საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვის წერილი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ: “ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.
ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.
გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს”.
სხვა დროს ამგვარ ბარათს ყურადღებას არც მივაქცევდით, რადგან იგი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პროტოკოლური ფორმაა, რომელიც თითქმის ავტომატურ რეჟიმში სრულდება და დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორიც რომელიმე ფეისბუქმომხმარებლისთვის დაბადების დღის მილოცვას ფეისბუქმეგობრებისგან.
სხვა დროს-მეთქი, ვამბობ. ახლა კი, პირიქით – ტრამპის ამ მოლოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შესაძლებელია, გაცილებით მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ამ მოლოცვით დასავლეთის აქაური აგენტურის იმედები დაიმსხვრა; არა მხოლოდ აგენტურის, არამედ ევროპული სახელმწიფოების იმ ლიდერთა იმედებიც, რომლებიც დასავლური „დიფ სთეითის“ მხარეს დგანან და ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან. აი, მაგალითად, რა შინაარსის ტექსტით „მოგვილოცეს” ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა – ემანუელ მაკრონმა, ფრიდრიხ მერცმა და დონალდ ტუსკმა: „მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა, და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე. საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”.
ევროპელი ლიდერების ამ თავხედურ „მოლოცვას” შალვა პაპუაშვილი ასე გამოეხმაურა: „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს”.
როგორც საქართველოში მოქმედი აგენტურის, ასევე ევროპელი ლიდერების ამ ყოვლად სამარცხვინო, ანტიქართული სულისკვეთების ტონალობას კამერტონივით განსაზღვრავდა აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის გაურკვეველი დამოკიდებულება „ქართული ოცნების” მთავრობისა და, საერთოდ, საქართველოს მიმართ. მათ ერთი იმედი ასულდგმულებდათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არ აღიარებდა საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას, რომელიც ქართველმა ხალხმა 2024 წელს დემოკრატიული წესით აირჩია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ყაველაშვილისადმი გამოგზავნილმა მოსალოცმა წერილმა ამერიკულ-ევროპულ-ქართულ უბინძურეს ხროვას ეს იმედები გაუცრუა და დაუმსხვრია, რადგან მასში არამხოლოდ აღიარებაა, არამედ თანამშრომლობის სურვილიცაა გამოთქმული: „ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით”. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს საკითხში გადალახა „დიფ სთეითის” ისეთი კომიკური წარმომადგენლების წინააღმდეგობა, როგორიცაა მექრთამე კონგრესმენი უილსონი. ამ მამაძაღლის გულის გასახეთქად მან საქართველოს პრეზიდენტის (შესაბამისად პარლამენტისა და მთავრობის) ლეგიტიმურობაც აღიარა და საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც დაადასტურა.
ახლა ისიც ვნახოთ, თუ როგორია დასავლეთის აგენტურის რეაქცია ტრამპის მოლოცვაზე. “ეს არის სტანდარტული მილოცვა დამოუკიდებლობის დღეებზე, რაც აღიარებას არ ნიშნავს”, – აცხადებენ ისინი.
დააკვირდით ამ ადამიანების ლოგიკას: ტრამპი საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტზე თუკი არ გამოდის, ასეთ შემთხვევაში აგენტურა ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, რადგან მას დასავლეთი არ აღიარებს, მაგრამ, კონტაქტზე როდესაც გამოვიდა, დამოუკიდებლობის დღე მოულოცა და სამომავლო თანამშრომლობაც შესთავაზა, ეს ყოფილა „სტანდარტული მილოცვა დამოუკიდებლობის დღეებზე”. თქვე მართლა ღმერთგამწყრალებო, კონტაქტზე არგამოსვლა არალეგიტიმურობის დასტური თუ არის, კონტაქტზე გამოსვლა რანაირად არ არის ლეგიტიმურობის დასტური?! აშშ-ის პრეზიდენტმა თუკი საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე მოულოცა, ეს ხომ პრეზიდენტ ყაველაშვილის აღიარებას ნიშნავს? ყაველაშვილი 2024 წელს არჩეული პარლამენტის მიერ არის პრეზიდენტად არჩეული. ტრამპის მხრიდან ეს არ არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების აღიარება? ეს არ არის საქართველოს მოქმედი მთავრობის აღიარება? ეს არ არის „ქართული ოცნების”, როგორც მმართველი პარტიის, აღიარება?! რა დონის პროვოკატორები ხართ, რა დონის შანტაჟის მომწყობნი ხართ, რისი ჩამდენნი და მკადრებლები ხართ?

თავხედობა გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
უტიფრობა გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
უსინდისობა გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
უნამუსობა გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
სიბინძურე გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
ყოვლისმკადრებლობა გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
შუბლის ძარღვის გაწყვეტა გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
სახის დაკარგვა გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
გონების დაბნელება გაგვიგია, მაგრამ ასეთი?!
უნდა დამეწერა, ვინ ხართ-მეთქი, მაგრამ „ვინ” რაკიღა ადამიანის გამომხატველია, თქვენთან დაკავშირებით არ გამოდგება. რა ხართ, რა მასალისგან ხართ დამზადებული, რა სახის ინსტრუმენტი თუ იარაღი ხართ, რა ტიპის რობოტი ან რობოტთა მერამდენე თაობა ხართ? სახელები გქვიათ ან საიდენტიფიკაციო კოდი მაინც გაგაჩნიათ? სისხლი არ გაქვთ, სული ხომ არ გაქვთ და არ გაქვთ, მხოლოდ ფეკალური მასით ხართ ნაშენები, პროვოკაციის მოწყობას სადაც დაგავალებენ, იქ რომ აქოთდებით და იქ რომ შარდავთ? მოარული ნაწლავები და შარდის ბუშტები ხართ თუ რა ხართ, თქვე შობელძაღლებო?! ინსტინქტი მაინც არ გკარნახობთ, რომ ახლოვდება თქვენი ამოძირკვისა და გადაშენების დრო?!
ერთი სიტყვით, ჩაფლავდა „დიფ სთეითის” აგენტურის გეგმა საქართველოში მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა. ეს, რა თქმა უნდა, კარგი ამბავია, თუმცა, ყურადღებას გლობალური პროცესებისკენ თუ გადავიტანთ, ვითარება მაინც საგანგაშოა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, მესამე მსოფლიო ომის ცხელი ფაზის დაწყების მაუწყებელია. საგანგაშო იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაც: „ვლადიმერ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ მას რაღაც დაემართა. იგი აბსოლუტურად შეიშალა“. ტრამპის ეს განცხადება, რომელიც მის მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომაა, „დიფ სთეითის“ ნამუშევარია. „დიფ სთეითის“ ნამუშევარია მისი მეორე განცხადებაც: „ვლადიმერ პუტინს არ ესმის ერთი გარემოება: მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდი რამ. ის ცეცხლს ეთამაშება“. ტრამპის ამ სრულიად არადიპლომატიურ ნათქვამს მყისიერად მოჰყვა მედვედევის პასუხი: „რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს, რომ პუტინი ცეცხლთან თამაშობს და რუსეთში ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება, მე მხოლოდ ერთი ძალიან ცუდი რამ ვიცი – მესამე მსოფლიო ომი. იმედია, ტრამპს ეს ესმის”.
ყოველივე ამას რუსეთის წინააღმდეგ ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს, შეუფარავ მუქარასაც თუ დავამატებთ, რეალობა მძიმდება, თუმცა დამძიმებასთან ერთად კომიკურიც ხდება, ვინაიდან მისი ეს მუქარა უმწეობის წუწუნითაც იყო გაჯერებული:
“ჩვენ არ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობით თავდაცვით პროდუქტებს. მთელი წლის განმავლობაში იმდენ საბრძოლო მასალას ვაწარმოებთ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში. რუსეთის ეკონომიკა NATO-ს ეკონომიკის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. შესადარებლად: NATO-ს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 20-ჯერ დიდია, თუმცა რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე მთლიანად ნატო”.
მსოფლიოში შექმნილი ამ უმძიმესი ვითარების ფონზე საქართველოში არ ცხრება „დიფ სთეითის“ აგენტურის სრული სიგიჟე, რომელიც, მათი გათვლით, სახელმწიფო გადატრიალებით უნდა დასრულდეს, რომელსაც, ცხადია, ხელისუფლებაში მათი მოსვლა მოჰყვება. ეს კი უმოკლესი გზაა, რომელიც საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ მიდის. ეს ვერაგული ჩანაფიქრი საქართველოს უკრაინიზაციას რომ ნიშნავს, არც აგენტურას და არც „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს არ ადარდებთ. სამაგიეროდ, ეს ადარდებს ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და ქვეყნის მომავალი.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე გამოგზავნილი მოლოცვის წერილი იმის ნიშანიცაა და გარანტიაც, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არ უჭერს მხარს სახელმწიფო გადატრიალების გზით საქართველოს უკრაინიზაციას. ეს პრეზიდენტ ტრამპის პირველი გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომელიც, მისი არსით, რევოლუციური მოვლენაა.
ვალერი კვარაცხელია