Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “რატომ არის ბელარუსი ჩვენზე 2-ჯერ მდიდარი?”

“რატომ არის ბელარუსი ჩვენზე 2-ჯერ მდიდარი?”

2022

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოქვეყნა, სადაც ისაუბრა და შეადარა ქართველთა საბჭოური ყოფა დღევანდელობას. 


“მეოცე საუკუნე იმითითაც იყო გამორჩეული რომ ყოველმა შემდეგმა თაობამ მშობლებისგან თითქმის ყველა მიმართულებით უკეთესი (უკიდურეს შემთხვევაში იგივე) ქვეყანა ჩაიბარა. ასე მაგალითად, 50-ანი წლების თაობამ უკან ჩამოიტოვა 30 წლების უმუშევრობა და შიმშილი, შემდეგ იყო ინფრასტუქტურის მშენებლობა, 70-ანები, ტექნოლოგიური და ჯანდაცვის პროგრესი და ასე შემდეგ. შედეგად განვითარებული და არც ისე მსოფლიო მივიდა იქამდე სადაც დღეს არის. თავისი პრობლემებით მაგრამ უფრო მდიდარი ვიდრე ოდესმე.

საქართველოში არის ერთი თაობა, რომელმაც თავის შვილებს იმის მესამედი დაუტოვა რაც მანამდე თვითონ არაფერში მიიღო. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ 90-იანი წლებში 70% დაკარგა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ეს იყო, ისტორია ჩაცხრილულ ამხანაგზე, ემიგრაციაში წასული ყოველი მესამე მშობელი, ენერგოდეფიციტში, კრიმინალში და სრულ უპერსპექტივობაში გატარებული მოზარდობა. შესაბამისი ტრამვებით რომელიც ყოველდღე თავს გვახსენებს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ჰოდა რატომ არის ბელარუსი საქართველოზე 2-ჯერ უფრო მდიდარი მათ კითხეთ. ისევ ეგ ხალხი და მათი იდეური მემკვიდრეები გველაპარაკებიან და გვასწავლიან ყოველდღე ტელევიზორიდან თუ როგორ უნდა ქვეყნის მშენებლობა, სიყვარული და გაგება.
მათ ხომ ყველაფერი იციან, ყველაფერი და ყოველთვის,“- წერს ქადაგიძე.

3 COMMENTS

  1. ბელორუსია იმიტომ არის მდიდარი რომ ხელისუფლებაში მოღალატეები, პედერასტები და სხვა ქვეყნის მონები არა ყავთ, ხოლო საზოგადოების უმეტესობა ავსა და კარგს უკეთესად არჩევს!

  2. იმიტომ რომ მათ “БАТЬКА “ჰყავთ, რაც მამას ნიშნავს, მამას, რომელსაც თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი უყვარს, თავს ევლება, არ ჰყიდის და სჩუქნის არავის!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here