Home ახალი ამბები საქართველო “საქართველომ ნატოში შესვლის სურვილი უნდა დაივიწყოს”

“საქართველომ ნატოში შესვლის სურვილი უნდა დაივიწყოს”

ჯონ მირშაიმერი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსმა, პოლიტოლოგმა, პროფესორმა ჯონ მირშაიმერმაამერიკის ხმისჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა სამხედრო ძალა საქართველოში, უკრაინასა და სირიაში მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დასაცავად გამოიყენა.

“საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში რუსეთი იმის გამოა ჩართული, რომ, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას, რუსეთს, ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები აქვს და ეს სავსებით გასაგებია. რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს, ხოლო უკრაინამ 2014 წელს გადადგა, ამ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა რუსეთმა ამ ქვეყნებში სამხედრო ინტერვენცია”, _ აღნიშნა პროფესრომა.

მისივე განმარტებით, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების უფლებაზე საუბარი საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე რეალურად ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა.

“საქართველო და უკრაინა ესაზღვრება ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც არის რუსეთი, და რუსეთის სტრატეგიული ინტერესები მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, სხვანაირად იმ შედეგს მიიღებენ, რომელიც უკვე მიიღეს… თუ ფიქრობ, რომ ნატოში შესვლის უფლება გაქვს, იმის მიუხედავად, რას ფიქრობს რუსეთი, დიდ პრობლემებს შეიქმნი… საქართველომ ნატოში შესვლის სურვილი უნდა დაივიწყოს, რუსეთთან რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპასთან ინტეგრაცია, ისიც მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით”, _ განაცხადა ჯონ მირშაიმერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here