ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთრ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
გვარამიას ინფორმაციით, საზმაუს ბორდის ერთ-ერთი წევრი 5 თვე ხელფასს, უკანონოდ იღებდა.
“საზმაუს ბორდის ყოფილი წევრი 5 თვე უკანონოდ იღებდა ხელფასს. ბუღალტერს შეეშალაო, საზმაუს ბორდმა. შესაძლოა, მაგრამ იმ ბორდის წევრმა არ იცოდა, ვადა რომ გაუვიდა და ხელფასი არ ეკუთვნოდა?
მორალისტი და პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი იყო ის ბორდის წევრი, 5 თვე ხელფასს უკანონოდ რომ იღებდა და ახლა მითვისებული 13 ათასი ლარის სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნება მოუწევს” – წერს ნიკა გვარამია.