Home რუბრიკები ისტორია სტალინი მეორე მსოფლიო ომში

სტალინი მეორე მსოფლიო ომში

დიდი სამამულო ომის საარქივო მასალები _ 1200 ახალი დოკუმენტი პირველად იხილავს მზის სინათლეს “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე

358

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #40-42, 2021 წ.

მემატიანეებმა სხვადასხვა პერიოდის ომების ბევრი და საოცარი ამბავი ჩაწერეს ისტორიის ფოლიანტებში. ზოგი წარსულმა შთანთქა, ზოგის ნამდვილობას აეხადა ფარდა და მოვლენა გაფერმკრთალდა, ზოგს შეგნებულად, ზოგსაც კი შეუგნებლად ნაცარი მიაყარა ცხოვრებამ. ზოგი მოვლენა და ისტორიული პერსონაჟი კი მსოფლიო ომების ცის კაბადონზე მოკიაფე ვარსკვლავად დარჩა _ ალექსანდრე მაკედონელი, კეისარი, ნაპოლენი, რომლებიც ცივილიზაციის მუდმივი თანამგზავრები იქნებიან.

მსოფლიოს გამოჩენილ მხედართმთავართა არცთუ გრძელ სიას XX საუკუნემ ორი სამხედრო გენია მიუმატა _ სტალინი და ჰიტლერი. თუ კეისარმა ძვ.წ. აღრიცხვის 49 წელს რუბიკონი გადალახა ომის პროვოცირებისათვის, ჰიტლერმა 1941 წლის 22 ივნისს დილის 4 საათზე გადალახა რუბიკონი და მუხანათურად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. ომს თავისი კანონები აქვს და ყველაფერს მხოლოდ ომის ღმერთი განაგებს. ომისა და მორალური კანონების უგულებელყოფისთვის ორივე კანონდამრღვევმა, თავიანთი რუბიკონის გადალახვიდან 4-5 წლის შემდეგ, ტრაგიკულად დაასრულეს თავიანთი სიცოცხლე. მესამე ისტროიულ გიგანტს _ სტალინს, რომელიც გაცილებით აღემატებოდა დასახელებულ პიროვნებებს, ხანგრძლივი ბრძოლების მიუხედავად, არ დაურღვევია ისტორიული სამართლიანობის ომის საერთაშორისოდ აღიარებული კანონები და არც მორალურ კანონებთან შესულა კონფლიქტში. სტალინი გააზრებით, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი საომარი მოქმედებებით აწყობდა ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას ნაჩქარევი გადაწყვეტილება გამოეტანა თანამებრძოლებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე. ომის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში სტალინს დღეღამეში მხოლოდ 3 საათს ეძინა. 29 ივნისს ის ორჯერ ეწვია მთავარსარდლობის ბანაკს და მკაცრად გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ტიმოშენკო და გენშტაბის უფროსი ჟუკოვი. უაღრესად არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა მათი მუშაობა და ხაზი გაუსვა, რომ ტიმოშენკომ და ჟუკოვმა დღემდე ვერ გაარკვიეს, ვის ხელშია მინსკი, და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ფრონტებზე არსებულ მდგომარეობაზე და რომ, არათუ იციან, სად იბრძვიან საჯარისო დანაყოფები, არამედ ისიც არ იციან, სად იმყოფება ფრონტის სარდალი. 1941 წლის 29 ივნისს პავლოვი (ფრონტის სარდალი) თავისი მოადგილეებით ფრონტიდან გამოიწვია, მოხსნა თანამდებობიდან და სამხედრო ტრიბუნალს გადასცა.

თავის კაბინეტში ცოტა ხნით ჩაკეტილი სტალინი საკუთარ თავთან რჩება მარტო. 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, თვითონ მიდის მოლოტოვის კაბინეტში და იძახებენ ბერიას, მალენკოვს, ვოროშილოვს, მიქოიანსა და ვოზნესენსკის. მცირე ხნის თათბირის შემდეგ სტალინი ბრძანებს, რომ მთელი შემადგენლობა წავიდეს კუნცევოში და იქ განაგრძონ მუშაობა. აგარაკზე მისული სტალინი, თანამებრძოლებთან ერთად, კიდევ ერთხელ აანალიზებს ომის გასულ ათ დღეს და სრულიად დამშვიდებული ტონით სტუმრებს აცნობს სახელმწიფოს მოწყობის ახალ გეგმას. მას უკვე წარმოდგენილი აქვს, როგორ უნდა იმართოს საომარ ყაიდაზე გადასული სახელმწიფო და აცნობს მთავრობის წევრებს წითელი, მწვანე და ლურჯი ფანქრებით აჭრელებულ ფურცელს, რომელსაც თავზე აწერია “Образавание государственого комитета оборони” (ГКО) (თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის შექმნა).

მინსკის დაკარგვამ და ფრონტებზე შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ ერთ დღეში გარდაქმნა როგორც ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი, ისე დედამიწის 1/6, რომელსაც მტკიცე ხელისა და მახვილი გონების მქონე პატრონი გამოუჩნდა. ГКО-ს შექმნის საკითხი ისეთი გარდამტეხი აღმოჩნდა მთავრობისა და ხალხისთვის, რომ ეს დღე საგანგებოდ არის აღნიშნული ახალი ქვეყნის დაბადებისა და აღმშენებლობის დღედ. ამიტომაც ის საგანგებოდ არის გამოკვეთილი საარქივო მასალებში და ყველა საიდუმლო მოქმედება სკრუპულოზურად არის შესრულებული. ГКО -ს პირველი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

1. სტალინი (თავმჯდომარე)

2. მოლოტოვი (მოადგილე)

წევრები:

ვოროშილოვი, მალენკოვი, ბერია.

საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე იცვლებოდა ГКО-ს შემადგენლობაც.

1942 წლის 3 თებერვალს შემადგენლობაში შევიდა .. ვოზნესენსკი (იმხანად საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე). 1942 წლის 20 თებერვალს ГКО-ს წევრი გახდა კაგანოვიჩი. 1944 წლის 16 მაისს ქვეყნის მეორე პირი ხდება ლავრენტი ბერია (ინიშნება თავმჯდომარის მოადგილედ). 1944 წლის 21 ნოემბერს ვოროშილოვს ცვლის ბულგანინი.

სსრკის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ ყველა უწყებას შეუწყდა განკარგვის უფლება და ქვეყნის ძალაუფლება ერთი კაცის ხელში მოექცა, რომელმაც რკინის სალტეში მოაქცია როგორც უზარმაზარი ქვეყნის უშიშროება, ისე ყველა მებრძოლის, ჩარხთან მდგარი მუშისა თუ საკოლმეურნეო მინდვრებზე ზურგში მტრის წინააღმდეგ მებრძოლთა მიზანსწრაფულობა და სამშობლოს დაცვის უზრუნველყოფა.

ГКО-ს მიერ გამოტანილი დადგენილებების უმრავლეობა უკავშირდებოდა ომის საკითხებს:

* მოსახლეობისა და წარმოების ევაკუაცია (ომის პირველ პერიოდში);

* წარმოების მობილიზაცია;

* გვარდიული ნაწილების ჩამოყალიბება;

* ახალი ტიპის საბრძოლო იარაღის წარმოება;

* სსრკში შემოტანა და შესწავლამოხმარება ნადავლი ტექნიკის, საწარმოო მოწყობილობებისა და რეპარაცია;

* საომარი მოქმედებების ორგანიზება, იარაღის გადანაწილება და ..

* ГКО წარმომადგენელთა დანიშვნა;

* “ურანის საკითხისდაწყება (ბირთვული იარაღის შექმნა);

* ГКО-ს სტრუქტურული ცვლილება.

სტალინის გამოსვლის ტექსტი გაზეთ პრავდაში

ამ დადგენილებით საკუთარი თავის გაიგივება სახელმწიფოსთან ძლიერდებოდა იმით, რომ სტალინისათვის სსრკ არა მხოლოდ საკუთარი პირმშო, არამედ მისი პიროვნების გიგანტური განგრძობა იყო. მართლაც, მსოფლიოს არც ერთი უდიდესი სახელმწიფო არ შექმნილა ერთადერთი ადამიანის ხატის მიხედვით, ადამიანისა, რომელიც ფენომენური მეხსიერებითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა. თუმცა, ასევე, ჰქონდა იშვიათი ნიჭი, ერთპიროვნულად ემართა უზარმაზარი ქვეყანა _ საგაზეთო სტატიების რედაქტირებით დაწყებული, ურთულესი სამხედრო და ტექნიკური პროგრამების შესრულების პირადი კონტროლით დამთავრებული.

სტალინის მიერ შექმნილ მმართველ პირამიდაში არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებებს მხოლდ იგი იღებდა. მხოლოდ მასთან იყრიდა თავს უზარმაზარი ინფორმაცია ქვეყანასა და მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია ხშირად მრავალ წვრილმანსაც შეიცავდა, რომლებსაც ხელქვეითები პასუხისგებლობის თავიდან ასაცილებლად, ჩვეულებისამებრ, “უმაღლეს ინსტანციას” გადაულოცავდნენ ხოლმე. მაგალითად, 1950 წლის შემოდგომაზე სტალინს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახსენა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, ჰირფშილდის, ჩხუბის თაობაზე მეეზოვესთან და მეორე ამერიკელი დიპლომატის მიერ ქვეყანაში 130 კგ კარტოფილის შემოტანის შესახებ, რაც აკრძალული იყო.

ГКО -ს დაქვემდებარებაში შექმნილი სამი მთავარი სისტემა მიმართული იყო ომის შემდგომი პერიოდისთვის ქვეყნის მრეწველობის ფუნდამენტურ განვითარებაზე, ამ სამმა სისტემამ საბჭოთა ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი რესურსების ნაწილი მიმართა ბირთვული და კოსმოსური სექტორებისა და რადიოლოკაციის ინდუსტრის შექმნა-განვითარებაზე. ამასთანავე, მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდასა და მის განმტკიცებაში, თავად წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ფიგურანტს. სამმართველოები, სრულიად საიდუმლო დავალებების გამო, წლების განმავლობაში არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდდნენ არც ერთ ორგანოს, როგორც მისი შემადგენლობის, ასევე შესრულებული სამუშაოების შედეგების შესახებ, გარდა სსრკ-ის კპ-ის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისა.

ГКО -ს დადგენილება სავალდებულო იყო ყველა მოქალაქისთვის, ორგანიზაციისა და სამთავრობო სტრუქტურისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ურყევი სტალინი” (დე გოლის შეფასება), რომელიც, ამასთანავე, გახლდათ საბჭოთა კავშირის კპ-ის ცკ-ის მდივანი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, 1941 წლის 19 ივლისიდან საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარი. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV -ს უფრო ნაკლებად შეეფერებოდა სიტყვები “სახელმწიფო ვარ მე!”, ვიდრე სტალინს. საბჭოეთის ლიდერმა გადაწყვიტა, ძირმორყეული მონარქიული ხელისუფლება გაეფოლადებინა.

ადამიანის ფსიქიკაში ჩაისახა ნება, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს მის გარშემო. ქრისტეს შემდეგ არავის მოუფიქრებია და განუხორციელებია ხალხთა გაერთიანებისა და ერთი მიზნისათვის ბრძოლის იდეა. ეს გორელი ხარაზის შვილმა, უმაღლეს განათლებას მოკლებულმა ზეკაცმა განახორციელა ცხოვრებაში.

როცა ანტისტალინელებს, მიქოიანის ხელმძღვანელობით, ომის პირველი ათი დღის განმავლობაში სტალინის დამბლის შესახებ ბრალდება ჩაუფლავდათ, 22-დან 30 ივლისამდე, როგორც კრემლის დღიურების ჩანაწერებიდან ირკვევა, “დამბლადაცემულ” სტალინთან უამრავი ადამიანი შევიდა, მუცლითმეზღაპრეთა ფართხალი კიდევ დიდხანს გაგრძელდა და მათ სტალინის ფრუსტრაციაში ჩავარდნის მიზეზად 9 ივლისი აირჩიეს _ მინსკის დაცემის დღე.

როგორც საარქივო მასალებიდან გაირკვა, სტალინმა სწორედ 30 ივნისს გამოიძახა ფრონტის ხაზიდან პავლოვი, ყველა მისი მოადგილე და პოლიტბიუროზე საკითხის განხილვის შემდეგ მათი საქმე სამხედრო ტრიბუნალს გადასცა. გაათავისუფლა ტიმოშენკო თავდაცვის სახალხო კომისრის თანამდებობიდან და 30 ივნისსვე, დღის მეორე ნახევარში, კუნცევოს აგარაკზე ხელი მოაწერა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის შექმნის (ГКО-ს) დადგენილებას, რომელმაც მთლიანად შეცვალა არამხოლოდ ქვეყნის მართვის სტრუქტურა, არამედ ომის მიმდინარეობაც.

თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დაარსების შესახებ

შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ვერაგულად დაესხა თავს ჩვენს ქვეყანას, სსრკ-ის ხალხების ძალთა სრული მობილიზაციისთვის საკავშირო კპ-ის (ბ) ცკ და სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭო საჭიროდ თვლის:

1. შეიქმნას თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

ამხ. ი. სტალინი (თავმჯდომარე)

ამხ. ვ. მოლოტოვი (თავმჯდომარის მოადგილე)

ამხ. კ.ე. ვოროშილოვი

ამხ. გ.მ. მალენკოვი

ამხ. ლ.პ. ბერია;

2. სახლემწიფოს ხელმძღვანელობა დაექვემდებაროს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს;

3. ყველა მოქალაქესა და პარტიულ, საბჭოთა, კომკავშირულ და სამხედრო ორგანოებს ევალებათ, უპირობოდ შეასრულონ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყველა გადაწყვეტილება და განკარგულება.

მოსკოვი. კრემლი. 30 ივნისი 1941 წ.

სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე . კალინინი

სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე

და საკავშირო კპ-ის (ბ) ცკ-ის მდივანი ი. სტალინი”. (ფოტო1)

ГКО-ს პირველმა დადგენილებამ ხაზი გაუსვა სამამულო ომის საბრძოლო იარაღის _ საშუალო ტანკის თ-34-ის სწრაფ სერიულ გამოშვებას. სტალინის პირველი დადგენილება, რომელიც 1 ივლისით თარიღდება და აქვს გრიფი “სრულიად საიდუმლო” (CC), შემდეგი სახით არის წარმოდგენილი არქივში (იხ. ფოტო 2).

ГКО -მ თავისი მოღვაწეობის პერიოდში გამოსცა 9971 დადგენილება და განკარგულება. შემდგომში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ 9971 დადგენილებიდან მუდმივ და სრულიად სახელმწიფო საიდუმლოებად დარჩენილიყო 44 დოკუმენტი, მათ შორისაა 19 დოკუმენტი, რომლებიც ეხება ქიმიური იარაღის წარმოებას, ხოლო 17 დოკუმენტი _ იარაღის შემოტანას გერმანიიდან. ГКО -ს მიერ გამოშვებული დადგენილებების დიდ უმრავლესობას სტალინის ხელმოწერები ადევს, მაგრამ არის ნაწილი დოკუმენტებისა, რომლებიც მოლოტოვისა და ბერიას ხელმოწერებით არის შემონახული.

ГКО -ს მიერ გამოცემულ ყველა დადგენილებასა და განკარგულებას ადევს გრიფი: “Секретно;” “Совершено Секретно/СС Особой Важности”, ხოლო 57 დოკუმენტს “Совершенно Секретно/Особое Папка ”. სულ ГКО გამოსცემდა 7 სახის დოკუმენტს: “Ñ”, “CC”, “CC/ОБ”, “СС/ОП”. მიღებული იყო , აგრეთვე, ისეთი დადგენილებები, რომლებიც სხვადასხვა სახით სხვადასხვა მედიაში იბეჭდებოდა.

 1941 წლის 3 ივლისს სტალინმა რადიოთი მიმართა ხალხს:

ამხანაგებო! მოქალაქენო! ძმებო და დებო! ჩვენი არმიისა და ფლოტის მეომრებო! თქვენ მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო! …მტერი სასტიკი და ულმობელია. იგი მიზნად ისახავს, ხელთ იგდოს ჩვენი ოფლით მორწყული ჩვენი მიწაწყალი. ხელთ იგდოს ჩვენი შრომით მოპოვებული ჩვენი პური და ნავთი. იგი მიზნად ისახავს, აღადგინოს მემამულეთა ძალაუფლება, აღადგინის ცარიზმი, დაანგრიოს რუსთა, უკრაინელთა, ბელორუსთა, ლიტველთა, ლატვიელთა, ესტონელთა, უზბეკთა, თათართა, მოლდოველთა, ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა და საბჭოთა კავშირის სხვა თავისუფალ ხალხთა ნაცინალური კულტურა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობა, გააგერმანელოს ისინი, გერმანელი თავადებისა და ბარონების მონებად აქციოს ისინი. ამრიგად, საქმე ეხება საბჭოთა სახელმწიფოს სიკვდილსიცოცხლეს, სსრ კავშირის ხალხთა სიკვდილსიცოცხლეს, საქმე ეხება იმას, თავისუფალი უნდა იყვნენ საბჭოთა კავშირის ხალხები თუ მონობაში ჩავარდნენ. საჭიროა, საბჭოთა ადამიანებმა შეიგნონ ეს და უკუაგდონ უდარდელობა, რათა მოახდინონ თავის მობილიზაცია და გარდაქმნან თავიანთი მუშაობა ახალ საომარ ყაიდაზე, რომლისთვისაც უცხოა მტრის დანდობა. …საბჭოთა კავშირის ხალხები უნდა აღდგნენ თავიანთი უფლებების, თავიანთი მიწაწყლის დასაცავად მტრის წინააღმდეგ. წითელმა არმიამ, წითელმა ფრონტმა და საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვან საბჭოთა მიწაწყალი. უკანასკნელ სისხლის წვეთამდე უნდა იბრძოლოთ ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისათვის, უნდა გამოიჩინოთ ჩვენი ხალხისათვის დამახასიათებელი გამბედაობა, ინიციატივა და გამჭრიახობა. მტერი ვერაგია. ძლიერია, გამოცდილია მოტყუებაში და ცრუ ხმების გავრცელებაში. უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და არ ავყვეთ პროვოკაციას. საჭიროა, დაუყვნებლივ მივცეთ სამხედრო ტრიბუნალის სამართალში განურჩევლად პიროვნებისა ყველა ის, ვინც თავისი პანიკიორობითა და ლაჩრობით ხელს უშლის თავდაცვის საქმესფაშისტურ გერმანიასთან ომი ჩვეულებრივ ომად არ შეიძლება ჩაითვალოს. იგი არის მთელი საბჭოთა ხალხის დიდი ომი გერმანელთა ფაშისტური ჯარების წინააღმდეგ, ფაშისტ მჩაგვრელთა წინააღმდეგთავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი შეუდგა მუშაობას და მოღვაწეობას და მოუწოდებს მთელ ხალხს, დაირაზმოს ლენინსტალინის პარტიის გარშემო, საბჭოთა მთავრობის გარშემო, იმისთვის, რომ თავდადებით დაეხმაროს წითელ არმიასა და წითელ ფრონტს, გაანადგუროს მტერი, მოიპოვოს გამარჯვება.

მთელი ჩვენი ძალები _ ჩვენი გმირული წითელი არმიის, ჩვენი სახელოვანი წითელი ფრონტის დასახმარებლად! ხალხის მთელი ძალები _ მტრის გასანადგურებლად. ჭინ, ჩვენი გამარჯვებისათვის!”

1941 წლის ივლისში სსრკ-მა და ინგლისმა დადეს შეთანხმება ერთობლივი მოქმედების შესახებ გერმანიის წინააღმდეგ ომში. 1942 წლის ივნისში სსრკ-მა და აშშ-მა ხელი მოაწერეს “შეთანხმებას აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოებისას ურთიერთდახმარების შესახებ”. შეიქმნა ანგლო-საბჭოთა-ამერიკული კოალიცია ჰიტლერული გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ევროპაში.

1942 წლის 6 ნოემბერს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მოხსენებაში სტალინმა თქვა:

სასაცილო იქნებოდა იდეოლოგიისა და იმ სახელმწიფოების სოციალისტური სტრუქტურის უარყოფა, რომლებიც ქმნიან ანგლოსაბჭოთაამერიკულ კოალიციას, მაგრამ გამორიცხავს თუ არა ეს გარემოება ამ კოალიციის წევრების ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელიც მათი მონობის საფრთხის შემცველია, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს. უფრო მეტიც, შექმნილი საფრთხე იმპერატიულად კარნახობს კოალიციის წევრებს ერთობლივი მოქმედებების აუცილებლობას, რათა გადავარჩინოთ კაცობრიობა ველურობისა და შუა საუკუნეების სისასტიკისკენ დაბრუნებისგან. საკმარისია თუ არა ანგლოსაბჭოთაამერიკული კოალიციის სამოქმედო პროგრამა ჰიტლერის ტირანიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ორგანიზებისა და მასზე განმარჯვების მისაღწევად? ვფიქრობ, რომ სავსებით საკმარისია”. სტალინის სიძლიერე, სიდიადე და შორსმჭვრეტელობა შიშის ზარს სცემდა კაპიტალისტურ სამყაროს. მისთვის სტალინი ბედისწერა იყო. ჰიტლერის წაქეზება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად კაპიტალიზმის ბებერ ლომებს თავიანთი ხელით დაგებულ მახედ დაუხვდათ წინ. სტალინის შეუპოვარმა დახვედრამ ჰიტლერის ავანტიურის მიმართ ნელნელა ღიმილი გაუქრო სახეზე ჰიტლერის წამქეზებლებს და ისევ სტალინის კბილების მოსინჯვა დაიწყეს. სტალინი მიხვდა მოწინააღმდეგეთა ორმაგ თამაშს და გორში ლახტის პირველი მოთამაშე არა მხოლოდ ჰიტლერთან სისხლისმღვრელ ომში ჩაება, მტრებს ლახტის თამაშშიც შეჰყვა და დიპლომატიისა და პოლიტიკის დიდოსტატმა მალე დაანახვა ორივე მოწინააღმდეგს, რომწილი ნაყარი იყო. ყველა კოზირი სტალინის ხლში აღმოჩნდა”.

სტალინი არა მხოლოდ ძლიერი პიროვნება გახლდათ, არამედ მისი სახით მსოფლიოს წინაშე უძლეველი რუსეთის იმპერია დადგა. ანტიჰიტლერული კოალიცია სტალინის განტვირთვისთვის შექმნილი მექანიკური სათამაშო იყო, რომლითაც არაჩვეულებრივად ერთობოდა პროლეტარიატის დიდი ბელადი.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here