საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს განცხადებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ახასიათებდათ.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს. ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა მოვიდეს ჩვენზედა”, _ აღნიშნა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.