პოლიტიკაში აუცილებელია, შეინარჩუნო ბიბლიური პრინციპი _ “ყველაფერს თავისი დრო აქვს”

    “დადგა დრო, რომ აღსრულდეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. დღევანდელი საერთაშორისო პროცესები იძლევა იმის საშუალებას, რომ “ნაცმოძრაობას” პასუხი მოეთხოვოს”

    16

    საპარლამენტო  არჩევნები ახლოვდება და წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურ ფაზაში შევიდა. ყველა ამბობს, რომ არჩევნები მშვიდად არ ჩაივლის. ხშირად ისმის მუქარა _ “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობასპოლიტიკური ველიდან გაქრობით ემუქრება, ნაცები  კი არჩევნების გაყალბებას ვარაუდობენ და არეულობით იმუქრებიან.

    .. დასავლელი პარტნიორებიც დაუფარავად საუბრობენ არჩევნების გაყალბებაზე და ისინიც იმუქრებიან. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კი ხშირად გვაფრთხილებს მოახლოებულ საფრთხეზე

    არის თუ არა მზად მოსალოდნელი არეულობისთვის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

    _ საქართველოს ხელისუფლება იმაზე მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი. ისინი საჯაროდ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც საკმარისია იმისთვის, რომ ფლობდე ინფორმაციას, რა შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში.

    პოლიტიკაში აუცილებელია, შეინარჩუნო ბიბლიური პრინციპი _ “ყველაფერს თავისი დრო აქვს”… სიმართლე გითხრათ, გამუდმებით იმაზე ვფიქრობ და ვსაუბრობ, რა მოხდა 1990-იან წლებში საქართველოში, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ იმხანად იმდენად ვიაქტიურეთ, რომ ყველა აგური თავში მოვიხვედრეთ. ისედაც დანგრეულ ქვეყანას ისეთი წინააღმდეგობა გავუწიეთ, რომ თავი დავიღუპეთ… დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან ფრთხილობს და კარგადაც იქცევა.

    _ საქართველო, რომელიც არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე _ 27 ოქტომბერს, არეულობას ელოდება, განაცხადს არ აკეთებს არც ბრიჩსში და არც “3+3” ფორმატში ინტეგრაციაზე

    _ განაცხადის გაკეთება მერეც შეიძლება, გვიანი არ იქნება, რადგან მსოფლიო სხვაგვარად ვითარდება.

    საქართველოს ორიენტაცია დღესაც მიმართულია დასავლეთისკენ, მაგრამ ვექტორი სხვაგან ინაცველებს და ჩვენი ქვეყანაც იძულებული იქნება, შეცვალოს ვექტორი.

    _ რუსეთის ფედერაციამ საქართველო რამდენიმეჯერ გააფრთხილა, რომ ამა წლის 27 ოქტომბერს არეულობა იგეგმებარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოს აფხაზებსა და ოსებთან დალაპარაკებაში დაეხმაროსამის შემდეგ ითქვა, რომ რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუწყვიტარუსეთი მესიჯებს გვიგზავნის, მაგრამ საქართველო, რომელიც ხვდება, რომ დასავლეთი მისი კეთილმოსურნე არ არის ტერიტორიების დაბრუნების საქმეში, მაინც არ მიდის რუსეთთან დასალაპარაკებლად

    _ საქართველოში ძალიან დაძაბული ვითარებაა _ ერთი მხარე ამბობს, რომ გაასამართლებს მეორეს; ის მეორე კი წინასწარვე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდება. ეს არეულობის წინაპირობაა.

    კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენზე მეტ ინფორმაციას ხელისუფლება ფლობს, ამაში დარწმუნებული ვარ. რაც მთავარია, საქართველოში მშვიდობაა და ამ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. მკვეთრი მოძრაობები პოლიტიკაში მისაღები და სასურველი არ არის. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მეთაურები გლობალური პოლიტიკის შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობენ…

    _ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოითხოვს და ამბობს, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებისთვის ეს აუცილებელია; გარდა ამისა, ამბობს, რომ ნაცების მოსაშორებლადაც სჭირდება უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნაცებს კონსტიტუცია არ იცავს

    _ შეიძლება პიარსვლაა… როდესაც ივანიშვილს ეკითხებიან, რატომ ახლა და არა მანამდე, პასუხობს, რომ ბევრი პრობლემა იყო მოსაგვარებელი, იყო საერთაშორისო სასამართლოების პროცესები და ა.შ. გეტყვით, რომ საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატი იყო სხვა და ახლა დადგა დრო, რომ აღსრულდეს ის, რაც ქართველ ხალხს სურს. დღევანდელი საერთაშორისო პროცესები იძლევა იმის საშუალებას, რომ “ნაცმოძრაობას” პასუხი მოეთხოვოს.

    ჩვენი შიში უნდა გაქარწყლდეს, რადგან აქამდე მშვიდობით მოვედით.

    _ ბევრს საუბრობენ კოალიციურ მთავრობაზე. შესაძლოა, ეს მოხდეს?

    _ კოალიციურ მთავრობაზე უარყოფითი აზრი მაქვს. ასეთი მთავრობა მაშინ ყალიბდება, როდესაც არის ძალების თანაფარდობა. ნაცები კი ვერც ერთი პარტიის თანაფარდები ვერ არიან. ამაზე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარს იტყვის.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here