Home რუბრიკები პოლიტიკა “სირაქლემა-ჟურნალისტებს” საზოგადოება ზუსტად იქ “ურტყამს”, რაც უჩანთ!

“სირაქლემა-ჟურნალისტებს” საზოგადოება ზუსტად იქ “ურტყამს”, რაც უჩანთ!

12601
“სირაქლემა-ჟურნალისტებს” საზოგადოება ზუსტად იქ “ურტყამს”, რაც უჩანთ!

თავდასხმა ჟურნალისტებზე” _ ამ სიტყვებს და ასეთი ფაქტების გამო განგაშის გამოცხადებას უკვე მართლაც საგანგაშო სიხშირით ვისმენთ და ვუყურებთ ქართულ ტელევიზიებში. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რა არის მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობას ასეთი დონის აგრესია გაუჩნდა ჩვენი კოლეგების მიმართ? მეტიც, რატომ ხდება, რომ მთლიანად პროფესიას მიადგა ჩრდილი და ჟურნალისტობა ქაჯობის, თავხედობისა და მამაძაღლობის სინონიმად გადაიქცა?

ზუსტად ვიცი, ახლა მეცემიან დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკის “კორიფეებად” დასმული “ნეტარი დედანი” და დამიწყებენ ლანძღვას: როგორ ბედავ და კოლეგებს აკრიტიკებო?! როგორ ბედავ და ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ აგრესიას თვითონ ჟურნალისტებს აბრალებო?!

არავის არაფერს ვაბრალებ! მე ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით და არ ვაპირებ ზოგიერთიკორიფესავითსირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვას. ესაა და ეს. ქართული ჟურნალისტიკისყველაზე დედამინგა გრიგოლიამ კატეგორიულად აირჩია სირაქლემის პოზა და ხალხის მიერ ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ აგრესიაში ბრალი ხელისუფლების წარმომადგენლებს დასდო.

“ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტებზე თავდასხმაში გარკვეული პირდაპირი პასუხისმგებლობა დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელებსაც ეკისრებათ, რადგან ისინი ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ. ჩვენს ეთერში სტუმრობისას პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ნაციონალების რუპორი ვართ და სხვა მსგავსი სიტყვებით მოგვმართავენ. ეს თავისთავად გავლენას ახდენს მაყურებელზე და ისინი ჩვენ წინააღმდეგ აგრესიულად განეწყობიან”, _ განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

სწორედ ეს არის კლასიკური “სირაქლემის” პოზიცია და გეტყვით რატომაც: მე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით არაერთხელ მოვუწოდე ინგა გრიგოლიას, რომ ის და მისი ტელევიზია უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადიან და ხალხში სერიოზულ აგრესიას აღვივებენ.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ხელისუფლების ჩინოსნები ჯერაც ვერ უბედავდნენ “ყველაზე დედას” იმის პირდაპირ თქმას, რაშიც ახლა ინგა გრიგოლია მათ ბრალს სდებს.

აი, ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილებდი განსაკუთრებით სწორედ ტელეკომპანია “პირველს”, რომ ისინი ასეთი საქციელების გამო აუცილებლად მიიღებდნენ ხალხისგან ზიზღს და შესაძლოა, აგრესიასაც.

სხვათა შორის, 1 წლის წინათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სპეციალური ვიდეოკოლაჟიც კი გამოვაქვეყნე, როგორ ამაზრზენად იქცევიან “ტვ პირველის” ჟურნალისტები, მაგალითად, როგორ მიდიან საარჩევნო უბნებთან შორიახლოს გამვლელ ადამიანებთან და როგორ მკაცრად მოითხოვენ მათგან, ამოიტრიალონ ჯიბეები, რათა ჟურნალისტი დაარწმუნონ, რომ აქტივისტების სია არ დააქვთ ჯიბით. არადა, რეალურად კონკრეტული გამვლელი, საერთოდ, არანაირ კავშირში არ არის არჩევნებთან და, უბრალოდ, თავის გზაზე მიდის. გამოქვეყნებული მქონდა ვიდეოკადრიც, სადაც ჩანდა, “ტვ პირველისჟუნალისტი როგორ უყოფს პირდაპირ ჯიბეში ხელს ხანდაზმულ მამაკაცს და ართმევს მას იქიდან ამოღებულ სხვადასხვა ნივთს იმ საბაბით, რომ შეამოწმოს, ხომ არ არის ამ ნივთებს შორის არჩევნებთან დაკავშირებული რაიმე სიები.

მოგეხსენებათ, ასე თავხედურად არათუ ჟურნლასიტები, არამედ 90-იან წლებში სრულიად უკონტროლო პოლიციაც კი არ იქცეოდა და ამის შემდეგ ინგა გრიგოლია გვიმტკიცებს, რომ თურმე ხალხში გამოხატული აგრესიატვ პირველისმიმართქართული ოცნებისმაღალჩინოსნების მიერ ტელეეთერში გამოთქმული სრულიად სამართლიანი პრეტენზიებისბრალიყოფილა

უკაცრავად, მაგრამ ეს იმ მდგომაროებას მაგონებს, გავარდნილი კახპა ქალი თავისი კახპობის გასამართლებლად ათასგვარ მიზეზსა და საბაბს რომ იგონებს ხოლმე, თუ ვინმეს მის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება გაუჩნდება, ამას თავის კახპობას კი არ მიაწერს, არამედ იმას, რომ “კაცების სინსილა უნდა გაწყდეს” და “ყველა კაცი ერთნაირია”…

დაახლოებით ასეა ინგა გრიგოლიას საქმეც _ ნაცვლად იმისა, რომ “ჟურნალისტიკის დედიკომ” აღიაროს თავისი მიქარვები, თავისი ჟურნალისტების არაჟურნალისტური და არაადამიანური საქციელი და მოუწოდოს მათ, რომ არაფრის ფასად ასე აღარ მოიქცნენ, ინგა დგას და რაღაც “გაპრავებებს” ეძებს იმისთვის, რომ მისი ჟურნალისტების მიმართ გამოხატული აგრესია სხვას გადააბრალოს…

პირდაპირ ვთქვათ: საზოგადოებაში უკვე ტრენდია ასეთი, თუკი რომელიმესასტავში” (როგორც ჟარგონულად უწოდებენ ხოლმე მეგობართა წრეს) ვინმე ძალიან დიდ სისულელეს იტყვის ან გააკეთებს, რაიმე არაადეკვატურ ქმედებას ჩაიდენს, ვინმეს მიმართ გაუმართლებელ აგრესიას გამოიჩენს, მას მეგობრები ეშაყირებიან: “რა იყო, რა დაგემართა, რა დღეში ხარ, ჟურნალისტი ხომ არ ხარ?”

როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ გარკვეული ჩინოსნები სატელევიზიო გადაცემებში სტუმრად ყოფნისას ჟურნალისტებს შენიშვნებს აძლევენ ან აუგად მოიხსენიებენ? დავუშვათ, ესეც ახდენს რაიმე გავლენას, მაგრამ მხოლოდ ეს დაასახელო მიზეზად, ამას ხომ მართლაც დიდი სირაქლემობა ჰქვია?!

არა, პატივცემულო კოლეგებო, პრობლემები საკუთარ თავში ეძებეთ!

პრობლემები ეძებეთ იქ, სადაც აშკარად უწიგნური და სხარტი აზროვნების უნარის არმქონე ინგა გრიგოლია ითვლებანომერ პირველ ჟურნალისტად”; პრობლემაა იქ, სადაც ამპარტავანი, პოზიორი და გონებაშეზღუდული ნინო ჟიჟილაშვილი ერთერთ სასწავლებელში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანია; პრობლემაა იქ, სადაციმედიდანწამოსული თამარ ჩიხლაძეტვ პირველზეწამყვანი ჟურნალისტი ხდება, რომელსაც არასოდეს არც ერთი ჭკვიანური კითხვა არ დაუსვამს რესპონდენტებისთვის, უბრალოდ, შხამისა და ბოღმის ნთხევა ეხერხება ეფექტიანად. დიდი პრობლემაა ვახო სანაიაც, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ქვემძრომი და ოდიოზური სახე ხდება და პირდაპირ ტოვებს ფულისა და პრივილეგიის გამო ყველაფერზე წამსვლელი ნაგვის შთაბეჭდილებას; უდიდესი პრობლემაა დიანა ტრაპაიძე, რომლის სატელევიზიო ეთერში დიდხანს ჯდომა და ბლუყუნი, უბრალოდ, ძალიან უხერხულია

აი, ეს არის პრობლემა, პატივცემულო “კოლეგებო”, და არა ის, ვინმე ჩინოსანმა რა შენიშვნა მოგცათ და რა ფორმით გამოხატა ეს.

თქვენ თვითონ რომ იყოთ ღირსეული, მიუკერძოებელი, განთლებული და კარგი ჟურნალისტები, დავიჯერო, ეთერში ვიღაცის მიერ შეურაცხყოფა საზოგადოებისთვის საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თქვენ მიმართ უარყოფითად განეწყოს და ქუჩაში სიტყვიერად ან ფიზიკურად შეურაცხგყოთ?

ჩემი პროფესიაა კითხვების დასმა”, _ თავის მართლების ეს ფორმა აქვთ არჩეული თანამედროვე ვაიჟურნალისტებს, ინგა გრიგოლიას თამადობით. უკვე გამუდმებით იმეოერებენ ამას მისი ამაზრზენი და გულისამრევი ამქრის წევრებიც, განსაკუთრებით _ ვახო სანაია, რომელიც ბოლო ხანს საკუთარი ღირსების გაფარჩაკების მასტერკლასებს ატარებს.

მინდა, ვუთხრა მათ: ვახო სანაიავ და სხვებო! თქვენი პროფესია არის დასაშვები, ნორმალური, სხვათა პიროვნების არაშეურაცხმყოფელი კითხვების დასმა და არა ინტრიგნობის, პროვოკაციის, ცილისწამების გასაღებაკითხვების დასმად”!

აქ დიდი სხვაობაა. ნებისმიერმა დამწყებმა ფსიქოლოგმაც კი იცის, რომ არსებობს “პასუხების შემცველი კითხვები”. ამას ლიტერატურაში “რიტორიკულ კითხვებად” მოიხსენიებენ.

ვახო სანაიავ, შე, ყოვლად უვიცო! აბა, მიპასუხე, რატომ არის, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას სამართალდამცავ უწყებებში აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მშობელი ან მეურვე? იმიტომ, რომ დამკითხველმა თავისიკითხვებითგავლენა არ იქონიას მასზე!

ინგა გრიგოლიას ინტრიგნების ბანდის წევრებო! აბა, მიპასუხეთ: რატომ არის, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, როდესაც პროკურორი ჰკითხავს ან მოწმეს, ან ბრალდებულს, ადვოკატი ხშირად წამოხტება ხოლმე და მოსამართლეს მიმართავს: “თქვენო ღირსებავ, ვაპროტესტებ პროკურორის მიერ დასმულ კითხვას! ეს კითხვა არის არაეთიკური! კითხვა თავის თავში მოიცავს პაუხს. ასეთი კითხვა გავლენას ახდენს დასაკითხ პერსონაზე და ასევე დარბაზში დამსწრე საზოგადოებაზე! მოვუწოდებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არ გასცეს პასუხი ამ კითხვაზე. გთხოვთ, აუკრძალოთ პროკურორს ასეთი კითხვის კვლავ გამეორება!” _ მიპასუხეთ, რას ნიშნავს ეს?

აი, თვითონ ეს კითხვაც, რომელიც ახლა დავსვი, თავის თავში უკვე მოიცავს პასუხს, რასაც ნიშნავს ეს ყოველივე. თუმცა თქვენნაირი განსაკუთრებული გონებაჩლუნგებისთვის განვმარტავ: ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ აჩემებული ვითომ არგუმენტი _ “ჩვენ ჟურნალისტები ვართ და გვაქვს კითხვების დასმის უფლება!” _ არის თქვენი მორიგი ინტრიგნობის, გარეწრობის, უღირსობისა და ნაგვობის ნიმუში!

თქვენ არანაირად არ გაქვთ იმის უფლება, რაც პროკურორსაც კი ეკრძალება გამოძიების დროს!

მართალია, ფულით ნაყიდი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანების გამოსწორების იმედი არც არასოდეს მქონია, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: გონს მოდით! საკუთარ ღირსებასაც გაუფრთხილდით და ჩვენს პროფესიასაც ნუ აზიანებთ, ნუ ხდით მას დასაცინსა და ხალხისთვის მიუღებელს! ნუ აფარჩაკებთ მთლიანად ჟურნალისტიკას და მედიას თქვენი მართლაც ფარჩაკი და უღირსი საქციელებითა და ე.წ. კითხვების დასმით!

თუ არადა, მომავალში რაც მოგივათ და რა პასუხსაც გაგცემთ საზოგადოება ამ ყოველივეზე, ამას უკვე ნურც “ხელისუფლების ჩინოსნებს” დააბრალებთ და ნურც იმას იტყვით, ბაკურ სვანიძემ ასე რომ გვამხილა და გაგვლანძღა, იმიტომ გვირტყა ქუჩაში ხალხმა პანჩურები, თორემ ხალხს ძალიან ვუყვარვართო. გაითვალისწინეთ, როდესაც “სირაქლემას” პოზა ძალიან გიყვარს, ხალხი მაშინ შენს მხოლოდ იმ ადგილს ხედავს, სადაც პანჩურის ამორტყმა ყველაზე მოსახერხებელია.

ბაკურ სვანიძე

11 COMMENTS

  1. ხალხნო სრულიად ვეთანხმები ბაკურ სვანაძეს…მსმენელს აღიზიანებს ჟურნალისტის მიერ მიწვეული სტუმრისადმი უპატივცემლობა,რაც გამიხატება აზრის გამოხატვის დროს ხელშეშლაში,მცდელობაში თავისი აზრის თავსმოხვევაში, პარტიულობის აშკარად გამოკვეთილად მიმხრობაში…სოხუმელუ.

  2. დიახ!
    რაც ბაკურიმ თქვა,ეს ასეა 100%-თ!
    სირცხვილით მე ვიწვები,როცა ვხედავ გრიგოლიას არაკეთილსინდისიერებას,მისთვის არასასურველ რესპონდენტს პირში რომ ეცემა და ნახევარ სიტყვაზე აწყვეტინებს პასუხს,მისთვის სასურველ რესპონდენტს კი თავისუფლებას აძლევს და ბოლომდე ამთავრებინებს აზრს,რაოდენ დიდი ტყუილი და დამაგოგია იყოს!ან სანაიას ცინიზმით სავსე გაბოროტებულ სახეს,პროკურორივით რომ ჩააცივდება ხოლმე რესპონდენტს – ”თქვი,არა თუ ხო,არა თუ ხო”!
    ეს საშინელებაა და ამაზრზენია!
    ან დიანა ტრაპაიძის აბსოლიტური კრეტინული კითხვები და ასევე კრეტინული თავდაჯერებულობა,ან ჟიჟინაშვილის ცინიკური და თავხედურ კილო,რომელიც სურვილს გიჩენს მიხვიდე სტუდიაში და კინწისკვრით გამოაგდო იქიდან ეს შხამიანი რეპტილიები,ძალიან დიდი წარმოდგენა რომ აქვთ საკუთარ თავზე.ამ დროს კი ჩვეულებრივი გაიძვერებივით იქცევიან!

  3. მახსოვს, ძველ დროს, გაზეთების კითხვისას, სანამ სტატიას ბოლომდე წავიკითხავდი, უკვე ვიცოდი ვინ იყო მისი ავტორი. ჟურნალისტებს ჰქონდათ თავისი განსაკუთრებული სტილი, უნაკლოდ ფლობდნენ ქართულ ენას და რაც მთავარია იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს. ვგულისხმობ როგორც ბეჭდურ მედიაში ასევე ტელე-რადიოსივრცეში მომუშავე პროფესიონალებს. დღეს კი თითქოს საგანგებოდ შემოესია ქართულ მედიასივრცეს უვიცი, უზრდელი, ჩასაფრებული, განზრახ სიტუაციის დამძაბავი, მყვირალა, უკულტურო ხალხი. ისინი მხოლოდ სენსაციებზე არიან ორიენტირებული. ამ ყველაფერს მაყურებელი/მსმენელი/მკითხველი კარგად ხედავს/ისმენს/კითხულობს. დიდი მადლობა ბატონო ბაკურ თქვენი არაჩვეულებრივი სტატიებისთვის, ვიდეო მასალებისთვის, ზუსტი აქცენტებისთვის, საკითხის ღრმა ანალიზისთვის. დიდი მადლობა პროფესიონალიზმისთვის!!!

  4. getanxmebit !
    dzalian dabali donis jurnalistwbi arian zogi gamartiladac ver kitxubs da ver gadmiscems
    da bevri .ram ar gewuinot davamateb puze gayiduli jurnalistebi arisn da ar icaven xalxis intetesebs

  5. დღეს 2020 წლის 30 მარტია. ეს სტატია დღეს აშკარად უფრო აქტუალურია და ყურადღება მისაქცევი! მათი საქციელი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა!! მათი სულის სიმყრალე ეკრანიდან გადმოდის უკვე…
    ისე… მაინც ვერ მივხვდი, რატომ ეძახის ავტორი იმ გაუნათლებელ ვაზელინიან მონებს ჟურნალისტებს.

  6. აუტანლად უზრდელნი დაამაზრზენნი არიან. პასუხს არ ამთავრებინებენ რესპოდენტს და ინგა კი ხელებს სახესთან უტრიალებს. სირცხვილია ქალია თუ საფრთხობელა. ესთეტიკასაც ხომ უნდა ასწავლიდნენ ჟურნალისტებს და კულტურასაც.

  7. სრულიად გეთანხმებით, ძლივს თქვით სწორადმოაზროვნე მსმენელის სათქმელი… ეს ჟურნალისტები კი არა პროვოკატორები არიან… ბრავო, ბაკურ სვანიძე…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ... Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here