Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

სტალინი _ პოლიტიკური რეალიზმის შემოქმედი

დასასრული. დასაწყისი იხ. #33-36, 2021 წ.

204

იენის უნივერსიტეტში არცთუ შორეულ წარსულში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა მხოლოდ ერთ საკითხზე მსჯელობას _ “სტალინი დაცივი ომი”. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილმა ისტორიკოსებმა გამოთქვეს აზრი, ვინ იყო სტალინი, რომელსაცრაც უფრო ვშორდებით, მით გვიახლოვდება”. ვინ იყო იგი სინამდვილეში? _ ბოროტი გენია თუ მსოფლიო რევოლუციის რომანტიკოსი? ის რუსეთის სახელმწიფოებრიობის რიგითი გამგრძელებელი კი არა, ისტორიაში ჯერ არნახული და არ გაგონილი სახელმწიფოს შემქმნელი გახლდათ. ლენინმა ქვეყნის მომავლის ბუნდოვანი მონახაზი დატოვა, სტალინმა კი სრულიად ახალ რელსებზე შეაყენა ქვეყნის განვითარება და მაქსიმალურად დააჩქარა. ჩემმა ერთმა ძველმა მეგობარმა, სახელმწიფო მოღვაწემ, ცოტა ხნის წინათ საუბარში სინანულით მითხრა: “სამწუხაროა, რომ სტალინს არათუ სსრ კავშირის მრავალეროვანი ხალხები არ იცნობდნენ, არამედ მის გენიას ახლო გარემოცვაც კი ვერ ჩასწვდა”. ჩემი მეგობარი მართალი იყო. როგორ შეიძლებოდა ორკლასდამთავრებული ხრუშჩოვი ან ჟუკოვი სტალინის ღრმა ფილოსოფიურ აზრებს ჩასწვდომოდნენ?! ასეთები იყვნენ სხვებიც, ზოგიერი გამონაკლისის გარდა, რომლებიც შეგნებულად უპირისპირდებოდნენ სტალინს.

იენის უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ უნდა განვაცხადო, რომ მსოფლიოს რევოლუციის რომანტიკოსებსა და ფანატიკოსებთან ბრძოლას მიუძღვნა სტალინმა თავისი შეგნებული ცხოვრება და კაცობრიობას დღევანდელი დღე მთელი თავისი მანკიერებით უფრო ადრე დაუდგებოდა, სტალინს რომ არ შეეჩერებინა იგი.

სტალინი სულითა და ხორცით თავისი ქვეყნისა და ხალხის შვილი იყო. მან თავისი ქვეყანა თავის სისხლსა და ხორცთან გააერთიანა და ერთ მოცემულობად აქცია. ჩამოიყალიბა შინაგანი რწმენა: გაიმარჯვებს თვითონ _ გაიმარჯვებს ხალხი და ქვეყანა. და, თუ დამარცხდება, მასთან ერთად დამარცხდება ხალხიც და ქვეყანაც. ეს რწმენა მტკიცედ ჩაინერგა თვითონ და სურდა, სცოდნოდა სხვებსაც, რათა სხვებიც ყოფილიყვნენ სამშობლოსთან გათანაბრებულნი ისე, როგორც თვითონ ჰქონდა წარმოდგენილი.

1918 წელს ცარიცინიდან ლენინისთვის მიწერილი წერილი, რომ ვერ შეაჩერებდა ტროცკის ნაკუწი ქაღალდის უქონლობა, პირველი ხელთათმანია, რომელიც სტალინმა საბჭოთა ხელისუფლებაში მყოფ მასონთა ლოჟას ესროლა. ამ ხელთათმანს უნდა გადაეწყვიტა, აშენდებოდა თუ არა ქვეყანაში სოციალიზმი; უნდა გადაეწყვიტა, მარქსის მოძღვრების საწინააღმდეგოდ გაიმარჯვებდა თუ არა ყველაზე ღარიბ ქვეყანაში რევოლუცია; უნდა გადაეწყვიტა, იარსებებდა თუ არა დედამიწის 1/6-ზე ნაციონალური კულტურები; გააგრძელებდა თუ არა არსებობას სახარება XX საუკუნის შემდეგ.

ბრძოლაში “ერთი ყველას წინააღმდეგ” შემოქმედმა გამარჯვებულად სტალინი ცნო და სწორედ შემოქმედია იმის შემოქმედიც, რომ იენის კონფერენციის მონაწილეებს ათქმევინა: რაც უფრო ვშორდებით სტალინს, მით უფრო გვიახლოვდება იგი”.

ვლადიმერ პეჩატნოვი თავის შესანიშნავ გამოკვლევაში “შტრიხები სტალინის პორტრეტისათვის” წერს: ჩვენ არ ვიცით, წაკითხული ჰქონდა თუ არა სტალინს ფრენსის ბეკონისახალი ორგანონი”, რომელშიც ინგლისელმა მოაზროვნემ სახელმწიფო მოღვაწეებისდიდების კიბეწარმოგვიდგინა. მის ზედა საფეხურზე იდგნენ უდიდესი სახელმწიფოებისა და იმპერიების შემქმელნი _ რომულუსი, კიროსი, ცეზარი, ოსმანი, ისმაილი; მაგრამ ვფიქრობთ, რომ სტალინის ფსიქიკის ბნელ უფსკრულებში გზის მანათობელ ვარსკვლავად უნდა ყოფილიყო სწორედ უდიდესი სახელმწიფოს შემქნელის ეს განუზომელი, უკვდავი სიდიადე და არა მისთვის უცხო მატერიალური ინტერესები ან ძალაუფლების წყურვილი, როგორც ასეთი. მით უმეტეს, რომ ძლევამოსილების საზომით თუ მივუდგებით, რუსეთი მისი მეთაურობით მართლაც დიადი გახდა. ტყუილად კი არ ამბობდა ჩერჩილი, რომ სტალინმაკავიანი რუსეთი ჩაიბარა და ატომური ბომბით დატოვა”. როგორც მესამე მოქმედებაა კულმინაცია შექსპირის ტრაგედია “ოტელოში”, ისეა სტალინის შემოქმედებაში დიდი სამამულო ომი მისი გენიის ელვარების მწვერვალი. კლიმენტ ვოროშილოვი სტალინის დაბადების 70-ე წლისთავზე წერდა: “ათი სტალინური დარტყმა დარჩება საერთაშორისო ომების ისტორიაში, როგორც ბრძოლის კლასიკური ნიმუში”. დიდი სამამულო ომი იყო კვანძის გახსნა ყველა იმ საიდუმლოებისა, რომლებმაც კაცობრიობა იხსნა კატასტროფისაგან. კოლექტივიზაციას შეწირული ადამიანები, ტროცკისტი ნაძირალები თუ სამხედროების შეთქმულება ხელისუფლების წინააღმდეგ ომის წინა პერიოდში, იმხანად თეატრალიზებულად მონათლული სასამართლო პროცესები, ყველა ერთად გახსნა და სინათლეზე გამოიტანა დიდმა სამამულო ომმა. მსოფლიომ დაინახა სტალინის შორსმჭვრეტელობა, ნათელმხილველობა და აზრის სიცხადე. სამრეკლოდან გამოტყორცნილ ექოსავით ისმოდა ომის დამთავრებისთანავე ჟდანოვის სიტყვები: “რამდენად მართალი იყო ამხანაგი სტალინი”.

1933-1944 წლებში აშშ-ის ელჩმა საბჭოთა კავშირში _ კორდელ ჰალმა, რომელიც თითქმის ყველა გახმაურებულ სასამართლო პროცესს ესწრებოდა, 1961 წელს განაცხადა: “რა გულუბრყვილონი ვყოფილვართ ჩვენ და როგორი ბრძენი _ სტალინი, როდესაც 1937 წლებში მავნებელთა სასამართლო პროცესებს ეჭვის თვალით ვუყურებდით და ვიხილავდით. რომ არა სტალინის რკინისებური ხელი, სსრკ 1941 წელშივე დამარცხდებოდა”. 1942 წლის 5 აგვისტოს ჩერჩილმა კაიროდან შეატყობინა სტალინს მოსკოვში თავისი ვიზიტის შესახებ. 12 აგვისტოს, 17 საათზე, ჩერჩილის თვითმფრინავი მოსკოვის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. საპატიო სტუმარს ხვდებიან საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვი დიპლომატიური კორპუსის თანხლებით და მაღალი რანგის გენერლების ჯგუფი. ჩერჩილს უმართავენ ბრწყინვალე სამხედრო აღლუმს წითელი არმიის ყველა სახეობის ჯარების მონაწილეობით. იგი აღფრთოვანებას ვერ მალავს აღლუმის მონაწილეთა უზადო ჩაცმულობისა და წრთობის მაღალი ტექნიკის ხილვით. სრულდება სამი დიდი სახელმწიფოს ჰიმნები. ჩერჩილს პატაკს აბარებს საპატიო ყარაულის უფროსი.

ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ძლიერების სიმბოლო ამ მისთვის უმძიმეს დღეებშიც ინარჩუნებს თავის ბრწყინვალებას. ჩერჩილი მოკლე სიტყვას წარმოთქვამს და მოლოტოვის თანხლებით მიემართება მოსკოვის მახლობლად მისთვის გამოყოფილ რეზიდენციაში, ე.წ. სახელმწიფო აგარაკ 7-ში. სტუმრის განკარგულებაშია საათზე ცოტა მეტი _ 7 საათზე დანიშნულია შეხვედრა სტალინთან, მსოფლიო პროლეტარიატის დიდ ბელადთან, რომლის სახელი, ბოლო ორი ათეული წელია, პირზე აკერია დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს _ დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, მოხუცსა და ახალგაზრდას, სამხედრო მოსამსახურეს, დიპლომატსა თუ სახელმწიფო მოღვაწეს; შეხვედრა პიროვნებასთან, რომელსაც იმედის თვალით შესცქერის მთელი პლანეტა, დარწმუნებული იმაში, რომ მხოლოდ მას შესწევს ძალა, აღკვეთოს “ყავისფერი ჭირის” ტრიუმფი დედამიწაზე; ადამიანთან, რომელიც სათავეში უდგას მსოფლიოში უძლიერეს წითელ არმიას, არის მისი უმაღლესი მთავარსარდალი… ასეთ ფიქრებში გართულ ინგლისის პრემიერს მასპინძლები სუფრასთან იწვევენ.

ჩერჩილმა სახელდახელოდ ისაუზმა, დაისვენაიგი გაკვირვებულია საბჭოური კომფორტით, რუსული სტუმართმოყვარეობით, მასპინძელთა გულუხვობით. მოაღწია კრემლში გამგზავრების დრომ. ჩერჩილს მიართმევენ მანქანასფიქრებით დატვირთული გრძნობს, რომ ძალიან ღელავს. არ ასვენებს უხერხულობის განცდაც, რომელიც განპირობებულია იმით, რომ სტალინს შეხვედრის პირველივე წუთებში უნდა უთხრას არასასიამოვნო ფრაზა: “არ იქნება ფრონტი 1942-ში”, ეს კი იმას ნიშნავს, ფიქრობდა ჩერჩილი, რომჩრდილოეთ პოლუსზე წაიღო დიდი ყინულის ლოდი”. ერთი გარემოება ანუგეშებს პრემიერს, მას რეზერვში აქვს ერთი სასიამოვნო ინფორმაცია, ე.წ. ოპერაცია “ტორჩი”. ეს ოპერაცია ითვალისწინებდა გერმანელებისა და მისი მოკავშირეების განადგურებას ჩრდილოეთ აფრიკაში 1942 წლის შემოდგომაზე. “თავდაპირველად, _ იხსენებდა შემდგომ ჩერჩილი, _ მეგონა, ჩემმა ინფორმაციამ ვერ დატოვა სათანადო შთაბეჭდილება სტალინზე და ვიფიქრე, რომ იგი ვერ ჩასწვდა ამ ოპერაციის სიღრმეს, მაგრამ არ გასულა რამდენიმე წუთი და სტალინმა გამოთქვა თავისი მოსაზრება:

პირველი _ ეს ოპერაცია ზურგიდან დაარტყამს გენერალ რომელს.

მეორე _ იგი შეაშინებს ესპანეთს.

მესამე _ იგი გამოიწვევს ბრძოლების გამწვავებას გერმანელებსა და ფრანგებს შორის საფრანგეთში.

მეოთხე _ იგი დააყენებს იტალიას უშუალო დარტყმის წინაშე”.

სტალინის ანალიზმა გააოცა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, რომლის შესახებაც იგი მოგვიანებით დაწერს: “ამ შესანიშნავმა განცხადებამ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. ის მიუთითებდა იმაზე, რომ რუსი დიქტატორი სწრაფად და სრულად ჩასწვდა პრობლემას, რომელიც აქამდე ახალი იყო მისთვის. დედამიწაზე არ მეგულება მეორე ადამიანი, რომელიც რამდენიმე წუთში გაერკვეოდა იმ ნააზრევში, რომელზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვიტეხდით თავს. ყოველივე ეს მან ელვისებური სისწრაფით შეაფასა”.

ისტორიკოსების აზრით, “ცივი ომის” დასაწყისად უნდა ჩაითვალოს 1946 წლის 5 აპრილს ჩერჩილის გამოსვლა ფულტონში, რაც არასწორად მიმაჩნია. “ცივი ომის” დასაწყისად 1945 წლის 18 აგვისტო უნდა ჩაითვალოს, როდესაც სტალინმა ტრუმენის თავხედურ მოთხოვნას ცივი წყლი გადაასხა _ ტრუმენმა სტალინს მოულოდნელად მოსთხოვა კურილის ერთ-ერთ კუნძულზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ბაზირების უფლება. სტალინმა თავისი ხელით დაწერილ წერილში სარკაზმით უპასუხა: ამგვარ მოთხოვნებს, ჩვეულებრივ, დამარცხებულ ქვეყანას წაუყენებენ ხოლმე ან ისეთ მოკავშირე სახელმწიფოს, რომელსაც არ ძალუძს თავისი ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილის დაცვა და ამის გამო მზად არის, ის მოკავშირეს დაუთმოს. არა მგონია, საბჭოთა კავშირი ასეთი სახელმწიფოების რიგს მიეკუთვნებოდეს”.

სტალინი არა მხოლოდ თვითონ ხდებოდა შეუვალი, როდესაც საქმე ქყვეყნის პრესტიჟს ეხებოდა, არამედ დაჟინებით მოითხოვდა თანამებრძოლებისაგან, გაეტარებინათ მსგავსი პოლიტიკა. 1946 წელს ცენტრალური კომიტეტის მდივანმა კუზნეცოვმა ცკ-ში ჩატარებულ თათბირზე შეახსენა საგარეო პროპაგანდის მუშაკებს სტალინის მითითება: “ომის შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ, როდესაც კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო გავხდით, ყველგან და ყოველთვის უნდა გავატაროთ დამოუკიდებელი აქტიური საგარეო პოლიტიკა. ელჩებსაც მიეცით მითითება, თავი არავის გაუყადრონ და უფრო თამამად მოიქცნენ”. იმავე 1946 წელს საფრანგეთში მოლოტოვმა დემონსტრაციულად დატოვა სამხედრო აღლუმი, რადგან მას საპატიო სტუმრების მეორე რიგში მიუჩინეს ადგილი. “სწორად მოიქეცით, _ უდეპეშა სასწრაფოდ სტალინმა თავის მოადგილეს პარიზში. _ სსრ კავშირის ღირსება წვრილმანებშიც უნდა დავიცვათ”.

1948 წლის შემოდგომაზე ხანძარი გაჩნდა თბომავალ “პობედაზე”, რომელმაც აშშ-დან სომეხი რეპატრიანტები ჩამოიყვანა. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ვერსია, რომ ამერიკელებმა ჯერ კიდევ ნიუ-იორკში მოათავსეს გემზე “აალებადი ნივთიერება”, სტალინის აზრით, არასაკმარის სიფხიზლეზე მიუთითებდა (“მაშინ რატომ ადრევე არ გაჩნდა ცეცხლი?”). მან ბრძანა, ამერიკელი მზვერავები რეპატრიანტებს შორის ეძებნათ; “მათი მთავარი მიზანი, _ წერს იგი, _ ნავთობსარეწებისათვის ცეცხლის გაჩენა იყო”. ჯობია, ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში გადამეტებული სიფრთხილე და ეჭვიანობა გამოიჩინო, ვიდრე თავს მოდუნების უფლება მისცე. სტალინის პირადმა თვისებებმა მკაცრი აუცილებლობის სახე მიიღო მისი იდეური ოპონენტების თვალშიც კი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდნენ მისი ეჭვიანობის მსხვერპლნი. აი რას წერდა სტალინს ბუხარინი 1937 წლის ნოემბერში, როცა უკვე გრძნობდა მსოფლიო და პირადი კატასტროფის მოახლოებას: “ვიცი, რომ ეჭვიანი ხარ და ხშირად ძალიან ბრძენიც ამ ეჭვიანობაში. შენ არ ბერდები. რკინისებრი გამძლეობა გაქვს. მთავარსარდლად ხარ დაბადებული და კიდევ მოგიწევს ჩვენი არმიების გამარჯვებული წინამძღოლის როლის შესრულება”. სახელმწიფო მესვეურთათვის მინდობლობა და ზერელობა ყველაზე უარესი მანკიერებაა სტალინისეულ ფასეულობათა სიაში და სწორედ ამის გამო შავ დღეს აყრიდა თანამებრძოლებს, დიპლომატებსა და მზვერავებსაც კი, რომლებსაც მიამიტობის, “გამჭრიახობის” უქონლობის გამო არ ძალუძდათ მტრის ბოროტი ზრახვების გამოცნობა. ამის შესახებ სტალინის ერთ-ერთი გამოსვლა გაზეთ “პრავდის” მაშინდელმა რედაქტორმა პოსპელოვმა ჩაწერა 1949 წლის 30 მარტს პოლიტბიუროს სხდომაზე: “სად იმალება მთავარი საფრთხე? პატიოსან სულებსა და ბრმებში. ასეთი პატიოსანი, მაგრამ ბრმა ადამიანების გამო შეიძლება დაიღუპოს ჩვენი ქვეყანა… განა დათვი (კრილოვის იგავიდან) პატიოსანი არ იყო? სწორედ ასეთი სულელების ხელით ქმნიან მტრები თავიანთ პოლიტიკას. მაშ ასე, მტერი, ყველგანმსუფევი, ძლიერი და ვერაგია; საბჭოთა ადამიანები კი _ რბილები, ზარმაცები და გულუბრყვილოები. ხელმძღვანელთა შორისაც კი უამრავი “პატიოსანი სულელია”. რა უნდა ვუყოთ ასეთ ხალხს?” არ არის სადავო და ვუდასტურებ მკვლევარ ისტორიკოსებს, რომ სტალინის ეპოქაში არსებობდა შიში _ დანაშაულის, ბოროტებისა და არაკაცობის ჩადენის შიში. არც ერთ მაღალჩინოსანს შიშის განცდა დაკარგული არ ჰქონდა, რადგან სტალინის თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარებოდა. სტალინი ფლობდა უზარმაზარ ინფორმაციას, მას ჰქონდა ფენომენური მეხსიერება და ამ ყველაფრის მეშვეობით კონტროლის მექანიზმს ყოველდღიურად ამუშავებდა. სულელ პატიოსნებსაც კი სტალინის შიში ჰქონდათ, რადგან დავალების შეუსრულებლობა შიშის გამო არ ხსნიდა მათ პასუხისმგებლობას, ამიტომ არც ერთი ადამიანი თავს უსაფრთხოდ არ მიიჩნევდა, თვით ნომეკლატურის ჩათვლით, რომელიც დროდადრო კარგად უნდა შეენჯღრიათ. 1933 ზაფხულში სტალინი მოლოტოვს წერდა:

“ფინანსთა სამინისტროში ყველაფერი რიგზე არ უნდა იყოს. მგონი, საჭიროა მთელი აპარატის შემოწმება და სერიოზულად შეფუცხუნება”. ითქვა და გაკეთდა კიდეც. რა იყო სტალინის მეორე ძირითადი პოსტულატი? _ წრთობა. სტალინმა იცოდა წრთობის ფასი, რადგან თვითონაც ცეცხლის ქურაში გამოიწვა, ყველა ხიფათი და განსაცდელი გამოიარა. ბევრმა ჭირთათმენამ მისი ხასიათი ფოლადად გამოაწრთო. ამას სტალინის ცხოვრების წლები დასჭირდა, ამიტომ ის ადამიანებს ახალგაზრდობიდანვე წვრთნიდა, აწრთობდა. საკავშირო სამინისტროს 5 სახალხო კომისრიდან არც ერთი არ იყო მიღწეული 52 წელს _ მარშალი უსტინოვი (27 წლის) შეიარაღების მინისტრი იყო; მალიშევი (28 წლის) _ საავიაციო მრეწველობის სახალხო კომისარი; ვინოგრადოვი (30 წლის) _ სოფლის მეურნეობის მინისტრი… 23 წლის მფრინავმა, რომელსაც სსრ კავშირის გმირობა მიანიჭეს და გახარებული შინ მიემართებოდა, სადარბაზოსთან სიბნელეში ქალზე მოძალადე მამაკაცი დაინახა. შეყვირებით რომ ვერაფერს გახდა, ახალგაზრდა მფრინავმა იარაღი ამოიღო და ისროლა. საუბედუროდ, გასროლილმა ტყვიამ მოძალადე მამაკაცი იმსხვერპლა. სტალინს დაუყონებლივ მოახსენეს გმირის ტრაგიკული შემთხვევის ამბავი. მან კი სასწრაფოდ გენერალური პროკურორი გამოიძახა და დახმარების გზების მოხსენება უბრძანა. პროკურორმა უთხრა, რომ, პირველ რიგში, თავდებობა უნდა გაფორმებულიყო, შემდეგ კი ძიებაში გაირკვევოდა საქმის ვითარება.

_ სად უნდა გაფორმდეს თავდებობა? _ იკითხა სტალინმა

_ იქ, სადაც ბრალდებულია დაკავებული.

სტალინმა დაკავებულის ადგილმდებარეობა დააზუსტა, მანქანის გამოძახება ბრძანა და ბრალდებულთან გაემგზავრა. სტალინმა თხოვნით მიმართა რაიონის პროკურორს, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ გაეშვათ სასამართლოდან ახალგაზრდა მფრინავი, რომელმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინა. თავდებობა წესების სრული დაცვით განხორციელდა და ახალგაზრდა მფრინავმა, მკერდზე მოკიაფე ოქროს ვარსკვლავით, დაკავების ოთახი დატოვა. მფრინავი შინ არ მისულა. სასამართლოდან აეროპორტში გაეშურა და თავის ნაწილში ამოჰყო თავი. მისვლისთანავე თვითმფრინავის საჭეს მიუჯდა და სამხედრო დავალების შესასრულებლად ცაში აიჭრა. 7 გერმანული ბომბდამშენი ალმოდებული დაანარცხა დედამიწას. როცა მისი თვითმფრინავი დაზიანდა, ქვევიდან სასწრაფოდ დაშვება უბრძანეს, მაგრამ გმირმა მფრინავმა ყურად არ იღო უფროსის ბრძანება. მე-8 გერმანულ ბომბდამშენზე წასულმა ერთხელ ჩასძახა მიკროფონში: Çთ Ñითომნთ! და შავ ღრუბელს გამოდევნებული 23 წლის გმირი მფრინავი ნაწილებად გაიფანტა ბრძოლის ველზე… ეს სტალინური წრთობის ნათელი მაგალითია…

სტალინს მოახსენეს, რომ ადმირალი ისაკოვი მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. სტალინმა სასწრაფოდ ისაკოვის საწოლთან პირდაპირი ტელეფონის დადგმის განკარგულება გასცა. მალე ზარიც გაისმა:

_ რომელი ფეხი დაკარგეთ, ამხანაგო ისაკოვ?

_ მარცხენა, ამხანაგო სტალინ.

_ თუ იკადრებთ, მე ვიქნები თქვენი მარცხენა ფეხი.

ისაკოვისათვის უფეხობას ხელი არ შეუშლია და იგი ყოველთვის იყო უმაღლეს სამხედრო მოხელეთა შორის. სტალინის მესამე პოსტულატი იყო საზოგადოებისა და მით უმეტეს, ახალგაზრდობის იდეურ-პოლიტიკური აღზრდის საქმე. რაც უნდა დიდი ავტორიტეტი ჰქონოდა სტალინს, მან კარგად იცოდა, რომ ერთეულთა ურთიერთპატივისცემა ვერ შეაკავშირებდა მრავალეროვან საბჭოთა ხალხს, ამიტომ მისი მუდმივი საზრუნავი იყო ადამიანების იდეურ-პოლიტიკური აღზრდა, რასაც მოწმობს სტალინის სიტყვა 1946 წლის ოქტომბერში კრემლში გამართულ აგიტმუშაკთა თათბირზე: კერპთაყვანისმცემლებს ვზრდით იმის მაგივრად, რომ ხალხს ცნობიერება გავუღვიძოთ”. მან შექმნა პროპაგანდის უზარმაზარი მანქანა, რომელმაც უზრუნველყო ადამიანთა შორის ძმობისა და მეგობრობის აღმშენებლობის მტკიცე საფუძვლის ჩაყრა. დედამიწის 1/6-ზე გადაჭიმული 300-მილიონიანი იმპერია არანაირი შურითა და მტრობით, სამაგიეროდ, რელიგიური შემწყნარებლობით აშენებდა ბედნიერი სოციალიზმის ნათელ შენობას. დიახ, სტალინი პოლიტიკური რეალიზმის მამაა, რომელმაც რეალობად აქცია უტოპიური სოციალიზმის მამების ფანტასტიკას მიახლოებული აზრები დედამიწის 1/6-ზე. სტალინი არა მხოლოდ მშობელია პოლიტიკური რეალიზმისა, არამედ მისი აღმზრდელიცაა. ამ პოლიტიკურმა რეალიზმმა იხსნა კაცობრიობა კატასტროფისაგან და ერთი ადამიანი გაათავისუფლა მეორე ადამიანის ექსპლოატაციისაგან. ოცნების რეალულობად გადაქცევას მოჰყვა ქვეყნის რყევა და სისხლი, სამართლიანი თუ უსამართლო, მაგრამ კაცობრიობამ თავისი თვალით ნახა, როგორ უნდა იცხოვროს მომავალ ცივილიზაციებში ადამიანმა. ალბათ, ამისთვის ღირდა კიდეც ეს დანაკლისი.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here