Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

სტალინი და მიხეილ ჯავახიშვილი

527

მეგობრების ერთმა ჯგუფმა რამდენიმე წლის წინათ თბილისის ერთერთი სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმიწვია მკვლელობის საქმის გასარჩევად. ერთმა ჩვენმა მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობრის შვილიციხეგამოვლილმა დამნაშავემ, თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მეგობართა ჯგუფი შეკრიბა და გადაწყიტა, გარდაცვლილის საფლავთან ახლოს დანაშაულის ჩადენის სურათი აღეწერა მეგობრებისათვის, რათა მათ განესაჯათ მისი ქმედება. დამნაშავის მხრიდან ერთერთ მსაჯულად მეც ვიყავი დასახელებული, მაგრამ დაღუპულის მამაც ჩემი მეგობარი იყო. სანამ საქმის გარჩევა დაიწყებოდა, მეგობრებს ვთხოვე, სიტყვა წარმომეთქვა. დამთანხმდნენ.

_ მეგობრებო, ჩემი აქ მოწვევა მართებული გადაწყვეტილება არ არის. არა იმიტომ, რომ ამ ტრაგედიას ვინმეზე ნაკლებად განვიცდი. მე ახალი შვილმკვდარი მამა ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავის მხრიდან მსაჯულად ვითვლები, როგორი მართალიც უნდა იყოს იგი, მკვლელის მხარეს ვერ დავდგები, ამ საქმეში ჩემი მონაწილეობა და ჩემი აზრი, მინდა თუ რა, ტენდენციური იქნება. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გამათავისუფლოთ ამ მძიმე მოვალეობისაგან.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, თითქოს თავიანთი დუმილით პატივს მიაგებდნენ საერთო მეგობრისა და ჩემი შვილის ნათელ ხსოვნას, თავაზიანად გამათავისუფლეს ამ მძიმე მოვალეობისგან და გულწრფელი მადლობაც დავიმსახურე ორივე მხრიდან.

ჩემო ერთგულო მკითხველო, ეს მძიმე ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ დაგარწმუნოთ ჩემს სიმართლეში: მე სიცრუეს არასოდეს გეტყვით და ვიქნები ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზე. ეს მძიმე შესავალი კი იმიტომ გავაკეთე, რომ თემას, რომელსაც ახლა შევეხები, მკითხველის მხრიდან მე მხარედ გამოვჩნდები და ამიტომ მომიწევს რიგ შემთხვევაში დაზარალებულის ბრალმდებლად გამოსვლა, მაგრამ მკითხველმა ეს ადამიანურ სისუსტედ და ტენდენციურობად არ უნდა ჩამითვალოს. მე ყოველ სიტყვას, რომელიც კი წამიკითხავს ან სანდო წყაროსგან მომისმენია თუ განმიცდია, ათასჯერ აწონილ-გაზომილს მოგაწვდით. საქმე ეხება უდიდეს მწერალსა და, ალბათ, დიდად პრინციპულ ადამიანს, მწერალ მიხეილ ჯავახიშვილსა და იოსებ სტალინს.

დავიწყოთ ისტორიით.

1911 წელს ლევ ტროცკიმ ლენინისგან მიიღო დავალება, დაემუშავებინა რევოლუციის შემდგომ სქესთა შორის ურთიერთობის საკითხი, რომელიც რევოლუციის მომზადების მთავარ ფაქტორად ჩაითვლებოდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ ცხოვრების წესად იქცეოდა. ტროცკიმ ლენინისგან მიიღო ის დავალება, რომლისთვისაც დაფინანსებული და შეგზავნილი იყო რუსეთის უკიდეგანო იმპერიაში. მას დიდი მუშაობა არ დასჭირვებია, რათა ჩამოეყალიბებინა დებულება _ “ყოველგვარი სექსუალური შეზღუდვა ადამიანთა დამონებისკენ არის მიმართული.” ტროცკის ეს თეორია აიტაცა ლენინმა და განაცხადა: “ყოველგვარი სექსუალური შეზღუდვები უნდა მოვხსნათ, გავაუქმოთ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის სიყვარულისა და კავშირურთიერთობათა შეზღუდვები”.

1917 წლის ოქტომბრიდან, ლენინის პირველი “მიწის დეკრეტის” შემდეგ, გამოვიდა “ქორწინების გაუქმებისა”და “თავისუფალი სექსის” დეკრეტები, რომლებსაც მოჰყვა საერთო-სახალხო მოწოდება-ლოზუნგი: “ძირს სირცხვილი!”. ამ ლოზუნგმა მოიცვა უზარმაზარი იმპერია. 1917 წლის 19 დეკემბერს მოსკოვისა და პეტერბურგის ქუჩები ვერ იტევდა მოზეიმე ხალხის ნაკადს. სწორედ ამ დღეს მიმართა ლენინმა მოზეიმე ხალხს ცნობილი სიტყვებით: “Так держатъ, Товарищи!” და, როდესაც შეიტყო, რომ 19 დეკემბერი იქნებოდა ლესბოსელთა და მეძავთა ყოველწლიური აღლუმის ჩატარების დღე, განაცხადა: “სწორია! უნდა ვიბრძოლოთ ტრადიციული ბურჟუაზიული ოჯახების მოსპობის წინააღმდეგ”. ემიგრაციაში ყოფნის ბოლო პერიოდში კი ტროცკი დანანებით დაწერს: “რომ არა ველური კავკასიელი, ამყრალებული ოჯახის საქმე დასრულებული გვექნებოდა”.

“ჯუღაშვილმა ლენინის სიკვდილის შემდეგ ნამდვილი ომი გამოუცხადა მამათმავლებს (ნ. ო. ვალენტინოვი, “ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და პარტიის კრიზისი ლენინის სიკვდილის შემდეგ”, მოსკოვი, 1991 წელი). თავდაპირველად ზინოვიევი მოხსნა ყველა თანამდებობიდან და გადაასახლა, რასაც უსერიოზულესი ოპერაციები მოაყოლა: ოქტომბერში მოხდა მამათმავლობაში შემჩნეული პირების პირველი მასობრივი დაკავება, შედეგად 130 პირი დააპატიმრეს. გამოვლინდა ჯგუფები მოსკოვსა და ლენინგრადში, რომლებიც სალონების, გარყვნილების ბუნაგებისა და სხვადასხვა სახის კერების შექმნით იყვნენ დაკავებულნი. პედერასტების ორგანიზებული დაჯგუფებები კი, რომლებიც “კონტრრევოლუციური მიზნებით რყვნიდნენ ახალგაზრდობას, არმიასა და ფლოტს”, განსაკუთრებული სიმკაცრით დაისაჯნენ. აღნიშნული ღონისძიებებისთვის საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად სტალინმა სპეციალური ბრძანებაც გამოსცა. პოლიტბიურო თითქმის ერთხმად დათანხმდა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, ერთადერთი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, მიხეილ კალინინი იყო. ცხადია, საზოგადოებრივი აზრიც შეამზადეს: პოეტები, მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები აქტიურად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს ამ საერთო სენის წინააღმდეგ. იურისტებმა და მედიკოსებმა ჰომოსექსუალიზმს “ბურჟუაზიული გარყვნილების გამოვლინება” უწოდეს. ამის შემდეგ სტალინისთვის ყველაფერი მხოლოდ ტექნიკის საქმე იყო. დამტკიცდა კანონი მამათმავლობის დასჯის შესახებ.

მუხლი 121. მამათმავლობა. მამაკაცის მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა (მამათმავლობა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5 წლამდე. მამათმავლობა, ჩადენილი ძალის ან დაზარალებულის დამოკიდებული მდგომარეობის გამოყენებით _ თავისუფლების აღკვეთით 3-დან 8 წლამდე.

1934 წლის 7 მარტი.

. სტალინი”.

მანამდე საბჭოთა კანონმდებლობა პედერასტების სისხლისსამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებდა. ამ კანონმა 1993 წლის 3 ივნისამდე იმოქმედა, სანამ ის რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ არ გააუქმა. უძველესი საზოგადოების გამოჩენილი მკვლევარი ლუის მორგანი ამბობს, რომ ოჯახთან შედარებით არც ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას არ ჰქონია მდიდარი და შინაარსიანი ისტორია. საჭირო შეიქნა გონებრივი და ზნეობრივი ძალების დიდი დაძაბვა, რათა ოჯახს არსებობა შეენარჩუნებინა და მრავალი სხვადასხვა საფეხურის გამოვლით თანამედროვე მდგომარეობამდე მოეღწია.

გამოთქმა “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა” ინგლისელ იურისტ ედუარდ კოკს (1552-1634) ეკუთვნის და იყო დრო, ქართული სახლი მართლაც ციხესიმაგრე იყო ქართველი კაცისთვის, ქართული ოჯახისთვის, ის თუნდაც ყოფილიყო მეგრული ფაცხა ან იმერული ოდა. იქ ტრადიციული წესი და შეუბღალავი კანონი არსებობდა. საუბედუროდ, ეშმაკის კუდი ბეჭდური თუ ელექტრონული მედია, ჩვენდა უნებურად ცვლის ჩვენი ოჯახების სტრუქტურას, წესსა და ადათს. დღეს შეიძლება იდგას სახლი, მაგრამ მის კერიაზე წყალი იყოს დასხმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახი სახელგატეხილი და დაქცეულია. არიან ადამიანები, რომლებიც ფაცხებში ცხოვრობენ, მაგრამ მათი სახლი ციხესიმაგრეა, რადგან მასში ჯერ არ არის შეჭრილი უცხო ვირუსი. სვანური ოჯახი თავისი ფიზიკური, გეოგრაფიული თუ სულიერი თვალსაზრისით ნამდვილად წარმოადგენს ქართველი კაცის ციხესიმაგრეს და, მიუხედავად ურბანიზაციის მომეტებული დოზით შემოჭრისა, მტკიცედ დგას “ლამარია” და “ჯგრააგი” (სვან. _ წმინდა გიორგი). სვანური ოჯახი მაშინ მოკვდება, როდესაც მას მახვში (ოჯახის უფროსი) აღარ ეყოლება. ღრმად მწამს, რომ, სანამ უშბა და თეთნულდი იარსებებს, ხეობის მოსახლეობა უმცროს-უფროსობას არ დაივიწყებს და, სანამ უმცროსს უფროსი ეყოლება, მანამ იარსებებენ სვანები და ოჯახს ეყოლება მახვში. გლეხი ოჯახში ცხოვრობს და, თუ გლეხკაცი ამოწყდა, ოჯახიც მოისპობა. თემა, რომელსაც დღეს გავიხსენებ, ადრეც მაქვს განხილული, მაგრამ ზოგიერთი ფრაგმენტის გახსენება იმიტომ დამჭირდა, რომ ერთ ჭრილში დაგანახვოთ “სექსუალური რევოლუციის” ქარიშხლის საბედისწერო შემოჭრა საქართველოში, რომელიც ასახულია დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის, და არა მხოლოდ მის შემოქმედებაში. ცისფერყანწელთა პოეზიის შეფარული მარგალიტები ხომ იმ სექსუალური რევოლუციისთვის გუნდრუკის ერთგვარი კმევაა, მაგრამ, განსხავებით მიხეილ ჯავახიშვილისგან, ცისფერყანწელებმა დაინახეს სექსუალური რევოლუციისა და ქარიშხლის შემაჩერებელი გრანდიოზული კაშხალი, რომელიც მათ წინ სტალინმა აღმართა, მიხეილ ჯავახიშვილმა კი ჯიუტად განაგრძო თავისი ბასრი კალამ-მახვილით ბრძოლა ამ ყურით მოთრეული მანიაკური ჩვევების გასავრცელებლად საქართველოში. როდესაც სტალინს ეგონა, რომ საბოლოოდ ჩაცხრა და საზოგადოებას აღარ ემუქრებოდა სექსუალური კატასტროფა და ემზადებოდა “დიადი გარდატეხის წლის” აღსანიშნავად, 1926 წელს ჟურნალმა “ქართულმა მწერლობამ” დაბეჭდა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა “ცოფიანი”. ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ნიშნავდა. ჟურნალის გამოსვლიდან მესამე დღეს სტალინი თავის მაგიდაზე ეცნობოდა “სექსულაური რევოლუციის” კიდევ ერთ “მარგალიტს”. ძვირფასი მკითხველო, მინდა გაგაცნოთ დაბეჭდვისთანავე აკრძალული მოთხრობა “ცოფიანის” მეორე ნაწილი.

ცოფიანი

საქონელი დააბინავეს, ნაწველი შინ შეიტანეს და თვითონაც შევიდნენ. ხირჩლა რომ შედიოდა ბნელ ოთახში, კარი ძლივს შეაღო: კარის უკან და-ძმის ბღლარძუნი და ჩურჩული მოისმინა:

_ მამა მოდის …გეყოფის, ძაღლიკავ, გეყოფის. _ გააფრთხილა ძმა კმარამ და გაუსხლტა. ისევ! ძაღლიკა ვეღარც თვითონ ისვენებს და არც ქალს ასვენებს! მართალია, და-ძმანი არიან, ზოგჯერ ხუმრობაც შეჰშვენით, მაგრამ ასე ხშირად ლეკვებიც არ ანცობენ და კატებიც არ ელამუნებიან ერთმანეთს. ხირჩლამ პირი დააღო შესატევად, მაგრამ თავი შეიმაგრა. საჭირო აღარ არის დატუქსვა. ეხლავე მოელაპარაკება. მოკლე ვადას მისცემს. თუ ძაღლიკამ თვითონვე მოსძებნა საცოლე _ ხომ კარგი, თუ არადა _ ხირჩლა თვითონ უპოვის შესაფერს ქმარს და “დალიშნავს”. ჭრაქმა შეტრუსული ოთახი თითქო უარესად ჩააბნელა. ყველანი ჰფუსფუსებენ, დღის საქმეს ამთავრებენ. მხოლოდ ხირჩლა ზის ცეცხლთან და ისევ ყალიონს სწუწნის. ვერავინ ჰბედავს სიჩუმის დაფრთხობას. ხირჩლა შესავალ სიტყვას ეძებს, მაგრამ ვერ ჰპოულობს. ყრუ სანდუა ვახშამს ამზადებს. კმარა ჭროჭინაზე შემდგარ სადღვებელას არწევს. კარებთან ძაღლები შრატს სთქვლეფენ. დარაბის უკან ცხენი ფრუტუნებს. ფური იკევნება. ძაღლიკა კმარას გვერდით ცოდვილობს და თვისი თვალის ცეცხლს ხან დას ესვრის, ხან მამას.

ხირჩლას ერთი თვალი ბუხარში უჭირავს, მეორე კი შვილზე აქვს მიბჯენილი.

ეს მეტის-მეტია! ძაღლიკამ კმარას იღლიის ქვეშ შეუპარა მკლავი და უჩქმიტა.

_ ძაღლიკავ, აქ მადი! _ დაიბარა შვილი.

ვაჟი ფეხაკრეფით მივიდა ბუხართან და შორიახლოს შესდგა.

_ აქ დაჯე. და ხირჩლამ ფეხით მიუგდო ჩული.

 ძაღლიკამ ზედ მოიკეცა და ცეცხლს ჩააცივდა.

მამა სდუმს. შვილი სიჩუმეს ვერ უძლებს: სტოკავს, თვალებს აცეცებს, მერე კი იქვე გვერდიდან შეშის ნაჭერს იღებს და ხანჯლის-შვილით ჰკორტნის. ბოლოს ხირჩლა ამბობს: _ ძაღლიკავ, პირწმინდად გაგზარდეთ ორივე შვილი _ შენცა და კმარაც. _ და მცირე სიჩუმის შემდეგ: _ აგრეა თუ არა? _ და ისევ სიჩუმის შემდეგ: _ მართალს ვუმბობ თუ არა?

_ მართლას უბნობ. _ უდასტურებს შვილი.

_ კა შვილ ვერ გამახველ, ძაღლიკავ! _ ოხრავს მამა. _ ვერ გამახველ კა შვილი. არეული გამახვედ და ქოყანაც აურივდე. მაგრამ ახლა ამას საკიცხავად არ ვუბნობ. რაცა ხარ _ ხარ. ღმერთმ გადამიხადოს ცოდვისათვის, თუ ეშმამ დამწყევლის _ არ ვიცივ. გაჩუმდა. ბუხარში შეაწიტა, კუნძი შეასწორა და ჩაფიქრდა.

_ ახლა რაი გინდა ჩემგანა? _ ვეღარ მოითმინა ძაღლიკამ.

_ ახლა რაი მინდვის? არაფერ… ბევრ არაფერ. ოჯახს მამვლელ უნდვის. შენი დადინჯების დროც მავიდის, ცოლ უნდა შეირთავდე.

და ისევ გაჩუმდა. მერე ყალიონი გამოჰბერტყა და განაწვეტი ისევ გადააბა:

_ თეთრ წყალზე ბევრი კა ქალი მაინახების. მაძებნე ერთი და დაქორწილდი. ყველა ქალაი წამაგყვების. გორიც კი გაქვს და დავლათიც. ეს ქალი უნდა გავათხოვოთ. მაგისი დროც მავიდის. ძაღლიკა ნუგუზალს უჩუჩხურებდა. უცებ ისე გამოსტაცა ხელი ბუხარს, თითქო ცეცხლი მოეკიდაო. თვალები ააცეცა, წარბები აახამხამა და თავი ისე აიგორა, თითქო თავში ჩაჰკრეს და დაარეტიანესო. მერე მამას აჰხედა და შიშნაჭამი ხმით ჰკითხა:

_ კმარა უნდა გაათხოვო?

_ ჰაი-ჰაი, უნდა გავათხოვოთ, დრო მავიდის _ შენიცა და იმისიცა.

 კუთხეში ჭროჭინა აღარ ჭრიალებს, სადღვებელი აღარ ფუყფუყებს. სიბნელიდან კმარას ციმციმა თვალები ბუხარს მისჩერებიან. იქ წყდება მისი ბედი.

_ ქალაუ, _ ეუბნება მამა, _ გარეთ გაიხედე. როცა დაგიძახებ, მაშინ შემოდი.

კმარა კარს მოეფარა. ძაღლიკა ვეღარ ისვენებს: იშმუშნება და ისე სტოკავს, თითქო ჩულის მაგიერ ლურსმანზე დასვესო. ბოლოს წამოდგა, მიიხედ-მოიხედა, ისევ დაჯდა და ისევ ცეცხლს ჩააცივდა. მერე ხრიალით იკითხა:

_ ვის უნდა მიათხოვო?

_ მთხოვნელ ბევრ არიან: ბაიკაი, გაგი და ღვთისავარ. ვინც უნდის კმარას, ის აირჩიოს.

ძაღლიკას თითქო რაღაც გაუხარდა:

_ აგრე. მაგრამ ჯერ შენ უნდა დახორწინდე, რო სანდუას შამწევი ჰყავდეს სახლჩი… რა გემართების, ძაღლიკავ, ცოტა ვეღარ მაისვენე ერთ ალაგზე?!

ვერა, ძაღლიკა ვეღარ ისვენებს. წამოხტება, ხელებს იმტვრევს, ისევ ჩულზე დავარდება და კუნძივით ხევდება.

_ მე გაგა მირჩევნივ. კა ვაჟკაცი ას, დავლათიან, გამრჯელ. _ აგრძელებს ხირჩლა დუმილის შემდეგ.

_ კმარას არ უნდა გაგაი. _ ფიცხად იძახის ძაღლიკა.

_ მაშ ვინ უნდის?

_ არავინ.

_ თუ აგრეა, მაშ, არცა ვკითხავ. დალიშნოს გაგამ.

_ არა, ვერ დალიშნავს. _ წამოხტა ძაღლიკა. _ ვერ დალიშნავს…

_ რატომ? _ ეკითხება გაოცებული მამა.

_ მიტომ რო … მიტომ რო, მე არ მინდა.

_ რაოოო? შენ არ გინდა? მერე, შენ ვინ გეკითხება? ან რა აქს დასაწუნი გაგას?

ძაღლიკა სტოკავს და იმტვრევა მშიშარასავით, რომელიც ცივ წყალში აპირებს გადავარდნას, მაგრამ ვერ ჰბედავს. ბოლოს გაჰბედა და თვალდახუჭული გადავარდა. თან ისვრის და ჰყლაპავს სიტყვებსა და ჰაერს, თითქო იმ წყალში იხრჩობაო:

_ გაგას დასაწუნი არაფერი აქვს… არც ბაიკას… არც სხვებს, მარამ… და უცებ გაჩუმდა, თითქო ჩაიძირაო.

_ მარამ? _ ჩასძახის ყურში ხირჩლა.

_ მარამ, _ ამოტივტივდა ძაღლიკა, _ მარამ ისა, რო… მე არ მინდა. _ და შეჰკივლა. _ არ მინდა! _ მერე, თითქო რაღაცამ გაამწარაო, ანჩხლად და თავგაწევით შეუტია მამას: _ შაიძლების…

_ რა შაიძლების, რა? _ გახლეჩილი ხმით ხრიალებს ხირჩლა.

_ ის შაიძლების, რო… კმარას არავის მივცემ, არავის!.. ჩემია, ჩემი!

ამონაროშისა თვითონვე შეეშინდა და პირღია მიაჩერდა მამას.

ხირჩლას თითქოს ელვამ ჩაურბინა ტანში. ოთახში ჯერ წყვდიადი ჩამოწვა, მერე ჭრაქი გაასდა. ცეცხლიც გიზგიზებს ბუხარში. მაგრამ ირგვლივ ისევ ბნელა. ჭრაქები კი მირბიან, მიჰქრიან, ცეცხლის ნაპერწკლებივით ირევიან. სახლი ქანაობს. დედა-ბოძი სადღაც მისცურავს. ზედ ჭრაქი ჰკიდია. წეღან ოთახი ჭრაქებით აივსო. ეხლა კი ისევ ერთიღა ბჟუტავს. აღარც სახლი ქანაობს, არც ბოძი მისცურავს. ხირჩლა დედა-ბოძს მიჰყუდებია და იგონებს: როგორ გაჩნდა დედა-ბოძთან, რად მოჰხვია მარჯვენა მკლავი, ან ძაღლიკას რად უჭირავს ამორებული ხანჯალი, ან კიდევ _ როდის ან რისთვის ჩამოიღო ხირჩლამ თოფი, ეხლაც რომ ხელში აქვს, ხან ჩახმახს დასცქერის, ხან ძაღლიკას აშტერდება. ეშმა ჩაუჯდა ხირჩლას სულში! ავი სული შეუჩნდა ხევსურს. ავი სული, თორემ… რა სთქვა განა საამისო ძაღლიკამ, რომ მამამ თოფს დაავლო ხელი?

“არაფერი… საამისო არაფერი. კმარა ჩემიაო? რა თქმა უნდა, იმისი… იმის დაჰია… ღვიძლი დაჰი… მეტი არაფერი… რასაკვირველია, მეტი არაფერი… ან სხვა რა უნდა იყოს!.. დაჰ-ძმები არიან და… დაჰ-ძმურად უყვარს ძაღლიკასაც… არ უნდა დას მოსწყდეს, მე კი… დასწყევლოს უფალმა! ეს რა ცეცხლი ჩამივარდის თავჩია!” ჰსურს შვილს გაუღიმოს, ახლოს მივიდეს. ხელი აუტყაპუნოს ბეჭებზე და გააგებინოს, რომ ქალი, ადრე თუ გვიან, უნდა გათხოვდეს, ქმარს უნდა გაჰყვეს, რომ დაჰ-ძმა მუდამ ერთ ჭერ-ქვეშ ვერ იცხოვრებენ. მაგრამ ღიმილის ნაცვლად ტუჩებზე უნებურად რისხვის ნაოჭები ეკეცება და ხმაშიც _ ისევ უნებურად _ ზიზღი ისხმის:

_ ძაღლიკავ! ძაღლებმაც არ იცივ აგეთი… არ იცივ აგეთი მასხრობაი.

_ მე არა ვმასხრობ. _ იღიმება შვილი.

_ ძაღლიკავ, ნუ ხუმრობ მეთქი, თორე… ა ეს ტყვია უფრო შაგერგების. ძაღლიკავ, ნუ ხუმრობ – მეთქი, _ თითქო იხვეწება ხირჩლა.

_ არა ვხუმრობ… შამერგების.

_ იქნებ ხუმრობ, ძაღლიკავ! _ მუდარით ეკითხება მამა.

_ სახუმრო არა მაქს-რა.

_ ძაღლიკავ, უკანასკნელ გეკითხები, ხუმრობ თუ არა?

_ არა… არა ვხუმრობ, _ ჟინით გამოიწურა კბილებიდან ძაღლიკამ.

_ მაშ… არც მე ვხუმრობ. ღმერთო მიშველე!

პირჯვარი გადაიწერა და უცებ, _ იქნებ ისევ უნებურად, _ თავისი თვალი, თოფის ტუჩი და შვილის შუბლი ერთ ლარზე გააბა.

_ ვერ გამიმეტებს, _ ჰფიქრობს ძაღლიკა და იჭვნეულად იღიმება. თოფის ლულიდან ერთად გამოცვივდნენ ცეცხლი, ქუხილი და კვამლი, ხოლო ბნელ კარებიდან კმარას კივილი გრიგალივით შემოვარდა.

* * *

გათავებულია. ხირჩლა ისევ ბოძზეა მიყუდებული. ორივე ხელი თოფზე აქვს დაბჯენილი. თავი მკერდზე ჰკიდია, თითქო კისერი ყელამდე გადაჭრილი აქვსო. ძაღლიკა პირქვე ჰგდია. იქვე კმარა წევს.

_ დაიძინა თუ გულ შაუღონდა? _ ეკითხება თავის თავს მამა.

გარეთ ჩობანი გაჰკივის. სანდუა სჩხავის, თითქო მელიას ახრჩობენო. მეზობლებიც მოდიან. ზოგი შემორბის, ზოგი მოიპარება. ბინდიან ოთახში ლანდებივით დასცურავენ, რაღაცას ჩიფჩიფებენ, ხირჩლაზე უთითებენ. იქნება მაღალი ხმითაც ლაპარაკობენ, მაგრამ მას არაფერი ესმის.

_ ხირჩლაუ! _ იცნო მან, ბოლოს, დეკანოზი, რომელმაც მხარზე ხელი დაადო.

_ ხირჩლაუ, რა ამბავ მახდის ამ სახლჩი?

_ რაი ამბავ მახდის? ის ამბავ მახდის, რო…

ვერა, ხირჩლა ვერ იტყვის სათქმელს. ან რა საჭიროა? ალბათ არ დაიჯერებენ. კმარასაც ჩრდილი დააწვება. ან ვის რად უნდა ნამდვილი ამბავი? ვისთვის რა საჭიროა? ხირჩლა იტყვის მხოლოდ ორ სიტყვას, ორიოდე სიტყვას:

_ ხალხო! ორ ბოკვერ მყავდის, ორი… მერმ ერთი გამიცოფდის… აგერ ის… პირქვე რო წევს… ვაჟაი გამიცოფდის და… მახვკალ!.. ეგ ას ცოფიანი, ე მანდ რო ჰგდია. მეორე გულშეწუხებულ ას. გონს მავიდისავ და… ახლა ჩემ სათხოვნელ ეს ას, ხალხნო: ჩემ დავლათს მააგროვებდეთ და ე ქალაის შაინახავდეთ. სრუ ყველაფერ მაგის ას. მესამედი თქონ თავათ მაახმარეთ სოფელს… ეს საწყალ დედსაც მაუარეთ. თემობა ნუ დაგავიწყდეთ, მე კი… მე ნუღარ მამძებნით. მშვიდობით იყავით!

ხალხი აჩოჩქოლდა, კარებისაკენ მიმავალი ხირჩლა რომ დაინახეს, წაეტანნენ შესაჩერებლად, მაგრამ ხირჩლა უკვე გასხლტა კარში და სიბნელეში შეერია.

_ ხირჩლა! ხირჩლა! _ მოისმოდა გარედან მდევრების ხმა. _ სად მიხოლ, ხირჩლაუ!.. ჰაუ, ხირჩლაუ, ხმა გაგვე, ხმა!.. ხირჩლამ მხოლოდ მეორე ზაფხულის პირზე გასცა უხმო ხმა. როცა თოვლი დადნა, ერთმა მონადირემ გაჰბედა და უძირო კლდეზე გადავარდნილ ჯიხვს ჩაჰყვა. ცოცვით ჩავიდა ძირამდე და ადამიანის ჩონჩხს წააწყდა. იქვე დაჟანგებული სატევარი ეგდო. და იმ ხანჯალზე იცნეს ხირჩლა ჯიხალაურის ძვლები.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here