Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთი თავისი რადიკალური პოლიტიკით უახლოეს მოკავშირეებს აფრთხობს

პოლონეთი თავისი რადიკალური პოლიტიკით უახლოეს მოკავშირეებს აფრთხობს

115

ვარშავის რადიკალური პოლიტიკა ქვეყანაში სასამართლო სისტემის, მასმედიისა და საზოგადოების ცვლილებების მიმართ მის უახლოეს მოკავშირეებს აფრთხობს, _ წერს გერმანული გამოცემა Die Welt. ცოტა ხნისწინანდელიშესწორება ტელერადიომაუწყებლობის შესახებ, რომელიც შეეხო ამერიკულ ტელეარხს, ძირს უთხრის აშშთან ურთიერთობასა და ნატოს უსაფრთხოებას, ახლა პოლონეთის პარტნიორებს გაუქრათ ილუზიები იმის შესახებ, სინამდვილეში ვისთან აქვთ საქმე”, _ წერს სტატიის ავტორი ფილიპ ფრიცი.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეიძლება ლიცენზია დაკარგოს ოპოზიციურმა არხმა TVN24-მა, რომელიც ამერიკულ კომპანია Discover-ს ეკუთვნის. ამერიკა, უკვე რამდენიმე დღეა, აკრიტიკებს პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილებას და, ექსპერტების ვარაუდით, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აუცილებლად გაფუჭდება.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის არმია აღჭურვილია ამერიკული იარაღით, თანაც პოლონეთში იმყოფება 4500 ამერიკელი ჯარისკაცი, პოლონეთი კი თავისი აგრესიული მოქმედებებით ალიანსს ხიფათს უქმნის.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here