Home ახალი ამბები საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის შემდეგ, სტადიონებზე დასწრების უფლება მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის შემდეგ, სტადიონებზე დასწრების უფლება მისცეს

 

საუდის არაბეთში, 2018 წლიდან, ქალებს სპორტულ შეჯიბრებებსა და სტადიონებზე დასწრების უფლებას მისცემენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ.

ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს ოფიციალურად ეკრძალებათ მანქანის ტარება. თუმცა მეფის გადაწყვეტილება სრულ ლიბერალიზაციას მაინც არ ნიშნავს.

ავტომობილების გამოყენებაზე ქალებს ძველებურად კაცების თანხმობა სჭირდებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here