Home სხვადასხვა დაიჯესტი სააკაშვილი ქართველებისგან როგორც კურდღელი გარბის, რომ ციხეში არ ჩასვან, უკრაინელებს კი, უკრაინის...

სააკაშვილი ქართველებისგან როგორც კურდღელი გარბის, რომ ციხეში არ ჩასვან, უკრაინელებს კი, უკრაინის სიყვარულის შესახებ ატყუებს

884
უკრაინელი დეპუტატი და „რადიკალური პარტიის“ ლიდერი: ოლეგ ლიაშკო
უკრაინელმა დეპუტატმა და „რადიკალური პარტიის“ ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მალტაში „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილი დარეგისტრირებული იყო როგორც საქართველოდან დელეგატი. მისი თქმით, „სააკაშვილისთვის უკრაინა მხოლოდ ტერიტორიაა, სადაც ის ქართულ მართლმსაჯულებას ემალება“.

„მალტაში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე სააკაშვილი დარეგისტრირდა როგორც საქართველოდან დელეგატი. რა მატყუარაა! ქართველებისგან როგორც კურდღელი გარბის, რომ ციხეში არ ჩასვან მკვლელობებისა და კორუფციისთვის, ხოლო უკრაინელებს უკრაინის სიყვარულის შესახებ ატყუებს“, – დაწერა ოლეგ ლიაშკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მალტაში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

„მე პატივი მაქვს ორ ფრონტზე ვიბრძოდე. საქართველოში მე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარე და უკრაინაში სწრაფად მზარდი პარტიის ლიდერი ვარ. თუმცა, დღეს მე აქ საქართველოს წარმოვადგენ და საქართველოზე მინდა ვისაუბრო“. – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here