Home რუბრიკები საზოგადოება როცა ხედავ, როგორ გაყრიან თვალში ნაცარს და მაინც თავს იტყუებ, დაწყევლილი ხარ,...

როცა ხედავ, როგორ გაყრიან თვალში ნაცარს და მაინც თავს იტყუებ, დაწყევლილი ხარ, აბა, რა?!

343
„დაწყებულია სულერი განწმენდა ადამიანისა“ (ილია მეორე)

ეს რა ცეცხლში ჩავვარდიო, _ ვიტყვით ხოლმე, როდესაც გაგვიჭირდება და არ ვიცით, როგორ ავიცილოთ თავიდან ჭირი. ამცეცხლისწვას, დიდი ხანია, შეჩვეულია ჩვენი ხალხი, რომელსაც ესცეცხლიისტორიამ არაერთხელ დაუნთო. ვაჟაფშაველას თუ დავუჯერებთ, ამცეცხლის გამჩაღებელი, გამაძლიერებელი ხალხი ეშმაკის გვერდისაგან ჩნდება”…

ან კი რატომ არ უნდა დავუჯეროთ?!

დღესჩვენი ცეცხლი გაძლიერებულია და შეშად სულ უენო ხალხი უკეთია, იმას აქვს კიდევ განმასხვავებელი თვისება: იმას გარს შემორტყმია რაღაც საუცხოვო არსებანიგასაგმირად დამშეულის შუბებით, როგორც იმათი მფლობელნი. ეს უცხო არსებანი, წვერპირგასისხლიანებულები, საუცხოვოდ კასკასებენ, დახტიან ავსტრალიელებივით ირგვლივ, სჩხვლეტენ და ზედ ნიშნის მოგებით დასძახიან ცეცხლში მოყოლილთ. ეს ტიტველა ხალხი იწურება სისხლით, უდგა ერთი ვაება, წივილკივილი, და იძახის: – გვიშველეთ, ღმერთი არავისა გწამთ! – მაგრამ ვინ არის მაშველი? ზეცა? იმასაც აღარ სცალიან, ქვეყნის ცოდვების ანგარიშს უნდება!” (“ჭრელი ამბები”, 1882.) აი ზუსტად ასეთია დღეს ჩვენი ცხოვრება.

და, საერთოდ, რა არის ცხოვრება?

რას მომაგონებს ცხოვრება? საზოგადოდ, ყველანი ცხოვრებას ზღვას ამსგავსებენ. ვის არ გაუგონია, რომ ერთი მეორეს ჰკითხავდეს: “ცხოვრების ტალღებმა ხომ არ გაგიტაცეს, შეგმუსრესო?” მე ცხოვრება ზღვას არ მომაგონებს, არამედ კუზიანს ბრმას, ჯოხზე დაბჯენილს მთხოვარა ბებერს, რომლისთვისაც ხელიხელში ჩაუჭიდნია ბალღს და ატარებს კარიკარს: “გაიკითხეთ ღვთის გულისთვის ბრმა უსინათლო” (“ქვეყანაზედ რა მოვლენა რას მაგონებს”, 1886 .).

ყოველი კაცი იმედით ცოცხლობს და ჩვენც, როგორც მომაკვდავთ, ის იმედი გვასულდგმულებს, რომ ის ხალხი, რომელსაც ნაციონალები გზა-კვალს ურევენ, საბოლოოდ ზურგს შეაქცევს მათ. ამის ნიშნებს, ჩვენდა სასიხარულოდ, ვხედავთ _ მათ აქციებზე არა მხოლოდ იკლებს მხარდამჭერთა რაოდენობა, არამედ თვით ამ პარტიის მნიშვნელოვანმა ფიგურებმაც კი დატოვეს მისი რიგები ისე, როგორც ჩასაძირად განწირული გემიდან პირველები ვირთხები გარბიან; შემდეგ ამ ადამიანებმა ან ახალი პარტიები შექმნეს, ან საერთოდ გაქრნენ დროებით თუ სამუდამოდ ქვეყნის პოლიტიკური ველიდან. გაირინდნენ. ვითომ არცა ყოფილან. გრიგოლ ვაშაძე გაგახსენდა, ალბათ, ჩემო მკითხველო. ის ამას წინათ ნიკანორსაც გაახსენდა და, ალბათ, უკანასკნელადაც, _ გული მწყდებაო კაცზე, “რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში _ გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და, რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზეო”. ჰოდა, ყოფილ თავმჯდომარეს თუ არ ამოუღია ხმა, რიგითი წევრები რას იზამენ, ფოჩიან კანფეტებს თუ აღარ დაურიგებთ, ხომ წარმოგიდგენიათ?! ვინ იცის, კიდევ რამდენია თქვენ შორის ისეთი, ვისაც გასაქცევად ცხენი ჰყავს შეკაზმული და, რაკი გასაქცევი ჯერჯერობით არსად აქვს, უბრალოდ, ხელსაყრელი მომენტის მოლოდინშია…

აი ასეთი პატრიოტები და ქვეყანაზე გულდათუთქული “მამულიშვილები” ბაქიბუქობთ.

ისევ ვაჟა-ფშაველას მივუბრუნდეთ. ისტორიული წარსული, ბუნება ქართველებისა გვაიმედებს”, რომ ნაციონალიზმი ჩვენს ქვეყანაშიმუდამ იქნება ჯანსაღი და არასდროს იგი შოვინიზმად, ფანატიზმად არ გადაიქცევაო”. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს სრულიად საწინააღმდეგოს ვხედავთ: “ვხედავთ კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ მახინჯს, უჯიშოს, ფანატიზმით გამსჭვალულს, თავის თავის, თავის ერის უარმყოფელს. ხოლო სხვა ერების ვითომ და მფარველს და მოსიყვარულეს.

ვაი ამისთანა სიყვარულს! სიყვარული ერთგვარი უნარია ცხოველთა ბუნებისა და მითუმეტეს, ადამიანისა, დიდი მადლი ბუნებისაგან მინიჭებული ადამიანისათვის, ხოლო ვისაც თავისი მშობელი დედა არ უყვარს, იგი სხვას როგორ შეიყვარებს, სხვას როგორ მოეპყრობა, როგორც ნამდვილ დედას?.. არა მჯერა, არა მწამს და რა ვქნა!

ამისთანა კოსმოპოლიტიზმი უფრო თავმომწონეობა, ყოყლოჩინობაა, მიმბაძველობით გამოწვეული, ერთხელ და ერთხელ დაჩემებულის ჭკუის ღიტინისა, ვიდრე ნამდვილი მიმართულება გულღვიძლიდან ამომდინარე და მასში ფესვებდადგმული, _ ეს მიმართულება ქარისაგან მონაბერია და უნდა ისევ ქარმა გაფანტოს. განაბნიოს. ან კი რას ვამბობ? განა ამაზე წერა და საუბარი შეიძლება ჭკუათამყოფელთა წინაშე? არა, დიაღ, არა, ვინაიდან იმათთვის ეს გაცვეთილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ რას იზამ, როდესაც კიდევ გვხვდებიან ჩვენში ისეთი ადამიანები, რომელთაც უნდა უმტკიცო, ეფიცო ღმერთი და ჯვარი, რომ ორჯელ ორი ოთხია და არა ოცი და ორმოცი”.

მაგრამ, როცა ხედავ, როგორ გაყრიან თვალში ნაცარს და მაინც თავს იტყუებ, დაწყევლილი ხარ, აბა, რა?!

ახლახან გამოქვეყნდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის 4 მთავარი გზავნილი საქართველოსთვის. აი რას აცხადებს შარლ მიშელი:

* ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით

ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ ისევე, როგორც გუშინდელი შეხვედრა მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, არის პარტნიორობის მესიჯი. ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას თქვენი სუვერენობა, თქვენი ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით, რომ რეგიონი არის ძალიან კომპლექსური. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ამბიციებს, რომ შემდეგ რეფორმები და კოვიდ 19-ის კრიზისი, რომელიც გვიტევს აქაც და მთელ მსოფლიოში, დავასტაბილუროთ.

მინდა, რომ აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი”.

* საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს აშფოთებს

როგორც თქვენ იცით, ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ოპოზიციასა და მთავრობასთან ჩემი შეხვედრის დროს პოლიტიკურ მხარეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოვუწოდებ.

დღის მეორე ნახევარში მე საშუალება მექნება, შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერმინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლადლიდერშიპს”, საჭიროებს ანგაჟირებული ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, კონსოლიდირება მოახდინოს დემოკრატიული ბაზების არა მხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაციაც შედგეს, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები ქვეყანაში იმისთვის, რომ საზოგადოების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული”.

* ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე, “სამხრეთ ოსეთისტერიტორიასთან. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება. ამაში შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ”.

* ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეს

ევროკავშირი არის მთავარი დონატორიკოვაქს პროგრამისდა ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად”.

აი რა განგვიცხადა მიშელმა, ანუ მიშელმა თქვა ის, რისიც, საეჭვოა, თვითონ სჯეროდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, ის დაიჯეროს, ჩვენ რომ დავუჯერეთ და მერე საკუთარ თავზე თავად ვიზრუნოთ, მათი მითითებების გარეშე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირი, ჩვენიუღალატო მეგობარი”, ვერ გასცდა შეშფოთებააღშფოთების ფარგლებს ვერც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ვერც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, მაგრამ კვლავ და კვლავ შეგვახსენებს, რომ ჩვენი მეგობარია. რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოში მალე იქნება ვაქცინების დისტრიბუციაო. რას ნიშნავს მალე? დროის რა მონაკვეთს? მალე ერთი დღეც შეიძლება იყოს, ერთი კვირაც, ერთი თვეც და ..

ჩვენ დალაგებული ცხოვრებაც მალე გვინდოდა, მაგრამ ამ მალეს მოლოდინში, ვინ იცის, მერამდენე გაზაფხული დადგა, გაზაფხული, რომელზეც დიდი ვაჟაფშაველა ამბობს, გაზაფხული იგივე სიცოცხლეაო და, “როცა ადამიანის სულს გაზაფხული უდგება, უეჭველია, მაშინ იგი უნდა ცხოველმყოფელი, სიცოცხლის მქნელი იყოსო.

მაგრამ როდის არის ადამიანის სული ასეთი?

“ადამიანი თუ არა ჰგრძნობს თავს ბედნიერად, ვერც სულის გაზაფხულობას განიცდის და იგი, ვინც სიყვარულს არის მოკლებული, ვერა დროს ვერ ეღირსება გაზაფხულს სულისას. უპირველეს ყოვლისა, სული უნდა ჰგრძნობდეს ბედნიერებას. იგი, როგორც გაზაფხულზე ბუნება, უნდა ჰყვაოდეს, უნდა მწვანობდეს, უნდა იყოს ცხოველმყოფელი, მქნელი სიცოცხლისა, ცოცხალ არსებათა მომცემი თუ აღმომცენებელი, მაშასადამე ახალგაზდა და ამასთან ერთად უსათუოდ თავისუფალი, როგორც გაზაფხულზე ბუნება”.

როდესაც ადამიანის სულს გაზაფხული დაუდგება, “იგი ყოველ თავის ძალღონეს მიჰმართავს ერის სასიცოცხლოდ, ცხოვრების ბედნიერებასიცოცხლისთვის, რათა არსებობა თავისი ჰქმნას რაც შეიძლება ნაყოფიერი, ჰფიქრობდეს თავისუფლად, აკეთებდეს იმას, რაც გულით სწადიან, ხოლო წადილი მისი უკვე ვიცით, როგორიც უნდა იყოს, _ საითკენ მიმართული. იგი უნდა იყოს მუდამ დაუცხრომლად მოქმედი, როგორც თვით გაზაფხულია. ამიტომ ყოველი საქვეყნო მოღვაწე, ყოველი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი ყოფილა და არის გაზაფხულის მსგავსის სულისა”.

აი ეს წერილიც:

ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ - გაზაფხულის, სიცოცხლის, სიყვარულის ტრიუმფი
ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ – გაზაფხულის, სიცოცხლის, სიყვარულის ტრიუმფი

საგაზაფხულო ფიქრები

გაზაფხულზე ბებერი, ვინ იცის, რა დროისა, როდინდელი ბუნება, ახალგაზრდავდება. სიჯეილე მარტო ტანისამოსზე არ ეტყობა. ათასნაირად აჭრელებული, აფერადებული სამოსელი დედამიწისა არაა მხოლოდ ნიშანი ბუნების ჯეილობისა. მზეც გაჯეილდა: სითბო და სინათლე მოიმატა _ გამხნევდა, გაგულუხვდა, გათამამდა; ყველა ეს ნიშანია ახალგაზდობისა _ მზე არ ჰზოგავს თავის ძალ-ღონეს და ცდილობს _ რაც შეიძლება მეტად გაათბოს დედამიწა და ყოველი მასზედ არსი _ სულიერი და უსულო, რათა უფრო ძლიერად აამუშაოს მასში სიცოცხლის ცხოველმყოფელი ძალა; იმედი აქვს, მის მიერ დახარჯული ძალა ტყუილად არ ჩაივლის.

დედამიწა, როგორც აშიმშილებული და ამ სიმშილისაგან ატირებული ყრმა, ხარბად სჭიდებს პირსა და ხელებს დედის ძუძუს, სწოვს სითბოს, – იმ რძეს, რითაც ჩვილი სიამოვნობს, სიყმილს იკლავს, იზრდება, ვაჟკაცდება. დიაღ, დედამიწა სწოვს მზეს სითბოს, მაცოცხლებელს ძალას, რათა შემდეგში ამ შენაძენით ასაზრდოვოს მცენარენი, ცხოველნი, დაამშვენოს, ააყვავოს, აავსოს ნაყოფით ბუნების გულ-მკერდი, უბე-კალთა. განა მარტო სითბო კმარა მისთვის, მცენარეთა და ცხოველთა ასაღორძინებლად? არა. როგორც სითბოა საჭირო, აგრედვე ნამი ცისა, შავის ღრუბლების ცრემლი, ხან მშვიდობიანად რომ დააფრქვევენ დედამიწას და ხან კი ჭექა-ქუხილით მოუვლენენ თავიანთ მოწყალებას, თითქოს ჰსურთ, გააგებინონ ყველას: აბა გვიყურეთ, რა სიკეთესა ვსჩადითო! ვინ იცის, იქნება მძინარა დედამიწას ეძახიან: ადე, გაიღვიძე, გიგზავნით მოწყალებას და, როგორც საჭიროდ დაინახო, ისე მოიხმარეო. ორივე შესაძლებელია, ხოლო ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭექა-ქუხილი ახალგაზდობის, სიჯეილის ნიშანია.

რით იპყრობს გაზაფხული ჩვენს ყურადღებას? ნუთუ მარტო ბუნების ამწვანებააყვავებით, კეთილ სუნნელების მოფენით? ეს მხოლოდ გარეგანი, თვალისა და ყურის წარმტაცი თვისებაა მისი, შინაგანი მოქმედება და აზრი სულ სხვაა, _ იმას თუ კარგად არ ჩაუკვირდით, ვერც კი შევამჩნევთ. ეს დაფარული აზრი გაზაფხულისა მხოლოდ და მხოლოდ გაგრძობაა სიცოცხლისა. მიზანი მისი ალბად დიდებულია, თორემ ასე დიდებულად, ასე საამოდ, სულისა, და გულის დამატყვევებელ სურათებში არ იქნებოდა გახვეული!.. ლამაზი, მიმზიდველი არაფერია სხვა, თვინიერ სიცოცხლისა; ტურფა, მშვენიერი, ბუნების ამოდენა გარდაქმნა-ცვალებადობაში არა რა არს გარეშე გაზაფხულისა.

მაშ ვიწამოთ სიცოცხლისა და გაზაფხულის ერთგვარობა, ერთბუნებოვანობა: უსიცოცხლოდ გაზაფხულს ვერ ვიგრძნობთ ისე, როგორც უგაზაფხულოდ სიცოცხლეს.

გაზაფხული მქმნელი, მშობელია სიცოცხლისა: გაზაფხულზე ყოველი ძალა ბუნებისა, ყოველი არსი, თვით ისეთიც კი, რასაც ადამიანი, თუ არ შეიარაღებულის თვალით, ვერ დაინახავს, მიმართული, მიდრეკილია სიცოცხლის შესაქმნელად.

სიცოცხლე მინდვრად, სიცოცხლე ტყეში, სიცოცხლე ზღვაში, წყალში, სიცოცხლე ცაში, სად გაიხედავ, არ დაინახო შთამომავლობაზე ზრუნვა. ყველგან ვხედავთ შთამოებას. ფუტკარი რა სათქმელია, ჭიანჭველასაც კი აუფუებია თავის ციხე-დარბაზი მემკვიდრეთა სიუხვით. ტრედს ნუ იტყვი, ჭივჭავსაც კი გამოუჩეკია ოთხი თუ ხუთი ბარტყი, _ შეუმატნია სიცოცხლისათვის სარდოდ ოთხი თუ ხუთი არსება ეს სულ გაზაფხულის ბრალი, მისი ოინია.

წადი, დახედე მინდვრად ჭირნახულს, გადაიხედე ვენახებში. დააცქერდი ყოველ მცენარეს ტყე-ველზე, მთასა და ბარსა. რა ამბავი ხდება? შექმნა სარდოსი ცხოველთათვის. მაშასადამე გაზაფხული მარტო ცხოველებს კი არ ამრავლებს, ამ ცხოველებს სასიცოცხლო მასალასაც უმზადებს, აძლევს, აწვდის ხელგაშლილი.

იმიტომ არის გაზაფხული ლამაზი, და ლამაზი რომ არ იყოს, ამოდენა მადლს, სიკეთეს, ხომ არ დასტოვებდა დედამიწაზე, არც ასე გულიანად, თავგამოდებით აგალობებდა ბულბულს.

ისე არადროს არ დამშვენებულა, არ აბიბინებულა ველ-მინდორი, როგორც გაზაფხულზე. ისე არადროს არა ხარობს და მწვანობს ტყე, როგორც გაზაფხულზე. ისე არადროს არა მხიარულობენ საერთოდ ცხოველნი, ფრინველნი, როგორც ამ დროს. ამავე დროს აუშლია ფაფარი პატარა მდინარეს, მიუღია მრისხანე სახე, აღარ ეტევა კალაპოტში, გადუხეთქია აქეთ-იქით ნაპირები და მოსდებია ჭალა-მინდვრებს.

ყველა ყველაფერი, სადაც კი თვალი და ყური მიუწვდება ადამიანს, გელაპარაკება შემდეგს: მე ცოცხალი ვარ, ცოცხალი და მინდა კვალად ვიცოცხლო; სიცოცხლე ჩემი უნდა იყოს დაუსრულებელიო.

ეს დრო ბუნების უაღრესი ბედნიერების დროა. ვფიქრობ ბუნება, როგორც გაზაფხულზე, ისე არა დროს არა ჰგრძნობს თავს ბედნიერად.

ნუთუ ადამიანის სულს კი არა აქვს თავისი გაზაფხული? ადამიანიც არის და ადამიანიც; კაციც არის და კაციც, ყველა ერთნაირ გონებრივ სიმაღლეზე არა სდგას, ყველა ერთნაირად არ არის განვითარებული, ყველა ერთნაირის თვალით არ უცქერის ცხოვრების ავკარგს. ყველას ერთნაირად არ აჯავრებს საზარალო. არ ახარებს სასარგებლო. როცა ადამიანის სულის გაზაფხულზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, მაშინ ვერ დავივიწყებთ სიცოცხლეს, ვინაიდგან გაზაფხული იგივე სიცოცხლეა, და, როცა ადამიანის სულს გაზაფხული უდგება, უეჭველია მაშინ იგი უნდა ცხოველმყოფელი, სიცოცხლის მქნელი იყოს.

როდის არის ადამიანის სული ასეთი? იქნებ მაშინ, როცა ადამიანი ოთხკედელ შუაა შემწყვდეული, ხელფეხზე ხუნდები აქვს? შეიძლება განა ამისთანა ადამიანის სულმა გაზაფხულის სიამოვნება იგრძნოს? _ ამ სიამოვნებას [იგრძნობს], თუ თვით დატყვევებულს შეგნებული, შესისხლხორცებული აქვს ის რწმენა, ის აზრი, რისთვისაც მას დაადვეს [ხუნდები ფეხებზე და ხელებზე], როცა მან იცის, სიმართლისათვის ვიტანჯვიო, მაგრამ ამგვარი გაზაფხული სულისა მხოლოდ სხვისთვის იქნება მაგალითის მიმცემი, სხვას, ვისაც ხელ-ფეხი თავისუფალი აქვს, გაჰხდის სიცოცხლის მოზიარედ. მაღალი, ქვეყნის მოყვარე სული შეიძლება მხოლოდ იქმნეს სიცოცხლის მქნელად და სრულის სიმშვენიერით მოგვევლინოს, მხოლოდ თუ თავისუფალია იგი. ადამიანი თუ არა ჰგრძნობს თავს ბედნიერად, ვერც სულის გაზაფხულობას განიცდის, და იგი, ვინც სიყვარულს არის მოკლებული, ვერა დროს ვერ ეღირსება გაზაფხულს სულისას. უპირველეს ყოვლისა სული უნდა ჰგრძნობდეს ბედნიერებას, იგი, როგორც გაზაფხულზე ბუნება, უნდა ჰყვაოდეს, უნდა მწვანობდეს, უნდა იყოს ცხოველმყოფელი, მქნელი სიცოცხლისა, ცოცხალ არსებათა მომცემი თუ აღმომცენებელი, მაშასადამე ახალგაზდა და ამასთან ერთად უსათუოდ თავისუფალი, როგორც გაზაფხულზე ბუნება.

ხომ ჰხედავთ გაზაფხულზე ბუნებას, როგორ თავისუფლად იწყებს მუშაობას. ამოჰხეთქს მიწიდან აუარებელი მცენარე _ ბალახი, ყვავილი, სძოვს მას ცხვარი და ძროხა, მაგრამ მაინც მოდის ყოველ ჟამს, ყოველ წუთს, იწურება ხეები ფოთლებით, მოდის შხაპუნა თუ ჟუჟუნა წვიმა და ვერავის ძალუძს მისი შეჩერება. ათბობს მზე მცენარეთ, ცხოველთ და ვის შეუძლიან შეასუსტოს მის მიერ გამოგზავნილი სხივების სიძლიერე? ყოველი მოვლენა, ყოველი ძალი ბუნებისა ცალცალკე და ერთად, ცდილობს, მიეშველოს სიცოცხლეს, სრულყოფს სიცოცხლეს. ასეთივეა სული ადამიანისა, როცა მას დაუდგება გაზაფხული. იგი ყოველ თავის ძალღონეს მიჰმართავს ერის სასიცოცხლოდ, ცხოვრების ბედნიერებასიცოცხლისთვის, რათა არსებობა თავისი ჰქმნას რაც შეიძლება ნაყოფიერი, ჰფიქრობდეს თავისუფლად, აკეთებდეს იმას, რაც გულით სწადიან, ხოლო წადილი მისი უკვე ვიცით, როგორიც უნდა იყოს, _ საითკენ მიმართული. იგი უნდა იყოს მუდამ დაუცხრომლად მოქმედი, როგორც თვით გაზაფხულია. ამიტომ ყოველი საქვეყნო მოღვაწე, ყოველი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი ყოფილა და არის გაზაფხულის მსგავსის სულისა. მხოლოდ მათ განუცდიათ გაზაფხული სულისა. პატარა, ვიწრო გრძნობისა და ტვინის ადამიანი, თუ იგი მდიდარია, თავს ბედნიერად ჰრაცხს, რადგან ყოველგვარ მოთხოვნილებას ცხოველურს, ფიზიკურს იკმაყოფილებს; შეიძლება ფიქრობდეს, მე განვიცდი გაზაფხულს სულისასო, მაგრამ დიდად მოტყუებული იქნება, რადგან ამგვარი ადამიანი მხოლოდ გამანადგურებელია იმისა, რაც გაზაფხულის შემოქმედების წყალობით მიგვიღია ადამიანებს. იგი სიცოცხლეს, როგორც მთელს, არაფერს ჰმატებს, მხოლოდ დაკლებით აკლებს. იგი განიცდის ისეთსავე გაზაფხულს სულისას, როგორც ყოველი ცხოველი, როცა იგი მაძღარია და მსუქანი.

შეიძლება განა ძალიან მსუქანი ღორიც, ტალახში გდებით რომ ანელებს მხურვალებას თავის ლეშისას, რათა განცხრომა იგრძნოს, ვიცნათ ვითომც მას ეგრძნოს გაზაფხული სულისა; ადამიანთა უმრავლესობაც განიცდის ასეთსავე დიადობას, როგორც ღორი, მაგრამ ნუთუ საზღვარი აღარ უნდა იყოს სულით გაზაფხულისა და კუჭით გაზაფხულის მფლობელთა შორის? მე, რამდენადაც შემეძლო, დავახასიათე მოკლედ გაზაფხული თვითვეული ადამიანის სულისა, სხვა თქვენ გთხოვთ, წარმოადგინოთ, თუ როგორი უნდა იყოს გაზაფხული ერის სულისა.

უწყიდეთ მხოლოდ, ეს იქნება მსგავსი ბუნების გაზაფხულისა, მისი განსახიერება და გამომხატველი მთა და ბარის, ცისა და დედამიწისა.

გაზაფხული ერის სულისა უმშვენიერესს სურათს დაგვიყენებდა ერის სულისას.

1915 .

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here