რუსეთი და აფრიკის ქვეყნები ერთობლივად მიმართავენ ძალისხმევას გაეროს რეფორმირებაზე, მათ შორის, ამ ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს. ეს შეთანხმება ჩაწერილია 24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ რუსეთ–აფრიკის პირველი სამიტის დეკლარაციაში.
“მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ გაეროს პრინციპებისა და მიზნების რეალიზაციისას, უზრუნველყონ გაეროს აქტიური როლი საერთაშორისო საქმეებში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას; მიმართონ კოორდინირებული ძალისხმევა გაეროს რეფორმირებისთვის, მათ შორის, უშიშროების საბჭოს, აგრეთვე, გაეროს პოტენციალის ასამაღლებლად არსებული და ახალი გლობალური გამოწვევებისა და მუქარების წინააღმდეგ”, _ ნათქვამია დეკლარაციაში.