Home რუბრიკები ისტორია სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

368
სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

“_სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდა?..

_ რა უნდა?

_ კაი სიმღერის თქმა უნდა, თქმა უნდა!

_ ერთი პირველი ხმა უნდა, ხმა უნდა!

_ ერთიც კარგი ბანი უნდა, ხომ უნდა?!”

საქართველოს მრეწველობა ძალიან ნელა ვითარდება, თქვენ კი ამ საკითხს საკავშირო ორგანოების წინაშე არ აყენებთ. ივიწყებთ, რომ, სანამ ბავშვი არ იტირებს, დედა მას ყურადღებას არ მიაქცევს. თუ ეს თავმდაბლობით მოგდით, ძალიან ცდებით. თავმდაბალი თქვენ შეგიძლიათ და კიდევაც უნდა იყოთ პირად ცხოვრებაში. ამ საქებარი თვისებით რესპუბლიკის, ხალხის სასიცოცხლო ინტერესების ანგარიშზე თავმოწონება კი დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ აქ ამხანაგებთან ვიმსჯელეთ და საჭიროდ ვცანით, საქართველოში ამ ხუთწლედში დამატებით შევუდგეთ სამი დიდი საწარმოს _ მეტალურგიული ქარხნის, საავიაციო ძრავებისა და თვითმფრინავების ქარხნების მშენებლობას. საკითხები შეიმუშავეთ და სათანადო წინადადებებით ჩამოდით მოსკოვში სახკომსაბჭოს თავმჯდომარესთან ერთად” (კანდიდ ჩარკვიანი, “სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები”, გვ. 33).

ხალხი დიდი ენთუზიაზმით ქვეყნის აღმშენებლობას შეუდგა. “პირველ რიგში, შემუშავდა და დაზუსტდა ქვეყნის განვითარების სტრატეგია, თუ რომელ დარგს უნდა მიქცეოდა ყურადღება, რა თანმიმდევრობით. გაჩნდა სტალინური ხუთწლედები. დარგების თანმიმდევრულმა დალაგებამ ასეთი სახე მიიღო:

  1. მრეწველობა თავისი დარგებით:

* ენერგეტიკა, სათბობი მეურნეობა (ქვანახშირი და ნავთობი), მთამადნის მრეწველობა (ბარიტი, დიამიტი, გუმბრინი და ყველაზე საყურადღებო _ მარგანეცი);

* მეტალურგია: ფეროშენადნობთა ქარხანა, ამიერკავკასიის მეტალურგიული კომბინატი;

* მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, საშენ მასალათა მრეწველობა (კირის, ცემენტის, მარმარილოს, აგურის, კრამიტისა და სხვათა წარმოება), ადგილობრივი მრეწველობა, ხეტყის მრეწველობა, საფეიქრო (აბრეშუმის, შალის, ბამბის, ტრიკოტაჟის) და სამკერვალო მრეწველობა, ტყავ-ფეხსაცმლის მრეწველობა, კვების მრეწველობა (ჩაის, თამბაქოს, ღვინისა და მინერალური წყლების, კონსერვების, შაქრის, პურის, ხორცისა და ყველ-კარაქის წარმოება).

  1. სოციალისტური სოფლის მეურნეობის დარგები:

* მემცენარეობა, მემინდვრეობა, ტექნიკური კულტურები (თამბაქო, შაქრის ჭარხალი, ეთერზეთები და სხვ.), მევენახეობა, მეხილეობა;

  1. სუბტროპიკული კულტურები:

* ჩაი, ციტრუსოვანი კულტურები, ტუნგო და სხვა სუბტროპიკები, მებოსტნეობა, მებაღჩეობა, ტყის მეურნეობა, სათიბ-საძოვრები;

  1. მეცხოველეობა

* მსხვილრქიანი პირუტყვი, მეცხენეობა, წვრილრქიანი პირუტყვი, მეღორეობა, მეფრინველეობა, მეაბრეშუმეობა, მეფუტკრეობა, მელიორაცია;

  1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

* ტრანსპორტი, რკინიგზა, გზათა მშენებლობა და ავტოჭაპანტრანსოპრტი, ავაიატრანსპორტი, კავშირგაბმულობა;

  1. კომუნალური მეურნეობა;
  2. სახალხო განათლება და ჯანმრთელობის დაცვა.

ჩვენი მიზანია, ცალკე დავახასიათოთ ზემოჩამოთვლილი ყველა დარგი და მათი პერსპექტივა სტალინურ ეპოქაში _ 1913-დან 1953 წლამდე, და ამით მცირეოდენი წარმოდგენა მაინც შევუქნათ საზოგადოებას, ცხოვრების განვითარების როგორი ტემპი დავუკარგეთ ქვეყნას სტალინის გარდაცვალების შემდეგ.

ზაჰესი
ზაჰესი

დავიწყო ენერგეტიკით:

საქართველოში 26 000-მდე დიდი თუ პატარა მდინარეა. მათ შორის ჰიდროტექნიკური სიმძლავრის მისაღებად ვარგისია 6 000-მდე. თუ დღევანდელი მდგომარეობით ელენერგიის გამომუშავება ქვეყანაში 1 მილიარდამდე კვტ/სთ-ს აღწევს, ჩვენს მდინარეთა პოტენციალს შეუძლია ეს მაჩვენებელი 7 მილიარდამდე გაზარდოს, მაგრამ რის ფასად, ამის განსაზღვრა მხოლოდ ადამიანს არ შეუძლია. სვანური ანდაზის მიხედვით, “ტბა ნატბაურზე, ხიდი ნახიდარზე და გზა ნაგზაურზე”. ბუნება არაფერს შეგარჩენს, თუ მას რამის წართმევას დაუპირებ. “ბუნება მბრძანებელია” და ის გაცილებით მეტს წაგართმევს, ვიდრე მისთვის ოდესმე რამე წაგირთმევია. 1949 წელს სტალინმა მასთან მისული კანდიდ ჩარკვიანი და ზაქარია ჩხუბიანაშვილი მტკიცე უარით გამოისტუმრა, როდესაც მათ ნამოხვანზე ჰიდროელექტროსადგურის აშენება მოსთოვეს, ამაზე მოგვიანებით დავწერ. იშვიათია მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ჰიდროენერგეტიკული რესურსების სიმდიდრით საქართველოს შეედრება. მეფის რუსეთის მთავრობა არ იყო დაინტერესული საქართველოს ჰიდრორესურსების გამოყენებით და, მაშასადამე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ საბჭოთა წყობილების დამყარებამდე საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსები თითქმის სრულიად გამოუყენებელი იყო. აქ 1913 წელს არსებობდა მხოლოდ 70 ერთმანეთისგან იზოლირებული პატარა ელსადგური, რომელთა საერთო სიმძლავრე 1 000 ცხ. ძალას არ აღემატებოდა; მათგან ყველაზე დიდის _ სოხუმის ჰიდროელსადგურის სიმძლავრე 400-კვტით განისაზღვრებოდა. თბოელექტროსადგურებს შორის ყველაზე მძლავრი იყო თბილისის ტრამვაის ელექტროსადგური, რომელიც ქვანახშირზე მუშაობდა და რომლის საერთო სიმძლავრე დაახლოებით 2 000 კოლოვატს შეადგენდა. თბილისში მუშაობდა 45-მდე წვრილი თბოელექტროსადგური, რომელთა შორის ბევრი 10-15 ცხენის ძალის სიმძლავრის დანადგარს წარმოადგენდა.

1913 წელს საქართველოს ყველა ელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 8,0 ათას კვტ-ს შეადგენდა. თითქმის ყველა სადგურის ძალური დანადგარები მოძველებული და გაცვეთილი იყო. 1913 წელს სულ გამომუშავებულ იქნა 20 მლნ კვტ/სთ ენერგია. რასაკვირველია, ელექტროენერგეტიკული ბაზის უმნიშვნელო განვითარება ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. საქართველოს ქალაქები _ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი თითქმის სრულიად ჩაბნელებული იყო. 1913 წელს ელექტროენერგიის წლიური საშუალო წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე 7,9კვტ საათს შეადგენდა. “ელექტრონით განათება ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ ქალაქის ბურჟუაზიისთვის იყო ხელმისაწვდომი” (ლ. ბერია, “ლენინ-სტალინის დიადი დროშით”, 1941 წ.). პირველი მსოფლიო ომისა და ხალხის უბოროტესი მტრების, მენშევიკების, ბატონობის პერიოდში არც ერთი ელექტროსადგური არ აგებულა და არსებული ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე კიდევ უფრო შემცირდა. 8,0 ათას კვტის საერთო ნომინალური სიმძლავრიდან რეალურად გამოყენებული იყო, ისიც არასრული დატვირთვით, 5,5-6,0 ათასამდე კვტ. ფრიად გაუარესდა ძალური დანადგარების დაცვა-შენახვა და ტექნიკური ექსპლუატაციის პირობები, რის შედეგად ხშირად ხდებოდა ავარია და ისედაც უმნიშვნელო ძირითადი ფონდების განიავება; ცხადია, მკვეთრად შემცირდა ელექტროენერგიის გამომუშავებაც. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა მძლავრი ელექტროენერგეტიკული მეურნეობის შექმნასა და სწრაფი ტემპით განვითარებას. სტალინის პირადი მითითებითა და ინიციატივით დაიწყო საქართველოს დიდი ჰიდრორესურსების საფუძვლიანი მეცნიერული გამოკვლევა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ჩქარი და დაუდგრომელი მდინარეები, რომელთა უმრავლესობის სათავე მარად თოვლით დაფარული კავკასიონის დიდ სიმაღლეებზეა, დიდძალ ჰიდრავლიკურ ენერგიას შეიცავს. ლავრენტი ბერიას ინიციატივით ჩატარებულმა ჰიდროლოგიურმა კვლევამ წარმოაჩინა, რომ ამიერკავკასიის მდინარეთა საშუალო წლიური საერთო პოტენციური სიმძლავრე უდრის 14,5 მლნ-ზე მეტ კილოვატს, რომლის 2/3-ზე მეტი საქართველოშია. ჰიდრავლიკური რესურსების ასეთი შემჭიდროებულობა იშვიათია. ჰიდროენერგეტიკული რესურსების ტერიტორიულ ერთეულზე კონცენტრაციის თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. საშუალო წლიური ხვედრითი სიმძლავრე ჰიდრავლიკური რესურსების 1 კვ.მ-ზე საქართველოში 138,9 კვტ-ს უდრის, ხოლო საბჭოთა კავშირში იგი საშუალოდ 13,2 კვტ-ს აღწევდა. იაფი ჰიდროელექტროენერგიის ამ დაუშრეტელი წყაროს მზარდი მასშტაბით გამოყენება მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში შეიქნა შესაძლებელი. 1922 წელს რსფსრის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა 750 000 ოქროს მანეთი ზემო ავჭალის ჰიდროელსადგურის ასაშენებლად. იმავე წელს საფუძველი ჩაეყარა ზაჰესის მშენებლობას. ზაჰესის პირველი რიგი (12,8 ათასი კვტ) ამუშავდა 1927 წელს.

რიონჰესი
რიონჰესი

1923 წელს მდინარე აბაშაზე დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის (აბჰესი) მშენებლობა _ 1,1 ათასი კვტ სიმძლავრით, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1928 წელს. იმავე წელს დაიწყო მდინარე აჭარისწყალზე 16 ათას კვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსდგურის (აჭჰესის) მშენებლობა. არახელსაყრელი გეოლოგიური პირობების გამო მისი მშენებლობა გაჭიანურდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1937 წელს. 1928 წელს მდინარე რიონზე დაიწყო სტალინის სახელობის ჰიდროელექტროსადგურისა (რიონჰესი) მშენებლობა, ექსპლუატაციაში შევიდა 1933 წელს, სტალინური ხუთწლედის პერიოდში ფართოდ გაიშალა ელექტროსადგურების მშენებლობა, რამაც ძალზე დააჩქარა ელექტროენერგეტიკული მეურნეობის შემდგომი აღმავლობა. საკ. კპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა 1931 წლის 31 ოქტომბრის ისტორიულ დადგენილებაში აღნიშნა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გაძლიერების აუცილებლობა და დასახა ღონისძიებები მშენებლობის ტემპის დასაჩქარებლად. ამ დადგენილებით ზედმიწევნით განისაზღვრა საქართველოს ელექტროენერგეტიკული მეურნეობის განვითარების კონკრეტული გზები. ეს დადგენილება იქცა ბრძოლისა და გამარჯვების პროგრამად, რომლის წარმატებით განხორციელების საფუძველზე საქართველოს მშრომელებმა უზრუნველყვეს მეურნეობის ამ დარგის შემდგომი აღმავლობა. ელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობაზე კაპიტალური დაბანდების საერთო მოცულობა (ფაქტობრივი ღირებულებით) შეადგენდა: აღდგენით პერიოდში _ 29,8 მლნ მანეთს, პირველ ხუთწლედში _ 69,8 მლნ მანეთს, მეორე ხუთწლედში _ 229,9 მლნ მანეთს (ე.ი., პირველ ხუთწლედთან შედარებით 229,3%-ით მეტს); მესამე სტალინური ხუთწლედის პირველ სამ წელს _ 123,6 მლნ მანეთს. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მრეწველობაში კაპიტალურ დაბანდებათა 1/5-ზე მეტი დახარჯულია ელექტროენერგეტიკული მეურნეობის მშენებლობაზე, რამაც უზრუნველყო სახალხო მეურნეობისთვის მძლავრი ელექტროენერგეტიკული ბაზის შექმნა. იმატებდა, აგრეთვე, ელექტროენერგეტიკული მეურნეობის ძირითადი ფონდები. მხოლოდსაქენერგოსსისტემის ძირითადი ფონდების ღირებულება შეადგენდა 1932 წელს _ 13,8 მლნ მანეთს, 1937 წელს – 125,7 მლნ მანეთს, 1940 წელს _191,3 მლნ მანეთს, ხოლო 1945 წელს _ 277,9 მლნ მანეთს, .., ამ ხნის განმავლობაში 19-ჯერ მეტად გაიზარდა. მსხვილი და წვრილი ელექტროსადგურების მშენებლობა წარმოებდა უპირატესად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ხაზით, რაც შეესაბამებოდა რესპუბლიკის სათბობენერგეტიკული რესურსების სტრუქტურას.

1927-1928 წლებში საქართველოში ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 26,3 ათას კვტ შეადგენდა; მათგან ჰიდროელექტროსადგურებისა _ 15,8 ათას კვტ, .. დაახლოებით 60%-. მომდევნო სტალინურ ხუთწლედებში ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეთა ხვედრითმა წილმა კიდევ უფრო მოიმატა. ფართოდ გაიშალა თბოელექტროსადგურების მშენებლობა. ყველაზე ღირშესანიშნავი იყო ლავრენტი ბერიას სახელობის ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელეტროსადგური 24 ათასი კვტ სიმძლავრით, რომელიც უმთავრესად ნახშირის მოპოვებისა და ნარჩენების გამდიდრების ბაზაზე მუშაობდა. გარდა ამისა, მწყობრში ჩადგა მსხვილი სამრეწველო საწარმოების ელსადგურები: ტყვარჩელნახშირის თბოელექტროსადგური, ბათუმის ნავთობსახდელი ქარხნების თბოელექტროცენტრალი, თბილისის თბოელექტროცენტრალი და სხვ.

თბოელექტროცენტრალის (1947 ) სიმძლავრე (8 ათასი კვტ) მნიშვნელოვნად ჭარბობდა თბილისის 1913 წლის ყველა 45 ელსადგურის სიმძლავრეს და უდრიდა იმდროინდელი საქართველოს ყველა 70 ელექტროსადგურის სიმძლავრეს. მოქმედ ჰიდროელექტროსადგურებს შორის ყველაზე დიდი იყო სტალინის სახელობის რიონის ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 6-ჯერ სჭარბობდა საქართველოს ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრეს საბჭოთა წყობილების დამყარებამდე, ხოლო მის მიერ 1941 წელს გამომუშავებული ელექტროენერგია (288,8 მლნ კვტ/სთ) 14-ჯერ და მეტად აღემატებოდა 1913 წელს საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიას. საქართველოს სსრ ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე აღემატებოდა 1913 წლისას: 1927-1928 წწ. – 3-ჯერ მეტად, 1932 წელს _ 4-ჯერზე მეტად, 1937 წელს _ დაახლოებით 16-ჯერ, ხოლო 1940 წელს _ დაახლოებით 23-ჯერ. ამასთანავე, იზრდებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება. სიმძლავრეთა ექსპლოატაციის დარგში სოციალისტური ენერგეტიკის უპირატესობის საილუსტრაციოდ საკმარისია, აღინიშნოს, რომ, თუ 1913 წელს არსებულ სიმძლავრეთა საშუალო წლიური გამოყენება 2 000-2 500 სთ-ს უდრიდა, 1940 წელს იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 4 050 სთ-ს შეადგენდა, ხოლო მსხვილი რაიონული ელექტროსადგურებისა _ 5 000 სთ-ს სჭარბობდა. ამერიკის ჩრდილოეთ შტატებში სიმძლავრეების საშუალო წლიური გამოყენება არ აღემატებოდა 3 000-3 200 სთ-ს, ინგლისში _ 1 800-2 600 სთ-ს, საფრანგეთში _ 1 600-1900 სთ-ს. სიმძლავრეთა ცენტრალიზებული, გეგმაზომიერო გამოყენების შედეგად სწრაფად იზრდებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც 1913 წელთან შედარებით მეტი იყო: 1927-1928 წწ. _ დაახლოებით 2-ჯერ, 1932 წელს _ 6-ჯერ, 1937 წელს _ 25-ჯერ, ხოლო 1941 წელს _ 41-ჯერ. ამგვარად, “საქართველოს მთის სწრაფ მდინარეთა მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსები მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში იქნა ფართოდ გამოყენებული”.

ცხადია, სწრაფად მოიმატა ელექტროენერგიის წარმოებამ მოსახლეობის ერთ სულზე: 1913 წელს იგი შეადგენდა 7,9 კვტ/სთ-ს, ხოლო 1940 წელს _ უკვე 205 კვტ/სთ-ს, მაშასადამე, გაიზარდა 26-ჯერ. საყოფაცხოვრებო სფეროში ელექტროენერგიის გამოყენებამ საგრძნობლად გაზარდა ელექტროენერგიის ელექტროენერგიის მოხმარება ქალაქის მოსახლეობის ყოველ სულზე, რაც 1934 წელს 65 კვტ/სთ-ს შეადგენდა. 1937 წელს თბილისმა მიიღო 126,947 ათას კვტ/სთ ენერგია, საიდანაც დაიხარჯა (მლნ კვტ/სთ): საცხოვრებელი ბინების განათებაზე _ 21,6, სხვადასხვა შენობათა განათებაზე _ 4,2, ტრამვაიზე _ 17,8, წყალსადენზე _ 5,0, მრეწველობაზე _ 50,6 და სხვ. ისეთი საწარმოების არსებობის პირობებში, როგორიცაა ჭიათურმარგანეცი, აჯამეთის ჰალცედონი და სხვა, იაფი ელექტროსდგურების ბაზაზე შეიქმნა ლავრენტი ბერიას სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ამ ქარხნის მიერ 1939 წელს ტექნოლოგიურ პროცესებს მოხმარებული ელექტროენერგია მთელი მრეწველობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტს შეადგენდა. ელექტროენერგიის დიდი რაოდენობით მომხმარებელი იყო თბილისის მრეწველობა, სამთამადნო მრეწველობა, საფეიქრო, მსუბუქი, ქაღალდის, ცემენტისა და სხვა საწარმოები, აგრეთვე, ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიცირებული უბნები და სხვ. საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი მრეწველური საწარმო, ელექტროფიცირებული ტრანსპორტი, მსხვილი ქალაქების კომუნალური მეურნეობა გადაყვანილი იქნა ცენტრალიზებულ ელექტრომომარაგებაზე. სოციალისტურმა წარმოების წესმა შესაძლებელი გახადა ელექტროსადგურების სიმძლავრეთა რაციონალური გამოყენება მსხვილი რაიონული სადგურების დარკალებისა და ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის (“საქენერგო”) შექმნის გზით. “საქენერგოს” სისტემაში 1945 წლის დასასრულისათვის გაერთიანებული იყო 7 ელექტროსადგური, რომლის პარალელურად მომხმარებლებს აწვდიდნენ ენერგიას მაღალი ძაბვის ელგადამცემი ხაზით. სისტემაში გაერთიანებული იყო სიმძლავრეთა 67,7% რესპუბლიკის ყველა ელექტროსადგურებისა, რომლებმაც გამოიმუშავეს ელექტროენერგიის 86%. გარდა ამისა, წყლის ნაკლებობისას სისტემის ქსელში მუშაობდა რიგი სამრეწველო და კომუნალური ელექტროსადგურები. საქართველოს ტერიტორია დასერილი იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ტრანსფორმატორული ქვესადგურების ქსელით. მხოლოდსაქენერგოსსისტემის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სიგრძე 1941 წელს 700კმ აღემატებოდა. მაღალი ძაბვის ელგადამცემი სისტემა აკავშირებდა საგრძნობლად დაშორებულ სადგურებს, ახდენდა მათ სიმძლავრეთა კონცენტრაციას და სისტემაში შემავალ სადგურებს წარმოგვიდგენდა ერთ გიგანტურ ელექტროსადგურად. რეგულარულად მატულობდა ელექტროენერგეტიკული მეურნეობის მუშების, ტექნიკური პერსონალისა და მომსახურეთა რაოდენობა. მხოლოდ “საქენერგოს” სისტემაში მუშათა რიცხვი 1945 წელს 7,5-ჯერ მეტი იყო 1932 წელთან შედრებით. ინჟინერ-ტექნიკოსთა რაოდენობამ ამავე პერიოდში 7,3-ჯერ მოიმატა. მუშათა სახელფასო ფონდი უდრიდა: 1937 წელს _ 1 145 ათასს, ხოლო 1945 წელს _ 6 221 ათას მანეთს. ერთი მუშის საშუალო წლიური ხელფასი 1945 წელს შეადგენდა 5 840 მან, .. 1932 წელთან შედარებით მოიმატა 3-ჯერ. ელექტრომეურნეობის მუშაკები წარმატებით ეუფლებოდნენ ტექნიკას და ამაღლებდნენ შრომის ნაყოფიერებას. ერთი მუშის საშუალო წლიური გამომუშვება შეადგენდა (ათას მანეთობით): 1927/28 წელს _ 28,5-ს, 1932 წელს _ 52,7-ს, ხოლო 1937 წელს _ 84,2-ს. შრომის ნაყოფიერება რეგულარულად მაღლდებოდა, აგრეთვე, მესამე სტალინური ხუთწლედის სამი წლისა და დიდი სამამულო ომის პერიოდშიც. გარდა “საქენერგოს” სისტემაში გაერთიანებული რაიონული ელსადგურებისა, იყო მრავალი სამრეწველო, კომუნალური, საკურორტო და სოფლის წვრილი თბოელექტროსადგურები, აგრეთვე, ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც განლაგებული იყო “საქენერგოს” სისტემის მოქმედების სფეროში გაუერთიანებელ რაიონებში. 1940 წელს მუშაობდა საწარმოების 120 ელექტროდანადგარი, რომელთა გამომუშავებული ელექტროენერგია 56 მლნ კვტ-ს აჭარბებდა. ამავე წელს კომუნალური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იყო 40 მლნ კვტ/სთ ენერგია, სოფლის სადგურების მიერ კი _ 6,5 მლნ-მდე. საქართველოს სოფლის ელექტროფიკაცია დაიწყო კოლმეურნეობების მასობრივად შექმნის პერიოდში. თავდაპირველად მიმდინარეობდა საბჭოთა მეურნეობების ელექტროფიკაცია, ხოლო შემდეგ მან მოიცვა კოლმეურნეობები, მტს-ბი და სხვ. 1933-1945 წწ. აგებულ იქნა ამ ტიპის 40-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური. 1945 წლის დასაწყისისთვის საქართველოს “სოფლელექტროს” სისტემაში შედიოდა 11 ელექტროსადგური 6 122 კვტ სიმძლავრით. კოლმეურნეობებსა და სოფლის სხვა მეურნეობრივ საწარმოებს ჰქონდათ 30-ზე მეტი ელსადგური 1 800-ზე მეტი კვტ-ის სიმძლავრით. სოფლელექტროსსადგურების მიერ ენერგიის წლიური გამომუშავება 45 მილიონ კვტ/სთ უდრიდა. ამ ელექტროსადგურებიდან ყველაზე მძლავრი იყო ალაზანჰესი, რომელსაც ამ მხრივ საბჭოთა კავშირის შესაბამის ელექტროსადგურებს შორის პირველი ადგილი ეკავა. აღსანიშნავია აბჰესი, აგრეთვე, რიცეულის ჰიდროელსადგური, რომელიც ამარაგებდა ამბროლაურის რაიცენტრს და 37 კოლმეურნეობას, ასეთივე დანიშნულების იყო მესტიის, მაიაკოვსკის (ბაღდათის), ბარისახოსა და სხვა ჰიდროელსადგურები. კოლმეურნეობათა ელსადგურებიდან მოსახსენებელია ძამის, მლეთის, ლიხაურის, ბოლნისის, დვირის, ოკაცეს, ბახვის, სადახლოს, ლენინგორისა და სხვა ამ ტიპის ახალი ჰესები, რომელთა მშენებლობაც მზარდი ტემპით მიმდინარეობდა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here