Home რუბრიკები საზოგადოება პრეზიდენტის მეუღლე და ნარკოტიკის პროპაგანდა სატელევიზიო ეთერში

პრეზიდენტის მეუღლე და ნარკოტიკის პროპაგანდა სატელევიზიო ეთერში

“თუ ადამიანი ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდას ეწევა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. პირველმა ლედიმ კი უნდა იცოდეს, რა უნდა თქვას და რა _ არა”

2306
ზაზა ჩიქოვანი

16 ოქტომბერს გადაცემანიჭიერისეთერში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომმწვანე ბალახის პროპაგანდა არ არის ცუდი”. ნარკოტიკული საშუალებების შესახებ საქართველოს კანონით, “საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების პროპაგანდა და რეკლამა”.

მარიხუანას მსუბუქ ნარკოტიკს უწოდებენ, ის იწვევს აპათიას, მოტივაციის ნაკლებობას, ჰალუცინაციებს, ფსიქოზსმართებულია ამგვარი ნივთიერების პროპაგანდა მოზარდებით სავსე დარბაზში, თანაც, როცა ტელეგადაცემას უამრავი მაყურებელი ჰყავს?! რა არის მარიხუანა და რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ამგვარმა პროპაგანდამ მოზარდებს _ ამ საკითხზე გვესაუბრებიან ნარკოლოგიური კლინიკანიშატისდირექტორი ზაზა ჩიქოვანი, ექიმინარკოლოგი ნესტან სიჭინავა, ექსპერტი გელა ლეჟავა და ფსიქოლოგი თამარ ბოკუჩავა.

“ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდა ანტიეროვნული და ანტიჰუმანურია”

ზაზა ჩიქოვანი, ნარკოლოგიური კლინიკა “ნიშატის” დირექტორი:

_ მარიხუანის ძირითადი შემადგენელი არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომელიც მიეკუთვნება ფსიქოტროპულად აქტიური ნივთიერებების ჯგუფს, მოქმედებს ტვინის იმ ნაწილების რეცეპტორებზე, რომელიც დაკავშირებულია კონცენტრირებასთან, მეხსიერებასთან, შემეცნებასთან, კოორდინაციასთან, ქცევის კონტროლთან, იწვევს ჰალუცინაციებს და ცვლის აღქმას. ზოგჯერ იწვევს ხანგრძლივ უარყოფით ზემოქმედებას ტვინზე.

_ რას ფიქრობთ მარიხუანის პროპაგანდაზე მედიასაშუალებებსა და გასართობ გადაცემებში, რომლებსაც მოზარდები უყურებენ? მაგალითად, პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუამ ამას წინათ განაცხადა, რომ “მწვანე ბალახის პროპაგანდა ცუდი არ არის”, იყო პირდაპირ ეთერში კანაფის დარგვის ფაქტებიც…

_ საქართველოს კანონით “ნარკოტიკული საშუალებების ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მუხლი 11. P1 და 2 აკრძალულია საქართველოში სპეციალურ ცონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია და რეკლამა.ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდა ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიჰუმანური ქმედებაა.. აპელირებენ პიროვნების თავისუფლებით, მაგრამ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე მიჯაჭვულობა თავისუფლება არ არის. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი ნარკოტიკი იქნება. მიიღებს _ იქნება კარგ გუნებაზე, არ მიიღებს _ იქნება დეპრესიაში. გაურბიან რეალობას, ცდილობენ, დაიბინდონ გონება და პრობლემებს გაექცნენ, ეს უკვე თავისუფლება აღარ არის. თუ თავისუფლება გინდა, რატომ უნდა აირჩიო ცუდი გზა და იყო ნარკოტიკზე დამოკიდებული?! ასეთ შემთხვევაში ხარ ნივთიერების მონა. ეს არ არის თავისუფლება. ივიწყებ ყველაფერს იმის გარდა, თუ სად შეიძლება იშოვო ფული, რომ იყიდო ნარკოტიკი და გაამდიდრო ნარკოტიკის გამსაღებელი საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობის და ახლობლების ხარჯზე .

ნესტან სიჭინავა
ნესტან სიჭინავა

თუ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდება, რა დააშავა ოპიატის, ამფეტამინის მომხმარებელმა?

ნესტან სიჭინავა, ექიმი-ნარკოლოგი:

_ ნარკოტიკული ნივთიერებები ცვლის ფსიქიკას და იწვევს გართულებებს. შესაძლებელია, მარიხუანა გახდეს ენდოგენური დაავადების გამშვები. მათზე ამბობენ თითქმის ყველასთვის ცნობილ ფრაზას: „პლანი მოწია და ჩარჩა“. წარმოიდგინეთ თუნდაც ის ერთი ოჯახი, რომელიც ამ პრობლემის და გამოწვევის წინაშე დადგა.ამიტომაც ასე მარტივად თქმა, რომ ეს მსუბუქი ნარკოტიკია ცოტა უხერცულად გვეჩვენება.ჩვენ ვთვლით, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ. უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია არა მარტო მარიხუანას, არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისაც. სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად ამ გამოწვევას, რათა საჭიროების შემთხვევაში გამართულად და კვალიფიციურად იმუშაოს ნარკოლოგიურმა კლინიკებმა და სხვა სამედიცინო სამსახურებმა, რათა საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში მოხდეს მათი დროული და სათანადო მკურნალობა.

_ რას ფიქრობთ მარიხუანის პროპაგანდაზე მედიასაშუალებებში?

_ მარიხუანის მოხმარება იწვევს ამოტივაციურ სინდრომს, ანუ ადამიანს არანაირი მოტივაცია არ აქვს და როგორ შეიძლება ამის პროპაგანდა? ადამიანს, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს, წინსვლა არ აქვს. მე, როგორც ნარკოლოგი, არ ვთვლი, რომ უნდა დაიჭირონ ავადმყოფი ადამიანი, მაგრამ მას არ უნდა ჩააბარო ხელში სახელმწიფოს მართვა, ჯანმრთელობა, ბავშვის აღზრდა… თუ მთელი ცხოვრება გაბრუებული ხარ და მოწყვეტილი რეალობას, ვერ შეიძენ გამოცდილებას, შესაბამისად, ცხოვრებაშიც ვერ მიაღწევ წარმატებას.

თამარ ბოკუჩავა
თამარ ბოკუჩავა

ნარკოტიკული ნივთიერება ტოქსიურად მოქმედებს ორგანიზმზე, თავის ტვინზე და სასარგებლო ნამდვილად არ არის

თამარ ბოკუჩავა, ფსიქოლოგი:

_ პრაქტიკაში ხშირად ჩაგვიტარებია მკურნალობა მარიხუანაზე დამოკიდებულების სინდრომზე. ამასთანავე, ბევრია შემთხვევა, როდესაც მარიხუანის ერთჯერადმა ან მრავალჯერადმა მოხმარებამ გამოიწვია ფსიქოზური სიმპტომატიკა, ანუ ანაშური ფსიქოზი. პაციენტებს ჰქონდათ ჰალუცინაციები, რაც ძალიან ჰგავს სხვა ფსიქიკური დაავადებების სურათს და ასეთი ადამიანი შეიძლება სოციალურად საშიში იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოზი არ ჩამოყალიბდა და მარიხუანამ სხვა ფსიქიკური პრობლემების პროვოცირება ვერ შეძლო, ეს ნარკოტიკი, სულ ცოტა, იწვევს დეპრესიულობისა და გამოფიტულობის განცდას, შიშებს მოწევის შეწყვეტისას. ამ პრობლემებით ძალიან ხშირად მოუმართავთ. შეიძლება ადამიანმა მარიხუანა ერთხელ მოწიოს და მაშინვე გამოუვლინდეს ეს სიმპტომები, ვიღაც შეიძლება მთელი ცხოვრება ეწეოდეს და არასდროს გამოუვლინდეს. ეს ინდივიდუალურია, მაგრამ ნარკოტიკული ნივთიერება ყველა შემთხვევაში ტოქსიურად მოქმედებს ორგანიზმზე, თავის ტვინზე და, შესაბამისად, სასარგებლო ნამდვილად არ არის.

_ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდამ მოზარდებზე?

_ ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდა, რა თქმა უნდა, არასწორია, მოზარდებს ისედაც გამძაფრებული აქვთ ცნობისმოყვარეობა ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ. მარიხუანა ჩვეულებრივი ნარკოტიკული ნივთიერებაა, ამიტომ, არასწორია იმის თქმა, რომ ეს არის სასარგებლო და ანტიდეპრესანტი, დაუშვებელია ამგვარი პროპაგანდა. დეკრიმინალიზაცია კი სხვა საკითხია, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებმაც აიტაცეს ეს საკითხი და არასწორ პროპაგანდას ეწევიან. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ნარკოტიკის შედეგებზე, ეს ეხება ტელევიზიასაც, ფილმებსაც, გადაცემებსაც და ადამიანებსაც, რომლებიც პროპაგანდას ეწევიან. აკრძალვა და დაპატიმრება არასწორია, აქ მთავარია პრევენცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის, საზოგადოებისთვის და არავითარ შემთხვევაში პროპაგანდა!

გელა ლეჟავა
გელა ლეჟავა

მარიხუანაზე დამოკიდებულთა 30% გადადის ჰეროინსა და უფრო მძიმე ნარკოტიკზე

გელა ლეჟავა, ექსპერტინარკოლოგი:

_ 2016წლის 19აპრილს შედგა მარიხუანისადმი მიძღვნილი გაეროს სხდომა, სადაც სამმა ქვეყანამ _ მექსიკამ, ურუგვაიმ და კოლუმბიამ _ წარადგინა წინადადება, რომ მარიხუანა უნდა ამოეღოთ ყველაზე სახიფათო ნარკოტიკების სიიდან. გაერომ იმსჯელა და უარყოფითი პასუხი გასცა, რადგან მარიხუანაზე დამოკიდებულთა 30% გადადის ჰეროინსა და უფრო მძიმე ნარკოტიკზე. მარიხუანის ზიანი აშკარაა. იოლად სიამოვნების მიღებას მოჰყვება ფიზიოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში. რაც მთავარია, ეს არის პირველი ეტაპი მძიმე ნარკოტიკებამდე, საბოლოოდ კი ვიღებთ მძიმე შედეგს. მართალია, მარიხუანა უფრო მსუბუქი ნარკოტიკია, ვიდრე ჰეროინი, მაგრამ სოციალური ეფექტი ძალიან დიდია და ევროპაში ნარკოდამოკიდებულთა კლინიკებში მარიხუანაზე დამოკიდებულები რაოდენობით პირველ ადგილზე არიან.

_ რას ფიქრობთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციაზე?

_ დეკრიმინალიზაცია ნიშნავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას, არსებობს გაეროს ტოკიოს პროტოკოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ, თუ არ გვინდა, დეკრიმინალიზაციამ გაზარდოს დანაშაული, აუცილებელია ადმინისტარიული ჯარიმების დაწესება. ადმინისტრაციული ჯარიმები ბევრნაირია, მაგალითად, შინაპატიმრობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ჯარიმები, ხშირი გამოცხადება შემოწმებაზე, იღებს თუ არა ისევ ნარკოტიკს. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, (მაგალითად, ურუგვაი), რომლებშიც მარიხუანის მოხმარება არ ისჯება. ხშირად გვედავებიან, რომ ეს კომუნისტური გადმონაშთია, მაგრამ შვედეთი არასდროს ყოფილა კომუნისტური ქვეყანა. იქ მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, ნებისმიერი ნარკოტიკის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის სასჯელი და არა მაინცდამაინც ციხე. მარიხუნის დეკრიმინალიზაციამდე ჯერ სახელმწიფო და საზოგადოება უნდა მოემზადოს, შემუშავდეს ადმინისტრაციული სასჯელები ნარკოლოგებთან ერთად, შემდეგ, კი ბატონო, შევცვალოთ სისხლის სამართლებრივი სასჯელი ადმინისტრაციული ჯარიმით.

_ უნდა ეწეოდეს თუ არა მედიასაშუალება ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდას? პრეზიდენტის მეუღლემ ამას წინათ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომმწვანე ბალახის პროპაგანდა ცუდი არ არის”.

_ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში თეთრით შავზე წერია, რომ საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული ნივთიერებების პროპაგანდა, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, ასეთი პროპაგანდისთვის ვინმე რომ დაესაჯოთ. აუცილებლად უნდა აღსრულდეს კანონი იმ პირის მიმართ, რომელიც ამას აკეთებს. თუ ადამიანი ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდას ეწევა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. პირველმა ლედიმ კი უნდა იცოდეს, რა უნდა თქვას და რა _ არა. საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამ ფონზე როგორ შეიძლება ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდა გაწიოს ვინმემ?! ეს არის უძლიერესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის გამრავლებას. მათ, ვინც ნარკომანთა ოჯახებში იბადება, გენეტიკურად აქვთ გარკვეული ცვლილებები და იმის ალბათობა, რომ დაიწყებს ნარკოტიკების მოხმარებას, ძალიან დიდია. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყველანაირად უნდა ვებრძოლოდ ამ დაავადებას. სომხეთში ნარკომანიის პრობლემა, პრაქტიკულად, არ არის. ისინი ამას იმით ხსნიან, რომ უნდათ, ერი გამრავლდეს. ნარკომანია კი აზიანებს ადამიანების გენეტიკას.

მოამზადა გვანცა ნამიჭეიშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here