Home რუბრიკები პოლიტიკა სატანის დრამატურგია

სატანის დრამატურგია

საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგებს აშშ და რუსეთი ერთად იმკიან

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეცამეტე გამოშვება

ყველაზე დახვეწილი ტყუილი სატანისა ისაა, რომ იგი არ არსებობს”.

შარლ ბოდლერი

ყველაფერს აქვს თავისი საპირისპირო, რასაც ძალიან ხშირად გამოხატავენ ბერძნული წინსართითანტი”. თვით ღმერთსაც ჰყავს მისი საპირისპრო _ სატანა. ხშირად გაიგონებთ ქრისტეს (მაცხოვრის) საპირისპიროს ხსენებას, რომელსაც ანტიქრისტეს უწოდებენ. ესანტი”, როგორც წესი, შინაარსითაც და ფორმითაც დიამეტრულად განსხვავებულია იმისგან, რის საპირისპიროსაც წარმოადგენს (მაგ: ლამაზი და მახინჯი, მაღალი და დაბალი ..), მაგრამ სხვა მდგომარეობა გვაქვს ქრისტესა და ანტიქრისტეს შემთხვევაში. ისინი, შინაარსით აბსოლუტურად საპირისპირონი, ფორმით ერთნი არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ შინაარსით დაპირისპირებულობას ემატება და ამძაფრებს დიდი ვერაგობა და სიცრუე, რომელიც ფორმით ერთიანობაში (ერთნაირობაში) გამოიხატება და დამაბნეველი ხდება. ანტიქრისტეს უნარი, რომ ქრისტეს გარეგნული ფორმა მიიღოს, მას განსაკუთრებით საშიშ ფენომენად აქცევს, ვინაიდან ამით იგი ადამიანებს თავგზას უბნევს და მათი ადვილად მოტყუებისა და ცდუნების შესაძლებლობას იძენს. ამიტომ არის, რომ ანტიქრისტე საზოგადოებრივ ცნობიერებაში აბსოლუტური ბოროტების სინონიმია, იგი თვით ბოროტებაზე ბოროტი ძალაა.

რამდენიმე ათეული წელიწადია, რაც წარმოუდგენლად გახშირდა საუბარი ანტიძალაზე, ბოლო ჟამზე, აღსასრულის მოახლოებაზე, აპოკალიფსის დადგომაზე, მეორედ მოსვლასა და ა.შ. ახალი აღთქმის ბოლო წიგნში მეორედ მოსვლა საშინელი მოვლენებითაა აღწერილი, რომლებითაც უფალი ცოდვებისთვის დასჯის კაცობრიობას: აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან, გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის _ ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია…” უფრო მეტი საშინელების წარმოდგენა, რაც იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი, შეუძლებელია, მაგრამ არის ერთი საშიშროება, რომელიც უფრო მძიმეა, ვიდრე თვით აპოკალიფსის სურათები. ეს ქრისტეს ნაცვლად ანტიქრისტეს გამოცხადებაა. ეს თვით ბოლო ჟამითაც კი ხალხის მოტყუებაა, რომელსაც მოაქვს აპოკალიფსის საშინელება, მაგრამ არ მოაქვს განწმენდა და განახლება, რომელიც, ბიბლიის მიხედვით, ღვთის სასჯელს უნდა მოჰყვეს: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის და ის დამკვიდრდება მათ შორის. ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ”.

ქრისტეს ნაცვლად ანტიქრისტეს გამოცხადებას აპოკალიფსური საშინელების (ბირთვული იარაღით ამოტრიალებული პლანეტის) მოტანა შეუძლია, მაგრამ განახლებული, განწმენდილი ცხოვრებისა და ღმერთის თანაზიარ (მაღალზნეობრივ) ადამიანთა მოყვანა არ ძალუძს. ამიტომ უნდა გვეშინოდეს არა იმ ძალის, რომელიც გაცხადებულია, ანუ სახეს არ მალავს, სხვა არ არის და სხვად არ გვეჩვენება, დამთრგუნავი ის ძალაა, რომელიც სახეს იცვლის და საკუთარი რაობის საწინააღმდეგოდ წარმოგვიდგება, ანუ ბოროტებაა, მაგრამ სიკეთის სახით გვევლინება. ბოროტებისა და სიცრუის ეს ნაზავი, ანუ სიკეთით შენიღბული ბოროტება არის ბოროტების მაქსიმუმი, რომლის წარმოსახვაც ადამიანებს შეუძლიათ. ამის იქით ფანტაზია წმინდა წერილებშიც კი ვერ მიდის. ახლა ჩამოვაშოროთ ყოველივე ამას მისტიკური და რელიგიური საბურველი და მივიღებთ საშინელ რეალობას, რომელშიც თანამედროვე კაცობრიობას უწევს ცხოვრება…

ადამიანები იმთავითვე ელტვოდნენ სამართლიანობას, სწყუროდათ თავისუფლება და თანასწორობა. ამისთვის იგონებდნენ და ქმნიდნენ კანონებს, მორალურ კოდექსებსა და იმპერატივებს; აყალიბებდნენ რელიგიებს, მაგრამ სულ უფრო ეფლობოდნენ უსამართლობის ჭაობში. მორალი, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმა, სოციუმის ჩამოყალიბების პარალელურად ჩნდება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა იმას, რომ ადამიანები მორალურ კანონებს უყოყმანოდ ემორჩილებოდნენ. პირიქით, ისინი შინაგანად მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ ამ მათსავე შინაგან მოთხოვნებს და ყოველთვის ცდილობდნენ, მოეძებნათ გვერდის ასავლელი გზა იმისა, რის შესრულებასაც სხვებისგან დაჟინებით მოითხოვდნენ. არ შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ, ალბათ, ამ მდგომარეობას გულისხმობდა შოთა რუსთაველი, როდესაც ამბობდა: არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!” მას, როგორც ყველა დიდ მოაზროვნეს, აწუხებდა ადამიანისა და მორალის ურთიერთმიმართების პრობლემა, რომლის შესახებ თეორიული ცოდნა ერთი საკითხია, მაგრამ მეორეა პრაქტიკაში მისი რეალიზება და ამ წესებით ცხოვრება.

მორალის კანონების სწავლა ადვილია, იმ კანონების შესაბამისად ცხოვრება _ ძნელი. გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე იქამდეც მივიდა, რომ 1888 წელს დაწერილ ნაშრომშიანტიქრისტე”, რომელიც პირველად 1995 წელს გამოქვეყნდა, ჭეშმარიტი ქრისტიანების არსებობა საერთოდ უარყო და განაცხადა: “ერთადერთი ქრისტიანი იესო იყო, რომელიც ჯვარცმით აღესრულა. მას შემდეგ ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა, მაგრამ მათ შორის ჭეშმარიტი ქრისტიანი არავინ ყოფილა”.

ნიცშე აქ რომ ჩერდებოდეს, მისი სულისკვეთება, ასე თუ ისე, გასაგები იქნებოდა, მაგრამ იგი ძალიან შორს წავიდა. მან ქრისტიანობის დადანაშაულება დაიწყო: ქრისტიანობამ ყველა ღირებულება გააუფასურა და მათგან სიცრუე შექმნა, ყველა სიწმინდე კი სიმდაბლედ აქცია. ღვთის წინაშე სულთა თანასწორობა სიყალბეა”. საშინელი განცხადება და უმძიმესი ბრალდებაა, მაგრამ ნიცშე არც ამაზე ჩერდება. იგი ქრისტიანობას განსაზღვრავს, როგორც ყველა სუსტისა და ხელმოცარულის მიმართ თანაგრძნობას, რომელიც მისი ამ დამოკიდებულებით უპირისპირდებაძლიერი ადამიანისფენომენს და მის ნაცვლად უმაქნისი ადამიანის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რითაც დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს მასებზე”. საბოლოო ჯამში, “ადამიანს ძალას აკარგვინებს და ქანცს აცლის”. რელიგიური რწმენა მან “ჭეშმარიტების ცოდნის სურვილის უქონლობაში” დაადანაშაულა და ბოლოს ყოველივე ამას მკრეხელობით აღსავსე დასკვნაც მოაყოლა: ქრისტიანობას მე ვუწოდებ ერთიან, უზარმაზარ წყევლას; ერთიან, შინაგან გახრწნას; ერთიან, დაუძლეველ ინსტინქტს შურისძიებისა, რომლისთვისაც არანაირი საშუალება არ არის საკმარისად შხამიანიმე მას ვუწოდებ ერთიან, უკვდავ, სამარცხვინო ლაქას კაცობრიობისა”.

მართლაც შემაძრწუნებელი მსჯელობაა არამხოლოდ მორწმუნისთვის, არამედ სრულიად ურწმუნო ადამიანისთვისაც კი. ეს ყველაფერი იმიტომ მომაქვს განსახილველად, რომ შეგახსენოთ, რის გამო იქცა ნიცშე ადოლფ ჰიტლერის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ქვაკუთხედად და უმთავრეს საყრდენად, ანუ შეგახსენოთ ის, საიდან მოდის, რას ეფუძნება და როგორ ჩნდება ფაშიზმი. აქვე უნდა ვთქვა იმის შესახებაც, რომ ჰიტლერს ნიცშე (განსაკუთრებით, “ზეკაცის” იდეა) დამახინჯებულად ესმოდა. ნიცშეს ზეკაცი არც ჰიტლერია და არც მუსოლინი, რომელთა არგუმენტები “დუბინკა” და “პისტოლეტია”, ნიცშეს ზეკაცი ადამიანის თავხედური აღვირახსნილობა კი არ არის, მისი თავისუფალი ბუნების ზეიმია, ხანგრძლივ ევოლუციურ პროცესში შობილი მოაზროვნე, შემოქმედი და ინტელექტუალია, რომელიც ამ თვისებათა მუდმივი განვითარებისა და ერთარსებაში აკუმულირების შედეგად დაუმარცხებელი ხდება.

თუმცა ჩვენი დღევანდელი მსჯელობისთვის არ არის აუცილებელი ნიცშეს ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ შრეებში ასე ღრმა წვდომა, ჩვენთვის საკმარისია იმის გააზრება, რა პრაქტიკულ შედეგებში ვლინდებოდა ის თეორიული და ფილოსოფიური წანამძღვრები, რომლებიც, როგორც “თავისუფალი აზროვნების” პროდუქტი, დასავლეთში საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა.

იტალიელი იურისტი და სოციოლოგი გაეტანო მოსკა ნაშრომში “მმართველი კლასი” მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ავითარებდა თეორიას, რომლის მიხედვით ყველა საზოგადოებაში “არაორგანიზებულ უმრავლესობაზე” დომინანტური მდგომარეობა ექნება “ორგანიზებულ უმცირესობას”. ფრანგი ნაციონალისტი და რეაქციონერი მონარქისტი შარლ მორასი კი პროპაგანდას უწევდა ე.წ. ინტეგრალურ ნაციონალიზმს და ნაციას “ორგანული ერთიანობისკენ” მოუწოდებდა. მორასი არ ენდობოდა, როგორც თვითონ უწოდებდა, “საყოველთაო ნების დემოკრატიულ მისტიფიცირებას” და საუკეთესო ლიდერად ყოვლისშემძლე მონარქს მიიჩნევდა. გერმანელმა ფაშისტებმა მორასის “ინტეგრალური ნაციონალიზმის” იდეალიზება მოახდინეს, მაგრამ გამოაცალეს მას მონარქიზმის სული და ფიურერის თარგზე მოჭრეს და შეკერეს.

ფაშიზმის, როგორც სოციალური მიმართულების, ჩამოყალიბებაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შოტლანდიელმა თომას კარლეილმა, რომლის იდეები შემდგომში განავითრა რასიზმის ერთ-ერთმა გამოჩენილმა იდეოლოგმა, ინგლისური წარმოშობის გერმანელმა სოციოლოგმა ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენმა. ყველა იდეოლოგის ჩამოთვლა, რომლებმაც ნაციზმისა და ფაშიზმის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს, შორს წაგვიყვანს. ამის გარეშეც ნათელია, რომ ეს უსაშინელესი მოვლენა ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა, იგი დასავლური ფილოსოფიით, სოციოლოგიითა და ფსიქოლოგიით იყო ნაკვები. დღესაც იგივე მეორდება.

ფაშიზმის დამარცხებისა და ნიურნბერგის ისტორიული პროცესიდან, სულ რაღაც, სამოცსამოცდაათ წელიწადში ნაციზმმა და ფაშიზმმა საკმაოდ მძლავრად წამოჰყვეს თავი არამხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც. ეს ძველი, საშინელი მოვლენა თანამედროვე პირობებში ახალ სახეს და ახალ შინაარსს იძენს. ერთერთი პოპულარული მიმართულებაა .. Atomwaffen Division  (ბირთვული იარაღის დივიზია), რომელიც, როგორც ნეოფაშისტური მოძრაობა, აშშში 2015 წელს აღირიცხა. ამ ორგანიზაციას, რომლის გაცხადებულ მიზანსაცკაცობრიობის დიდებული აღსასრულიწარმოადგენს, სამწუხაროდ, ფილიალები აღმოაჩნდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, უკრაინაში, რუსეთში. ალბათ, სხვაგანაც

ზემოთ ვთქვი, ანტიქრისტეს მოვაშოროთ მისტიკური და რელიგიური საბურველი და მივიღებთ საშინელ რეალობას, რომელშიც თანამედროვე კაცობრიობას უწევს ცხოვრება-მეთქი. ჩვენი თაობა მოწმეა ანტიქრისტეს აღზევებისა. ერთპოლუსიანი მსოფლიო სწორედ ამას ნიშნავს. ეს ვაშინგტონის (ანტიქრისტეს) სამეფოა, რომლის იდეოლოგიას ორი უმთავრესი მიმართულება აქვს:

1. კაცობრიობის მიერ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ღირებულებათა ნგრევა და დევალვაცია მათი ანტიმიმართულებების გავრცელებითა და პროპაგანდით;

2. საკუთარი გამორჩეულობის კულტის დანერგვა მსოფლიოში.

ორივე ეს მიმართულება წმინდა წყლის ფაშიზმია, ვინაიდან ფაშიზმის განმარტებაში მთავარი ცნებები სწორედ საკუთარი გამორჩეულობა და სხვათა შეუწყნარებლობაა. უბედურება კი ის არის, რომ აშშ-ის იდეოლოგია მხოლოდ ფაშიზმით არ შემოიფარგლება. ფაშისტები ფაშისტობას არ მალავენ. გერმანული ფაშიზმი არ იყო შენიღბული, ის დაუფარავად აცხადებდა იმას, რასაც აკეთებდა და რასაც გეგმავდა. ამერიკელები კი ინიღბებიან. ისინი აცხადებენ, რომ იდეოლოგია საერთოდ არ გააჩნიათ, ვინაიდან ყველაფერი შეუზღუდავ თავისუფლებასა და აბსოლუტურ დემოკრატიას ეფუძნება, რაც სრული სიცრუეა, რადგან ამ ლოზუნგებს მიღმა დგას ძალმომრეობის აქამდე არნახული მონსტრი, სრული პოლიციური სახელმწიფო, ათასგვარი სპეციალური სამსახურებითა და მსოფლიოზე ტოტალური კონტროლის ჯოჯოხეთური მექანიზმებით, “გუანტანამოსადააბუ გრეიბისმთელი შემზარავობით. თქმა იმისა, რომ აშშ ფაშისტური სახელმწიფოა, რეალობის სრულ სურათს არ იძლევა. აშშ, იმასთან ერთად, რომ ფაშისტური სახელმწიფოა, სატანური სახელმწიფოა, ანუ მასში ანტიქრისტეს (სხვა ფორმა, სხვა შინაარსი) მეუფებაა. აშშში ანტიქრისტე ბორგავს და არ მოისვენებს ვიდრე მოწინააღმდეგეებს ხედავს. მათი მთავარი სამიზნე რუსეთია. ისინი დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც მოქმედებენ, ყველგან რუსეთს ებრძვიან. ამ მიზნით დაძვრებიან პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. მათ უკრაინელ ხალხის ერთ ნაწილში რუსეთისა და რუსების მიმართ ისეთი წარმოუდგენელი მასშტაბის სიძულვილი გააღვივეს, რომ საქმე ომამდე მიიყვანეს შემდეგ კი ჭეშმარიტად სატანურიპერფორმანსებიწარმოგვიდგინეს: დონეცკი, ლუგანსკი, ბუჩა, კრამატორსკი

საკუთარი მოსახლეობის ფარად გამოყენება, შემდეგ მათი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ასობით საბავშვო ეტლის გამოფენა იმის დასტურად, რომ რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე თურმე ბავშვებს ხოცავს. ეს ყველაფერი დასავლეთის მიერ უკრაინაში გათამაშებული შემზარავი ფარსის შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც ადამიანური წარმოსახვის ფარგლებს სცდება და სატანის დრამატურგიაში გადადის. დასავლური მედია სწორედ ამ დრამატურგიის მიხედვით წარმოგვიდგენს დეზინფორმაციული სპექტაკლის გაუთავებელ სერიალს, რომელშიც ერთ “ანტიგმირზე” (პუტინი) “ნამდვილ გმირთა” მთელი პლეადა (ზელენსკი, ბაიდენი, ჯონსონი, მაკრონი, შოლცი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვ.) მოდის. კოლექტიური დასავლეთის პროპაგანდის მიერ სიცრუის ტირაჟირებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საკუთარი სიცრუე თვითონვე დაიჯერეს და ვირტუალურ სამყაროში ჩაიკეტნენ. ზელენსკიმ ამას წინათ გაოცებულმა თქვა: “ევროპის ერთერთი სახელმწიფოს მეთაურმა ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ამ ფაქტის მტკიცებულებები მომთხოვა”. დაიბნა და გაცხარდა უკრაინის პრეზიდენტი: მე ხომ ვთქვი და ჩემს ნათქვამს მტკიცებულებები რაში სჭირდებაო?! გაიგეთ? ადამიანი მიჩვეულია, რომ მის მიერ ნათქვამ ნებისმიერ სიცრუეს დასავლური მედია, ყოველგვარი დაეჭვებისა და ყოყმანის გარეშე, ყოველგვარი მტკიცებულების მოთხოვნის გარეშე, ელვის სისწრაფით ავრცელებს. მთავარია, რომ ზელენსკიმ სიცრუის შეთხზვა არ დააგვიანოს, თორემ გავრცელებას წინ რა უდგას, აგერ დასავლეთი და აგერ მათი სიცრუის ტირაჟირებას მანქანა, რომელშიც, რასაც ჩაჰყრიან, ყველაფერს ისეთი ენერგიით ფქვავს, როგორც ელექტროწისქვილი _ ხორბალს. ჰოდა, შეწუხდა ადამიანი: ჩვენ შორის ისეთი გარეწარიც აღმოჩნდა, რომელმაც მტკიცებულებები მომთხოვაო. როგორც შემდეგ გაირკვა, ის “გარეწარი” უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ყოფილა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვინც უნდა მოითხოვოს მტკიცებულებები, დასავლეთი ყოველთვის გაოცებული დარჩება, რადგან მათ ერთადერთი მტკიცებულება აქვთ _ მედიის მიერ მრავალჯერ გამეორება იმისა, რაც ბუნებაში არ არსებობს, რაც არასოდეს მომხდარა და რაც წმინდა წყლის სიცრუეა. დასავლური მედიის ჯადოქრობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სიცრუეს იქამდე იმეორებს, სანამ მასჭეშმარიტებადარ აქცევს.

დიდი ხნისწინანდელი ამბავი მახსენდება: ერთ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას, ქალბატონს, რომელიც საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე გავრცელებული თვალსაზრისის შესაბამისად ალაპარაკდა, ავუხსენი, რომ პოლიტიკური ტრაფარეტი, რომელსაც იგი ეყრდნობოდა, რეალობისგან შორს იდგა. როდესაც მიხვდა, რომ სიცრუეზე აგებული მისი შაბლონური აზროვნება ისტორიულ არგუმენტებსა და ლოგიკას ვერ უძლებდა, ქალურად მოისაწყლა თავი და ისეთი გასაოცარი რამ მითხრა, არასოდეს არ დამავიწყდება: მაცხოვრეთ ჩემს სიცრუეში, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ”. იმ სიცრუესთან შეგუეება, რომელიც გამყარებულია პრესით, რადიოთი, ტელევიზიით, გაბატონებულია პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოების დიდ ნაწილში, როგორც ჩანს, ადამიანებს იმ დონის ცხოვრებისეულ კომფორტს უქმნის, რომ სიმართლის გაგების სურვილსაც კი აკარგვინებს.

დასავლეთმა კარგად დაამუშავა ადამიანთა მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ფსიქოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური მექანიზმები. ფსიქოლოგიის ერთი საინტერესო მიმართულება _ ბიჰევიორიზმი _ ფსიქიკას განიხილავს ქცევათა ერთობლიობად, რომელთა შეძენა და გამოცდილების დონეზე შენახვა ადამიანებსა და ცხოველებში თურმე ერთნაირად მიმდინარეობს. მათ შექმნეს მთელი რიგი მექანიზმები ფსიქიკაზე ძალადობისა, რომელთა გამოყენებითაც ინდივიდი ადვილად იმართება, საზოგადოებრივი აზრი კი, შესაძლებელია, ცომივით მოზილო და, რა ფორმასაც მოისურვებ, ის ფორმა მისცე. რუსეთი, რომელსაც, ერთი მხრივ, აუცილებლობა შეუქმნეს იმისა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოეწყო, მეორე მხრივ კი, სიცრუისა და დეზინფორმაციის მთელი დასავლური მონსტრი მის წინააღმდეგ აამუშავეს, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ცხოვრების ამრეკლავი ეკრანი, რომელსაც ტელევიზორი ჰქვია, სინამდვილეში იმ მრუდე სარკედ აქციეს, რომელშიც მოვლენები დეფორმირებულად აისახება და თეთრს შავად, შავს კი თეთრად აჩენს. ასე იხატება, ერთი მხრივ, რუსეთის, როგორცჯალათისა და მსოფლიო აგრესორის”, მეორე მხრივ კი, კოლექტიური დასავლეთის, როგორცჩაგრულთა მფარველის დემოკრატიული და ცივილიზებული სახე”. ჩნდება შეკითხვა: ეს საინფორმაციო ჟონგლიორობა უშველის დასავლეთს? ალბათ, ვერ უშველის, ვინაიდან ისტორიულ პროცესთა კანონზომიერებას პოლიტიკურ მეძავთა და ცალტვინა ჟურნალისტთა მიერ ატეხილი ალიაქოთი ვერ შეაკავებს. იმ მოვლენის უკან, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, სხვა ისტორიული პროცესები იკვეთება. ეს არც მხოლოდ რუსეთუკრაინის ომია და, სხვათა შორის, არც მხოლოდ რუსეთამერიკის. ეს მსოფლიო კაპიტალიზმის კრიზისია. უფრო ზუსტად, ეს კაპიტალიზმის ომია საკუთარ თავთან, რომელიც სასიკვდილო აგონიაშია და ბორგავს. მეტსაც გეტყვით: ეს არამხოლოდ ამერიკული, არამედ რუსული კაპიტალიზმის კრიზისიცაა, ეს მისი რღვევის დასაწყისია, რადგან რუსეთისთვის ახლა თვით აშშსა და კოლექტიურ დასავლეთზე დიდი მტერი რუსული კაპიტალიზმია, ვინაიდან ამ ვითარებაში ამერიკული ცხოვრების წესი თავისუფლად იჭრება ქვეყანაში, რასაც უდიდესი რაოდენობით შემოაქვს რუსეთის ერთიანობის დამანგრეველი იდეოლოგიური ნაგავი, რომლის შედეგად იგი სისტემური კრიზისის წინაშე დგება. დანაშაულის შედეგებს, რომელიც მეოცე საუკუნის დასასრულს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს, რუსეთი და აშშ ახლა ერთად იმკიან. იმ საშინელი მოვლენის გამო, რომელმაც უამრავი სისხლი და ცრემლი მოიტანა, ამერიკელებსა და რუსებს თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა. იქით რეიგანი, ბუში და მათი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები თუ მოქმედებდნენ, აქეთ გორბაჩოვი, ელცინი, შევარდნაძე, იაკოვლევი და სხვებიიღვწოდნენსაბჭოთა კავშირის დასანგრევად.

საბჭოთა კავშირის დაშლაზე მეტი დანაშაული ღირებულებათა მიუტევებელი ნგრევა იყო, რომელიც რუსეთში დღემდე გრძელდება. დასავლეთის წინაშე მონური თავის დადრეკა, რუსეთს ისე ძვირი დაუჯდა, რომ ყოფნა-არყოფნის პრობლემას შეეჯახა. მისი ბედი დღესაც იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა იგი ამ უთანასწორო ომში გამარჯვებას, რომელშიც ასე ვერაგულად, ასე მუხანათურად და დაუნდობლად ჩაითრიეს. მხოლოდ სამხედრო ძალით გამარჯვების გარდა, დღეს რუსეთისთვის ყველა სხვა გზა მოჭრილია. ნატოს წევრი ოცდაათი სახელმწიფო და მათ მიტმასნილი უთავმოყვარეო ქვეყნები ტანკებით, თვითმფრინავებით, რაკეტებით, ფინანსებით, მედიასაშუალებებით, უბინძურესი ჟურნალისტების მთელი არმიითა და მათ მიერ მსოფლიოსთვის თავსმოხვეული სიცრუისა და უტიფარი ცილისწამების ნიაღვარით დაიძრა ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთისთვის ეს ომი დიდი სამამულო ომის გაგრძელებაა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალინიურნბერგის პროცესითდამთავრდება, რომელზეც ზელენსკი და მისი ბანდა მეორეხარისხოვან დამნაშავეებად წარდგებიან, მთავარ დამნაშავეთასაპატიო ადგილებზეკი იმ მსოფლიო მნიშვნელობის ბობოლებს ვიხილავთ, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ანტიქრისტეს ხატს ქმნიდნენ და ეთაყვანებოდნენ. ეს უდიდესი პროცესი იქნება, ვინაიდან იგი მხოლოდ დამნაშავეებს არ გადაიყოლებს, მსოფლიო კაპიტალიზმმა, როგორც მშრომელი მასების ექსპლოატაციის უსაზიზღრესმა ფორმამ, შესაძლებელია, არსებობა სწორედ ამ პროცესით დაასრულოს.

P. S. აშშ, როგორც ჩანს, აგონიური კრუნჩხვები დაეწყო. რუსეთთან, მართალია, გამოუცხადებელ, მაგრამ ფაქტობრივ ომში ჩართული სახელმწიფო ჩინეთთან საომარ ფლირტს იწყებს და ტაივანში წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს, რომელსაც ჩინელები დაუფარავი აგრესიით ხვდებიან: “თუკი აშშ თავისას არ დაიშლის, ჩინეთი მას თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უმკაცრეს პასუხს გასცემს. აქედან გამომდინარე, ყველა მოსალოდნელ შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად აშშ დაეკისრება. პეკინი კატეგორიული წინააღმდეგია აშშის ნებისმიერი სახის ოფიციალური კონტაქტისა ტაივანთან. ვაშინგტონმა უნდა გააუქმოს პელოსის ვიზიტი”.

1 COMMENT

  1. აბსოლიტურად გეთანხმებით: რუსული კაპიტალიზმი უფრო დიდი მტერია რუსეთის, ვიდრე ამერიკული!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here