Home ახალი ამბები სერგეენკო:კერძო დაზღვევის დაკარგვისას, ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოკლე დროში ჩაერთვება

სერგეენკო:კერძო დაზღვევის დაკარგვისას, ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოკლე დროში ჩაერთვება

1285

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ადამიანები, რომლებიც რაიმე მიზეზით დაკარგავენ კერძო სადაზღვევო პაკეტს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე ვადაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფილ პაკეტში ჩერთონ.

ასევე,  მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო ბაზების განახლება მოხდება, რომელთანაც სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ წვდომა ექნება.

“დღევანდელ მთვრობის სხდომაზე გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი – მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო ბაზები არა ერთჯერადად განახლდება, არამედ მასთან წვდომა სადაზღვევო ინდუსტრიებს, კლინიკებს და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ ექნებათ. ადამიანი, რომელიც რაიმე მიზეზით დაკარგავს კერძო სადაზღვევო პაკეტს, მას შესაძლებლობა ექნება, ძალიან მოკლე ვადაში ჩერთოს საყოველთაო პაკეტში. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ეს დისკრიმინაცია აღმოიფხვრა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განმარტებით, წინა წლებში კერძო დაზღვევის მქონე ადამაინების მიმართ იყო დისკრიმინაციული მიდგომა, როდესაც ისინი დაზღვევას კარგავდნენ, ვერ ხდებოდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილეები. მინისტრი ამაში სადაზღვევო კომპანიებს ადანაშაულებს, რომელბიც, მისი თქმით, მონაცემების მიწოდებად აგვიანებდნენ. თუმცა, ეს პრობლემა 2017 წლის მაისიდან მოგვარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here