იემენის დედაქალაქ სანაში საჯაროდ დახვრიტეს სამი პედოფილი, რომლებმაც გააუპატიურეს და მოკლეს 10 წლის ბიჭი. საჯაროდ დახვრეტის შემდეგ დამნაშავეთა გვამები ამწე კრანზე ჩამოჰკიდეს, _ იუწყება The Sun.
განაჩენი სანის ცენტრალურ მოედანზე აღასრულეს. მსჯავრდებული პედოფილები აიძულეს, მიწაზე თავქვე დამხობილიყვნენ. იემენელმა ოფიცრებმა თითოეულ მათგანს გულში ხუთ-ხუთი ტყვია დაახალეს. დამნაშავეთა სისხლიანი გვამები ამწეზე ჩამოჰკიდეს და ყველას სანახავად გამოფინეს.