Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებია: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებია: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი

106
სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებია: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

“2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71,5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ დოლარი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 168.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8,6% შეადგინა; მეორე ადგილზეა სპილენძის მადანი და კონცენტრატები _ 145.8 მლნ დოლარით (იმპორტის 7,5%); ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები _ 141.9 მლნ დოლარით (იმპორტის 7,3%)”, _ ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here