Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო უპირველეს ყოვლისა!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

არაერთხელ დაგვიწერია, რომ დასავლეთს უკრაინარუსეთის ომი ორი რამისთვის სჭირდება _ მოძველებული და ჭარბი იარაღის გასასაღებლად და რუსეთის დასასუსტებლად ეკონომიკურად. 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში ეს არ გამოვიდა, რადგან დასავლეთს შეეშალა _ ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყანა ვერ დააზარალებდა რუსეთის ეკონომიკას და ვერც იმდენ იარაღს აითვისებდა, ევროპაამერიკას რომ სურდა. სამაგიეროდ, ახლა გამოვიდა და თან როგორ _ ვლადიმერ ზელენსკი დღეში ორჯერ იმეორებს: იარაღი გვითავდება, დროზე მოგვაწოდეთო, და ევროპიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდან მსხვილი თუ წვრილი ტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო თუ ადამიანის გასანადგურებელი იარაღი მდინარესავით მიედინება ჯერჯერობით უკრაინაში. მათ ფასზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ ის, რომ უკრაინას რაღაც ნაწილს აჩუქებენ, რაღაცის სანაცვლოდ კი სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს, ყველა ხვდება. ხომ გახსოვთ, “ჯაველინებშირა ოდენობის თანხა გადაგვახდევინეს? ჰოდა, ასეთიჯაველინიუკრაინამ უკვე იმდენი ისროლა, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს გამცდარი იქნება. რაც შეეხება ეკონომიკას

დასავლეთმა რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესება კონფლიქტის პირველი დღიდანვე დაიწყო და ისეთი ტემპი აკრიფა, არავის ეგონა, თუ გაჩერდებოდა. ჰოდა, თურმე ევროკავშირი ახლოსაა იმ ზღვართან, როცა ამოწურავს სანქციების ლიმიტს რუსეთის წინააღმდეგ. სხვა შემთხვევაში, სანქციები ევროკავშირს უფრო მეტად ავნებს, ვიდრე თვით რუსეთს. არ გეგონოთ, ეს ყველაფერი ჩვენ მოვიფიქრეთ. არა, ბატონებო, ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტს ეხმიანება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა დაწესებული ქვანახშირის ემბარგო სინამდვილეში ძალაში შევა აგვისტოს ბოლოდან, ვინაიდან მანამდე მისი ამოქმედება მნიშვნელოვნად დაარტყამდა, მაგალითად, გერმანიას; იმ გერმანიას, რომლის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი ბოლო ხმაზე გაჰყვირის: რუსული ენერგოპროდუქტების გარეშე გავძლებთო. არადა, თურმე ვერ გაძლებს. არახალია ისიც, რომ სანქციების მეხუთე პაკეტი ამოქმედდება ევროპულ პორტებში რუსული დროშით მცურავი გემების მიღებაზე, მაგრამ…

უკვე დიდი ხანია, მოქმედებს სავაჭრო გემების სხვა დროშით რეგისტრაციის პრაქტიკა, რომელიც განპირობებულია დაბალი გადასახადებით, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა. შედეგად რუსების კუთვნილი გემების მხოლოდ მესამედი გადაადგილდება რუსული დროშით. წინადადებას, აეკრძალოთ ევროკავშირის პორტებში იმ გემების მიღება, რომლებიც ეკუთვნით რუსებს, საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ მხარი არ დაუჭირეს, იმ მოტივით, რომ ამ ტიპის სამუშაოს გატარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

გამოცემა წერს, რომ “ამ ტიპის გადაწყვეტილებები თუ ვერ იღებს ერთიან მხარდაჭერას ევროკავშირში, მაშინ განსაკუთრებით გაჭირდება იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც იქნება რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ემბარგოს დაწესება.

არადა, დასავლეთის ქვეყნები ისე იმუქრებოდნენ, თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ გაიჭირვებდნენ, თავიანთ ეკონომიკას შეაწუხებდნენ და რუსეთს ბოლომდე მოუჭერდნენ მარწუხებს, მაგრამ ნურას უკაცრავად, როგორც კი მათ ეკონომიკას საფრთხე შეექმნა, მაშინვე უკან დაიხიეს. ამის ფონზე, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოჩნდა უკრაინის გადაწყვეტილება, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ (არადა, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება უკვე თვენახევარია მიმდინარეობს) ემბარგო დააწესა რუსეთიდან საქონლის იმპორტზე.

“რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს, სულ ცოტა, 6 მლრდ დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად გავაფორმეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით”, _ განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ. სამწუხაროდ, ქალბატონ იულიას ის არ უთქვამს, რამდენს იზარალებს თვითონ უკრაინის ბიუჯეტი და არც ის გახსენებია, რომ ეს თანხა, შესაძლოა, სამჯერ მეტი იყოს, ვიდრე რუსეთის ზარალი. ჰოდა, ამ “სამჯერ მეტის” შევსებას დასავლეთი სესხებით აპირებს და მიზანს, რომელსაც რუსეთის ეკონომიკის დასუსტება და უკრაინის ეკონომიკის მთლიანად საკუთარ თავზე მიბმა ჰქვია, უფრო მიუახლოვდება. როგორ და რამდენ ხანშიც უნდა დასრულდეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, ყველასთვის ცხადია, რომ უკრაინის ფეხზე დადგომა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში წარმოუდგენელია. ჰო, უკვე კეთდება პროგნოზი, რომ ომის დასრულების შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტები, ახლიდან აშენდება ქალაქები და დაიგება გზები, მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს უკვე საქართველოში _ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აქაც ხომ აღმშენებლობა დაიწყო და შევარდნაძის მიერ დატოვებულ 700-მილიონიან საგარეო ვალს სააკაშვილის მთავრობამ 7 მილიარდი დაუმატა და ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ ამ ვალებიდან ამოსვლისა თუ გამოსვლის შესაძლებლობა, უბრალოდ, აღარ ჩანს. ამ ვალების გადახდას ჩვენი შვილების თაობაც ვერ მოახერხებს და იმის გათვალისწინებით, რომ “ქართულმა ოცნებამაც” ივალა და თან არაერთი მილიარდი, ვალის გასტუმრება შვილიშვილებსაც კი გაუჭირდებათ.

სამწუხაროდ, ქართველი საზოგადოების ნაწილი ცდილობს, უკრაინელებზე უფრო მეტ უკრაინელად გამოჩნდეს და ამას ისე აკეთებს, რომ ყველაფერ ქართულს თელავს. თუნდაც უკრაინის ფერებში გადაწყობილი საქართველოს დროშა ავიღოთ, რომელიც დამზადდა და ასე განსაჯეთ, იყიდება კიდეც. ვიღაც ამბობს, ეს არ არის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა, ეს, უბრალოდ, არტიაო, თუმცა ზუსტად ამას ამბობდა გოგონაც, რომელმაც პრეზერვატივზე თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი მიახატა, არტია, თორემ წმინდა მეფეებს არ შეურაცხვყოფო. ჰო, პატრიოტიზმში ვეჯიბრებით უკრაინას და ეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად ახლა სწორედ ჩვენს ქვეყანას სჭირდება პატრიოტიზმი. ადრეც ვწერდით, ახლაც გავიმეორებთ _ საქართველო სხვის ომში არასდროს არ უნდა მონაწილეობდეს. ამას ვამბობდით მაშინ, როცა ე.წ. ნატოს მისიებში მიდიოდნენ ჩვენი ბიჭები და ამას ვამბობთ ახლაც. ნატოს მისიებში სიარულის უაზრობა ახლა დამტკიცდა და დღევანდელ ომს შეწირული სიცოცხლის ფასს რეალურად როდის გავიგებთ, ვერ გეტყვით.

ისევ ეკონომიკურ სანქციებს დავუბრუნდეთ. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპისა და ამერიკის მოსახლეობას არაფერი შეეხოს. მათ არ უნდა გაუძვირდეთ პროდუქტი და არ უნდა იგრძნონ ომის გამო ამოვარდნილი ქარიშხალი, რომელმაც უკრაინის ეკონომიკა ფესვებიანად მოგლიჯა და ჯერ ახალი ნერგის დამრგავიც არ ჩანს. ჰო, როცა ეს ნერგი დაირგვება, წყალს სწორედ დასავლეთი დაუსხამს და თანაც იმ ოდენობით, როგორც თვითონ აძლევს ხელს, თორემ უკრაინაზე ბევრს რომ არ იფიქრებენ, აქედანვე ჩანს.

ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა სერიოზულ მოთამაშედ ყალიბდებოდა და საერთაშორისო ბაზრებზეც საკუთარ სიტყვას ამბობდა, უბრალოდ, მიწასთან გაასწორეს, გაანადგურეს და მაშინ, როცა უკრაინელები თვითონ ეხმარებოდნენ სხვებს, ახლა ათწლეულების განმავლობაში ხელგაწვდილი იქნებიან. რამდენ ასეულ მილიარდს მიაღწევს ქვეყნის ზარალი, ჯერჯერობით თქმა ძნელია, მაგრამ, ადამიანურ დანაკარგებთან ერთად, მოშლილია ინფრასტრუქტურა, ყველაფერი ახლიდან არის დასაწყებ-გასაკეთებელი და უკრაინის ძალიან დიდი ტერიტორია, ჩათვალეთ, ჩვეულებრივი მინდორია, რომელზეც ახლიდან უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მიწისზედათი დამთავრებული. ამის კეთებას აუცილებლად დაიჩემებს დასავლეთი _ ან ვალად გაუკეთებს, ან ისე, თვითონ რომ მართოს (თუნდაც მიწისქვეშა კომუნიკაციები) და თანაც დაამადლის: ჩვენ რომ არა, არაფერი გეშველებოდათო. არადა, ნაშველი ჰქონდათ და თანაც როგორ! იმ პირობებზე, რომლებზეც ახლა თანახმაა უკრაინა, ხელი თავის დროზე რომ მოეწერა, ეს საშინელება არ მოხდებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა დასავლურს დაამარცხებდა, უკრაინა კი ევროპაში ერთერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა

იმედია, უკრაინის შემდეგ საქართველო არ იტყვის, რომ რუსეთიდან ნებისმიერი პროდუქტის შემოტანას კრძალავს. რა თქმა უნდა, ამით, შესაძლოა, რუსულ ბიუჯეტს ცოტა თანხა დააკლდეს და ეს ცოტა იმდენი იქნება, მეზობელი ვერც იგრძნობს, ჩვენ კი ისეთი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, რომელთა გადაჭრის გზების ნახვა შეუძლებელი იქნება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა შეცვალოს კურსი და პრემიერის სიტყვები, “მე, უწინარესად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ”, საქმეში უნდა აისახოს. ჰო, ხელისუფლებამ, მოქმედმაც და მომავალმაც, პირველ ადგილზე სწორედ საქართველოს ინტერესი უნდა დააყენოს და შემდეგ სხვა დანარჩენი. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართულებით ჩანს, დიდი ქვეყნები, რომლებიც თითქოს ჩვენზე ფიქრში ათენაღამებენ, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ თავზე ფიქრობენ და, როგორც კი მათ ინტერესს ემუქრება საფრთხე, უკანაც იხევენ, მოლაპარაკებებზეც მიდიან და საერთოდ, ყველაფერს აკეთებენ. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც დასაქართველო უპირველეს ყოვლისა!

ალექსანდრე მუმლაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here