Home რუბრიკები სამართალი რატომ უნდა მივიღოთ კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ

რატომ უნდა მივიღოთ კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ

2269
ჯვარი

აპრილის დასაწყისში საქართველოს პარლამენტში განსახილველად კიდევ ერთხელ შეიტანეს კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო დასჯის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს.

იყო შეურაცხყოფა არა მხოლოდ ადამიანების მიმართ, არამედ ღმერთს შეურაცხყოფდნენ, ამის გამო ბიჭებმა აგინეს და დღეს ციხეში სხედან. ამიტომ არის საჭირო ეს რეგულაცია, რომ ნებისმიერ ადამიანს არ ჰქონდეს არანაირი სურვილი იმისა, რომ გამოხტეს და ლანძღოს ვიღაცის რელიგია და ღმერთი, ამიტომ უნდა არეგულირებდეს ამას კანონი”, _ განაცხადა კვიციანმა. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი ამბობს, რომ პრინციპს ეთანხმება, თუმცა მნიშვნელოვანია, დეტალურად გაიწეროს, რას ნიშნავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს ამ მოთხოვნის დაკანონების უკვე მეორე მცდელობაა (თუმცა 2013 წელს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე სასჯელის დაწესებას ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროც).

2016 წელს შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი და რელიგიური თუ საკულტო ნაგებობების შემბილწველი პირი ადმინისტრაციული წესით უნდა დასჯილიყო. ამჟამინდელი კანონპროექტის მიხედვით კი, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს მუხლი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ” და, თუ ამ კანონპროექტს დაამტკიცებს პარლამენტი, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, აგრეთვე, ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, დაისჯება ფულადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით (რელიგიური შენობებისა და სიწმინდეების წაბილწვა, მასზე წარწერების გაკეთება ან დაზიანება _ 2 წლის პატიმრობით).

აღსანიშნავია, რომ ამ კანონის ინიცირებისთანავე, ისევე, როგორც 2016 წელს ისტერიკული წივილკივილი ატეხეს .. ლიბერალური ფრთის წარმომადგენლებმა, რომელთა უპირველესი მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და მართლმადიდებლების _ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის _ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.

რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი ცვლილებების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კანონპროექტს აკრიტიკებენ “ქართველ მუსლიმთა კავშირი” და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ განისაზღვრება კანონში “რელიგიური გრძნობა”. ოქროს შუალედის პოვნა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის _ ასეთი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს, რომელიც საკანონმდებლო რეგულაციის მომხრეა…

აი როგორ აფასებდა 2016 წელს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სასჯელის დაწესების შესახებ კანონპროექტს ჯორჯ სოროსისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” და კიდევ რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია; “იდენტობა” ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI ); “საფარი”; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED):

“აშკარაა, რომ კანონის მიღება გამოიწვევს კრიტიკული აზრის ჩახშობას და არანაირად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში რელიგიურ მოტივებზე სიძულვილის გაღვივების შეჩერებას. იგი იქნება მორგებული მხოლოდ დომინანტი ჯგუფის ინტერესებზე და კიდევ უფრო გააუარესებს რელიგიური უმცირესობების მდგომარეობას სახელმწიფოში, ხოლო გამოხატვის თავისუფლება და საჯარო დებატები რელიგიურ თემებზე, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. ვენეციის კომისიამ თავის 2006 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა, რომშესაძლებელი უნდა იყოს რელიგიური იდეების კრიტიკა, მაშინაც კი, თუკი ასეთ კრიტიკას ზოგიერთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამს”. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ “რელიგიური პრინციპების ან რელიგიის წარმომადგენლების შეურაცხყოფა აუცილებლად არ გულისხმობს თავად ამ რელიგიის მიმდევართა შეურაცხყოფას”, ხოლო “დემოკრატიული საზოგადოებები არ უნდა გახდნენ რელიგიური მგრძნობელობის მძევლები და ძალადობრივი რეაქციები არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების უკან დახევის საფუძველი”.

რა გამოდის _ რადგან ვენეციის კომისიამგაუსვა ხაზი”, რომ შესაძლებელი უნდა იყოს რელიგიური იდების კრიტიკა, მაშინაც კი, თუკი ასეთ კრიტიკას ზოგიერთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამს (?!)”, საქართველოში მცხოვრებმა 3 მლნზე მეტმა მართლმადიდებელმა ეს შეურაცხყოფა უნდა გადაყლაპოს? იმიტომ გადაყლაპოს, რომ ვენეციის კომისიამგაუსვა ხაზი”?

აი ამ ლიბერალების _ ანტიმართლმადიდებლებისა და ქართველთმოძულეთა თავხედური, უტიფარი გამოხდომების რამდენიმე მაგალითი:

* სოციალურ ქსელში ვინმე კობა ბიწაძემ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ ფრიალებს ლგბტ-ის დროშა ბაგრატის ტაძრის ეზოში. ამ ფოტოს აქვს მინაწერი: “ამ ეკლესიის ეზოში მაქვს ნატ…ები რამდენჯერმე ბიჭებთან და პრობლემაა რამე?”

* კომპანია “აიისამ” გამოუშვა პრეზერვატივები, რომლებზეც წმინდანი მეფე თამარია გამოსახული, წარწერით “სამეფო კარი თამარში”, პრეზერვატივის სხვა პაკეტზე “ქართვლის დედაა” წარწერით: “მე არ მსურს, ვიყო დედაშენი _ ქართველი ქალი წარმატებული და ემანსიპირებულია”;

* მიმდინარე წლის 3 თებერვალს კი ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა, ვინმე გიორგი მაისურაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მუქარის შემცველი განცხადება: ჩვენ, ლიბერალები, საქართველოს ინტელექტუალური ელიტა, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტები ვიბრძოლებთ ბოლომდე და ყველა კანონიერი საშუალებით, სანამ საბოლოოდ არ დავასრულებთ ამ ანტიპროგრესულ, ანტიცივილურ იდეას საქართველოში, ამ სიბნელის, აგრესიისა და უძრაობის დასაყრდენს მართლმადიდებლური რწმენის სახით”.

* 19 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტკრიპტუმის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ყველა ქრისტიანისთვის შეურაცხმყოფელი რამ განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა ან უარესი _ მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად”.

* “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი დღესდღეობით იმის უდიდესი საშიშროებაა, რომელმაც მომავალში შესაძლებელია მორჩილ, დამონებულ მასად გვაქციოს, რადგან რეგულაციებს ის ბურუსით მოცული წარსულის მქონე მღვდლები დაგვიწესებენ, რომლებიც არათუ მათი მრევლის წევრებს არ აძლევენ უფლებას, არამედ თავად არ ან ვერ კითხულობენ სახარებას ზედმეტი ცოდნისგან თავდასაცავად, რომელნიც დაგვიმტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალური საშიშია საზოგადოებისთვის, ამ საზოგადოებაში კი გააღვივებენ შუღლს და სიძულვილის ნაცვლად სიყვარულისა, დაგვწყევლიან და დაგვემუქრებიან, რომ ზედმეტი აზროვნებისთვის ღმერთი დაგვსჯის”, _ ეს კი ამონარიდია ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტისა და ლექტორის, რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” კორესპონდენტის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, აგრეთვე, ლგბტ-თა უფლებების დამცველი ნინია კაკაბაძის 2013 წლის “კვირის აზრებიდან” (სტილი დაცულია), რომელიც რამდენიმე დღის წინათ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად დაამტკიცა.…აი მისი კიდევ ერთი “გულისამაჩუყებელი” შთაბეჭდილება პატრიარქის რეზიდენციის მონახულების შემდეგ:

მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს დახრუსტალისნივთები უზნეობაა, არამედ ის, რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო”.

ეს გამონათქვამები და საქციელები, ე.წ. ლიბერალების აზრით, თურმე არ არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფა. ეს მხოლოდ აზრის გამოხატვის თავისუფლებაა. ანტიდისკრიმინაციული კანონი კი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ლგბტ-პირების არათუ შეურაცხყოფა, არამედ სამსახურში მიღებაზე უარის თქმაც კი თურმე გამოხატვის უფლების დაცვაა.

ეს ყველაფერი _ მართლმადიდებლობასა და ყოველივე ქართულთან ბრძოლა, დასავლეთის მიერ რომ არის თავსმოხვეული ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ, ჩანს ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესპიკერ მაია კოციჯანჩიჩის ამა წლის 27 აპრილს გავრცელებულ განცხადებიდანაც, რომლითაც ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, “განაგრძოს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება”, ანუ ევროკავშირს სურს “მეტი ლგბტ საქართველოში” და ნაკლები მართლმადიდებლობა. ამ “ევროფასეულობების” დამკვიდრებას კი ქართველი მარიონეტების ხელით ცდილობენ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აიძულებენ, უმცირესობის მოთხოვნებს დაემორჩილონ.

შესაძლებელია თუ არაჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგანრელიგიური გრძნობების დაცვის შესახებკანონის მიღება, რომლებსაც მოქალაქეების დიდი ნაწილი აქტიურად მოითხოვს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში? რა მდგომარეობაა ამ მხრივ წამყვან დემოკრატიულ სახელმწიფოებში?

თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტი დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა თუ მორალურ კრიტერიუმთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს გადაწყვეტილებების ფართო არეალს, რათა მათ, საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე, დაადგინონ, სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. და, როგორც წესი, ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასარგებლოდ წყდება.

* ავსტრალიის სხვადასხვა შტატში რელიგიური სიწმინდეების ხელყოფა სხვადასხვანაირად ისჯება; რამდენიმე შტატში ეს დანაშაულად ითვლება, სხვა შტატებში _ არა.

* ავსტრია. სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე პარაგრაფით, აკრძალულია “წმინდანებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფა” ან სხვა მოქმედება, რომელიც ითვლება შეურაცხყოფად.

* ბრაზილია. ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით, “ღვთისმსახურების ან თაყვანისცემის ობიექტის საჯარო შეურაცხყოფა” დანაშაულად ითვლება და ისჯება 1 წლამდე პატიმრობით ან ფულადი ჯარიმით.

* გერმანია. სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით, რელიგიის, ეკლესიის, რელიგიური და იდეოლოგიური თემებისა და ჯგუფების შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელება ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ბოლოს ამ მუხლით ბრალდება 2006 წელს წარუდგინეს 61 წლის ადამიანს, რომელმაც დაამზადა ტუალეტის ქაღალდი წარწერით: “ყურანი, წმინდა ყურანი” და გაუგზავნა 22 მეჩეთს, აგრეთვე, ტელევიზიებს. მას 1 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

* საბერძნეთი. ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე 199-ე და 201-ე მუხლების მიხედვით, რელიგიური გრძნობებისა და სიწმინდეების შებილწვა, 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. საბერძნეთში მოქმედებს, აგრეთვე, ცალკე კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ. ამ კანონის დებულებები დამატებით დაცვას ითვალისწინებს მხოლოდ ქრისტიანებისთვის.

* ეგვიპტე. სისხლის სამართლის კოდექსის 98-ე მუხლით აკრძალულია მუსლიმანების, ქრისტიანებისა და იუდეველების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

* ისრაელი. სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე და 173-ე მუხლებით აკრძალულია სალოცავებისა და წმინდა ადგილების შებილწვა, აგრეთვე, ისეთი მასალების გამოქვეყნება და საჯარო გამონათქვამები, რომლებიც შეურაცხყოფს რელიგიას. ეს ისჯება 3 წლამდე პატიმრობით.

* ირანი. მკაცრად ისჯება არა მხოლოდ რელიგიისა და სიწმინდეების შეურაცხყოფა, არამედ ისლამის კრიტიკაც.

* ირლანდიის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ღვთის გმობა კანონით ისჯებოდეს. 2010 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული კანონის თანახმად, პიროვნებას, რომელიც “განგებ და საჯაროდ” იტყვის შეურაცხმყოფელს რელიგიურ სიწმინდეზე და ამის გამო ამა თუ იმ რელიგიის მიმდევართა მნიშვნელოვანი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, 25 ათას ევრომდე ჯარიმა ემუქრება.

* ესპანეთში სისხლის სამართლის 525-ე მუხლით აკრძალულია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

* იტალია. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ დარღვევად ითვლება და ისჯება 51-დან 309 ევრომდე (მუხლი 724).

კანონმდებლობით არის აკრძალული რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა პოლონეთში, პორტუგალიაში, ფინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, რუსეთში. რელიგიური სიწმინდეებისა და, საერთოდ, რელიგიის შეურაცხყოფაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული პაკისტანში, მალაიზიაში, ქუვეითში, ინდონეზიაში, ინდოეთში, ავღანეთში (სიკვდილით დასჯა), ალჟირში.

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში “სიმორცხვის შეურაცხყოფისთვისაც” კი სჯიან (ბელგია, სს კოდექსის VII თავის 385-ე მუხლი; სან-მარინოს სს კოდექსის III ნაწილი “დანაშაული საზოგადოების წინააღმდეგ”, მე-3 თავი, 275-ე მუხლი).

გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან, ამიტომაც მივმართავთ მორწმუნეთ: ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და, საერთოდ, ყველას: ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყნის სტაბილურობის ერთერთ მთავარ ფაქტორს”, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ამა წლის მარტში გავრცელდა.

მიუხედავად ამისა, არ ცხრება .. ლიბერალების შეტევები და ტერორი მართლმადიდებლობის მიმართ. ამ სულგაყიდული სუბიექტების ერთადერთი მიზანი ყოველივე ქართულის, მართლმადიდებლების შეურაცხყოფაა და ამას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ. ეს . ლიბერალები დარწმუნებული არიან, რომ უნდა განადგურდეს ყველა, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი და ცხოვრების წესი აქვს. მათი აზრით, ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლის, წმინდა სამების გამასხარავებასა და უწმაწური სიტყვებით შემკობაში მიუღებელი არაფერია, ხოლოშარლი ებდოსმიერ გამოქვეყნებული მუსლიმანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი კარიკატურებისადმი ლოიალური მიდგომა ცივილიზაციისა და დემოკრატიის უმაღლეს მწვერვალია და არა _ აღვირახსნილობის.

ამიტომ, თუგამოხატვის თავისუფლებაგანიხილება, როგორც დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენელთა უფლება, მაშინ ადამიანების მიერ ღირსებისა და რელიგიური გრძნობების დაცვა ამგამოხატვის თავისუფლებისგანგანხილული უნდა იქნას, როგორც ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ევროინტეგრაციული ვალდებულებებიდან გამომდინარე, თავის მოქმედებაში შეზღუდული იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოძებნოს ფორმულირებები, რომლებიც, ერთი მხრივ, საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებს უპასუხებს და, მეორე მხრივ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვას არ გაითვალისწინებს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. პარარელურად მიიღონ კანონი ე.წ. ღვთისმსახურების მიერ ადამიანის უფლების დარღვევის წინააღმდეგ. აბანოში ხარ, ან გძინავს და ინტენსიური კაკუნი კარზე, იძულებული ხარ გააღო , ერთხელ ბანაობა შევწყვიტე და გავაღე კარი და ვინ ივნენ _”უფლის სიტყვის მქადაგებლები”. მიდიხარ ტაძარში ესწრები წირვას, რჩე3ბი ქადაგებაზე და მამაო გვიხსნის, რამხელა ბოროტებაა რუსთავი -2, ახლა სხვა ტაძარში შეხვალ ქადაგებაზე ისმის ივანიშვილმა, როგორ დააქცია საქართველო. ეს არ არის ადამიანის უფლების დარღვევა. ტაძარი არცერთ მამაოს მემკვიდრეობით არ ერგო ის საქართველოს და ქართველი მართლმადიდებლების საკუთრებაა და ადამიანი ტაძარში მიდის მოისმინოს მამაოსგან სახარება, წერილები წმინდა ცხოვრებაზე. და არა პოლიტიკაზე ესაუბროს მრევლს .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here