Home სხვადასხვა დაიჯესტი რიგით გერმანელებს არ სურთ უკრაინის “მწვანე” ენერგეტიკის დაფინანსება

რიგით გერმანელებს არ სურთ უკრაინის “მწვანე” ენერგეტიკის დაფინანსება

29

აშშსა და გერმანიას შორის 21 ივლისს მიღწეული შეთანხმების შედეგად ვაშინგტონმა უარი განაცხადა პროექტჩრდილოეთის ნაკადი-2”-ისთვის წინაღობების შექმნაზე და დათანხმდა მის საბოლოო რეალიზაციას. “გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისთვის, რომელმაც შეძლო გააფთრებული წინააღმდეგობის გადალახვა, ახალი შეთანხმება ტრიუმფია”, _ მიაჩნია გერმანულ გამოცემა Der Spiegel-.

განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ რიგით გერმანელებს, რომლებმაც მერკელი “მოქალაქეების გადასახადების არასწორად ხარჯვაში” დაადანაშაულეს.

ეს შეთანხმება აჩვენებს, როგორი მნიშვნელობა აქვს გერმანიას, როგორც უახლოეს პარტნიორს, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის, _ წერს Der Spiegel-, _ ერთობლივი განცხადებიდან, აგრეთვე, ჩანს, რომ ბერლინსა და ვაშინგტონს განზრახული აქვთ, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთისა და უკრაინის მიმართ”.

ასე აფასებს გამოცემა გერმანიის მთავრობის ვალდებულებას, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციისთვის “მწვანე” ფონდში 150 მლნ ევრო შეიტანოს და ინვესტიციების დონე ნელ-ნელა 1 მლრდ-მდე გაზარდოს. მაგრამ ის, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს ფინანსური დახმარების მკაფიო მექანიზმს, როგორც ის გარემოება, რომ ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, გერმანელთა უკმაყოფილებას იწვევს. გერმანიის “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელ რალფ ფუკსის განცხადებით, “ის, რასაც ფედერალური მთავრობა მიიჩნევს დიპლომატიურ წარმატებად, არის მხოლოდ კომპრომისი, რომელსაც უკრაინისა და კლიმატის ხარჯზე მიაღწიეს”. რიგითი გერმანელები კი უკმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ მათმა ქვეყანამ უკრაინას ბიუჯეტიდან უნდა გადაურიცხოს თანხა არაფრის კეთებაში.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here