საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სრულიად რუსეთის ცენტრის მონაცემით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის მოქალაქეების 67,7% ენდობა.
რესპონდენტებს სთავაზობდნენ, პოლიტიკოსების სიიდან აერჩიათ ისინი, ვისაც ენდობიან. გამოკითხულთა 67,7-მა პროცენტმა მიუთითა პრეზიდენტი, 28,6%-მა მას უნდობლობა გამოუცხადა. ამასთანავე, პუტინის მოღვაწეობა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 61,6%-მა.
გამოკითხვა ჩატარდა 16-დან 22 ნოემბრის პერიოდში.
rusnext.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ