Home რუბრიკები პოლიტიკა სანახაობა პურის სანაცვლოდ _ ხელისუფლებამ მრავალშვილიან დედებს ელტონ ჯონი არჩია!

სანახაობა პურის სანაცვლოდ _ ხელისუფლებამ მრავალშვილიან დედებს ელტონ ჯონი არჩია!

1974
პური არ ჩაყაროთ

არ არსებობს დიდი და მცირე ჯამაგირი. არსებობს მხოლოდ დიდი და მცირე მადა. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი _ კაცს”… ჭაბუა ამირეჯიბის ერთერთი გენიალური სენტენციის ვიზუალური სურათია ის, რაც დღეს ბორჯომის საკრებულოში ხდება და არა, უბრალოდ, პოლიტიკური კრიზისი, როგორც ეს მავანთ სურთ, წარმოგვიჩინონ.

იქნებ პოლიტიკური კრიზისიც აშკარაა, მაგრამ, უპირველესად _ ზნეობრივი, დაკარგული სინდის-ნამუსის… უტიფრობა-უსირცხვილობიდან გამომდინარე, ადამიანური სახის დაკარგვის კრიზისია ის, რომ ათასობით ლარი არ გყოფნის ქვეყანაში, სადაც პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია _ 180 ლარი და ამიტომ ღამღამობით თუ დღისით, მზისით ნაგვის ურნებში იქექებიან სიბერეგამწარებული ჩვენი ბებია-ბაბუები.

მხოლოდ თბილისში იმდენი მათხოვარია, რომ ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, მაგრამ გაზულუქებული სახელმწიფო მოხელეეების შავი ჯიპების დაბურული მინებიდან არ ჩანს, ეკლესიების, მაღაზიების, მეტროპოლიტენის სადგურების, მიწისქვეშა გადასასვლელების შესასვლელგამოსასვლელ, ჩასასვლელამოსასვლელებთან რამდენი ხელგამოწვდილი, ცხოვრებისგან გარიყული ზის.

ძალიანაც რომ გინდოდეს, ყველას ვერ გასწვდები, ამიტომ ჩავლილს გაბოროტებულმა ზურგს უკან შეიძლება წყევლაც მოგაყოლოს. შენ კი, უილაჯობის ბოღმისგან გულგასიებული, ხმას ვერ იღებ და ცდილობ, იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გაეცალო.

ამ ფონზე მავანთა ასტრონომიული ხელფასები უაზროს ხდის ჭაბუა ამირეჯიბის შეგონებას, რომელიც წერილის დასაწყისში ვახსენე; ხოლო ამ ყველაფრის გულგრილად ყურებას, პოლიტიკური კრიზისი კი არა, უფრო მარტივად და ხალხისთვის გასაგებ ენაზე ღორობა და ღორიშვილობა ჰქვია.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადგილობრივი თუ საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი უმრავლესობის ერთ-ერთი დაპირება იყო ის, რომ ხელისუფლება უარს იტყოდა ყბადაღებულ პრემიებზე, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიას მხოლოდ სახელი შეუცვალეს და ხელფასის დანამატი უწოდეს. აგერ, ახლახან კი, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქალაქის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ მასხრად აგვიგდო _ თბილისის მერიის თანამშრომლების ხელფასებში აისახა ის თანხები, რომლებსაც ადრე პრემიები და ხელფასის დანამატები ერქვა, ანუ ხელფასები გაიორმაგეს და ურცხვად გამოგვიცხადეს, ამიერიდან აღარც პრემიებს გამოვიწერთ და აღარც დანამატებსო(?!).

მსგავსი პროცესი უხმაუროდ მიდის სრულიად საქართველოს მუნიციპალიტეტებშიც, უხმაუროდ, რადგან, პარლამენტისა არ იყოს, საქართველოს მასშტაბით “ქართულ ოცნებას” ყველა მუნიციპალიტეტში კონსტიტუციური უმრავლესობა ჰყავს.

ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ ბორჯომის საკრებულოა, რომლის უმრავლესობაშიც ოპოზიციური პარტიებია და “პოლიტიკური კრიზისიც” ამან გამოიწვია.

სინამდვილეში კი აი რა არის “პოლიტიკური კრიზისი”:

მუნიციპალიტეტის მერი, ნაცვლად 2650 ლარისა, 3450 ლარს ითხოვს, პირველი მოადგილე, 2000 ლარის ნაცვლად _ 2400-; მერიის სამსახურების უფროსები, ნაცვლად 1550 ლარისა _ 2000 ლარს და ..

ამ ყველაფერს კი, როგორც ზემოთ ვთქვი, ღორობა ჰქვია!

ახლა, ბორჯომის საკრებულოს “პოლიტიკურ კრიზისს” შევეშვათ და ყურადღება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკურ-ზნეობრივ კრიზისზე გადავიტანოთ… ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო აშკარა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.

თუმცა, რაღა წინაშე?!

ნაგვის ურნა

დემოგრაფიულ კატასტროფაში ვიმყოფებით და ქართველი ერის თვითმკვლელობას არხეინად ვუყურებთ. ცნობილი დემოგრაფის, ანზორ თოთაძის, გათვლებით, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, სულ რაღაც 30-40 წელიწადში ქართველი ერი პრაქტიკულად აღარ იარსებებს და ჩვენს მიწაწყალს უცხოტომელები დაეპატრონებიან.

მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა _ ორი წელიწადია, დემოგრაფიული ვითარების მხრივ განსაკუთრებით მძიმე რეგიონებში (გურია, სამეგრელო, ზემო და ქვემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, კახეთი) ხორციელდება პროექტი, რომლის მიხედვით ყოველ მესამე და მომდევნო შვილზე 2 წლის განმავლობაში ბარსა და მთაში გაიცემა დახმარება, შესაბამისად, 150 და 200 ლარის ოდენობით.

ანზორ თოთაძის აზრით, საქართველოში დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად დაახლოებით 500 მილიონი ლარია საჭირო, რისიაწევაცსახელმწიფო ბიუჯეტს გაუჭირდებაო. აქ კი თავს უფლებას მივცემ და ნაწილობრივ არ დავეთანხმები ბატონ ანზორს:

თუ 12-13-მილიარდიანი ბიუჯეტიდანსულ რაღაც” 500 მილიონის გამოყოფაზე უარს ამბობს სახელმწიფო (დიახ, სულ რაღაც, რადგან საქმე ქართველი ერის ყოფნაარ ყოფნას ეხება და აქ დიდ და მცირე თანხაზე საუბარი არ შეიძლება) დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მაშინ გაუგებარია ბორჯომის საკრებულოსპოლიტიკური კრიზისი”.

ასევე ვერ გავიგე, რატომ ჩათვალა კახი კალაძემ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად, როდესაც ის რეალურად მათხოვრებით სავსე ქალაქია?! ვერც ის, რა აუცილებლობას წარმოადგენდა იტალიიდან 3-მილიონლარიანი საახალწლო განათების ჩამოტანა _ რა, შარშანდელი ცუდად გაანათებდა რუსთაველის პროსპექტს?!

ამ უაზრო ხარჯების ფონზე, სასაცილოა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით ყოველ მეოთხე შვილზე _ 20 ლარის, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 10-10 ლარის დახმარება გაიცემა.

როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, კანონპროექტი დაახლოებით 12 ათას ოჯახს შეეხება, თუმცა ვიცით, რომ ეს ძალიან ცოტააო…

ზემოთ უკვე ვთქვით კახი კალაძის მიერ საახალწლოდ “გასროლილი” 3 მილიონი ლარის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ, რუსთაველის პროსპექტის სიკაშკაშით დაბრმავებულებს, ვეღარ დაგვენახა, რომ თბილისი, სიცოცხლით სავსე კი არა, მათხოვრებით სავსე ქალაქია.

დაბრმავებასთან ერთად, ამჯერად დაყრუებასაც გვიპირებენ. ანუ, თუ ნაცები ტოტო კუტუნიოებს ატენიდნენ მილიონებს, ქოცები რობი უილიამსის უკანალს გვაცქერინებდნენ; ახლა კი, ამ ზაფხულს, როგორც ამბობენ, “სულ რაღაც” 3 მილიონ ლარად მისტერ (თუ მისის), სერ ელტონ ჯონის ჩამოყვანას აპირებენ ქობულეთის საკონცერტო დარბაზში _ გაცხადებულ-გათხოვილი პედერასტის. იქნებ იმიტომაც, რომ ქართველ ახალგაზრდებს აჩვენონ წარმატებული ჰომოსექსუალის მოდელი?!

ეს _ ლირიკული გადახვევა ცნობისთვის, თორემ ჩვენ სულ სხვა რამ გვაინტერესებს…

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან საახალწლოდგასროლილსამ მილიონს ამ ზაფხულს ლგბტთა სიამაყე ელტონ ჯონის ჩამოსაყვანადგასასროლი” 3 მილიონი დავუმატოთ და დავიანგარიშოთ, ექვს მილიონად რამდენი ახალშობილი ბავშვის დაფინანსება შეიძლება. მარტივი არითმეტიკაა:

თუ თვეში მხოლოდ 20 ლარს ვიანგარიშებთ ერთ ახალშობილზე, წელიწადში 240 ლარი გამოვა. 12 369 ოჯახზე (საქართველოში ამდენი ოჯახში ცხოვრობს ოთხი და მეტი არასრულწლოვანი) კი ეს თანხა წელიწადში თითქმის 3 მლნ იქნებოდა, მაგრამ, თუ ზემოთ ნახსენები 6 მილიონი გვექნებოდა, 12 369 მრავალშვილიანი ოჯახის დაფინანსება ორჯერ გაიზრდებოდა, მაგრამ ელტონ ჯონ-კახი კალაძის ერთობლივი 6-მილიონიანი პროექტი მერე?

და ვინ იცის, რამდენი ასეთი უაზროდ “გასროლილი” ან “გასასროლი” თანხის მოძიება შეიძლება ჩვენს გაჭირვებულ საქართველოში. რომელი ერთი ჩამოვთვალო… თუნდაც გავიხსენოთ პარლამენტართა თუ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა ძვირად ღირებული ვითომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მივლინებები საზღვარგარეთ. სინამდვილეში ისინი ხომ ევროამერიკულიშოპინგტურებია”, როცა თვითმფრინავებში მხოლოდ ბიზნესკლასს ირჩევენ და სასტუმროებს ხუთვარსკვლავიანზე ნაკლებს არ კადრულობენერთი სიტყვით, მსგავს ხარჯებზე უარის თქმა, თუ არ აგვაშენებს, იმდენს მაინც იზამს, რომ საქართველოში არავის შიოდეს, არავის ციოდეს და არავინ იყოს უსახლკარო. ეს კი იმაზე გაცილებით ძვირფასია, ვიდრე თუნდაც ჰომოსექსუალი ელტონ ჯონის კონცერტი.

ვიცი, ისეთებიც გამოჩნდებიან, რომლებიც დამამუნათებენ: რა ვქნათ ახლა, რადგან ამდენი პრობლემები გვაქვს, აღარც ვიმღეროთ, აღარც ვიცეკვოთ, აღარც ახალი წელი ვიზეიმოთო?

რა თქმა უნდა, ცხოვრება, ნებისმიერი გაჭირვების მიუხედავად, გრძელდება, მაგრამ არსებობს ასეთი ცნებასახელმწიფო პრიორიტეტი”, ანუ ხელისუფლების უპირველესი საკეთებლის განსაზღვრა და ამ გზით სიარული, ამიტომ ერმაც და ბერმაც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მცირეთა სიცილი მრავალთა ტირილმა არ გადაფაროს.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here