Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო იყო, არის და იქნება ღირებულებებისა და ფასეულობების ქვეყანა!

საქართველო იყო, არის და იქნება ღირებულებებისა და ფასეულობების ქვეყანა!

გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ!

124

ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმართლმადიდებლური კვირეული მშვიდად რომ არ ჩაივლიდა, ყველამ წინასწარვე კარგად უწყოდა; მით უმეტეს 5 ივლისს თბილისშიღირსების მარშისგამართვას კარგი არაფერი რომ არ მოჰყვებოდა, ამიტომ პრემიერმინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა _ “ღირსების მარშისრუსთაველზე ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნიაო.

სახელწოდებაც რომ ირონიულად ჟღერს _ “ღირსების მარში”. რომელ ღირსებაზე საუბრობენ ეს უბედურები?! და საერთოდ, იციან საერთოდ, რა არის ღირსება?

დალოცვილი “ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი” (ერთტომეული, 1986წ.) მაინც გადაშალეთ 461-გვერდზე:

ღირსება 1. დადებითი თვისება. კაცური ღირსება; 2. მაღალი მორალური, ადამიანური ღირებულება, პატივდებული საზოგადოებრივმორალური მდგომარეობა… 3. ავკარგიანობა, ხარისხი

შესაბამისად, ღირსეული ნიშნავს ღირსების მქონეს, მართებულს

არსებობს ასეთი გამოთქმაც _ თავი ღირსეულად უჭირავს, ანუ თავი ისე უჭირავს, პატივისცემას იმსახურებს.

ფაქტია, ლგბტქ+ “პრაიდს” და არც “ღირსების მარშს” ღირსებასთან რეალურად კავშირი არ აქვს. რადგან ამ ადამიანებს ღირსეულად არ უჭირავთ თავი, ამიტომ არც პატივისცემას იმსახურებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არავინ ერჩის, ისინიც სხვებივით ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და მათი სქესობრივი ორიენტაციის გამო არავინ ავიწროვებს, თავად ეძებენ მიზეზებს პრობლემების შესაქმნელად და თავხედურად აცხადებენ:

ჩვენ, ქვიარ ადამიანებს, გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა”.

კონკრეტულად რას მოითხოვენ?

* სახელმწიფომ აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკაო.

რას ნიშნავს ეს წინადადება?! განა ყველა ადამიანის სურვილი არ არის, რომ სახელმწიფოს უპირველესი მიზანი საკუთარ ხალხზე ზრუნვა იყოს, მიუხედავად სქესისა, რწმენისა და ა.შ.?!

* შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;

ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. მსგავსი გადახრების ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ… ზემოთ ღირსეულად თავის დაჭერა ვახსენეთ, ვინც ამას ახერხებდა, არც პრობლემები ექმნებოდა არასდროს.

* გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;

სისხლის სამართლის კანონმდებლობა შერჩევითობის გარეშე ვალდებულია, გამოიძიოს დანაშაული და დაიცვას სამართლიანობა. ესეც აქსიომაა.

* დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.

არა მგონია, ამ მხრივაც არსებობდეს პრობლემა, თუ ვინმე საზოგადოების ინტერესებს ფეხქვეშ არ გათელავს და უზნეობის ქადაგებას არ დაიწყებს, არავინ ერჩის.

* და ბოლოს: “პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების განმავლობაში, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა, არაერთ ქვეყანაში, ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით”, _ აცხადებენ “პრაიდისტები”.

თუ რა იმალება “იმ ფუნდამენტური უფლებების” უკან, არც ძნელი მისახვედრია და უკვე აღარც ეს გაურკვეველი ორიენტაციის ადამიანები მალავენ.

სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი.

ვინ დგას ამ უბედური ადამიანების უკან? ვინ აქეზებს მათ საზოგადოებასთან დასაპირისპირებლად?

ვინც უნდა იყვნენ, ყველამ, განსაკუთრებით უცხოელმაკეთილისმსურველებმა”, კარგად დაიმახსოვრონ, რომ საქართველოში გარყვნილების პროპაგანდის უფლებას ერი არავის მისცემს _ არც ჰეტეროსექსუალებს და არც ჰომოსექსუალებს!

2 ივლისს გავრცელდა საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერთობლივი განცხადება.

მასში ნათქვამია, რომ, მხარს უჭერენ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს; მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.

ესეც შენი ევროპა!

თან შეგვახსენებენ, რომ 2014 წლიდან საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე.

დაიცავით შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთო. მაგრამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის.

აი ეს არის ის, რაც ამჯერად ხდება საქართველოში _ ილახება, არა მხოლოდ უმრავლესობის, მთელი საზოგადოების, ერის უფლებები, ფეხქვეშ ითელება იმ ადამიანების ინტერესები, რომლებიც თავს მიიჩნევენ სახელოვან წინაპართა ტრადიციების ერთგულად და გამგრძელებლად. საბედნიეროდ, ისინი ბევრნი არიან, იმაზე მეტნი, ვიდრე წარმოიდგენდნენ ჩვენი ევროპელიმეგობრები”, რომელთა ინიციატივითა და წაქეზებით საქართველოში მცხოვრები სექსუალური უმცირესობის თითოოროლა წარმომადგენელი ამხელა პროვოკაციაზე წავიდა. არავის აქვს უფლება, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს მოუწოდოს, მოიწონოს გარყვნილება და ამას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დაცვა დაარქვას.

ბატონებო! თქვენ, ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დამცველები კი არა, მხოლოდ ლგბტ თემის წამქეზებლები ხართ დანარჩენი ნორმალური ადამიანების წინააღმდეგ. ამას კარგად მიგიხვდათ საქართველოს ეკლესია და თავის სულიერ შვილებს თანადგომა გამოუცხადა.

ვერავინ უარყოფს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები და უცხოელი დიპლომატები “ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების” მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა და 5 ივლისს “ღირსების მარშის” პარალელურად კონტრაქცია დაგეგმა.

აღნიშნა რა, რომგაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდასაზოგადოებაშიდაძაბულობასადაარეულობასიწვევს, საპატრიარქომ მხარდამჭერებიმშვიდობიანიპროტესტის გამოსახატად იხმო და მოუწოდა მათარ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციასო”.

საპატრიარქომპრაიდისორგანიზატორები და მხარდამჭერი ელჩები ქვეყნის მიმართზეწოლასადასაზოგადოების უდიდესი უმრავლესობისარჩევანის უგულებელყოფაშიც დაადანაშაულა.

ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა”, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ქართველი ერისთვის ცხადზე უცხადესია, რომ პრაიდისორგანიზატორების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა შეიცავს პროვოცირების ნიშნებს, კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას.

არ არის ეს ჩვენი არჩევანი და არც იქნება!

აი ამასაც მოვესწარით: უცხო ქვეყნების ელჩების გადასაწყვეტი შეიქნა, ჩვენს ქვეყანაში პედარასტების აღლუმი ჩატარება თუ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის სურვილს გაეწევა ანგარიში. ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, _ როგორც ხალხს უნდა, ყველაფერი ისე იქნებაო, მაგრამ არ არის გამორიცხულიურდოშიდაიბარონ და ტყავი გააძრონ ასეთი სითამამისთვის.

ეკლესიასა და ქართველი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას მიაჩნიათ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა შეუძლებელია, პირიქით _ ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას გამოიწვევს, ამიტომ საპატრიარქო მიმართავს ევროპარლამენტარებს: ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონთბილისი პრაიდისმხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან. მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას _ გარდაუვალი შფოთი”.

საქართველო იყო, არის და იქნება ღირებულებებისა და ფასეულობების ქვეყანა!

გაითვალისწინეთ!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here