Home რუბრიკები საზოგადოება “რუსთავი 2” სოდომიის პროპაგანდას იწყებს

“რუსთავი 2” სოდომიის პროპაგანდას იწყებს

1602

ტელეკომპანიარუსთავი 2” “სექსუალურ უმცირესობებზესპეციალურ თოქშოუს აკეთებს, რომელსაც გეი და ლესბოსელი წამყვანები ეყოლება. შესაბამისი განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მცირე ხნის წინათ მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაცემაში, რომელსაც შემეცნებითი ხასიათი ექნება, ძირითადად, ლგბტ პირებს მიიწვევენ. გვარამიას თქმით, ჰომოსექსუალიზმის თემის ასეთ ფორმატში მიწოდება, “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვალსაზრისით, გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე, უბრალოდ, მათ უფლებებზე საუბარი. თოქშოუს ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, როგორც კულუარებში საუბრობენ, სპეციალური ჯგუფი ამ თემაზე უკვე მუშაობს.

რუსთავი 2”-ის შემოქმედებითი ჯგუფისექსუალური უმცირესობებისპროპაგანდისტულ კამპანიას იწყებს და ამისთვის ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან საშუალებებს მიმართავს. ნიკა გვარამია არც მალავს და განცხადებებში ნათლად მიანიშნებს, რომ არხი თავის პროპაგანდისტულ პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს, კონკრეტულად, როგორ და რა ფორმით, არ ამბობს, მაგრამ დასავლეთში დიდი ხნის წინათ აპრობირებული ანალოგიური მედიაპროექტები გარკვეული დასკვნების საფუძველს ამთავითვე იძლევა. რა ცვლილებებსა დასაგანმანათლებლოპროცესებზეა გათვლილი რეალურად აღნიშნული თოქშოუ, რას ნიშნავსულტრალიბერალურიგაგებითსაზოგადოების ცნობიერების ამაღლებადა რა ინტერესი დგას სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან, _ ამ საკითხებზე სასაუბროდსაქართველო და მსოფლიოკომენტარისთვის საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა.

გივი სიხარულიძე
გივი სიხარულიძე

უმცირესობებისთვის სპეციალური გადაცემების მომზადება ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ  გალაშქრებაა

გივი სიხარულიძე, მსახიობი:

_ უმცირესობებისთვის სპეციალური გადაცემების მომზადება ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ გალაშქრება და ღმერთის გმობაა, თუმცა არ მიკვირს. რატომ არ მიკვირს, იცით? იმიტომ, რომ ქართველებმა, დიდი ხანია, სული გავყიდეთ. აი, ეს არის დღეს სამწუხარო რეალობა და ის საქართველო, რომელიც ასეთ რაღაცებს უყურებს ტელეეკრანზე, მის წინააღმდეგ არ აღდგება და რევოლუციას არ მოაწყობს, დაღუპულია.

_ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას” _ “რუსთავი 2”- რას ეტყვით?

_ “რუსთავი 2” გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაა?

_ ყოველ შემთხვევაში, ასე უწოდეს მათ თავიანთ თავსვარდების რევოლუციისშემდეგ.

_ ჩემი აზრით, ის ქვეყანა, რომელიც “რუსთავი 2”-ს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად თვლის, მკვდარია. ჩვენ ხალხი არ ვყოფილვართ. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება და უბედურება, რაც შეიძლება არსებობდეს.

თამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური

ეს არის ერის გადაგვარების დაუფარავი მცდელობა

თამაზ მეჭიაური, თავმჯდომარე პარტიისაერთიანი საქართველოსთვის”:

_ რა უნდა ვთქვა?.. ეს არის ერის გადაგვარების დაუფარავი მცდელობა. როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის. სხვა რა შეიძლება ამას დავარქვათ? რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, არ ვიცი, მგლის თავზე სახარების კითხვა რამეს თუ უშველის, მაგრამ ფაქტია: ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს აქვთ თავიანთი ამოცანა, გეგმა და ამ გეგმას გულმოდგინედ ასრულებენ. მეტი რა გითხრათ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩემი ლაპარაკი მათ რამეს უშველის. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ უზნეობის წინააღმდეგ შეიძლება, არის ის, რომ სხვა მედიასაშუალებებმა უნდა გააძლიერონ ეროვნული ფასეულობების დაცვა. ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ეს იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება ამ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან საბრძოლველად.

ვაჟა ოთარაშვილი
ვაჟა ოთარაშვილი

ესენი არიან ტელემეძავები, ანტიქართული, ქართველთყლაპია უცხო ძალების ემისრები, რომლებიც ერს გადაგვარებისკენ უბიძგებენ”.

ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი, “პატრიოტთა ალიანსისპოლიტიკური მდივანი:

_ ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ “ნაცმოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის კოაბიტაციას ფესვები ღრმად აქვს გადგმული; რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს სააკაშვილის ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტიმართლმადიდებლურ გზას, რომლის მიზანი ერის სულიერი გადაგვარება და განადგურებაა. ამ ყველაფრის ფონზე ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან სამწუხაროა და გულსაკლავი, როცა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში გვარამიასნაირი და გაბუნიასნაირი ბინძური ადამიანები არსებობენ. კიდევ ვიმეორებ: ეს არის ქვეყნის მომავალი თაობების სოდომ-გომორულ ცოდვაში ჩაგდების მცდელობა და ამისთვის, ადრე თუ გვიან, პასუხი მოეთხოვება ყველას. ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან, იმიტომ, რომ “რუსთავი 2”-ის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ზღვარს გადავიდა. ამ უმსგავსოებაზე საზოგადოებამაც უნდა აღიმაღლოს ხმა, ამას მხოლოდ ერთეულების გამოსვლა და წინააღმდეგობა ვერ უშველის…

_ რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ამ პროცესებს?

_ საზოგადოება ამას საღი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით უნდა დაუპირისპირდეს. ასეთი ძალაა “პატრიოტთა ალიანსი”. ვფიქრობ, დღეს ვისაც სამშობლოზე შესტკივა გული, ქუჩაში უნდა გამოვიდეს. ჩვენ უნდა გადავაყენოთ ამჟამინდელი ხელისუფლება და დავნიშნოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აი, ეს არის გამოსავალი, რადგან დღევანდელი ხელისუფლების პირობებში რეალური ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს. პირიქით, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების კისერზეა ქართულ ტელესივრცეში მოკალათებული ტელემეძავების არსებობა. მე, მაგალითად, გვარამიას ვუწოდებ ჩვეულებრივ ტელემეძავს, რომელიც ჩვენი სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ იბრძვის. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ესენი არიან ტელემეძავები, ანტიქართული, ქართველთყლაპია უცხო ძალების ემისრები, რომლებიც ერს გადაგვარებისკენ უბიძგებენ. აი, ამ უბედურების ზღვარზეა დღეს ქვეყანა და, თუ ეს ხალხი დროულად არ იქნა გასტუმრებული იქ, სადაც საჭიროა, ძალიან ბევრი ადამიანის ცნობიერებას შეიწირავენ. ამიტომ ვამბობ ყველგან, სადაც კი ამის საშუალება მეძლევა, რომ მათი არსებობა-არარსებობა ჩვენს კისერზეა. ჩვენზეა დამოკიდებული, კიდევ დიდხანს ისხდებიან ეს ტელემეძავები ეთერში თუ დროზე მოსცილდებიან საზოგადოების თვალსაწიერს.

მამა გიორგი (რაზმაძე)
მამა გიორგი (რაზმაძე)

კაცს, რომელიცრუსთავი 2”-ში იმუშავებს და იმ ბოროტებას ჩაუდგება სათავეში, რომელსაც ეს ტელევიზია ემსახურება, სინდისი არ აქვს

მამა გიორგი (რაზმაძე), ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი:

_ ეს უკვე არის პირდაპირი, აშკარა დემონიზაცია. ეს არის ღვთის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, რომელსაც უკვე არც მალავენ; და ვინ დგას ამის უკან? _ ის ხალხი, რომელსაც კაცობრიობის განადგურება, გათახსირება და გაპირუტყვება უნდა. რაც შეეხება “რუსთავი 2”-ს, გვარამიას ცნობიერება ყველასთვის ცნობილია და ამ ადამიანს რომელ ზნეობაზე შეიძლება ელაპარაკო?! კაცს, რომელიც “რუსთავი 2”-ში იმუშავებს და იმ ბოროტებას ჩაუდგება სათავეში, რომელსაც ეს ტელევიზია ემსახურება, სინდისი არ აქვს! ასევე არ აქვთ არანაირი ღირსება და ადამიანობა “ქართული ოცნების” დეპუტატებსაც, ისინი ისევ კოაბიტაციის რეჟიმში არიან ნაცსექტასთან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ პოლიტიკურ თანაცხოვრებას ამ აღვირახსნილ, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან. ავიწყდებათ, რომ ეს უნამუსობა ასე მარტივად არ შერჩებათ, ერთ დღესაც ხალხს ყელში ამოუვა ეს უმსგავსობა და იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ამ ნაძირლებსა და უსინდისოებს თავის ადგილს მიუჩენს.

_ კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ ამ ეტაპზე?

_ საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს ეს ყველაფერი. ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური ძალების გათვლები მარტივია: მსგავსი თოქშოუებით თითოეულ ოჯახში, თითოეული ადამიანის ცნობიერებაში ცდილობენ შეღწევას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ შავისა და თეთრის გარჩევის უნარი. ამისთვისაა ეკლესია, ამისთვისაა რწმენა და, როგორი მზაკვრობებიც უნდა ამზადოს ამა თუ იმ ტელევიზიამ, საღად მოაზროვნე ადამიანს ყოველთვის ეცოდინება, რომ კაცს არასდროს ერქმევა ქალი ან პირიქით; და მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ქალად ასაღებს, ნორმალური კი არ არის, ჩავარდნილია უმძიმეს ცოდვაში, გარდა იმისა, რომ სნეულებითაც არის შეპყრობილი.

ზაზა შათირიშვილი
ზაზა შათირიშვილი

ამ .. ლიბერალებს ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი:

_ ამ ყველაფერს ვუკავშირებ არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს. რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პროვოკაციული კლიპიც ანალოგიური ხელწერისაა, ანუ რეალურად ხდება რა: ვინაიდან აქამდე დაფინანსება, ძირითადად, შეერთებული შტატების დეპარტამენტიდან მოდიოდა და ახლა ეს დაფინანსება შეწყდა, საჭირო შეიქნა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება. შესაბამისად, ასეთი გადაცემა გამოიწვევს პროვოკაციას და მათი მიზანიც ეს არის. გაიხსენეთ თუნდაც 17 მაისი… ამის შემდეგ დაიწერება პროექტები, რომ არის დევნა, შევიწროება, ჩაგვრა, დისკრიმინაცია და ა.შ. გათვლა ამაზე კეთდება…

_ რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც დიდწილად ეკლესიისა და საპატრიარქოს დისკრედიტაციაზეა აგებული, “რუსთავი 2”-ის კონკრეტულ ჩანაფიქრთან აკავშირებთ?

_ ერთი ხელწერაა და ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ არის. ახლა წარმოიდგინეთ ასეთი რამ: ვიღაცამ ქუჩაში წამოარტყა ლგბტ თემის წარმომადგენელს, რაღაც უთხრა… მერე დაიწერება დასმენის წერილი და შეიქმნება პროექტი, რომ იჩაგრებიან, იდევნებიან და ა.შ. ეს არის დღეს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ დასავლეთში გარკვეულ ძალებს რაღაცნაირად გამოსტყუონ დაფინანსება და ეს ლიბერალური ისტერიკა ამითაა გამოწვეული.

_ აქვს კი პერსპექტივა ამ პროვოკაციულ პოლიტიკას?

_ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. უბრალოდ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამისთვის საჭიროა მხილება, თანაც მხოლოდ სიტყვიერი და ძალიან კულტურულ, აკადემიურ დონეზე. სხვა არანაირი შეხება, მივარდნა ან დახვედრა არ შეიძლება, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ: ზუსტად ამაზეა მათი ქმედებები გათვლილი. ამიტომ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას და ამაში თქვენ, ჟურნალისტებს, განსაკუთრებით დიდი როლი გაკისრიათ, რომ არანაირ პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ. უბრალოდ, ვილაპარაკოთ მათი მერკანტიკური მიზნების შესახებ, რომ ამ ე.წ. ლიბერალებს ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ; რომ ეს ფული და დაფინანსება პირდაპირ არის დაკავშირებული პროვოკაციასთან, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ: ასეთი პროვოკაციების შედეგად იქმნება ვითარება დასმენის წერილებისთვის, მოხსენებებისა და პროექტებისთვის…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here