Home რუბრიკები პოლიტიკა რამ დაგვღუპა? რა გადაგვარჩენს?

რამ დაგვღუპა? რა გადაგვარჩენს?

4338
ალექსანდრე ჭაჭია

საქართველო და მსოფლიოსწინა, 36- ნომერში გამოვაქვეყნეთ ამონარიდები პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას 20 წლისწინანდელი ინტერვიუებიდან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, გლობალიზაციის ამერიკული ვარიანტის დამღუპველობასა და გარდაუვალ კრახზე, მის მავნე ზეგავლენაზე ქვეყანასა და ხალხზე. როგორც მკითხველი შეამჩნევდა, ბატონი ალექსანდრეს ეს პროგნოზები ზედმიწევნით ასრულდა. დღეს გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ამონარიდს ალექსანდრე ჭაჭიას ვრცელი ინტერვიუდან:

*”…ახლანდელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიდგომა განპირობებულია საქართველოს, როგორც გეოგრაფიული სივრცის გაგებით, როგორც ტერიტორიისა, რომლის მდებარეობა ხელსაყრელია გარკვეული მსოფლიო ძალების მიერ საკუთარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონსტრუქციების რეალიზაციისათვის. მე კი საქართველოს განვიხილავ, როგორც ქართველი ერის არეალს, როგორც ტერიტორიას, რომელზეც ჩემი ხალხი უნდა ცხოვრობდეს და ვითარდებოდეს, მე განვიხილავ ქართულ სახელმწიფოს, როგორც ქართველი ერის თვითგამორკვევის ფორმას, როგორც ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა უზრუნელყოს აქ მცხოვრები ხალხის განვითარება და კეთილდღეობა. ამაშია პრინციპული სხვაობა

*…არსებობს ორი ტიპის პროვინციალიზმი: პირველი ითვალისწინებს ცხოვრების ჩამოყალიბებული წესით აბსოლუტურ თვითკმაყოფილებას და კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ უცხო გამოცდილებას; მეორე ტიპი, პირიქით, სრულიად უარყოფს საკუთარ ეროვნულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ფასეულ ორიენტაციებს, ხოლო საჭიროდ და პროგრესულად აღიარებს მხოლოდ უცხოურს, სხვა, მათი აზრით, “ცივილიზებული” ერებისთვის დამახასიათებელ თვისებებსა თუ წესებს. პროვინციალიზმის ეს მეორე ტიპი, რომელსაც მე სნობისტურ პროვინციალიზმს ვეძახი, საქართველოში კოლოსალური მასშტაბებით გავრცელდა.

საზოგადოებაში ისინი საკმაოდ დიდ წრეს შეადგენენ: პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა, თითქმის მთელი ე.წ. ელიტური ინტელიგენცია, მეძავები, ჰომოსექსუალისტები და ა.შ. მათ, ვინც პოლიტიკაში მოვიდა, “ახალგაზრდა რეფორმატორები” დაარქვეს, თუმცა ბევრი მათგანი არა ასაკით, არამედ მხოლოდ გონივრული განვუითარებლობით თუ ესადაგება ამ განსაზღვრებას… მათი თანამოაზრეები არიან მთავრობაში, სამინისტროებსა და უწყებებში, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტის მსგავს სტრუქტურებში და ჟურნალისტიკაში. ამ ადამიანებისათვის ყველაფერი, რასაც უცხოელი “მეგობარი” უკარნახებს ან საზღვარგარეთ ნახავენ, კანონია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი მათგანი დაქირავებული აგენტია. ისინი საკუთარ ქვეყანაში უცხო ინტერესების გამტარებლები უფრო რწმენის გამო არიან, ვიდრე ფულისა თუ იმ კომპრომატის გამო, რომელსაც სხვა ქვეყნებში “გართობისას” ტოვებენ. მათ მართლა სჯერათ, რომ … ამერიკული მასობრივი კულტურა ცივილიზაციის მწვერვალია, რომ გლობალიზაცია კარგია, ხოლო ეროვნული სახელმწიფო _ ცუდი, რომ ქართველები ველური და ჩამორჩენილი ხალხია და საჭიროა, მათ ამერიკელებმა თუ ინგლისელებმა უხელმძღვანელონ, ჭკუა ასწავლონ.

პროვინციელი რეფორმატორებისგან განსხვავებით, ნორმალურ ადამიანებს ესმით, რომ სავალუტო ფონდმა, რომელიც ერთი და იგივე რეცეპტით აწარმოებს საქართველოს, რუსეთის, ანგოლის თუ პაპუა-გვინეის “რეფორმირებას”, დაანგრია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და ქვეყანა აფრიკული ტიპის კოლონიად აქცია, ხოლო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ისეთი ქვეყნის გაწევრიანება, როგორიც საქართველოა ახლანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაში, თვითმკვლელობის ტოლფასია. ტყუილად კი არ აცხადებენ გაცილებით უფრო განვითარებული ქვეყნები, მათი მოსახლეობა, ადგილობრივი მწარმოებლები სასტიკ პროტესტს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოძალეობის გამო.

აღმოჩნდა, რომ ისეთი თითქოსდა ჰუმანური ორგანიზაციაც კი, როგორიცაა “ექიმები საზღვრებს გარეშე”, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერაა შექმნილი და სადაზვერვო-პოლიტიკურ ფუნქციებს ასრულებს. ნორმალურ მოაზროვნეებს, აგრეთვე, ესმით, რომ ნატო საქართველოს განიხილავს მხოლოდ როგორც რუსეთზე ზეწოლისათვის ხელსაყრელ პლაცდარმს, ხოლო ამიერკავკასიიდან რუსეთის წასვლისა და საქართველოში ნატოს ეგიდით თურქული ჯარის შემოყვანის შემდეგ არც ერთი ჩვენი პრობლემა მსოფლიოში არავის აღარ შეაწუხებს, გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში კი ნატოს ჯარი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდება, ხოლო საქართველოს რუსეთთან პირისპირ მოუწევს ურთიერთობების გარკვევა. ასე იყო 1918-1921 წლებში, როდესაც ჩვენი “გულითადი მწყალობლები” _ ინგლისელები და გერმანელები გვპირდებოდნენ “ევროპაში შეყვანას”, დაცვასა და მხარდაჭერას, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ელვისებური სისწრაფით გაიქცნენ, ქართველი ცოლებიც კი მიატოვეს, სამაგიეროდ, სოლიდური მატერიალური ფასეულობები “გააყოლეს ხელს”.

*… მთავარი, რაც ჩემში პროტესტს იწვევს, არის ის, რომ მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების იმ გეგმებში, რომელთა რეალიზაციაშიც ჩართულია საქართველო, ქართველი ერის ადგილი, როლი, მომავალი არ ჩანს. ამ მსოფლიო ძალთათვის აბსოლუტურად სულერთია, ვინ იცხოვრებს ჩვენს ტერიტორიაზე, ვინ მოემსახურება ნავთობსადენს, როგორი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული დონე. მეტიც, მათთვის უფრო მომგებიანია, რომ ქვეყანაში ძირძველი მოსახლეობა რაც შეიძლება ნაკლები იყოს, ვინაიდან მკვიდრ მოსახლეობას ყოველთვის მეტი პრეტენზია აქვს, ისინი ძნელად შეურიგდებიან მოსამსახურე პერსონალის როლს საკუთარ სამშობლოში. ამერიკელები ტყუილად კი არ ხოცავდნენ ინდიელებს, ხოლო მონები აფრიკიდან მოჰყავდათ. პრაქტიკამ ამერიკელები მიახვედრა, რომ ძირძველი მოსახლეობა ყოველთვის იბრძვის თავისუფლებისათვის საკუთარ მიწაზე და ამიტომ მათი განადგურება ამჯობინეს. ეს პრინციპი, მოსახლეობის დენაციონალიზებასთან ერთად, დღესაც მოქმედებს, რაც საქართველოს მაგალითზეც ნათლად ჩანს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველობა აღარ ცხოვრობს, ჯავახეთი და ქვემო ქართლიც ქართველებისგან თითქმის დაიცალა, ერის მესამედმა სამშობლო იძულებით მიატოვა. გარდა ამისა, მსოფლიო ძალებისათვის სულერთია, თუ რომელი ქვეყნის იურისდიქციაში შედის ესა თუ ის ტერიტორია, მთავარია, იგი მათ მიერ კონტროლირებადი იყოს. მეტიც, ერთიანი ქვეყნის დაშლა და დასუსტება კონტროლის დაწესებისთვისაც უფრო ხელსაყრელია. მათ პოლიტიკას მე დავარქვი ხუთი”- პოლიტიკა: დენაციონალიზაცია, დესტრუქცია, დეინდუსტრიალიზაცია, დეზინტეგრაცია, დეგრადაცია. გაგიკვირდება კიდევაც, რანაირად აღმოჩნდა საქართველოში ამდენი გაუნათლებელი პროვინციელი სნობიუნდა აღინიშნოს, რომ ამ სნობთა უმრავლესობას საერთო მორალურფსიქოლოგიური თვისებები აქვს, რომლებიც, ჩემი აზრით, განაპირობებენ კიდევაც მათ ანტიეროვნულ საქმიანობას. ეს მათ წარმოშობას, პიროვნულ ჩამოყალიბებას, ინტელექტუალურ და ზნეობრივ განუვითარებლობას, ანომალიურ მიდრეკილებებსა და ფსიქიკურ გადახრებს ეხება და ამიტომ არასასიამოვნო და უხერხულია ამ თემაზე საუბარი

* …ახლანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს მხარს უჭერს ე.წ. ელიტური ინტელიგენცია, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რაც მოდურია, ყოველთვის იდგა იქ, სადაც ფული და ძალაუფლება იყო. ინტელიგენციის ეს ნაწილი დიდი ხანია, მოწყვეტილია საკუთარ ხალხს, ქედმაღლური ზიზღით უყურებს მას და სურს მისი “ცივილიზება”… “რეფორმატორული ფრთა” და მათი მხარდამჭერი ინტელიგენციის ნაწილი “მეხუთე კოლონა” გახლავთ, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზადაა, გაყიდოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ისინი არიან ყველგან, ყველა ქვეყანაში, მათი საქმიანობა, ხელისუფლებაში მოსვლა “გლობალიზაციის” მსოფლიო გეგმის შემადგენელი ნაწილია. არის ქვეყნები, სადაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ აძლევენ, მკვეთრად ზღუდაენ მათ დამანგრეველ, დესტრუქციულ საქმიანობას, მაგრამ არიან ისეთი ქვეყნებიც, სადაც ისინი მოდიან ხელისუფლებაში, როგორც წესი, უკანონო გზით, გარეშე ძალის დახმარებით და შემდეგ მსოფლიო სტრუქტურების გლობალური გეგმის შესაბამისად, ცდილობენ მოსახლეობის დენაციონალიზებას, შლიან სახელმწიფოს, ანგრევენ ეროვნულ ეკონომიკას, ქვეყანას კოლონიად აქცევენ.

რამ დაგვღუპა? რა გადაგვარჩენს?

*” … გლობალიზაცია ითვალისწინებს დედამიწაზე ერთიანი წესრიგის, ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური კანონების დაწესებას, ცხოვრების ერთიანი წესის, საზოგადოების ფუნქციონირების ერთიანი პრინციპების დამყარებას. ეს უნიფიცირებული წესები შემუშავებულია შეერთებული შტატების მიერ, ანუ ოპტიმალურად შეესაბამება ამ ქვეყნისა და მისი ხალხის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას, ისტორიულ გამოცდილებას, კულტურასა და მენტალიტეტს. ამ თეორიის თანახმად, მსოფლიო მართვის ცენტრი ვაშინგტონი უნდა იყოს. ხსენებული პოლიტიკის მიზანია სახელმწიფოთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაზე, მსოფლიო ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე, ტექნოლოგიების განაწილებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება. დღეს დედამიწის მოსახლეობის 20 პროცენტი, .. “ოქროს მილიარდი” 82-ჯერ მეტ რესურსებს მოიხმარს, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენი 80 პროცენტი. იმის გამო, რომ რესურსების მსოფლიო მარაგი შეზღუდულია, მილიარდმა ისევ მდიდრულად რომ იცხოვროს, დანარჩენი მსოფლიო სიღატაკეში უნდა იმყოფებოდეს. თუ ღარიბ ქვეყნებში განვითარება და გამდიდრება დაიწყება, მაშინ მდიდარ ქვეყნებში მოხმარების დონე უნდა შემცირდესრა იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დასავლეთის ბრძოლის მიზეზი? ამერიკელები აცხადებდნენ, რომ მათ აწუხებთ ადამიანის უფლებების დაცვა, სამხედრო აგრესიის საფრთხე, მცირე ერების, ეროვნული უმცირესობების ინტერესები და .. დღეს, ალბათ, აღარ დარჩა იდიოტი, რომელსაც ამ ზღაპრების სჯერა, ვინაიდან დღეს დასავლეთი ეროვნების საერთოდ გაუქმებას ითხოვსსაბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანის არც ერთი უფლება დაცული არ არის, მათ შორის _ სიცოცხლის უფლებაც: მხოლოდ ომებში ასიათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონერი შიმშილით დაიხოცნენ, ათეული მილიონობით _ სიღატაკეში ცხოვრობენ. მაგრამ დასავლეთს, .. “ოქროს მილიარდსეს უკვე აღარ აინტერესებს. რატომ? იმიტომ, რომ გადაწყვეტილია მთავარი ამოცანა: უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც მოიცავს ძირითადი რესურსების მსოფლიო მარაგის ნახევარზე მეტს, დასავლეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება და რაც ნაკლები მოსახლეობა იცხოვრებს ამ სივრცეში, რაც უფრო დაბალი იქნება აქ ტექნოლოგიური განვითარების დონე, მით უკეთესია მდიდარი ქვეყნებისათვის.

*ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ახლანდელმა კოლონიურმა და ნახევრად კოლონიურმა სახელმწიფოებმა, მათ შორის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებმაც, საიდანაც მდიდარი ქვეყნები თავიანთი მრეწველობისთვის ნედლეულს ქაჩავენ, თვითონ დაიწყონ ახალი სამრეწველო ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანი საქონლის დამოუკიდებლად წარმოება. ეს ხომ კატასტროფაა მდიდარი ქვეყნებისათვის: ისინი ჰკარგავენ ნედლეულის მიმწოდებლებს, მათი პროდუქცია აღარ იყიდება, მათ მთავრობებს აღარ ექნებათ ამ ქვეყნებზე ზეწოლის ბერკეტები, ვინაიდან ისინი დამოუკიდებლები ხდებიან. ამიტომ “ოქროს მილიარდის”, გლობალისტების ამოცანაა, არ დაუშვან რაც შეიძლება მეტი ქვეყნის განვითარება. მაგალითად, საქართველოსთვის არ არის გათვალისწინებული სამრეწველო, აგრარულ-ინდუსტრიული განვითარება, მის ტერიტორიას, როგორც ირკვევა, სატრანზიტო მიზნებით გამოიყენებენ და რამდენიმე სახის ნედლეულს გაზიდავენ. ამისათვის არ არის სკაჭირო ინტელექტუალური პოტენციალი, კვალიფიციური ეროვნული კადრები, ამიტომ ჩვენ ვერ გავიგონებთ “რეფორმატორთა” წინადადებებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალეფექტიანი წარმოების შექმნის შესახებ, ვერ ვიხილავთ განათლებისა თუ ფუნდამენტალური მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვას. კოლონიას, სადაც მოსახლეობა ტრანზიტს ემსახურება, მეცნიერები არ სჭირდება. სამაგიეროდ, ვიხილავთ ბევრ ისეთ სულელურ, ხმაურიან კამპანიას, რომელსაც “სასამართლო რეფორმა”, “მთავრობის რესტრუქტურიზაცია” თუ “ბიუჯეტის ოპტიმიზაცია” ჰქვია.

*”გლობალისტებისგზაზე ბუნებრივ დაბრკოლებას წარმოადგენს ცალკეული ქვეყნების ეროვნული ინტერესები, მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნება, განვითარებისკენ ერის ბუნებრივი მისწრაფება. ამიტომ აშშის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ სტროუბ ტელბოტმა (პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის _ საქართველოს მთავარმაუფროსმა”) ახლახან პირდაპირ განაცხადა, რომ XXI საუკუნეში ცნებაერისაბოლოოდ მოძველდება, ცალკეულმა ქვეყნებმა კი სუვერენიტეტის ნაწილზე უარი უნდა თქვან და ერთიანი გლობალური ხელისუფლება აღიარონ. სწორედ ამიტომ ჩვენირეფორმატორებისთავდასხმის ძირითად ობიექტს წარმოადგენს ეროვნება, ქართველთა ეროვნული კულტურა, ეროვნული ტრადიცია, რაშიც მათ აქტიურად ეხმარებაელიტურიინტელიგენცია. ვინ იფიქრებდა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოში ეროვნებას გააუქმებდა?! დღეს უკვე ცხადია, რომმეხუთე კოლონამ”, “ეროვნული ინტელიგენციისსრული მხარდაჭერით, წარმატებით განახორციელა 3-მილიონიანი ერისთვის ესოდენ დამღუპველი აქტი

ერის კონსოლიდაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს რელიგია და ამიტომ ტრადიციულ რელიგიასთან ბრძოლა “გლობალისტების” სერიოზული ამოცანაა. განსაკუთრებით ეს შეეხება მართლმადიდებლობასთან ბრძოლას, ვინაიდან მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც წესი, ღრმად ეროვნულია, ხოლო მართლმადიდებელი ერი ძალიან ტრადიციულია, ნაკლებად ემორჩილება უცხო გავლენას, ყველანაირად ცდილობს თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ასევე ცხადია, რომ ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთობის შენარჩუნება ძირითადად მართლმადიდებლობის დამსახურებაა…

*მართლმადიდებლობაზე თავდასხმის პარალელურად, “მეხუთე კოლონის” ანტიეროვნული საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქართული ისტორიისა და კულტურის იმ მოღვაწეთა დისკრედიტაცია, ვის სახელებთანაც დაკავშირებულია ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული სულიერების განვითარება. ამ თვალსაზრისით ფრიად დამახასიათებელია “რეფორმატორთა” დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა თუ გალაკტიონის მიმართ. ერთდროულად ისინი ჩვენს ისტორიაში იქექებიან და გამოძებნიან ხოლმე ისეთ ფაქტებსა თუ მოვლენას, რომელშიც, თანამედროვე თვალსაზრისით, თანამედროვე გაგებით, ქართველი ერი, მართლმადიდებლური ეკლესია, ცალკეული ისტორიული პიროვნებები წარმოჩნდებიან, როგორც ველური და რეტროგრადები. მაგალითად, “რეფორმატორთა” მუდმივ სალაპარაკო თემად იქცა შუასაუკუნოვანი ქართული საზოგადოების “მხილება” იმაში, რომ დიდი მოაზროვნე სულხანსაბა ორბელიანი კათოლიკობის მიღებისთვის ჩვენმა სამღვდელოებამ “წვერით ათრია”.

შუა საუკუნეებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი ერის ხსნის, ასიმილირებისაგან გადარჩენის მთავარი ფაქტორი მართლმადიდებლობა იყო. ეს იყო უმაღლესი სულიერი ღირებულება, ქართველობის მაჩვენებელი… ქართული ეკლესიის ბევრი წმინდანი, წმინდა ნინოთი თუ აბო თბილელით დაწყებული, ბევრი ეროვნული გმირი არ იყო ეთნიკური ქართველი, მაგრამ, მიიღეს რა მართლმადიდებლობა, ერის ნაწილად იქცნენ. ამავე დროს წმინდა სისხლის ქართველები, ვინც ნებაყოფლობით სხვა სარწმუნოება მიიღო, მათ შორის მეფეებიც კი _ როსტომი, დავითი, კონსტანტინე _ ქვეყნის ისტორიასა და ხალხის მეხსიერებაშიც მოღალატეებად დარჩნენ. მართლმადიდებლობის ღალატი სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო. ასე იყო და სწორედ ამ მიზეზით გადარჩა ჩვენი ერი. ასე რომ, დიდმა საბამ, მიიღო რა კათოლიკობა, რა ძნელიც უნდა იყოს ამის თქმა, უმაღლეს ქართულ სულიერ ღირებულებას უღალატა და მაშინდელი ქართული საზოგადოების რეაქცია სავსებით ასახსნელი და გასაგებია. ერთი დაფიქრდნენ ჩვენი “დემოკრატები” იმაზე, თუ როგორი იქნებოდა “ცივილიზებული” კათოლიკური საზოგადოების რეაქცია, მათი ქვეყნის ელჩს სხვა სარწმუნოება რომ მიეღო. თუ ინკვიზიციის პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რომელმაც ასიათასობით ადამიანი ერესის ბრალდებით ცოცხლად დაწვა, ასეთ ელჩს კოცონზე დაწვავდნენ.

*… მსოფლიო გლობალიზაციის ცდები XX საუკუნეში უკვე იყო, მაგრამ ყველა კრახით დამთავრდა. გაიხსენეთ 20-იანი წლების ბოლშევიკები. გლობალიზაციის მათეული პროექტიც ითვალისწინებდა ეროვნული თვითიდენტურობის, ეროვნული ინტერესების, ეროვნული საზღვრების უარყოფასა და ერთიანი მსოფლიო მთავრობის შექმნას. რუსეთს, სადაც მათ ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში, ისინი განიხილავდნენ, როგორც ამოსავალ წერტილს, პლაცდარმს მსოფლიოს დასამორჩილებლად. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ხალხის 90 პროცენტი მკვიდრ მოსახლეობას არ წარმოადგენდა, ანუ პატრიოტიზმი მათ მაინცდამაინც არ აწუხებდა. სტალინს თითქმის 20 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ბოლო მოეღო კოსმოპოლიტური ბანდის თარეშისათვის და ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების გზით წაეყვანა. სხვათაშორის, სწორედ ამაშია სტალინის პოლიტიკური გენიალურობა და უდიდესი ისტორიული დამსახურება და სწორედ ამის გამო სძულს იგი გლობალიზმით დაავადებულ მსოფლიო ელიტას. ტროცკი, ბუხარინი, ზინოვიევი, კამენევი, სხვა ადრინდელი ბოლშევიკები, რომლებმაც მილიონობით ადამიანი დახოცეს და სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული კულტურა, ერების არსებობის უფლება უარყვეს, ახლანდელი მსოფლიო ელიტის მიერ აღიარებულები არიან, როგორცტირანისტალინის ხელით დაღუპულიტრაგიკული ფიგურები”, “წმინდა იდეალისტებიდა .. სტალინმა იცოდა, რომ განვითარების რევოლუციამდელმა გზამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, დასავლური მოდელი ევრაზიულ მართლმადიდებლურისლამურ სახელმწიფოში დამღუპველია, ხოლო კოსმოპოლიტური გლობალიზაცია _ დანაშაულებრივი უპერსპექტივობა. ამიტომ სტალინმა გააკეთა ის, რაც მსოფლიო ისტორიაში ვერავინ შესძლო: შექმნა სახელმწიფოებრივი მოწყობის სრულიად ახალი ფორმა საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი ტიპით.

გლობალიზაციის განხორციელებას ჰიტლერიც შეეცადა. მისი პროექტი ერთი, გერმანელი ერის ბატონობა ეფუძნებოდა, ხოლო სხვა ერებისათვის თვითმყოფადობისა და პროგრესული განვითარების საჭიროებას უარყოფდა. როგორც ხედავთ, ახლანდელი ამერიკული პროექტი ჰიტლერისეული თუ ადრინდელი ბოლშევიკური პროექტისგან პრინციპულად არ განსხვავდება: ერებისა და ეროვნული ინტერესების იგივე უგულვებელყოფა, იგივე მსოფლიო მთავრობა, იგივე მსოფლიო ბატონობა. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ჰიტლერი სხვა ერებს იარაღის ძალით ანადგურებდა, თანამედროვე გლობალისტები კი _ ეკონომიკურად, ინფორმაციულად, ზნეობრივად, თანაც, ეროვნულ სახელმწიფოებში არსებულმეხუთე კოლონებზედაყრდნობით. ეს პროექტიც ისევე დამთავრდება, როგორც წინა პროექტები, შესაძლოა, უფრო დიდი მსხვერპლით.

*გლობალიზმის ქართველი მხარდამჭერები, ჩვენი “მეხუთე კოლონა”, რომელმაც ქვეყანაში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, თავისი არსით მოფაშისტო ნეობოლშევიკები არიან და მთავარი უბედურება, რომელიც მათ დანაშაულებრივი, მოღალატური საქმიანობით მოგვიტანეს, ის გახლავთ, რომ დღემდე არ არის რეალიზებული ჩვენს ისტორიაში უიშვიათესი შესაძლებლობა _ შეგვექმნა და გაგვავითარებინა საკუთარი სახელმწიფო ქართველი ერის საკეთილდღეოდ… ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკის გამო თვით ქართველებს და გარე სამყაროსაც ძალაუნებურად შეუძლიათ იფიქრონ, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის საერთო ჯამში მხოლოდ 200 წელიწადს არსებობა კანონზომიერია, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია დამოუკიდებელი განვითარების უნარი, რომ არ შეგვიძლია ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნება იმ საზღვრებშიც კი, რაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ მივიღეთ, რომ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით, როგორც ქმედითუნარიანი ერი.

*… დასასრულ, ერების უნიფიცირება, მთელი მსოფლიოს ერთი ცენტრისადმი დამორჩილება, ერთი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დიქტატი შეუძლებელია. მხოლოდ ბჟეზინსკის (აწ უკვე მოუსავლეთში წასულის) და ამერიკული ისტებლიშმენტის ანალოგიურ მარაზმულ ნაწილს შეუძლია იფიქროს, რომ ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია გლობალიზაციასა და დენაციონალიზებას დაემორჩილებიან, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უარყოფენ და თამაშის ამერიკულ წესებს სამუდამოდ მიიღებენ. ბევრ ამერიკელ ანალიტიკოსს ესმის ამ ჩანაფიქრის უპერსპექტივობა, წერენ გარდაუვალ კრახზე, ახლანდელი წარმატებების დროებით ხასიათზე, გლობალური შეჯახების შესაძლებლობაზე, რაც ყველასათვის დამღუპველი იქნება… დიდი სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, დაასამარებენ ამ “გლობალურ პროექტს”, მაგრამ საქართველომ იმ დროისთვის შეიძლება დღევანდელ მოკვეთილ საზღვრებშიც კი ვეღარ იარსებოს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, აღარ იარსებებს კონცენტრირებული პოპულაცია სახელწოდებით “ქართველი ხალხი”.

*… მე ევროპული ორიენტაცია მესმის, როგორც სწრაფვა ეროვნული სახელმწიფოს შექმნისაკენ, ინტენსიური ტექნოლოგიური პროგრესისაკენ, ეფექტური სამრეწველო და სოფლის მეურნეობის წარმოებისაკენ, განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებისაკენ, მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლებისაკენ. ჩვენმაევროპელებმაკი საკმაოდ განვითარებული აგრარულინდუსტრიული რესპუბლიკა ღატაკ, ჩამორჩენილ, კოლონიურ პროვინციად აქციეს, …ამ დამნაშავეებმა საკუთარი ხალხი და ქვეყანა 100 წლით უკუაგდეს. ეს არის ევროპული ორიენტაცია? ასეთიევროპულობისწინააღმდეგი ვარ და ყოველთვის ვიქნები.

*… ის კულტურა, რომელსაც ქართულ საზოგადოებას “ევროპულის” ნიღაბით ახვევენ თავს, არის ამერიკული მასობრივი კულტურა და ამერიკული ცხოვრების წესი, რომელიც ჩამოყალიბდა დენაციონალიზებული საზოგადოების მიერ ყოველგვარი განსაზღვრული რელიგიურ-ზნეობრივი ფასეულობებისა და კულტურულ-ისტორიული ორიენტირების გარეშე. ეს კულტურა თავისი ბუნებით ანტიეროვნულია, მიმართულია ეროვნულის ნგრევისაკენ, ტრადიციულის მოსპობისაკენ. ევროპელი ერები, რომლებიც დიდი ხანია, ამ ფსევდოკულტურის დამანგრეველ გავლენას განიცდიან, აქტიურად ცდილობენ მისი მოძალებისგან გათავისუფლებას. მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული “მეხუთე კოლონები” სარგებლობენ მოსახლეობის მიმნდობლობით, მსოფლიო პროცესებისგან მისი მრავალწლიანი მოწყვეტით, იყენებენ ადგილობრივი კვაზიინტელიგენციის უვიცობასა და გამყიდველობას და ხალხს თავს ახვევენ ამ კულტურულ სუროგატს, ხოლო ამ ანტიეროვნული ბარბაროსობის მოწინააღმდეგეებს ევროპოფობებს, რეტროგრადებს, ფაშისტებს არქმევენ, რაც მათ საქმიანობას, სხვათაშორის, უკუეფექტს აძლევს. თავად განსაჯეთ _ ჩვენს ისტორიაში ვერავინ, მოახერხა ხალხის თვალში ევროპული ორიენტაციისა და ევროპული კულტურის ისეთი დისკრედიტაცია, როგორც “რეფორმატორებმა” მოახერხეს”

(გაზეთიასავალდასავალი”, 2000 წლის მაისი).

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

3 COMMENTS

  1. მადლობა სტატიისთვის. ნამდვილად გვახრჩობენ ოღონდ ჩვენი ავადმყოფი და როგორც სტატიაში წერია გადახრების მქონე, სულგაყიდული ჩინოვნიკების მიერ. ისინი ყველაფერზე არიან ხელმომწერები. მართლა გამოსაკვლევები არიან ეს ავადმყოფები ყოველდღე ე.წ ნასეტკა ტელევიზიებიდან რომ ბლუკუნებენ. ნებისმიერი პოლიტიკოსი გინდ პოზიცია თუ ოპოზიცია არის გარყვნილ-გაუბედურებული და სხვისი მონა, საკუთარი ქვეყნის უარმყოფი, ღმერთის მგმობელი, პირუტყვი და ამ უბადრუკი უსაზიზღრესი ხალხის უკან დგას მათი მართული ტელევიზიები, ასევე ეს სარეველა ბალახივით აღმოცენებული ე.წ არასამთავრობოები რომლებიც ეშმაკებივით არიან შემოჩენილები გარყვნილტელევიზიებს. ესენი ყოველ დღეს უტოპიად გვისახავენ რომ დაგვაჯერონ როგორი არარაობები ვართ და ბნელები, ჩამორჩენილები და უსახურები. საქართველო არ ვითარდება და ეს ხალხის ბრალია თურმე… ხალხის ბრალი ისაა მხოლოდ რომ თქვენ კიდევ გიყურებთ, არ გაფურთხებენ და თქვენ გარყვნილ და უსარგებლო თავებს შუა ქუჩაში არ აგორავებენ აი ესაა ჩვენი ბრალი მხოლოდ. მაპატიეთ გაბრაზებისათვის, მომიტევეთ თავს ვერ ვიკავებ და არ შემიძლია ამდენი შეურაწყოფისთვის ამ ე.წ ერთ ბანდის წევრ გაერთიანებას( ოპოზიცია+ხელისუფლება+ინწელიგენცია+ენჯეოშნიკსუტინიორები+ტელენასეტკა მედია) ერთი ბანდის განშტოება არ ვუწოდო. ერთ საქმეს კარგად კურირებენ ეს გამოსდით მრავალ ხმაში, თან ერთმანეთს აძლიერებენ და თან კიდე აბნევენ უბედურ ფარას .აწ. უკვე ხალხად წოდებულს. მაპატიეთ მომეწონა სტატია. გაიხარეთ სიმართლის დაწერისთვის.

  2. “რა გითხრათ,რით გაგახაროთ?!”_მართლმადიდებლობა გადაგვარჩენს,როგორც ყოველთვის,გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს

  3. ჩვენნაირი პატაარა ერისთვის საშველი არასდროს არ იქნება, ჩვენვე თუ არ გამოვიფხიკეთ ყურები!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მანანა თურმანიძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here