აჩრდილი საქართველოში, სანამ ილიას მკვლელის სურათს არ ჩამოხსნიან პარლამენტიდან, სანამ ილიას საფლავს მისი მკვლელების საფლავებს არ მოაშორებენ, მანამ ვიქნებით ასეთ და უარეს დღეში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მეორე წლიდანვე მარგანეცის ამოღება განახლდა და ამ პერიოდიდან იგი წლიდან წლამდე მატულობდა. 1925 წელს ჭიათურის შავი ქვის საბადოები კონცესიად გადაეცა უილიამ ჰარიმანის (საბჭოთა კავშირში აშშ-ის ელჩის, ავერელ ჰარიმანის, მამა) ამერიკულ ფირმას. კონცესიის მოქმედების პირველ ხანებში მარგანეცის ამოღებამ მოიმატა, მაგრამ კონცესიონერმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი პირობა: მადნის გამამდიდრებელი ქარხნის აგება, მაღაროებიდან ქარხნებში მადნის მიტანის მექანიზაცია, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ფართოლიანდაგიანად გადაკეთება და სხვ. ამასთანავე, კონცესიონერი ეწეოდა საბადოს მტაცებლურ ექსპლოატაციას _ მას არ განუხორციელებია არც ერთი მნიშვნელოვანი კაპიტალური დაბანდება; გარდა ამისა, კონცესიონერმა ჭიათურის მარგანეცს დაუკარგა გასაღების მანამდე განმტკიცებული ბაზრები ევროპაში. ყოველივე ამის გამო მხარეების შეთანხმებით საკონცესიო ხელშეკრულება 1928 წლის აგვისტოში გაუქმდა. ამ მომენტიდან მარგანეცის წარმოება საბჭოთა სახელმწიფომ აიღო ხელში და დაიწყო მარგანეცის წარმოების აღმავლობა. 1928 წელსვე დაიწყო მთელი სამრეწველო რაიონის კაპიტალური რეკონსტრუქცია, წარმოების შეიარაღება თანამედროვე სამთო და სატრანსპორტო ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით. მარგანეცის გადაზიდვაში ურემი საჰაერო-საბაგირო გზებმა და ტრანსპორტერებმა შეცვალეს. სტალინური ხუთწლედის განმავლობაში მარგანეცის მონგრევა მექანიზებული იყო 95%-ით. მაღაროს მიწისქვეშა და ზედაპირის ტრანსპორტი, პროდუქციისა და მასალის გადაზიდვა კი სრულიად მექანიზებული იყო. აშენდა მადნის გამამდიდრებელი რამდენიმე ახალი ქარხანა. მნიშვნელოვნად მოიმატა წარმოებაში ჩაბმული მუშების რაოდენობამ და გამომუშავებული პროდუქციის მოცულობამ. ჭიათურის მარგანეცის ტრესტის ჩამოყალიბებიდან, .., 1928 წლიდან 1941 წლის ჩათვლით, მოპოვებულ იქნა 14 მილიონ ტონაზე მეტი პროდუქცია. ეს ოდენობა 49%-ით მეტი იყო იმაზე, რაც 34 წლის განმავლობაში მოიპოვეს. მეორე ხუთწლედის ბოლოს პროდუქციამ 1926 წელთან შედარებით 16-ჯერ მოიმატა. 1937 წელს მარგანეცის პროდუქციამ 1 650 ათას ტონას მიაღწია. პირველი სტალინური ხუთწლედის შემდეგ სსრ კავშირის ახალშექმნილი მძლავრი მეტალურგია ჭიათურის მარგანეცის უდიდეს მომხმარებლად იქცა. 1934 წლიდან ჭიათური მარგანეცის ექსპორტის წილი შემცირდა. ჩვენი მარგანეცის უდიდესი ნაწილი მშობლიურ მეტალურგიას ხმარდებოდა. მიუხედავად წარმოების თითქმის 100%-ით მექანიზაციისა, მუშების რაოდენობამ წარმოებაში 1941 წელს 1928 წელთან შედარებით 161,5%-ით მოიმატა. ეს წარმოების დიდი ზრდით იყო გამოწვეული. მარგანეცის მრეწველობაში ფართოდ გაიშალა სტახანოვური მოძრაობა და დაიწყო მუშათა მასების ტექნიკური ცოდნის ამაღლება. თითქმის 5-ჯერ მოიმატა 1 მუშის ნამუშევარ კაც/დღეთა რაოდენობამ, საწარმოს ძირითადი ფონდების ღირებულება კი 33-ჯერ გაიზარდა. 1928-დან 1944 წლამდე საწარმოში ოთხჯერ ჩატარდა მუშების ხელფასის მომატება; შემოღებულ იქნა ხელფასის პროგრესულ-პრემიული სისტემა. მუშების ხელფასის საგრძნობი ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო სტახანოვური მოძრაობის საფუძველზე დადგენილი ახალი ნორმების გადაჭარბებით შესრულება. ახალი ხუთწლიანი გეგმით, 1950 წელს ამოიღეს 2 040 ათასი ტონა მარგანეცი, ხოლო 1946-1959 წლებში მომზადდა ჭიათურის საბადოს მარგანეცის მადნის 30 მლნ ტონა მარაგი.

თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში
თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში

მანქანათმშენებლობა

მანქანათმშენებლობის დარგი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების პირობებში შეიქმნა. მის შემადგენლობაში შემიძლია დაგისახელოთ ორ ათეულამდე უაღრესად მნიშვნელოვანი საწარმო, რომელთა შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი, ორჯონიკიძის სახელობის, 26 კომისრის სახელობისა და კალინინის სახელობის ქარხნები, ლითონკონსტრუქციების, სოფლის მეურნეობის მანქანების, საინსტრუმენტო, ფოლადისა და თუჯის ჩამომსხმელი (“ცენტროლიტი”) და ავტოსარემონტო ქარხნები, აგრეთვე, ბათუმის მანქანათმშენებელი ქარხანა და სხვ.

ლავრენტი ბერიამ ჯერ კიდევ 1934 წელს საქართველოს კპ(ბ) IX ყრილობაზე აღნიშნა, რომ მანქანათმშენებლობას “საქართველოს მრეწველობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. წვრილი, ნახევრადკუსტარული სარემონტო სახელოსნოებიდან ისინი გარდაიქმნა მსხვილ მანქანათმშენებელ ქარხნებად, რომლებშიც მზადდება ისეთი მანქანები და მოწყობილობები, რომლებიც მანამდე საზღვარგარეთიდან შემოგვქონდა”. (ლ.ბერია, “საქ. კპ(ბ) ცკ-ის ანგარიში”, 1934 წ., გვ.34). კიროვის სახელობის ქარხნის ძირითადი დანიშნულება იყო სხვადასხვა ლითონმჭრელი ჩარხის წარმოება. ეს ქარხანა გაერთიანდა 1935 წელს ამუშავებულ თუჯ-ფოლადის ქარხანასთან და ყოველწლიურად რამდენიმე ათას ტონა თუჯისა და ფოლადის სხმულს იძლეოდა. საქართველოს მანქანათმშენებელ საწარმოთა შორის უძველესი იყო 26 კომისრის სახელობის ქარხანა (ამიერკავკასიის რკინიგზის ყოფილი სახელოსნოები), რომელიც 1921 წელს განახლდა. მის ძირითად პროდუქციას შეადგენდა სოფლის ელექტროფიკაციისთვის საჭირო ჰიდროტურბინები, აგრეთვე, ჩაის, აბრეშუმისა და საფეიქრო ფაბრიკების მოწყობილობა, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც იგზავნებოდა.

ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ და, ძირითადად, უშვებდა ღვინის მრეწველობისთვის საჭირო რთულ მოწყობილობებს, რომლებიც მანამდე საფრანგეთიდან შემოგვქონდა. ამ პროფილის ქარხანა ერთადერთი იყო საბჭოთა კავშირში. ორჯონიკიძის სახელობის ქარხანა, სხვა ანალოგიურ საწარმოთა მსგავსად, სამამულო ომის პერიოდში და განსაკუთრებით კავკასიის დაცვის დღეებში სამხედრო პროდუქციას უშვებდა; მის მიერ შექმნილი საბრძოლო ტექნიკა საამქროებიდან პირდაპირ ცეცხლის ხაზზე მიდიოდა. ომის დასრულებიდან მალევე იგი კვლავ მეღვინეობის მოწყობილობის ქარხანა გახდა, რომელიც თავისი პროდუქციით ამარაგებდა როგორც საქართველოს, ასევე, მოლდავეთის, ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინისა და საბჭოთა კავშირის მეღვინეობის სხვა რაიონებს.

კალინინის სახელობის თბილისის მექანიკური ქარხანა ამზადებდა ელექტრომხურებელ ხელსაწყოებს, ელექტროშემდუღებელ აპარატებს, ლურსმნებს, ლითონის საწოლებს, საყალიბო მანქანებს, მხეხავ ჩარხებს. ლითონკონსტრუქციების ქარხანა სპეციალიზებული იყო ცისტერნების, აუზების, ელექტროგადამცემი ხაზების, ანძებისა და სხვადასხვა ნაგებობის დამზადებაზე. ჩვენი მანქანათმშენებლობის საწარმოებმა გაათავისუფლა საბჭოთა კავშირი მთელი რიგი მანქანებისა და ჩარხების იმპორტისგან. საქართველოს მანქანათმშენებლობის ქარხნებში პირველად დაინერგა ტექნიკურ-სამრეწველო ფინანსური გეგმა. სატრანსპორტო სფეროს განვითარებასთან ერთად საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საავტომობილო მრეწველობას. ჯერ კიდევ სამამულო ომამდე თბილისში აშენდა ავტოსარემონტო სახელოსნოების ქსელი. ახალი ხუთწლიანი გეგმით ქუთაისში აშენდა საავტომობილო ქარხანა, რომელმაც ხუთწლედის დამამთავრებელ (1950) წელს ქვეყანას მისცა 15 ათასი ავტომობილი. ასევე აშენდა ორთქლმავლების სარემონტო ქარხანა. გეგმით გათვალისწინებულ დროში მოხდა მცირე ჰიდროტურბინების, ჩაისა და მეღვინეობის მრეწველობის მოწყობილობათა ახალი საწარმოების შექმნა, საწონ-საზომი მოწყობილობისა და სიმხურვალის გამძლე ჭურჭლის ქარხნის აშენება, საფეიქრო მრეწველობის მოწყობილობის წარმოების აღდგენა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here