Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაცია წინ მიიწევს

რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაცია წინ მიიწევს

260
რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაცია წინ მიიწევს

რუსეთთან ინტეგრაციის სამოქმედო პროგრამის პროექტი, რომელიც ბელარუსის მთავრობამ მოამზადა, განსახილველად პრეზიდენტ  ლუკაშენკოს გადასცეს.

მოსკოვში კი რუსეთისა და ბელარუსის პრემიერებმა: დ. მედვედევმა და ს. რუმასმა სამოკავშირეო ხელშეკრულების შესრულების პროგრამის პარაფირება მოახდინეს და  31 გზამკვლევი  შეათანხმეს ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებისთვის. მათ, აგრეთვე, ბუნებრივი აირის საერთო ბაზრის ფორმირებაზე დაიწყეს მუშაობა.

დეკემბრის დასაწყისისთვის მხარეებმა უნდა მოამზადონ სამოკავშირეო სახელმწიფოს საქმიანობის ყველა სფეროს მომცველი ნორმატიული აქტები და დოკუმენტების პაკეტი ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს უნდა წარუდგინონ.

შეთანხმება ინტეგრაციაზე

2018 წლის ბოლოს მინსკმა და მოსკოვმა ინტეგრაციის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მოილაპარაკეს. ამ ზაფხულს კი გაიმართა მოლაპარაკებები ლუკაშენკოსა და პუტინს შორის. ლუკაშენკომ წამოაყენა წინადადება, დღის წესრიგიდან მოეხსნათ ყველა საკამათო საკითხი და 2019 წლის 8 დეკემბრამდე მოემზადებინათ სამოქმედო პროგრამა. გადაწყდა, რომ 1 ნოემბრამდე მომზადდებოდა 28 საგზაო რუკა სხვადასხვა სფეროში ინტეგრაციისთვის, 2020 წლის ივნისისთვის _ უნიფიცირებული კანონმდებლობა, 2021 წლიდან კი უნდა ამოქმედდეს ნავთობისა და გაზის, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ბაზრები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here