მიმდინარე წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარია, რომელიც შარშანდელ ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია, 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
კანადა _ 84% (296 992 ბოთლი), შვედეთი _ 65% (99 832), ჩეხეთი _ 275% (139 560), ყაზახეთი _ 30% (3 264 706), ისრაელი _ 41% (368 899), აზერბაიჯანი _ 8% (181 727), თურქეთი _ 209% (93330), უკრაინა _ 21% (10 558 377), რუსეთი _ 5% (49 064 224), ბელარუსი _ 17% (3 348 501) და ა.შ.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 30,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 57,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).
“ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 310 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე”, _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
interpressnews.ge