Home ახალი ამბები სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისში, ხორავას  ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ახალი მტკიცებულება წარადგინა  – ნივთიერი მტკიცებულებების ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსამართლემ დასაშვებად ცნო.

საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის თქმით, სასამართლოს წინაშე წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

„ცალსახად ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, სწორედ დაკავებულებმა ჩაიდინეს”,- განაცხადა  პროკურორმა

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here