რაო? სად?

    ორმაგი მაზოხიზმი და მილულული თვალების სინდრომი

    საქართველოში საგანგაშო ვითარებაა!

    იკვეთება დასავლეთის წინაშე მთავრობის კაპიტულაციისა და მასთან ცუდ გარიგებაზე წასვლის აშკარა ნიშნები.

    რაში გამოვლინდა ეს?

    დაახლოებით ორი კვირის წინათ მამუკა მდინარაძე აცხადებდა: „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” პარტიები არათუ  თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერც ერთ არჩევნებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი ანტიკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!”

    ორი კვირის შემდეგ ბატონმა მდინარაძემ ახალი განცხადება გააკეთა: „მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში”.

    რაო?

    არაფერი არ მოგესმათ. ხელისუფლება, რომელიც დიდი რიხით აცხადებდა, რომანტიქართული, ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები ანტიკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა!”,  დღეს ნირწამხდარი აცხადებს: „დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, შესაბამისად, დადგება რეალობა, როდესაც კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობას  კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა”.

    ამის შემდეგ რაც ითქვა, ყურადღების ღირსიც არ არის, რადგან მასში თავის მართლების უბადრუკი მცდელობის გარდა ვერაფერს აღმოაჩენთ. ყოველ შემთხვევაში, მათი ეს „არგუმენტიც” მოვიტანოთ: „არავის მივცემთ იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ” კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა თვითმმართველობის არჩევნებამდე დააჩქარა”. ესეც ბატონმა მდინარაძემ ბრძანა. არავის მივცემთ საშუალებას ასე და ისე თქვასო. ვინ იგულისხმებაარავისში” – დამნაშავე პარტიები თუ ამ აგენტურული ქსელის პატრონები დასავლეთში? ალბათ, ერთიც და მეორეც, რადგან,  „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტებს არჩევნებში მონაწილეობა რატომ არ მიაღებინეთო, მათ გარდა არავინ იყაყანებს. ხელისუფლებას ქართველი ხალხის აზრზე მეტად ნაცებისა და მათი პატრონების აზრი აღელვებს. კი მაგრამ, აქამდე რომ დიდ გულზე იყვნენ, ახლა, ასე უცებ რატომ გადავიდნენ ჩოქმბჯენში?!  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კი არ გადავიდნენ, გადაიყვანეს, მაგრამ ვინ? – რა თქმა უნდა, დასავლეთმა; შესაძლებელია – აშშ-ის ელჩმა, რომელსაც უკვე ჰქონდა ღია კონტაქტი მთავრობასთან. ეს ასეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ რატომ, რა უნდა აშშ-ს? ნუთუ ტრამპიც ჩაითრიეს ანტიქართულ  შეთქმულებაში, რომლის არსი საქართველოს ხელისუფლებაში დიფ სტეიტის ღია აგენტურის მობრუნებაა? ან იქნებ ხელისუფლებამ იგრძნო, რომ რეიტინგის თვალსაზრისით საქმე ცუდად მისდის და ცამეტი წლის განმავლობაში მრავალჯერ გათამაშებული „ნაციონალური” კარტის კიდევ ერთხელ გათამაშება გადაწყვიტა? ასეა თუ ისე, ფაქტია: ქართულმა ოცნებამისეთი ნაბიჯი გადადგა, მის რეპუტაცი მიწასთან რომ ასწორებს.

    ბატონმა მდინარაძემ ეს განცხადებაც გააკეთა: „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახვებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა“.

    ეს განცხადება გაუმართავია არამხოლოდ გრამატიკულად, არამედ ლოგიკისა და იურისპრუდენციის თვალსაზრისითაც. თუკი აღიარებენ, რომ ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალები საქართველოშიხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლებასცდილობენ, თუკი იმასაც ხმამაღლა ამბობენ, რომ ოპოზიცია სხვა სახელმწიფოთა აგენტურით არის დაკომპლექტებული,   პასუხად როგორ შეიძლება აგენტურას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცენ და ხალხს უთხრან:  აბა, თქვენ იცითო?! ს მხოლოდ აზრის გაუმართავობა კი არ არის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და მისთვის სახეში შეფურთხებაც არის, რადგან ე.წ. კოაბიტაცია ქართველ ხალხს ისე ცუდად დაამახსოვრდა, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას აღარ აპატიებს.

    ის არგუმენტი, რომნაციონალური მოძრაობისმხილება არჩევნებამდე ვერ ესწრება და ამიტომ ნაცებმა ბარემ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მერე დავსაჯოთო, სეთი უსუსურია, რომ მისხალ დამაჯერებლობსაც არ შეიცავს. დროში თუ ვერ ეტეოდით, რატომ გაწელეთ კომისიის მუშაობა? რა საჭირო იყო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა გამოსაძიებლად შექმნილი კომისიის საქმიანობა შემდგომი პერიოდითაც დაგემძიმებინათ? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს შეგნებულად გააკეთეთ, რითაც ქართული კეთილი ანდაზა გაამტყუნეთ და ორი კურდღლის მდევარმა ორივე დაიჭირეთ, ანუ „ნაციონალური მოძრაობა” თავიანთ სატელიტებთან ერთად დაღუპვისგან იხსენით და კარს მომდგარ ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი თავიც გადაირჩინეთ (ყოველ შემთხვევაში, თქვენ ასე გესახებათ), ვინაიდან გრძნობთ, რომ ქართველი ხალხი ხმასნაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ აძლევს და არა თქვენ სასარგებლოდ. ქართველი ხალხი ხმას მხოლოდ მაშინ გაძლევთ, როდესაც ალტერნატივად ეს უბინძურესი ძალაა წარმოდგენილი. ახლაც ამ მრავალჯერ ნაცად მეთოდს მიმართეთ.

    ჩვენ მდინარაძის ნათქვამი წარმოგიდგინეთ, რომელიც მან, სულ რაღაც, ორ კვირაში უარყო და ახლა პრინციპულად შეცვლილი (შებრუნებული) ვერსიით წარსდგა ჩვენ წინაშე. შესაძლებელია, ვიღაცამ  მითხრას: მდინარაძე ის ფიგურა არ არის, რომელიც „ქართული ოცნების” ტონალობას განსაზღვრავსო. გეთანხმებით, მაგრამ აგერ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამიც ვნახოთ მისი წინასაარჩევნო შეხვედრებიდან: პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურნაცმოძრაობასმოღალატეობრივი ქმედებების გამო, სხვაგვარად შეუძლებელია. უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებსმომავალ თაობას ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცე დავუტოვოთ, რათა საზოგადოებას არ უწევდეს არჩევანი ომსა და მშვიდობას, უცხო ქვეყნის აგენტებსა და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ გუნდს შორის და არჩევანს კარგსა და უკეთესს შორის აკეთებდეს,  ამიტომაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს“.  ეს მდინარაძის ნათქვამი კი არ არის, ივანიშვილის ნათქვამია. რა იქნა ქართველი ხალხისთვის მიცემული ეს დაპირება? ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ დღეს მდინარაძის პირით გაცხადებული რეალობა „ნაციონალური მოძრაობისთვის” ახალი შანსის მიცემის შესახებ ივანიშვილთან შეუთანხმებლად ხდება? – არავის, რა თქმა უნდა! უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ამ ახალი პოზიციით ივანიშვილი გველაპარაკება, რაც მდგომარეობას ართულებს.

    სტატიისთვის წერტილი შემეძლო აქ დამესვა, მაგრამ  უბედურება ისაა, რომ ეს სრულიად არასახარბიელო მდგომარეობა ამით არ ამოიწურება. „ქართულმა ოცნებამ” ბოლო პერიოდში სერიოზული ნაბიჯი გადადგა რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, რაც დაწესებული ეკონომიკურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმით გამოიხატა. კიდევ უფრო დიდი იყო დასავლეთის წნეხი რუსეთისთვის, უკრაინის პარალელურად, მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ გმირულად გაუძლო და ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველ ამ მოწოდებას არ შეუერთდა. ახლა კი ისეთი სურათი იკვეთება, რომ დასავლურ წნეხს ვეღარ უძლებენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში გამართულ ფორუმზე განაცხადა: „საქართველო არ განიხილავს3+3 ფორმატში მონაწილეობას, რადგან ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა”. ამას სიხისტეც არ ჰქვია. ეს, თავის დროზე, სწორედ იმ დიფ სტეიტის კარნახით ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომელიც ტრამპმა უკვე დაგმო, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ ელოლიავებიან. ბოჭორიშვილის მიერ მილულული თვალებით ნათქვამმა ამ წინდაუხედავმა წინადადებამ საქართველო, შესაძლებელია, ახალი სირთულეების წინაშე დააყენოს. ამაზე მეტყველებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინის მიერ მყისიერად გაკეთებული განცხადება: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ, გადახედვას არ ექვემდებარება”. რუსული მედიის მძიმეწონიანმა წარმომადგენელმა მარგარიტა სიმონიანმა კი  ცეცხლზე ნავთი დაასხა: თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდებ და წელს ომი დასრულდებ, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედარუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ. მძიმე და უხეში ნათქვამია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ქალბატონ სიმონიანის დიპლომატიური ტაქტის ნაკლებობის განსაზღვრაზე მნიშვნელოვანი იმის გარკვევა უნდა იყოს, თუ რას რა შეიძლება მოჰყვეს. საინტერესოა, სად აპირებს ჩივილს ქალბატონი ბოჭორიშვილი, თუკი რუსეთის პოზიცია საბოლოოდ ისეთივე ხისტი იქნება, როგორც ამ ორ შემთხვევაში ვიხილეთ.

    მე ვიცი, სად მარხია ძაღლის თავი. მთავრობას არ ასვენებს აშშთან პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ოღონდ არა დიფ სტეიტის, არამედ ახალი პირობებით. ბატონმა კობახიძემ ეს სურვილი პირდაპირ თქვა: „ჩვენ გვაქვს ხელი გაწვდილი, საუბარი შედგა, მათ შორის აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კომუნიკაცია არსებობს. ჩვენ ოპტიმიზმით ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რასაც ხშირად ვამბობთ – ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა იქნება დამოკიდებული დიფ სტეიტის დამარცხებაზე. გახსოვთ, ტრამპის ცნობილი სიტყვები: „ან ამერიკა გაანადგურებს დიფ სტეიტს, ან დიფ სტეიტი გაანადგურებს ამერიკას“. ეს ორთაბრძოლა მიმდინარეობს. დიფ სტეიტი რამდენად შეიძლება განადგურდეს, არ ვიცი, საუბარია სერიოზულ ძალაზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეტად დასუსტდება, მით უფრო მეტია  პერსპექტივა, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ გვაქვს გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომ გვინდა, სრულიად სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობთ, რომ მანამდე ეს იყო ფურცელზე არსებული პარტნიორობა; ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გზამკვლევი ამ პარტნიორობისთვის, რომელშიც აისახება გუნდური სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის –  როგორც აშშ-ისთვის, ასევე საქართველოსთვის. ჩვენი სურვილი ეს არის“.

    შევეცადოთ, ავწონ-დავწონოთ ეს ნათქვამი. ტრამპი დიფ სტეიტის დამარცხებას თუ მოახერხებს, ნამდვილად კარგი ამბავი იქნება, მაგრამ დიფ სტეიტის დამარცხება რუსეთის დამარცხებას ხომ არ ნიშნავს? რუსეთის ფაქტორი სადმე მიდის? ვკითხოთ ბატონ კობახიძეს, იმ რუსეთის ინტერესები, რომელმაც უკრაინაში აშშ, ევროპა და ნატო ერთად დაამარცხა, საქართველოში არაფერს ნიშნავს? მას ანგარიში არ უნდა გაეწიოს? ახალი რეალობა მხოლოდ აშშში ხომ არ დგება, სადაც დიფ სტეიტი შესაძლებელია დამარცხდეს (შესაძლებელია, არც დამარცხდეს), ახალი რეალობა მთელ პლანეტაზე დგება, რომელიც აღარ იქნება ერთპოლუსიანი. კობახიძის განცხადებაში ეს მხარე არ არის გათვალისწინებული. ეს მხარე საერთოდ არ ჩანს, თითქოს იგი არც არსებობს, არადა, არსებობს, გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე აქამდე არსებობდა. დღეს რუსეთის ფაქტორის იგნორირება სიბეცეა, რაც ბოჭორიშვილის შემთხვევაში  მილულულ თვალებს შეიძლება დავაბრალოთ, მაგრამ კობახიძეც ანალოგიურად მიბნედილი თვალებით ხომ არ უყურებს მსოფლიოს, რომ მის ერთ ნაწილს აღიქვამდეს, მეორეს – ვერა?! გაახილეთ ეგ მილულულმიბნედილი თვალები, ქალბატონებო და ბატონებო, რათა მსოფლიო დაინახოთ ისეთი, როგორიც არის,  და არა ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოს.

    საქართველოს მთავრობაში იქნებ ისეთი რამ იციან, რასაც მე ვერ ვხვდები და ვერ ვწვდები, მაგრამ ამ წლების განმავლობაში სადღაც ხომ უნდა გამოვლენილიყო მათი ეს სიღრმეებში წვდომის ნიჭი და უნარი?!  დიდი ხანია, რაც დასავლეთმა სილა გაგვაწნა და აგერ ახლა პანღურიც უნდა ამოგვკრან: „ევროკავშირი აპირებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, ომელი ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორის არიან კანდიდატი ქვეყნები: დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო”.

    „დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს”.

    აგერ მთლად ახალი და ცინცხალი ინფორმაცია: ლიეტუვამ საქართველოს სანქცირებული მოქალაქეების სრული (ასზე მეტი პირი)  სია გამოაქვეყნა. სანქცირებულ პირებს შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე, გრიგოლ ლილუაშვილი”.

    აქ ის კი არ არის მთავარი, ასე უდიერად რომ გვექცევიან, არამედ ის, რომ ყოველივე ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა კვლავ იქ აპირებს წასვლას, სადაც აქამდე მიდიოდნენ – დასავლეთში. ამგვარ ურთიერთობებს ევროპაში ერთი ძალიან ცუდი სიტყვით გამოხატავენ. მაზოხიზმია ეს სიტყვა. სწორედ მაზოხიზმი ჩანს მთავრობის დამოკიდებულებაში:  აქეთ  – „ნაციონალურ მოძრაობასთან, იქით – დასავლეთთან. საბოლოო ჯამში, რაღაც დიდი უბედურება გამოდის – ორმაგი მაზოხიზმი, რომელიც, ორმაგად კი არა, ოთხმაგად გარყვნილი ევროპელებისთვისაც მიუწვდომელი ფუფუნებაა. ორმაგი მაზოხიზმი უძახეთ თქვენ და, რაღაცაში მაინც ხომ გავასწარით ევროპას. ამ ტემპით თუ ვივლით, გავასწრებთ კი არა, შევასწრებთ კიდეც, ოღონდ საკითხავია – სად?

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here