Home რუბრიკები პოლიტიკა პოროშენკოს გარემოცვის წევრი სააკაშვილზე: “ნა #უი იზ სტრანი!”

პოროშენკოს გარემოცვის წევრი სააკაშვილზე: “ნა #უი იზ სტრანი!”

1802
სააკაშვილი პოროშენკო

აშშის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო ავანტიურისტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 5 იანვარს თბილისის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 3-წლიანი პატიმრობა, კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს უკრაინაში და თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად პრეზიდენტ პოროშენკოს რეჟიმის დამხობას ცდილობს, თუმცა უკრაინაში სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწია. სწორედ კიევში გამართულ სასამართლო პროცესზე მოგვითხრობს ვებგვერდ tsn.uaზე გამოქვეყნებული მასალა, რომელსაც გთავაზობთ:

“11 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლოს შენობაში შესვლა, სადაც განიხილებოდა უკრაინის გენერალური პროკურატურის სარჩელი მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების ზომის შესახებ, უბრალო საქმე არ იყო _ შესასვლელს იცავდნენ ნაციონალური გვარდიის კოლონები. ჟურნალისტებს, პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა, სთხოვდნენ პასპორტს ან ავტომობილის მართვის მოწმობას.

დარბაზში, ძირითადად, შეკრებილნი იყვნენ მედიის წარმომადგენლები და სააკაშვილის თავგამოდებული მხარდამჭერები _ ძირითადად საპენსიო ასაკის ადამიანები სამკერდე ნიშნით, რომელზეც ამოტვიფრულია ასო “ი”, რაც ნიშნავს “საჩსენი”-ს. ამ ადამიანებს სჯერათ სააკაშვილის და მზად არიან, ის ბოლომდე დაიცვან.

“სად დადექი?! მოაშორე კამერა! შენ პუტინისთვის მუშაობ, ჩვენ კი მას (სააკაშვილს) ვუჭერთ მხარს!” _ უყვიროდა სააკაშვილის მხარდამჭერი ქალბატონ ოპერატორს, რომელიც მის უკან სკამზე დადგა.

თუმცა მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ცნობილი მხარდამჭერები _ დეპუტატები: სერგეი ლეშჩენკო, მუსტაფა ნაიემი, სვეტლანა ზალიშჩუკი და პოლიტიკოსები: ეგორ ფირსოვი, ვალენტინ ნალივაიჩენკო და ანატოლი გრიცენკო სასამართლოში არ მივიდნენ. მათი ურთიერთობა სააკაშვილთან მას შემდეგ გაფუჭდა, რაც გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა გაქცეული ოლიგარქის, სერგეი კურჩენკოს, მიერ “ახალი ძალების მოძრაობის” აქციის დაფინანსებაზე. სწორედ დეპუტატების სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზით გადაიდო სხდომა: სააკაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, დალოდებოდა შვებულებიდან იმ ადამიანების დაბრუნებას, რომლებიც მზად არიან, მას თავდებში დაუდგნენ. სასამართლომ თხოვნა დააკმაყოფილა, _ წერს tsn.ua-ს კორესპონდენტი, რომელმაც შეიტყო, რას გეგმავს სამომავლოდ სააკაშვილი, სად ეძებს ახალ მხარდამჭერებს და ხელისუფლება როგორ აპირებს ბრძოლას მის წინააღმდეგ.

ერთი მსახიობის სპექტაკლი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარბაზში ჰოლივუდელი მსახიობივით შევიდა. მისი მუქი ფერის კოსტიუმი, თეთრი პერანგი და წითელი ჰალსტუხი რაღაცით ჰგავდა რადიკალური პარტიის ლიდერ ოლეგ ლიაშკოს სტილს. სააკაშვილი მიესალმა თავის ადვოკატებს და გაემართა ტრიბუნისკენ, რომელიც მას წინასწარ მოუმზადა “ახალი ძალების მოძრაობის” პრესსამსახურმა.

“ყოველთვის მაინტერესებდა, საიდან წამოვიდა იანუკოვიჩისა და კურჩენკოს ფულთან დაკავშირებული პროვოკაცია და ამ კითხვას გუშინ “ალ-ჯაზირამ” გასცა პასუხი. როგორც გაირკვა, ეს სანდომიანი სახის პროკურორები, აი ეს ტიპი _ გავრიშჩაკი (სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის წარმომადგენელი) ლუცენკოს დავალებით იძიებდა მილიარდობით გრივნის დატაცების საქმეს!” _ ყვებოდა სააკაშვილი, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ტელეარხ “ალ-ჯაზირას” საიტზე გამოქვეყნებული სტატია კრამატორსკის სასამართლოს გასაიდუმლოებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვით უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ფული უნდა ჩამორთმეოდა, ამ საქმეში ფიგურირებს პეტრე პოროშენკოსთან დაახლოებული კომპანია ICU.

“მე ბრალს ვდებ პროკურორებს, ისინი დამნაშავეები არიან! აი ამ პროკურორ გავრიშჩაკს მიჰყავდა იანუკოვიჩისთვის ფულის კონფისკაციის საქმე. ამ ბოროტმოქმედებმა გაასაიდუმლოეს გადაწყვეტილება! მათ შეთითხნეს ჩემი საქმე, პოროშენკოს ფინანსისტებს _ პასენიუკსა და გონტარევას _ კი ხელი დააფარეს”, _ აღშფოთებას ვერ მალავდა სააკაშვილი.

ხანდაზმული ქალები გატაცებით უსმენდნენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და გამუდმებით თავს უქნევდნენ. სანამ პოლიტიკოსი დამსწრე საზოგადოების წინაშე მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა, მჭიდრო რიგებს შორის გამოძვრა მამაკაცი სააკაშვილის წიგნით ხელში.

“შეხედეთ, აქ ბევრი ხელმოწერაა, _ მან წიგნი გადაშალა და აღფრთოვანებით დაიწყო ლაპარაკი, _ ეს დერევიანკოსია (უფრაქციო დეპუტატი, სააკაშვილის მომხრე. _ რედ.), ეს საყვარელიძის (უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, სააკაშვილის გუნდის საკვანძო ფიგურა _ რედ.). მე ამ წიგნს ხელის მოსაწერად ვაძლევ ადამიანებს”.

ამასობაში დარბაზში შემოვიდნენ დეპუტატებიც. “ვიპ-რიგში” დასხდნენ გლუხოვის (ქალაქი სუმის ოლქში) მერი მიშელ ტერეშჩენკო ცოლთან ერთად, დეპუტატები: სემიონ სემენჩენკო, ალექსანდრე ოპანასენკო, ნატალია ნოვაკი, ალიონა შკრუმი, აგრეთვე, დავით საყვარელიძე, მაგრამ ისინი დიდხანს არ გაჩერებულან. სასამართლო სხდომა მოულოდნელად დაიწყო და ძალიან მალე დასრულდა. სააკაშვილმა დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადატანის შესახებ იმ მიზეზით, რომ დეპუტატები, რომლებიც მზად იყვნენ, თავდებში დასდგომოდნენ, სხდომას ვერ ესწრებოდნენ შვებულებაში ყოფნის გამო.

“მე ვესაუბრე დეპუტატებს, კერძოდ, იულია ტიმოშენკოს, სხვებს… მათ გამოთქვეს აქ მოსვლის სურვილი, ამიტომ, გთხოვთ, გადადოთ სხდომა არაუადრეს 15 იანვრისა”, _ განაცხადა სააკაშვილმა. მოსამართლეებმა სხდომა 19 იანვრისთვის გადადეს.

მხარეების გეგმები

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას სააკაშვილმა tsn.ua-ს განუცხადა, რომ აპირებს უკრაინის შემოვლას. მისმა თანამოსანგრე იური დერევიანკომ კი განაცხადა, რომ სააკაშვილი და “ახალი ძალების მოძრაობის” წარმომადგენლები აპირებენ, შემოკრიბონ ახალი ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან პარლამენტში სამუშაოდ.

“ჩვენ გვაქვს გარდამავალი პარლამენტის შექმნის იდეა, ეს ორგანო იმუშავებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. გვინდა, მოვძებნოთ 300 ადამიანი (საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში _ რედ.), რომლებსაც ექნებათ ამ ქვეყნის შეცვლის ამბიცია. ჩვენ თქვენთან ერთად შევთავაზებთ მათ 10 პუნქტს, რა უნდა გააკეთონ, მათ ექნებათ ერთ წელზე გათვლილი დედლაინი.

ისინი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხშირად არ ჩანან ტელეეკრანებზე. მათ არ უნდა აბოდებდეთ პოლიტიკაზე, თავიანთ თავს არ უნდა ხედავდნენ მინისტრებად და პრეზიდენტებად _ ისინი მხოლოდ ერთი წლით უნდა მოვიდნენ. უნდა იყვნენ ადამიანები ცხოვრებისეული პოზიციებითა და შესაბამისი უნარებით”, _ განაცხადა დერევიანკომ, თუმცა, როგორ აპირებს სააკაშვილი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში 300 ახალი ადამიანის შეყვანას, ვერ ახსნა.

ამ გეგმის განხორციელების შანსი სააკაშვილის გუნდს თითქმის არ აქვს, ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც კომპანიარეიტინგმაჩაატარა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკაშვილისახალი ძალების მოძრაობასმხარს მხოლოდ ამომრჩეველთა 1,3% დაუჭერს. პარლამენტში შესასვლი ბარიერის გადასალახავად კი ხმების 5 პროცენტია საჭირო.

რა თქმა უნდა, ახალი სახეები შეიძლება მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინონ, მაგრამ, როგორც ბოლო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, მაჟორიტარულ ოლქებში ძირითადად იმარჯვებენ კანდიდატები, რომლებიც ფინანსურად არიან უზრუნველყოფილი, და არა ახალი სახეები.

თვითონ სააკაშვილი, _ არწმუნებს საზოგადოებას დერევიანკო, _ მზად არის, იყოს გარდამავალი მთავრობის პრემიერმინისტრი”, მაგრამ ამ ამბიციასაც არ აქვს რეალიზაციის ბევრი შანსი. კანონმდებლობის მიხედვით, უკრაინის პრემიერმინისტრი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინის მოქალაქე, პრემიერის კანდიდატურას კი პარლამენტში წარადგენს უკრაინის პრეზიდენტი.

სააკაშვილს 2017 წლის ზაფხულში ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან კი კონფლიქტი აქვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას თავისი ტაქტიკა აქვს სააკაშვილის მიმართ.

პოროშენკოს გარემოცვის ერთ-ერთი წევრის თქმით, პრეზიდენტმა ახალი წლის წინ ემოციურად აღიქვა სააკაშვილის მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ მისგან წერილის მიღების შემდეგ, რომელშიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა არ გამორიცხა მოლაპარაკებების შესაძლებლობა, პოროშენკო დამშვიდდა.

“ის მიხვდა, რომ მიშა სუსტია. ეს მოეწონა”, _ ამბობს პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენელი.

სტრატეგიული ცხრიანის (უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი არაფორმალური ორგანო. _ რედ.) ერთ-ერთმა წარმომადგენელმა tsn.ua-ს განუცხადა, რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ტაქტიკა გამოიხატება იურიდიული პროცედურების განხორციელებაში:

ახლა უნდა დაიწყოს მხოლოდ იურიდიული პროცედურები. მისთვის კიდევ ერთხელ ხელის ხლება საჭირო არ არის. სექტემბერში მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი. ახლა კი უნდა დაიწყოს სასამართლოები, სასამართლოები, კიდევ სასამართლოები და უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან (“ნა #უი იზ სტრანი”), ოღონდ არა საქართველოში”. დეპორტაციის ეს ვარიანტი უარყოფილი იქნა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს საქართველოში და ახლა მას სამშობლოში ციხე ელოდება. თუ სააკაშვილი პირდაპირ კიევიდან მოხვდება ციხეში, უკრაინას დაეძაბება ურთიერთობა დასავლეთთან. ეს კი პოროშენკოს გარემოცვას არ სურს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაძლო ვარიანტად განიხილავს სააკაშვილის დეპორტაციას ნიდერლანდებში, საიდანაც არის წარმოშობით საქართველოს ექსპრეზიდენტის ცოლი. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზეილსტრამ უკვე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის სააკაშვილის მისაღებად და მოქალაქეობის მისაცემადაც კი.

მაგრამ სააკაშვილი არ ჩქარობს ამ შეთავაზებაზე დათანხმებას. ნიდერლანდებში გაცილებით რთული იქნება ამბიციების რეალიზება და პრემიერმინისტრის პოსტის ხელში ჩაგდება”.

მომზადებულია

tsn.ua მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here