Associated Press–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არეულობის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკაში ჩასვლის დღის, 12 ოქტომბრის დღესასწაული _ „მკვიდრი ხალხის დღე“ _ „მკვიდრი ხალხის მრისხანების დღით“ ჩაანაცვლეს, რადგან აქტივისტები კოლუმბს ადგილობრივი ამერიკელების გენოციდის ქმედებებში ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 200-მა ადამიანმა პორტლენდის ცენტრში მსვლელობა მოაწყო. მათ საღებავებით დაამახინჯეს ძეგლები და ჯაჭვის გამოყენებით კვარცხლბეკებიდან ჩამოაგდეს. ორეგონის ისტორიული საზოგადოების შენობას კი მინები ჩაუმტვრიეს. იმავე გაიმეორეს პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის პოლიციის განყოფილებასთან.
პოლიციამ განაცხადა, რომ ყველას, ვინც ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის ვანდალიზმში, დააპატიმრებენ.
alt-info.com