პულტიანი ვირთხები

    ანუ არავითარი მოლაპარაკება, უსიტყვო კაპიტულაცია!

    პულტიანი ვირთხები

    უკრაინაში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება. პირველი შეკითხვა, ომელიც ამის გამო შეიძლება გაჩნდეს,  არის:  რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს უბედურება დასრულდეს?  პასუხი ნათელია: ომი უნდა დამთავრდეს! მთელი მსოფლიო რომ შემოიაროთ, ვერ იპოვნით ადამიანს, რომელი ამ დასკვნას არ დაეთანხმება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ომის შეჩერება შეუძლებელი ჩანს.

    რაშია სირთულე, რა ეღობება წინ ომის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას? – ეს მეორე შეკითხვაა, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობისას  წამოიჭრება. პასუხი ასეთია: ომს ერთი მხარე ვერ შეაჩერებს.  ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ უნდა მიიღოს, მაგრამ  გადაწყვეტილება რომ მიიღო, ისინი ამაზე უნდა შეთანხმდნენ. შეთანხმება იმის შესახებ, რომ ომის შეჩერება აუცილებელია, თითქოს არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებები, რომლებიც სტამბოლში მიმდინარეობს, ვერ დაიწყებოდა. გამოდის, რომ ომის შეჩერების სურვილი არსებობს და მოლაპარაკებებიც დაწყებულია, მაგრამ, პარალელურად, ომს დასასრული მაინც არ უჩანს.

    შეკითხვათა ეს ჯაჭვი გრძელია.  რატომ ვერ იძლევა მოლაპარაკება სასურველ შედეგს, რა არის ამისი მიზეზი? –  ჩნდება  მესამე შეკითხვა. ამ შეკითხვის  პასუხი არის ის, რომ ომის შეჩერება ასე პირდაპირ, ხელის ერთი აქნევით შეუძლებელია.  ბაზად, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უნდა ჩამოყალიბდეს წინაპირობებიც და შემდგომი პერიოდის (მომავლის) პირობებიც. ორივე მხარისთვის მისაღები პირობების ფორმულირება ძალიან ძნელია, ვინაიდან თითოეულ მათგანს უფრო მეტის მიღების სურვილი აქვს, ვიდრე მოწინააღმდეგე სთავაზობს. იწყება ვაჭრობა, პირობების დაზუსტება, კორექტივების შეტანა, ახალი პირობების წამოყენება, გაჯიუტება, შეუთანხმებლობა, ჩაშლა და .. ამიტომაა, რომ ომის შეჩერება გაცილებით უფრო რთულია,  ვიდრე მისი დაწყება.  ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს მას, ვინც ომს პრობლემის გადაჭრის საშუალებად აღიქვამს და მის დაწყებას გამარტივებულად უყურებს.

    უკრაინის ომის შესაჩერებლად ნაბიჯები თითქოს გადაიდგა, მაგრამ სირთულეები პირველი წუთიდანვე დაიწყო. უკრაინული მხარე, როგორც დამარცხებულებს სჩვევიათ, ომის უპირობოდ შეწყვეტას მოითხოვს, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე. რუსულმა მხარემ მის მიერ შემუშავებულ მემორანდუმში, როგორც მოსალოდნელი იყო, გარკვეული პირობები წამოაყენა:

    * უკრაინის ნეიტრალიტეტი, მის მიერ სამხედრო კავშირებსა და კოალიციებში შესვლაზე უარის თქმა, აგრეთვე უკრაინის ტერიტორიაზე მესამე სახელმწიფოების ნებისმიერი სამხედრო მოქმედებისა და უცხოური სამხედრო ფორმირების, სამხედრო  ბაზებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების აკრძალვა;

    * უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან;

    *  უკრაინაში არჩევნების ჩატარება და ამის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა;

    * უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დივერსიულ და ძირგამომთხრელ საქმიანობაზე უარის თქმა;

    * ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და რეჟიმის კონტროლის ორმხრივი ცენტრის შექმნა;

    * უკრაინაში ნაციონალისტური ფორმირებების დაშლა;

    * ყირიმის, დონბასისა და ნოვოროსიის რუსეთის შემადგენელ ნაწილებად საერთაშორისო აღიარება.

    სწორია  რუსეთის მიერ ამგვარი წინაპირობის წამოყენება? – ეს მეოთხე შეკითხვაა. პასუხი ასეთია: რა თქმა უნდა, სწორია. მეტიც, რუსეთს უფლებაც არ აქვს, რომ ამ პირობებზე თანხმობის მიღების გარეშე ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს. უკრაინულმა მხარემ  მისი ანტირუსული და ფაშისტური გადაწყვეტილებებით რუსული ენის აკრძალვით, რუსული კულტურის შევიწროვებითა და დევნით, რუსი ეროვნების მოსახლეობისთვის გენოციდის მოწყობით  – რუსეთი აიძულა, რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო.

    ახლა, როდესაც რუსეთის მიერ გაღებულია უზარმაზარი მსხვერპლი, გაწეულია უდიდესი ხარჯი და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით მისთვის მიყენებულია კოლოსალური ზიანი;  ახლა, როდესაც დასავლეთი, ნაცვლად იმისა, რომ ომის შეწყვეტას ცდილობდეს, ყველა საერთაშორისო კანონის დარღვევით  მის ესკალაციას ახდენს და ცეცხლზე ნავთს ასხამს, როგორ უნდა მოიქცეს რუსეთის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ადგეს, უპირობოდ შეწყვიტოს ომი და უკრაინელ ფაშისტებს საშუალება მისცეს, განაგრძონ რუსულენოვანი მოქალაქეების გენოციდი? ასეთ შემთხვევაში რა პასუხი უნდა გასცეს მან იმ მშობლებს, რომლებმაც შვილები შესწირეს რუსეთის ინტერესების დაცვას? რა პასუხი გასცეს რუს ხალხს, რომელმაც გაუძლო დასავლურ ზეწოლას, სანქციების სიმძიმეს და ყველაფერზე წინ რუსეთის სახელმწიფო ინტერესები დააყენა? რუსეთმა უპირობოდ შეწყვიტოს ომი, აღადგინოს სტატუს-კვო და წყალში ჩაყაროს ის გამარჯვება, რომელიც, ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან უსინდისო თავდასხმის მიუხედავად, უკრაინაში მოიპოვა?

    ეს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე შეკითხვებია, რომლებიც ერთად წამოიშალნენ და პასუხის მოლოდინში  სახეში მოგვაჩერდნენ. პასუხი ასეთია: არ მოხდება და ვერც მოხდება ასე. რუსეთმა სისხლი და ოფლი იმისთვის გაიღო, რომ უსაფრთხოების გარანტიები მიეღო. ამ გარანტიების მიღების გარეშე ომი ვერ შეჩერდება, იგი გაგრძელდება და ლოგიკურ შედეგამდე მივა, რაც უკრაინისთვის სასურველი და სასიამოვნო ვერ იქნება. მორჩა, ეს საკითხი დახურულია.

    ეს, რაც შეეხება რუსეთს, მაგრამ არის საპირისპირო მხარეც –  უკრაინა, რომელიც ამ ტრაგედიის მეორე მთავარი მოქმედი პერსონაჟია, უფრო სწორად, სახელმწიფოა. მას თავისი ინტერესები აქვს. რუსეთი იმ პოზიციიდან თუ გამოდის, რომ მან სამწლიან დაპირისპირებაში დიდი უპირატესობა მოიპოვა და ახლა გამარჯვებულის გადმოსახედიდან ლაპარაკობს, რით უნდა ხელმძღვანელობდეს მეორე მხარე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დასავლეთი აფინანსებს და აიარაღებს, სახედრო თვალსაზრისით დამარცხებულია? – ეს უკვე მეცხრე შეკითხვაა, რომელზეც ასეთი პასუხი არსებობს:უკრაინის მიზანი, პირველ რიგში, ყოველდღიური უზარმაზარი მსხვერპლის გაღების შეწყვეტა უნდა იყოს. მისი მიზანი უნდა იყოს სრული კრახისგან უკრაინული სახელმწიფოს გადარჩენა, თუნდაც ტერიტორიულ დანაკარგებთან შეგუებისა და ჩადენილ დანაშაულთა აღიარების ხარჯზე, რადგან გაგრძელება ამ ყოვლად უპერსპექტივო ომისა მისთვის გაცილებით მძიმე შედეგის მომტანი იქნება.

    უკრაინის ხელმძღვანელობას ქვეყნის მომავალი რამედ თუ უღირს, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფოს გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს და არა  გამარჯვებისთვის. ახლა გადარჩენა გამარჯვების ტოლფასია, გადარჩენა, რომელიც ჩადენილი დანაშაულის აღიარებასა და მონანიებაზე გადის და არა გაჯიუტებასა და ახალი დანაშაულის ჩადენაზე, მაგრამ ამას მიხვედრა ხომ უნდა, გაგება ხომ უნდა, გაბედვა ხომ უნდა?ეს მეათე შეკითხვაა, რომელზეც სწორი პასუხი ასეთია: სამწუხაროდ, უკრაინის სათავეში დასავლეთმა (ეს უკვე მერამდენედ?) მოიყვანა კაცი, რომელსაც შეკითხვაში ჩამოთვლილი თვისებები (მიხვედრა, გაგება, გაბედვა) არ გააჩნია. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ამ კაცს უკრაინის სუვერენიტეტი არ აინტერესებს. მისთვის ეს საკითხი არც დგას, რადგან იგი მენტალური მემკვიდრეა .. საბჭოთა დისიდენტებისა, რომლებიც დასავლეთის კოლონიურ რეჟიმში თავის შეყოფას თავისუფლებად აღიქვამდნენ. არანაირი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხი უკრაინული რეჟიმის წინაშე არ დგას, რადგან იგი დასავლური იმპერიალიზმის, ფაშიზმისა და ლიბერალიზმის ისეთივე ორგანული ნაწილი და გაგრძელებაა, როგორიც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი იყო საქართველოში. სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის აქაური პროპაგანდისტი ვინმე ბუღაძე  „ქართული ოცნების” მესვეურებს აკრიტიკებს, ესენი დასავლეთისგან (ევროპისა და ამერიკისგან) დამოუკიდებლობას ითხოვენ, რაც ეროვნული ტრაგედიააო. იქ ზელენსკი და მისი ხროვა, აქ სააკაშვილი და მისი ხროვა აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ხელოვნური წესით გამოყვანილი ის ვირთხები არიან, რომლებიც, კი არ აზროვნებენ, პულტით იმართებიან. ვირთხები სხვაგან არიან, პულტი ამერიკაშია და ის ადამიანებიც იქ არიან, რომლებიც მათ ხელოვნურ ცნობიერებაზე მანიპულირებენ. დააჭერს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი პულტის ღილაკზე თითს და საქართველოში ან უკრაინაში (ისევე, როგორც დედამიწის ნებისმიერ წერტილში) აფართხალდებიან მათი ვირთხები, რომლებიც ხან იდეოლოგიურ საწამლავს აფრქვევენ, ხან სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, ხან ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ.

    უკრაინის ფაშისტ ხელისუფლებას სისხლისღვრის შეჩერება რომ სურდეს, სტამბოლის შეხვედრების პარალელურად  რუსეთში ტერაქტებს არ დაგეგმავდა, მაგრამ ვიცით, რომ 1 ივნისს განხორციელდა დრონებით თავდასხმა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვსკის, რიაზანისა და ამურის ოლქების აეროდრომებზე. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი გეოგრაფიაა. პენტაგონში განაცხადეს, რომ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა არაფერი იცოდა. ტრამპმა,  შესაძლებელია, მართლაც არაფერი იცოდა, მაგრამ თვითონ პენტაგონმა და აშშის სპეცსამსახურებმა ხომ იცოდნენ? ყოველ შემთხვევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,  სერგეი რიაბკოვის,  განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ მოვითხოვთ, ლონდონმა და ვაშინგტონმა გააკეთონ ისეთი რეაგირება, რომ შეაჩერონ ესკალაციის ეს ციკლი, რათა დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რომელიც, ასე თუ ისე,  ჯანსაღ  აზრსა და სტრატეგიული სტაბილურობის განცდასთან  იქნება მიახლოებული”.  რიაბკოვმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან გარემოებასაც: „სოციალურ ქსელებში გაბატონებულია აზრი, რომ უკრაინელები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებს ვერ დაგეგმავდნენ იმ სადაზვერვო მონაცემებთან წვდომის გარეშე, რომლეიც მხოლოდ დასავლეთს გააჩნია”.

    ყველაფერი ნათქვამია.  ეჭვს არ იწვვს ის გარემოება, რომ რუსეთის სიღრმეში აეროდრომებზე მასშტაბურ იერიშს უკრაინა ვერც დაგეგმავდა და ვერც განახორციელებდა.

    4 ივნისს პუტინსა და ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ტრამპმა განაცხადა: „განვიხილეთ რუსეთის ბაზირებულ თვითმფრინავებზე უკრაინის თავდასხმა, აგრეთვე სხვა თავდასხმებიც, რომლებსაც ორივე მხრიდან ჰქონდა ადგილი. ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ არა ის საუბარი, რომელიც მშვიდობამდე სწრაფად მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის იძულებული იქნება,  უპასუხოს საჰაერო ბაზებზე ბოლოდროინდელ თავდასხმას“.

    ასე დაიმარხა და გადაიწურა მოლაპარაკების გზით ომის შეჩერებისა და უკრაინის კრიზისის დაძლევის ყოველგვარი იმედი. პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის კორუფცირებულ რეჟიმს მშვიდობა არ სჭირდება, რადგან ეს მისთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.

    პუტინმა ტრამპი გააფრთხილა (საქმის კურსში ჩააყენა), რომ უკრაინა საპასუხო დარტყმას მიიღებს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ დაუზუსტებია, რა მასშტაბის იქნება იგი.

    ამ ვითარებაში მოლაპარაკებების გაგრძელება აზრს კარგავს. ამ ვითარებას  უკრაინა მარტო არ ქმნის, ამაში ლომის წილი ევროპელებს მიუძღვით;  არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამჯერად ისინი,  მხოლოდ პუტინის წინააღმდეგ კი არა, ტრამპის წინააღმდეგაც მოქმედებდნენ.  ბოლო პერიოდში უაღრესად პოპულარულია ,,დიფ სთეითის ცნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი შინაარსი მთელი სიგრძე-სიგანით მაინც არ გვესმის. ეს ისეთი დიდი და ვერაგი ძალაა, რომელსაც მსოფლიოს აფეთქება შეუძლია. ვირთხები და მათი სამართავი პულტიც ჯერჯერობით სწორედ  ,,დიფ ეიის  ხელშია.

    სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სჯერა, რომ პულტისა და ვირთხების ამერიკულ ტექნოლოგიას სახელმწიფოები დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ უკრაინის მაგალითი  სხვა რამეზე მეტყველებს. უკრაინა ერთ დიდ სასაფლაოდ იქცა. იქ არამხოლოდ მილიონობით დაღუპულები წვანან, არამედ უკრაინის წარსულიც და მომავლიც მარხია. იქნებ ჯერ კიდევ იყოს გადარჩენის შესაძლებლობა სწორედ ომის შეჩერების შესახებ შეთანხმების მიღწევის გზით? მაგრამ ეს უკრაინელი ვირთხები, როგორც ჩანს, არ არიან მიყვანილი იმ კონდინციამდე, რომელიც საჭიროა. ზელენსკი იმ დროს, რომელსაც მოლაპარაკების დეტალებზე ფიქრს უნდა უთმობდეს, რუსეთში ,,დიფ სთეითის მიერ ორგანიზებული ტერაქტების განხორციელებაში ხარჯავს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი შედეგის  –  უკრაინის სრული განადგურების მომტანი იქნება. რუსეთში, ალბათ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოლაპარაკება შეუძლებელია, შესაძლებელი მხოლოდ კაპიტულაციაა – ფაშისტურმა კიევმა ისევე უნდა დაიჩოქოს, როგორც ფაშისტურმა ბერლინმა დაიჩოქა ოთხმოცი წლის წინათ! სხვა გადაწყვეტა ამ პრობლემას არ აქვს. რაც შეეხება დასავლეთს, მათ იციან, რომ კიევის კაპიტულაცია დასავლეთის და ნატოს კაპიტულაციაა.

    დასავლეთი (,,დიფ სთეითი) ახლა ასეთი დილემის წინაშე დგას – კიევთან ერთად თვითონაც გამოაცხადოს კაპიტულაცია თუ უკრაინის კრიზისი ჯერ მსოფლიო ომში გადაზარდოს და მხოლოდ ამ გზით მივიდეს უსიტყვო კაპიტულაციამდე. მათ ამ საქმეში (მსოფლიო ომების ინსპირირებასა და უსიტყვო კაპიტულაციაზე  ხელის მოწერაში) დიდი ისტორიული გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here